"სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა სპეციალურ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაემგზავრა. წარმატებები ვუსურვოთ მას და მის ეკიპაჟს.
უცხოეთში გაგზავნამდე მანქანამ მთელი რიგი გამოცდების და ტესტირებების ეტაპი გაიარა".
ნელ–ნელა უკვე ყველაფერი აშკარავდება და თავის ადგილზე დგება. ამ ერთი თვის წინ ზემოთ მოყვანილი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე გამოსახულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების, 45–ე, პოლკის 14 დაღუპილი მებრძოლის გაცილების ცერემონიალი. თუმცა ამ 14 კაცის გარდა კიდევ ბევრიაო, სახელებიც კი არ ვიცითო, უბრალოდ ყვავილები დაალაგეს (ვიდეოში ჩანს). ახლა უკვე ვიდეოც გავრცელდა ამ ცერემონიალისა – ვიდეოს ხანგრძლივობა საათი და ექვსი წუთია. მე პირადად 15 წუთის მერე გამოვრთე, ვეღარ ავიტანე ამდენი "ნათელი სახის" ტრაგედია.
P.S. Сут России на протяжение всей истории это жить во лжи и убивать своих сыновей за интересы горстки уёбков!!! Пацаны нормальные, но всё ровно мне их не жаль, пусть с сперва вы - граждане ПАРАШИ, пожалеете украинский народ и своих сыновей.
უკრაინაში ფსკოვის დივიზიის მედესანტეთა განადგურების შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – ფსკოვის მედესანტეთა სასაკლაო უკრაინაში. 2 დღის შემდეგ გაირკვა რომ უკრაინელმა ძალოვნებმა განადგურების გარდა ასევე ტყვედ აიყვანეს ათამდე მედესანტე. სოციალურ ქსელებში მათი ფოტოები და სახელები გავრცელდა.
მიტროფანოვი არტემ ვასილის ძე
რომანცევი ივანე იგორის ძე
სავასტეევი ვლადიმირი ვიაჩესლავის ძე
გენერალოვ ალექსი ნიკოლაის ძე
პოჩტოევ ეგორი ვალერის ძე
არხიპოვი სერგეი ალექსანდრეს ძე
გორიაშინი ანდრეი ვალერის ძე
მელჩაკოვი ივანე ვასილის ძე
სავარაუდოდ გენერალოვ ალექსი ნიკოლაის ძე–ს ვიდეო მიმართვა – "Это не наша война" (კაი დროს გაახსენდა)
მედესანტეები მსახურობენ რუსეთის ფედერაციის საჰაერო–სადესანტო ჯარების 98–3 სვირის დივიზიის 331–ე პოლკში (სამხედრო ნაწილი 71211, დისლოცირდება ივანოვოში). მედესანტეთა ბატალიონი 23 აგვისტოს რკინიგზით გადასროლილი იქნა როსტოვის ოლქში, ხოლო 24 აგვისტოს ღამის 3 საათზე ქვედანაყოფი განგაშით იქნა აწეული და რამდენიმე ათეული БМД–ეს შემადგენლობით მარშის განხორციელების მიიღო ბრძანება. მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას შეატყობინეს რომ ტექნბიკა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეჭრილიყო.