Wednesday, January 2, 2013

ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტი საქართველოში გადმოასვენეს



დღეს საქართველოში სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედარი ჩამოასვენეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს გარდაცვლილი გიორგი კიკაძის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და დახმარება აღუთქვა. ირაკლი ალასანიას განცხადებით: “გიორგი კიკაძის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის, სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის. გიორგი იყო გამბედავი და ვაჟკაცი ბიჭი. ის მეორედ იყო ავღანეთში და სწორედ გამბედაობით გამოირჩეოდა. ერთადერთი რაც დაგვრჩა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ მის ოჯახს, ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ ის დიდი ტრაგედია, რაც თავს დაატყდათ, გადავატანინოთ. ჩვენ მეტი სიფრთხილით და სამხედრო პროფესიონალიზმით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა საერთაშორისო ოპერაციებში, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები.” სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. თავდაცვის სამინისტრომ და გაერთიანებულმა შტაბმა სპეციალური ჯგუფი შექმნა, ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. თუმცა, 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. სერჟანტი გიორგი კიკაძე 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე მან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინა მოსამზადებელი 6 თვიანი კურსი გაიარა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული სერჟანტ გიორგი კიკაზის დაკრძალვის ხარჯებს. ასევე, მის ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია.












წყარო:


P.S. ვუსამძიმრებ დაღუპილის ოჯახს და ვისურვებდი რომ ეს მსხვერპლი ბოლო ყოფილიყოს. და კიდევ ერთს დავამატებ – მისასალმებელია რომ ახალმა მთავრობამ ისწავლა დაღუპილი მებრძოლების პატივით ჩამოსვენება და დახვედრა და მათ მალულად აღარ მარხავენ. ხალხმა უნდა იცოდეს თავისი გმირების სახელები და სათანადო პატივი მიაგოს მათ.


"დიდგორისა" და "ლაზიკის" ამწყობ "დელტას" ამოწმებენ


 თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შევიდა...

ალბათ, ბევრს ახსოვს, როგორ მართავდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა "დიდგორის", "ლაზიკის", "გრად-კრაზისა" თუ უპილოტო თვითმფრინავის პრეზენტაციებს, რომლებიც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იყო აწყობილი.
რა თქმა უნდა, მისასალმებელი იყო, რომ ქართველმა კონსტრუქტორებმა შეძლეს, სხვადასხვა ქვეყანაში შესყიდული დეტალებით აეწყოთ საბრძოლო მანქანების საცდელი ნიმუშები, თუმცა მაშინდელი მთავრობა ჯიუტად ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ყველა დეტალი საქართველოში იყო წარმოებული და მათი სერიული გამოშვებაც - დაწყებული.
სინამდვილეში მხოლოდ "დიდგორი" იყო ორი-სამი ათეული, "ლაზიკის", "გრად-კრაზისა" თუ უპილოტოების რაოდენობა კი თითზე ჩამოითვლებოდა.
ეს არც უნდა ყოფილიყო გასაკვირი, რადგან საჭირო იყო თითოეული ამ მანქანის სრულყოფილი გამოცდა, რაც დიდ დროს მოითხოვდა. ამასთან, თუკი რომელიმე მათგანი გამოცდას ჩააბარებდა, "ეფექტურობა-ღირებულების" პრინციპით უნდა განსაზღვრულიყო, რა დაუჯდებოდა მისი სერიული წარმოება სახელმწიფოს და უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა მისი ანალოგის საზღვარგარეთ შესყიდვა.
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, "დელტას" ყოფილმა ხელმძღვანელებმა ამა თუ იმ მოდელის დაპროექტებასა და დამზადებაზე მნიშვნელოვანი თანხა დახარჯეს.
სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია "დელტაში" სწორედ იმის დასადგენად შევიდა, მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა ეს თანხა. საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, გენინსპექცია ფინანსურ დოკუმენტაციას მთავარ პროკურატურას გადასცემს.

ავტორი:
ირაკლი ალადაშვილი

წყარო:




P.S.
თავისთავად ძალიან სასიხარულო ამბავი იყო ქართული სამხედრო წარმოების გამოცოცხლება და ქვეყნის და არმიის ბევრ გულშემატკივარისთვის ეს ამბავი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, მათ შორის ჩემთვისაც. მაგრამ მეტ–ნაკლებად საქმეში ჩახედული ადამიანისთვის ეს ყველაფერი ბევრ უპასუხო კითხვებს ბადებდა, რაც თავისთავად ეჭვების საკმარისი საფუძველია.
კონკრეტულად:
  • რამდენად გააჩნდა საქართველოს სამეცნიერო ბაზა და გამოცდილება რომ ტექნიკის ახალი ნიმუშები სათანადოდ გამოეცადა და დაეხვეწა?
  • საერთოდ რა გამოცდები გაიარა?
  • გამოცდების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრები რა დაჯდა, რამდენად მოუმატა ფასი საბრძოლო ტექნიკას და რამდენად სასარგებლო იყო ამ ფასად ტექნიკის შესყიდვა და სერიაში ჩაშვება (ფასი/ეფექტურობა)?
  • რამდენად გააჩნია ჩვენს სამხედრო წარმოებას ამ ტექნიკის მასიურად წარმოების შესაძლებლობა? საუბარი არაა შესყიდული ნაწილებით აწყობილ უპილოტოებზე და ჯავშანმანქანა დიდგორზე – მე კონკრეტულად ამ შემთხვევაში ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკაზე" ვსაუბრობ, რომელიც ნამდვილად ყველაზე რთული მანქანაა რაც ჩვენებმა ააწყვეს.

  • როგორც წესი სამხედრო ტექნიკაზე დახარჯული თანხები ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამჭვირვალეა – ჩვენთან ეს თანხა არ გახმაურებულა და ესეც კიდევ დამატებითი ეჭვების წყაროა.
  • რა ხარისხით მზადდება ეს ყველაფერი და ხარისხის კონტროლი რა ბერკეტები არსებობს? ეს იმის ფონზე რომ დელტას ფაქტიურად მონოპოლიზაცია აქვს სამხედრო წარმოებაზე.
  • შემოტანილ თუ აქ შექმნილ შეიარარებისა და საბრძოლო ტექნიკის შექმნა–აწყობისას რამდენია შემოტანილი და რამდენია ადგილობრივი წარმოების წილი და რა მოგება რჩება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ყველაფრიდან.
იმედა ბევრ ამ კითხვას შემოწმების მერე გაეცემა პასუხი და ეროვნული სამხედრო წარმოება ნელ–ნელა სწორ გზაზე დადგება და ქვეყანას არა მარტო რკინით, არამედ ფინანსურადაც დაეხმარება.

Tuesday, January 1, 2013

შს მინისტრმა ახალი წელი პოლიციელებს კონფლიქტურ ზონაში მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი წელი კონფლიქტურ ზონაში მომსახურე პოლიციელებს მიულოცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წელი კონფლიქტურ ზონაში მომსახურე პოლიციელებს მიულოცა. მინისტრი პირადად ეწვია, ახალგორის რაიონის სოფელ ოძისში განლაგებულ საგუშაგოებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი განყოფილების თანამშრომლებთან ერთად სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, გასული წლის მიღწევებზე და სამომავლო წინსვლაზე ესაუბრა. ახალი წლის ღამემ კონფლიქტის ზონაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.












P.S. ისე წინა საახლაწლო ინტრიგნობად არ ჩამომართვათ და ეს ჟურნალისტების ჯავშანჯილეტები საიდან ნახეს და ჩააცვეს ჩვენს პოლიცილებს?




წყარო:

БМП-3, Leclerc, HMMWV, AH-64D და Корнет-Э არაბების სამსახურში

საუდის არაბეთის БМП-3, Leclerc, და AH-64D 

БМП-3 სწავლებაზე


საერთო სწავლება ფრანგებთან ერთად




БМП-3 აღლუმზე




БМП-3 და HMMWV ტაქტიკურ მარშზე


Корнет-Э–ს სროლები




Gunboat OSPREY HSY 56A & Elli class frigate

2008 წელი, ათენი, პირეა – ბერძნული ფლოტის ღია კარის დღე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ექსკურსია განახორციელოს საბერძნეთის სამხედრო საზღვაო ძალების  Gunboat OSPREY HSY 56A Aettetos P–268–ზე და Elli class frigate Kanaris F-464–ზე. ექსკურსიის დროს შესაძლებელი იყო ხომალდის ნებისმიერ ნაკვეთურში შესვლა და ეკიპაჟთან გასაუბრება და ნებისმიერი კითხვის დასმა.

Elli class frigate Kanaris F-464












 Gunboat OSPREY HSY 56A Aettetos P–268