Tuesday, February 12, 2013

E-2D Advanced Hawkeye მზადაა სერიული წარმოებისთვის


გასულ თვეში ესკადრილია Air Test and Evaluation VX-1–ის  მიერ E-2D Advanced Hawkeye–ს ოპერატიული გამოცდებისა და შეფასებების შემდეგ ესკადრილიამ თვითმფრინავის ვარგისიანობის რეკომენდაცია გადასცა აშშ–ს საძრვაო ძალების შესაბამის ორგანოს დაამით გზა გაეხსნა ამ მფრინავი რადარის სერიულ წარმოებას (Full Rate Production). მწარმოებელ კომპანიას – Northrop Grumman–ს უკვე აქვს შეკვეთა ამ თვითმფრინავის მესამე ეგზემპლიარის აწყობის შესახებ – მთლიანობაში აშშ–ს საზღვაო ძალები 54 ცალ  E-2D Advanced Hawkeye–ს მიიღებენ.



წყარო:
Northrop's E-2D Advanced Hawkeye approved for full-rate production
დაწვრილებით პროგრამის შესახებ:
E-2D Advanced Hawkeye

ფოტოები განწყობისათვის

ალისა საოცრებათა ქვეყანაში



ალისა და AH-64D Longbow
 

ალისა, F-35 და გაურკვეველი პლასტმასის კონსტრუქცია

ალისა და Spyder–ი

ალისა და V-22 Osprey

ალისა და აშუშუ პილოტები

კანფეტი გოგო სალოკი კანფეტით კანფეტი თვითმფრინავის ფონზე – ანუ სამი კანფეტი :D

ალისა და C-27

ალისა და M-346

ალისა და AH-64D

ალისა და МиГ-29

ალისა და C-17 Globemaster III

და ისე ცნობისათვის ალისა ეს კორეელი ფოტომოდელი Nikita Hengbok–ია და საოცრებათა სამყარო კიდევ Singapore Airshow 2012

Monday, February 11, 2013

დღის ფოტო – სადაა ფოტოგრაფი?

«Curiosity»-ის ამ ფანტასტიკური სურათის ნახვისას ბუნებრივია რომ გამიჩნდა კითხვა – ვინ გადაიღო სურათი?


დედამიწის დროით სურათი 3 თებერვალსაა გადაღებული – მარსის დროით "მარსის" 177–ე დღეს, ამ დღეს როვერმა «John Klein»–ის ვაკეზე პირველად დაიწყო კლდის ბურღვა.

Sunday, February 10, 2013

რუსეთში მოდერნიზირებული АК-ას გამოცდები გრძელდება

როგორც უკვე რამდენჯერმე ვწერდით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით ხორციელდება მომავლის ჯარისკაცის აღჭურვილობისა და მის ფარგლებში არსებული შეიარაღების ტესტირებას, ამის შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე წაიკითხოთ:
დამატებით წარმოგიდგენთ ამ გამოცდებში მონაწილე ავტომატების რამოდენიმე ფოტოსურათს

АК–74М–ის მოდერნიზაცია АК–74М-3 დონემდე – ავტომატი აღჭურვილია ორ კამერიანი მუხრუჭ კომპენსატორით, კონდახი Зенит–ისა. მარჯვნივ АК-12 – აღჭურვილია დოლურა მჭიდით

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოდერნიზირებული АК–74М–ის რამოდენიმე ვარიანტი

АК-12 

კოლიმატორ Кречет–ით აღჭურვილი АК-103

ზევიდან ქვევით:
  • АК-107
  • მოდერნიზირებული АК-103
  • "Ратник"–ის პროგრამაში მონაწილე, А-91–ის ბაზაზე აწყობილი ბულპაპი ტულადან (სავარაუდოდ А-545)


F-15 dogfight footage in HD


F-15–ების საჰაერო ბრძოლების საკმაოდ ლამაზი და ეფექტური ვიდეო



This video was created to commemorate the 67FS winning the 2011 Raytheon Trophy for outstanding aerial achievement, given to the top air-to-air squadron in the USAF.
The footage was shot over 1 year of flying with a Sony HD Handycam and GOPRO Hero. The footage was shot entirely by pilots, no combat camera personnel were used. The video was edited with Sony Vegas Movie Studio HD over 2 weeks by Jersey. Footage includes flying and aircraft from both the 67FS "Fighting Cocks" and the 44FS "Vampire Bats", entirely on location at Kadena AB, Japan. Most of the over water footage was filmed while we were raging like demons from hell in the skies over the pacific ocean like our brothers did 70 years before us.

გამანადგურებელთა 67–ე ესკადრილიის გერბი


დღის ფოტო – Greenpeace-ს არ ანახოთ

B-52 Stratofortress - ამათზე ალბათ Greenpeace–ს მოთხოვნები არ ვრცელდება



RUAG–მა International Armoured Vehicles–2013–ზე მოდერნიზირებული Leopard-2A4 წარადგნია

ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენა International Armoured Vehicles–2013–ზე კომპანია RUAG–მა Leopard-2A4–ის მოდერნიზაციის საკუთარი ვარიანტი წარადგინა. მოდერნიზაცია ძირითადად ტანკის დაცვის გაუმჯოიბესებასა და ეკიპაჟის გადარჩენადობის გაზრდას ეხება:



როგორც ცნობილია კომპანია აწარმოებს დაცვის შემდეგ სახეობებს:



ტანკში გატარებული ღონისძიებები ამაღლებს მის დაცვას მთელს პერიმეტრზე და ზემოდან. ასევე გაძლიერებულია ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩული, გაუმჯობესებულია საბრძოლო მასალების სათავსოები, ასევე არაა გამორიცხული რომ ტანკის სავალი ნაწილიც გაძლიერდა. მანქანის მოდერნიზაცია კომპანია RUAG–მა Diehl Defence Land Systems (DLS) შეკვეთით განახორციელა.



Saturday, February 9, 2013

რუსეთის ავიაციის Су-30СМ

შარშან უკვე ვწერდით რუსეთის ავიაციისთვის გადაცემული ორი ცალი Су-30СМ–ის შესახებ, ამის თაობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: კორპორაცია "Иркут"–მა რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს პირველი ორი Су-30СМ გადასცა.
ამჯერად წარმოგიდგენთ ამ თვითმფრინავების ფოტომასალას, რომელიც Марина Лысцева–მ თავის ბლოგში  გამოაქვეყნა.