Tuesday, February 4, 2014

ქართველი სამხედროების სამედიცინო მომზადება გერმანიაში


ევროპაში აშშ–ს მე–7 არმიის "ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო მეთაურობის" (Joint Multinational Training Command - US Army in Europe) სასწავლო ცენტრში, სამხედრო ბაზა Grafenwoehr–ში და Hohenfels–ის პოლიგონზე (7th Army Joint Multinational Training Command's Grafenwoehr and Hohenfels Training Area) ქართულმა ქვედანაყოფმა სამედიცინო სწავლება გაიარეს. სწაველბა NATO–ს ეგიდით  ISAF–ის მისიაში მონაწილეობის წინა მოსამზადებელი კურსის ნაწილია და ამერიკელი საზღვაო ქვეითების მეთვალყურებოით განხორციელდა.

სწავლების ვიდეომასალა

გენერალი Abrams ევროპაში ბრუნდება

ერთი წელიც კი არ გასულა რაც წავიდნენ ევროპიდან და უკან მობრუნდნენ – ამერიკული ტანკები გერმანულ ბაზებზე ბრუნდებიან 

გერმანიაში დაბრუნებული მანქანები M1A2 Abrams SEPv2-ის ყველაზე თანამედროვე ვერსიას წარმოადგენენ
ამერიკული ტანკები გერმანიაში ბაზებს დაუბრუნდნენ, სადაც ისენი მეორე მსოფლიო ომის მერე ბაზირდებოდნენ.  გასული წლის აპრილში ევროპაში ამერიკული ძალების შემცირების შედეგად 170–ე და 172–ე ქვეითი ბრიგადების გაუქმების შედეგად უკანაკსნელმა ტანკ Abrams–ებმა გერმანია დატოვეს.
როდესაც 22–მა ცალმა M1A1 Abrams–მა ევროპა დატოვა, ეს ეპოქის დასარულად ჩაითვალა, რადგანაც 1944 წლიდან მოყოლებული ამერიკული ტანკები მუდმივად იმყოფებოდა ევროპაში. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ისტორიის ეს ფურცელი ნაადრევად იქნა გადაშლილი. გასული კვირის პარასკევს გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა "Grafenwöhr"-ში მატარებლის ეშელონიდან 29 ცალი M1A2 Abrams SEPv2 ჩამოიტვირთა. ეს მძიმედ შეჯავშნული მანქანები ძველი Abrams–ების, რომლებმაც ევროპული მიწა 10 თვის წინ დატოვეს, მოდერნიზირებულ ვარიანტს წარმოადგენენ და ამჯერად ევროპაში აშშ–ს "ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო მეთაურობის" (Joint Multinational Training Command - US Army in Europe) შემადგენლობაში შევლენ.

ტანკებთან ერთად გერმანიაში ქსმ–ებიც დაბრუნდნენ. ტანკ Abrams–ები დანარჩენ 33 ცალ ქსმ M2A3 Bradley–სთან ერთად და ათობით სხვა მარავალ დამხმარე მანქანასთან ერთად გერმანიაში მოახდენენ ბაზირებას


 CITV აღჭურვილი  სამეთაურო М3А2 

ტანკებთან ერთად ჩამოსული 33 ცალი M2A3 Bradley სავარაუდოდ ECP1 და ECP2 ვერსიით მოდერნიზირებული მანქანებია, აღსანიშნავია რომ მანქანები Abrams-ის  Т158–ი მსგავსი მუხლუხებითაა აღჭურვილი

ტანკ Abrams–ები დანარჩენ 33 ცალ ქსმ M2A3 Bradley–სთან ერთად და ათობით სხვა მარავალ დამხმარე მანქანასთან ერთად გერმანიაში მოახდენენ ბაზირებას, თუმცა სასწავლოდ მთელს ევროპაში არსებულ ცენტრებს გამოიყენებენ. ამერიკელი ოფიცრები იმედს ამყარებენ რომ ამგვარად პროფესიონალური მომზადების ცენტრებში არსებულ წყვეტას შეავსებენ, რომელიც შესამჩნევი გახდა მას მერე რაც უკანასკნელმა Abrams–მა გასულ აპრილს ევროპა დატოვა.
დროებით ყველა ამ მანქანას 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადა მიიღებს შეიარაღებაში, რათა მონაწილეობა მიიღოს ორ დიდ სწავლებაში – საფრანგეთში და ლატვიაში.

Monday, February 3, 2014

დღის ფოტო – სიკვდილის ვარსკვლავი

ვერტმფრენი CH-47 ტრანსპორტირებას უკეთებს ვარსკვალვის სქემით დაკიდებულ 6 ცალ 105მმ–იან ჰაუბიცა M-102 (ფოტო გადიდებადია)

ლეგენდარული МР–5 50 წლისაა

 MP-5A3 MLU
28 იანვარს, კომპანია Heckler&Koch–მა, პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი МР–5–ის 50 წლის თავი აღნიშა. დღემდე ამ იარაღის 500 ათასი ცალი ლიცენზირებული და არა ლიცენზირებული ეგზემპლარია დამზადებული.
მსოფლიოში ლეგენდარული და ერთ–ერთიყველაზე ცნობადი პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის შექმნაზე მუშაობა 1963 წელს დაიწყო. 9х19 ტყვიაზე გათვლილი იარაღი ოთხი კონსტრუქტორისგან შემდგარმა ჯგუფმა შექმნა: ტილო მიულლერი (Tilo Möller), მანფრედ გუჰრინგი (Manfred Guhring), გეორგ საიდლი (Georg Seidl) და ჰელმუტ ბაურეტერი. იარაღი ნახევრად თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობს, რომელის კონსტრუქციას ავტომატური შაშხანა G3–დან არის აღებული.
პისტოლეტ ტყვიამფრქვევი თავდაპირველად აღინიშნებოდა როგორც МР–64, შემდეგ გადაარქვეს და НК–9 უწოდეს, 1965 წელს კოდური სახელწოდებების ახალი კატალოგის თანამხად მას НК–54 დაერქვა. დასავლეთ გერმანიის არმიის მიერ მისი შეიარაღებაში მიღების შემდეგ მას საბოლოოდ ეწოდა  МР–5. ეს ნიშნავდა იმას, რომ ბუნდესვერის კატალოგში ეს იყო რიგით მეხუთე ავტომატური პისტოლეტი (Maschinenpistole 5). ბუნდსევერს უკვე ჰქონდა სხვა 4 ტიპის ანალოგიური იარაღი: MP1 – იტალიური Beretta M38/49, MP2 – ებრაული ლიცენზიით FN Herstal–ის მიერ წარმოებული UZI, MP3 – Walther MPL და MP4 – Walther MPK.
გერმანიამ, 1959 წელს, სასაზღვრო სამსახურისთვის (Bundesgrenzschutz – BSG)  ისრაელს 35 ათასი ცალი პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი UZI შეუკვეთა. ეს იყო პოლიციელების პირველი გასამხედროებული ფორმირება, რომელიც 1955 წელს ბუნდესვერის შექმნამდე, 1951 წელს შეიქმნა. 
BSG–მ პირველი MP-5, ნომრით "11001" 1966 წელს მიიღო. პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის მიღება იმავე პერიოდში დაიწყო პოლიციამ, სამხედრო პოლიციამ, საზღვაო ფლოტმა და სპეციალური დანიშნულების ძალებმა. პისტოლეტ–ტყვიამფრქვევები დასაკეცი და ფიქსირებული კონდახით იწარმოებოდა, სახელწოდებით МР–5А2 და МР–5А3. თავდაპირველად იარაღის მიწოდება კოლოფისებრი მჭიდით ხდებოდა, 1977 წელს გამოჩნდა 15 და 30 ტყვიანი "ბანანისებრი" მჭიდები.
იარაღმა პოპულარობა 70–იან წლებში მოიპოვა, როდესაც გერმანიას ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდა პრობლემები, როგორებიცაა "წითელი არმიის ფრაქცია" და "ბაადერ–მაინჰოფის ჯგუფი" (Rote Armee Fraktion, Grupa Baader-Meinhof). საინტერესოა ის ფაქტი რომ მემარცხენე რადიკალისტურმა ორგანიზაციამ თავის ლოგოტიპზე წითელი ვარსკვლავის ფონზე პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი МР–5 გამოსახა. 1972 წელს იარაღი, გერმანულმა ანტიტერორისტულმა ჯგუფიმა, GSG9–მ მიიღო შეიარაღებაში. ჯგუფი МР–5–ს წარმატებით იყენებდა, კერძოდ 1977 წელს მოგადიშუში სამგზავრო ავიალაინერის განთავისუფლების დროს.

"წითელი არმიის ფრაქციის" (Rote Armee Fraktion) ლოგოტიპზე გამოსახული MP-5
მაგრამ დიდი პოპულარობა МР–5–მა რამდენიმე წლის მერე მოიპოვა, როდესაც 1980 წლის მაისში, ბირტანელმა "კომანდოსებმა" იერიშით აიღეს ირანის საელჩო ლონდონში. ინგლისურმა სპეცრაზმმა, SAS–მა ამ მოვლენებიდან მალევე თავისი L2/L34 Sterling–ები გერმანული МР–5–ებით ჩაანაცვლეს. 80–იან წლებში ევროპის თითქმის ყველა ანტიტერორისტული ქვედანაყოფი იყენებდა МР–5–ს, მალე ის შეიარაღებაში იუგოსლავიამაც მიიღო, ხოლო 89 წლის მერე ვარშავის პაქტის ქვეყნებშიც გამოჩნდა, მაგალითად პოლონეთში (90–იანების ბოლოს – 00–იანების დასაწყისში ჩვენთანაც გამოჩნდა, ძირითადად თურქული წარმოების).

საქართველოს შსს–ს კუდ–ის შეიარაღებაში არსებული MP-5
1974 წელს გერმანიაში МР–5–ის 146მმ–ნ, მაყუჩჩაშენებულლულიან ვარიანტზე დაიწყეს მუშაობა, რომელმაც მოგვიანებით სახელწოდება MP–5SD მიიღო. 70–იან წლებში სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელმა კომპანია H&K–ს იარაღის მოკლე ვერსიის შექმნა მოსთხოვა. შედეგად 1976 წელს შეიქმნა უკონდახო მოდელი МР–5К, რომელსაც 115მმ–ნი ლულა და სროლის დროს სტაბილიზაციის შესანარჩნებელი სახელური ჰქონდა. იარაღს უფრო მსუბუქი საკეტის გამო წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილი ჰქონდა სწრაფსროლა: 700–ის ნაცლად 900 ტყვია წუთში.


წყარო:

Sunday, February 2, 2014

ერაყი – ქალაქ Ramadi–ზე კონტროლი აღდგა


ერაყულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ Ramadi–ზე კონტროლი აღდგინეს. როგოც ცნობილია ახალი წლეის შემდეგ ქალაქი Al-Qaeda–ს დაჯგუფება "ლევანატისა და ერყაის ილსამური სახელმწიფო"–მ (ISIL Islamic State of Iraq and the Levant) დაიკავეს (ამის შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი – ბრძოლები ფალუჯასთვის).
ერაყულმა არმიამ ქალაქის გასაკონტროლებლად მძიმე ტექნიკა გამოყენა, ვიდეო სიუჟეტში ჩანს  ამერიკული M-113  და M1A1M და საბჭოთა Т-72.

ჰსთ სისტემები სოჭაში

რითი აპირებს რუსული არმია ოლიმპიადის ცის დაცვას

პასიური რლს "Кольчуга"

სსსკ "Панцирь-С"

სსკ "Тор-М2У"

წყარო:
ПВО и РТВ в Сочи

დღის ფოტო – HMMWV vs ?

ამერიკული მანქანა  HMMWV, ერაყი.
 – რისი ნახვრეტია?

ერაყული ვერტმფრენები Al-Qaeda–ს წინააღმდეგ


ერაყის არმიის კუთვნილი Ми-35М და Ми-17 ხალიდიაში ჰაერიდან ანადგურებენ "ერაყისა და ლევანდეს ისლამური რესპუბლიკის" (ISIL Islamic State of Iraq and the Levant) მებრძოლებს 





Saturday, February 1, 2014

Тайфун-У სერიაშია

საავტომობილო ქარხანა "УРАЛ"–ის ვებ გვერდზე გავრცელებული ვიდეოსიუჟეტიდან ცნობილი გახდა რომ, გასულ წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის მიხედვით შეკვეთილი 30 ცალი მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა Тайфун-У სერიაშია და სავარაუდოდ მალე გადაეცემა შემკვეთს

ფოტოეის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ როგორც მინიმუმ ორი სხვადასხვა სახეობის Тайфун-У არის აწყობილი. პირველი მოდულური კონსტრუქციისა (მეორე ფოტოზე მწვანე ფერებში), რომელსაც კორპუსის უკანა ნაწილი მოდულური აქვს, ხოლო მეორე მთლიან კორპუსულია და არ ეხსნება უკანა ნაწილი.
სავარაუდოდ ამ მანქანების წარმოება სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით აჩქარდა.

წყარო:

ჩავქოლოთ უპილოტო საფრენი აპარატი

ავღანეთში ჩამოვარდნილი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ავღანელმა მოსახლეობამ ქვებით ჩაქოლა

მიკვირს თავი რო არ მოაჭრეს.