Tuesday, October 16, 2012

დღის ფოტო (მორწყე გემბანი)

ჩინური ავიამზიდი "ლაოიანგის" სავალი გამოცდებისას გადაღებული ფოტოები - ჩანს როგორ ხდება გემბანის გადარეცხვა

 


Monday, October 15, 2012

საექსპორტო ტანკი "Jaguar": ჩინელები და ამერიკელები გეგმავდნენ ერთად დაეპყროთ მესამე სამყაროს ჯავშანსატანკო ბაზარი




80-იანი წლების შუა პერიოდში ჩინელმა კონსტრუქტორებმა ამერიკულ ფირმა Cadillac Gage-სთან ერთად შექმნეს საექსპორტო ტანკი, რომელმაც სახელწოდება "Jaguar"  მიიღო. 1989 წელს ჩინურმა CMEC-მა და ამერიკულმა Cadillac Gage-მ ოფიციალურად განაცხადეს ახალი ტანკის შექმნის დასრულების შესახებ. ამ დროისათვის დამზადებული იყო ორი მანქანა, ხოლო 1990 წელს დასრულდა მათი გამოცდები. შასი ჩინური იყო, ხოლო კორპუსის ზედა ნაწილი, კოშკურა და ძრავა ამერიკელების მიერ მონტაჟდებოდა. 
ძირითად საბრძოლო ტანკ "Jaguar"-ის საბრძოლო წონა 42 ტონაა და ის შესრულებულია კლასიკური სქემის მიხედვით. კონსტრუქციაში ფართოდ გამოიყენება კომბინირებული შეჯავშნი. კორპუსი Type-69-I-თან შედარებით რამდენადმე გრძელია, ჯავშნითაა დაფარული ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება და მუხლუხებსზედა საწვავის ავზები. შუბლა ნაწილზე, ძირითადი ჯავშნიდან რამდენადმე დაშორებით განთავსებულია დამატებითი ჯავშანფილა, რომელიც ფარავს ზედა და ქვედა ჯავშან ნაწილს და მასში ფარების ნიშებია ამოჭრილი. 



ახალი კონსტრუქციის კოშკურა შედუღებულია სწორი ჯავშანფილებით, რომლებიც დახრის რაციონალური კუთხებიითაა განთავსებული. ძირითად შეიარაღებად გამოიყენება მცირე უკუგორვის მქონე, 105მმ-ნი კუთხვილულიანი ინგლისური "Royal Ordnance"-ს ქვემეხი L-7.ამას გარდა ტანკს გააჩნია 7,62მმ-ნი შეწყვილებული და 12,7მმ-ნი საზენიტო ტყვიამფრქვევები. განმსახვავებელ ნიშანს წარმოადგენს NATO-ს ტანკებისთვის დამახასიატებელი ეკიპაჟის განლაგების სქემა, რომელშიც მეთაური და მემიზნე კოშკურაში, მარჯვნივ არიან მოთავსებულები. ასევე ამ ტანკის დამახასიათებელ ნიშნად იქცა კოშკურის კიჩოზე მოთავსებული ნიშა, რომელშიც განთავსებული იქნა ქვემეხის საბრძოლო კომპლექტის ნაწილი. ქვემეხის დამიზნების ამძრავები ელექტროჰიდრავლიკურია, მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მართვა სარეზერვო, ხელის საშუალებებით ხორციელდება.
"Jaguar"-ზე ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა აყენია. ეს სისტემა ამერიკულ მსუბუქ ტანკ, "Stingray"-ს ცეცხლის მართვის სისტემის ანალოგიურია, რომელშიც შედის ლაზერული მანძილმზომი, ორსიბტყიანი სტაბილიზატორი, მეთაურის და მემიზნის თანამედროვე კომბინირებული სამიზნე და სითბოვიზორული ხელსაწყოები. კოშკურის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებული საკვამლე მორტირების ბლოკები, თითოში ექვსი მორტირით.


ტანკი აღჭურვილია  ხანძარსაწინააღმდეგო სწრაფმოქმედი ავტომატური სისტემით. ძალურ დანადგარად გამოიყენება ამერიკული კომპანია Detroit Diesel-ის 750ც/ძ-ნი დიზელის ძრავა, რომელიც ავოტმატურ ტრანსმისია XTG-411-ტთან ერთ ბლოკშია გაერთიანებული. ამასთან დაკავშირებით კორპუსის კოჩო რამდენადმე არის აწეული. დაკიდება მოიცავს ხუთ წყვილ საყრდენ გორგოლაჭს და ორ წყვილ დამჭერ გორგოლაჭს. წამყვანი თვალი უკანაა განლაგებული. მანქანას შეეძლო განევითარებინა მაქსიმალური 55კმ/სთ სიჩქარე.
ვარაუდობდნენ, რომ ტანკის შემდეგი მოდელები აღჭურვილი იქნებოდა ფირმა Cadillac Gage-ს ჰიდროპნევმატური საკიდარით, რომელიც უზრუნველყოფდა ტანკის მანევრულობის გაუმჯობესებას უგზოობაზე. ტანკი "Jaguar" აღჭურვილია რეზინოფოლადის სახსრიანი გაუმჯობესებული მუხლუხოთი.


ტანკ "Jaguar"-ის შემქნმნელი ორივე ფირმა თვლიდა, რომ იგი მოიპოვებდა დიდ წარმატებას მესამე სამყაროს ქვეყნების ბაზარზე, განსაკუთრებით მათ შორის რომლების შეიარაღებაშიც უკვე არსებობდა საბჭოთა ტანკები  Т-54/55 და ჩინური Type-56/69. მაგრამ მთელი სამუშაოები შეჩერებული იქნა იმ აკრძალვის გამო, რომელის მიხედვითაც აშშ-ს ადმინისტრაცია ჩინეთთან სამხედრო ურთიერთობებს კრძალავდა - აკრძალვა პეკინში, ტანიანმენის მოედანზე დემონსტრაციის დაშლის შემდეგ იქნა მიღებული. 


წყარო:



Chuck Yeager-მა ბგერის სიჩქარის გადალახვის 65 წლისთავი აღნიშნა


დღეს ის 89 წლისაა, მაგრამ არც მისმა ასაკმა და არც იმან რომ 65 წელი გავიდა მას შემდეგ რაც Chuck Yeager-მა კაცობრიობის ისტორიაში პირველად გადალახა ბგერის ბარიერი ვერ შეძლო ამ კაცი-ლეგენდის გზის გადაჭრა - გუშინ, 10:24 საათზე, ზუსტად იმ დროს როდესაც მან 1947 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველად გადალახა 1mach სიჩქარე თვითმფრინავ Bell X-1-ით, მან განახორციელა ფრენა F-15-ით ნევადას უდაბნოს თავზე, რომლის დროსაც გადალახა ბგერის ბარიერი და იფრინა 1,4mach სიჩქარით და ამგვარად აღნიშნა ეს ისტორიული წლისთავი.




ბუნდესვერის ახალი ტყვიამფრქვევი

როგორც ინტერნეტ წყაროები იუწყებიან, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს ახალი, NATO-ს სტანდარტის 7,62x51 კალიბრის მქონე, ერთიანი ტყვიამფრქვევის ტენდერი. ახალმა ტყვიამფრქვევმა უნდა შეცვალოს გერმანიის არმიაში 1968 წლიდან შეიარაღებაზე მყოფი MG-3 და შეიარაღების შემდეგ მიიღებს სახელწოდება MG-5.
ტენდერის აშკარა ფავორიტად გერმანული კომპანია Heckler & Koch ერთიანი ტყვიამფრქვევი НК-121 წარმოგვიდგება. მოცემული სისტემა, აირგამომდენი ავტომატიკით წარმოადგენს 5,56მმ-ნი ტყვიამფრქვევი НК-43 (MG-4) შემდგომ მოდერნიზაციას. ეს ტყვიამფრქვევი პირველად წარდგენილი იქნა 2009 წელს და მაშინვე მოხდა განცხადების გაკეთება - რომ ტყვიამფრქვევი 2011 წლისათვის მზად იქნება სერიული წარმოებისთვის. 



მიუხედავად იმისა რომ ტყვიამფრქვევი НК-121 ამ ბოლო დროს რამდენიმე ქვეყნის არმიაში გადის გამოცდებს მისი შესყიდვის შესახებ მონაცემები არ არსებობს. НК-121 მნიშვნელოვან პლიუსს გერმანული არმიისთვის, მწარმოებლის აზრით წარმოადგენს მისი სრული თავსებადობა MG-3 დაზგებთან და მონტაჟის ადგილებთან.
НК-121-ს ძირითადი კონკურენტი გერმანულ ტენდერში იქნება ძველი, კარგი და საიმედო ტყვიამფრქვევი FN MAG. აღსანიშნავია რომ ტყვიამფრქვევი FN MAG ლიცენზიით ასევე იწარმოება Heckler & Koch-ის მიერ (დიდი ბრიტანეთისთვის და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნებისთვის), ამასთან Heckler & Koch-მა 2007 წელს წარადგინა FN MAG-ის მოდერნიზირებული ვარიანტი HK-221.




ბულაგურლი შეიარაღება ქართული არმიისთვის


გაეროს ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრის ვებგვერდზე (UN REGISTER OF CONVENTIONAL ARMS) გაცნდა გაეროს გენერალური მდივანისადმი წარდგენილი რეგისტრის ახალი მოხსენება. რეგისტრი მოიცავს 2011 წლის ახალ რვა ნაციონალურ მოხსენებას ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ. 
იმ რვა ქვეყნიდან, რომლების ანგარიშებიცაა წარდგენილი რეესტრში (United Nations Register of Conventional Arms - Report of the Secretary-General), ინტერესს იწვევს რუმინეთის, ჩინეთის, ბულგარეთისა და შვედეთის ანგარიშები. 
ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ბულგარეთის ანგარიში, რომელიც დეკლარირებას უკეთებს 2011 წელს საქართველოს არმიისთვის მიწოდებულ 12 თვითმავალ 122მმ-ან ჰაუბიცას. ამავდროულად მითითებულია რომ ბულგარეთმა ჩეხიიდან 23 ცალი ამ კალიბრის ჰაუბიცა მიიღო. ჩეხური მოხსენების თანახმად, ბულგარეთისთვის მიწოდებული ჰაუბიცები იყო თვითმავალი 2С1 "Гвоздик"-ები. სავარაუდოდ რუმინეთიდან ბულგარეთში 2С1 "Гвоздика" მიწოდებული იქნა შემდეგში საქართველოში რეექსპორტისათვის და ამას გარდა ალბათ კაპიტალურ რემონტსაც ბულგარეთში გადიოდნენ. შეგახსენებთ რომ თავის დროზე ბულგარეთი აწარმოებდა ლიცენზირებულ ჰაუბიცა 2С1-ს. ეს ახალი ჰაუბიცები პირველად დემონსტრირებული იქნა 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში გამართულ აღლუმზე.
ამას გარდა გაეროს რეგისტრში ბულგარეთმა მიანიშნა რომ საქართველოს მიაწოდა 1500 ავტომატი, 450 ხელის ტყვიამფრქვევი და 600 ერთჯერადი РПГ-22. ბულგარეთმა რეესტრის თანახმად საქართველოს გარდა იარაღი მიჰყიდა ინდოეთს( 70565 ავტომატი 815 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ), ავღანეთს (261 ცალი 73მმ-ნი СПГ-9), დაჯიკეთს (20 ცალი СПГ-9), მალის (15 ცალი СПГ-9) და ბურკინა ფასოს (12 ცალი СПГ-9).

დღის ფოტო

ხომალდის კაპიტანი


Sunday, October 14, 2012

ბრიტანელი ჯარისქალები კალენდრისთვის გაშიშვლდნენ


ბრიტანელი 12 საზღვაო ქვეითი გოგო კამერის წინ გაშიშვლდა. სურათები გამოყენებული იქნება კალენდარისთვის, რომლის გაყიდვიდანაც შემოსული თანახა გადარიცხული იქნება საზღვაო ქვეითების საქველმოქმედო ორგანიზაციაში.








შარშანდელი კალენდარის წარმატების შემდეგ, რომლის დახმარებითაც 5000 ევრო შეგროვდა, წელს facebok-ში გაკეთებული განცხადების შემდეგ 65 გოგომ გამოთქვა ფოტოსესიაში მონაწილეობის სურვილი, აქედან არჩეული იქნა 12, რომელიც აისახება კალენდარზე და შემოსავლის გარდა ასევე დაეხმარება ცხელ წერტილებში მყოფ ბრიტანელ მეომრებს სულისკვეთების ამაღლებაში.

წყარო:

მაკედონიის ახალი ჯავშანტრანსპორტიორი

მაკედონიის რესპუბლიკამ სურვილი გამოთქვა ახალი საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორის/ქვეითთა საბრძოლო მანქანის შესყიდვის შესახებ. ამ მიზნით მათ პოლონეთმა წარუდგინა KTO Rosomak -ა. საერთო ჯამში ქვეყანას 45 მანქანის შესყიდვის სურვილი აქვს.


მაგრამ რადგანაც ქვეყნის ფინანსები შეზღუდილია ამ კონტრაქტზე უარი იტქვა და ხელისუფლებამ დასახმარებლად აშშ-ს მიმართა - მოითხოვა დაკონსერვებული ჯავშანტექნიკის გადაცემა.







დღის ფოტო (გაგრძელება)

Ка-52 Аллигатор-ის საინტერესო ფოტოები (გუშინდელი სერიის გაგრძელება):



Ка-52 Аллигатор

Бе-200 (ფოტოები)






 

 









დაწვრილებით თვითმფრინავის შესახებ: