Saturday, December 6, 2014

როგორ კვდებიან F-117–ები :(

დამრტყმელი F-117 Night Hawk–ების უტილიზაციის პროცესი. ფლორიდას შტატი, ჯექსონვილი, 2008 წლის აგვისტო

უკრაინის არმიამ 100 ერთეული ახალი და გარემონტებული ჯავშანტექნიკა მიიღო (UPD)

უკრაინის არმიისთვის გადაცემული  100 ერთეული ახალი და გარემონტებული ჯავშანტექნიკის  შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე. გთააზობთ დამატებით ფოტოებეს:

БТР-3

БТР-4Е

Т-64БМ «Булат»

Т-64БВ

წინა რიგში Т-64БМ «Булат», უაკნ  Т-72УЕ

КрАЗ-ის ტიპის სატვირთოები

Ми-17













უკრაინის არმიამ 100 ერთეული ახალი და გარემონტებული ჯავშანტექნიკა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ, დღეს 6 დეკემბერს, ხარკოვის ოლქში, ქალაქ ჩუგუევოში АТО–ს ზონაში მებრძოლ უკრაინული არმიის ქვედანაყოფებს 100 ერთეული ჯავშანტექნიკა გადასცა.
როგორც პრეზიდენტის პრეს–სამსახური იუწყება – "2014 წლის 6 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო მონაწილეობას მიიღებს ხარკოვის ოლქში, ქალაქ ჩუგუევოში უკრაინის არმიისთვის 100 ერთეული ჯავშანტექნიკის გადაცემის ცერემონიალში".
უკრაინის პრეზიდენტი კიევში ასევე შეხვდება "კიბორგებს", დონეცკის აეროპორტის დამცველებს.

უკრაინის არმიამ 100–მდე ერთეული მოდერნიზირებული და გარემონტებული ჯავშანტექნიკა მიიღო, მათ შორის 30–მდე Т-64БМ «Булат»–ია

ასევე ცნობილი გახდა რომ 79–ე ბრიგადამ გარემონტებული, საექსპორტო 2С1 «Гвоздик»-ების ახალი პარტია მიიღო



წყარო:

Thursday, December 4, 2014

ომში დაცემული მებრძოლების ყველაზე უცნაური მონუმენტი

აშშ–ში, ციკაგოს ეროვნულ მუზეუმში, შეიქმნა ვიეტნამში დაღუპილი ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე უჩვეულო მონუმენტი. მონუმენტი შესდგება ამ ომში დაღუპილი 58 000 ჯარისკაცის ჭერზე დაკიდებული ჟეტონისგან. ადამიანური ტრაგედიის აშკარა გამოხატულება – როდესაც სიკვდილი უბრალოდ სტატისტიკაა.





"КрАЗ Кугуар"–მა უკრაინელი მესაზღვრეები გადაარჩინა

უკრაინა, АТО-ს ზონა. 2014 წლის დეკემბერი. უცნობი სახეობის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაზიანებული უკრაინული "КрАЗ Кугуар" – ეკიპაჯის ყველა წევრი უვნებლად გადარჩა:

წყარო:

Wednesday, December 3, 2014

დღის ფოტო – NATO–ს ფლოტი სპარსეთის ყურეში

მარცხნიდან მარჯვნივ: ამერიკული CVN-70 "Carl Vinson", ინგლისური ფრეგატი D36 "Defender", ფრანგული ფრეგატი D615 "Jean Bart" და ჩამკეტი კვლავ ამერიკული CG-52 "Bunker Hill" (ფოტო გადიდებადია)

Tuesday, December 2, 2014

RUSSIAN 58th Army in Donetsk, Ukraine

RUSSIAN 58th Army, 135th Mech Infantry Regiment from Kabardino-Balkaria, 1/12-2014 in Donetsk, Ukraine
რუსეთის ფედერაციის 58–ე არმიის, 135–ე ცალკეული მოტორიზირებული პოლკი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში

მანქანებზე დატანილი ტაქტიკური ნიშანი, რომბი თეთრი წრეში, ეს რუსეთის ფედერაციის 58–ე არმიის, 135–ე ცალკეული მოტომსროლელთა პოლკის ნიშანია, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთში, ქალაქ პროხლადნიში ბაზრიდება. ეს პოლკი 2008 წელს ჩვენი ტერიტორიის ანექსიაშიც ღებულობდა მონაწილეობას



Monday, December 1, 2014

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღლუმისთვის ახალი თაობის ტექნიკას ამზადებს


რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე განათავსა ინფორმაცია 2015 წლის 1 მარტიდან 12 მაისამდე, მოსკოვთან, ალაბინოში მდებარე სამხედრო ნაწილი 23636–ის ტერიოტრიაზე 25,4 მილიონი რუბლის ღირებულების ახალი ტექნიკის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების ტენდერის შესახებ.
სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალში შემდეგი სახეობები შედის:
  • ОАО "Курганмашзавод"–ის ნაწარმი:

  1. საჰაერო–სადენსატნო ჯარების მრავალმიზნობრივი ჯავშანტრანსპორტიორები БТР-МДМ (Объект 955М) – 12 ერთეული.
  1. მედესანტეთა საბრძოლო მანქანები БМД-4М (Объект 960М) – 12 ერთეული.
  1. მუხლუხა ჯავშანტრანსპორტიორები "Курганец-25" (Объект 693, მუხლუხებიანი მანქანა Б-11) – 12 ერთეული. 


  • ОАО "НПК Уралвагонзавод"–ის ნაწარმი:

  1. ტანკი Т-14 "Армата" (Объект 148) – 12 ერთეული.
  2. ქვეითთა საბრძოლო მანქანები "Армата" (Объект 149) – 12 ერთეული. 
  3. შეჯავშნული სარემონტო საევაკუაციო მანქანები БРЭМ-1 (Объект 608) – 10 ერთეული. 
  • ООО "Военно-промышленная компани"–ის ნაწარმი:
  1. ჯავშანტრანსპორტიორი "Бумеранг" (ВПК-7829?) – 12 ერთეული.


უნდა აღინიშნოს რომ, ყველა მანქანა შესაბამისი სამეცნიერო–კვლევითი საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დამზადებული საცდელი პროტოტიპები იქნება. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გეგმა–გრაფიკის მიხედვით დაგეგმილი იყო ანალოგიური ტენდერის განხორციელება შემდეგი მანქანების სარემონტო და ტექნიკური მომსახურების შესაძენად – 12 ცალი 152მმ–ნი საარტილერიო დანადგარი "Коалиция-СВ", 12 ცალი ოტსკ "Искандер"–ისა და ამდენივე თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს "Корнет"–ისთვის. თუმცაღა ამ მანქანების შესახებ ტენდერი ჯერ არ განთავსებულა.

ორიგინალი აღებულია www.alexeyvvo.livejournal.com-დან.

P.S. მაშ ასე, ჯავშანტექნიკის მოყვარულებო – მომავალ გაზაფხულზე ველით ბევრ საინტერესოს.

Saturday, November 29, 2014

უკრაინელ მზვერავებს ქართველი ისნტრუქტორები წვრთნიან


ქალაქ მარიუპოლთან მდგომარეობა ისევ დაძაბულია, მიმდინარეობს სროლები, მაგრამ რუსი ტერორისტები იერიშს არ გეგმავენ. ამავდროულად უკრაინული არმია ახალ სადაზვერვო ბატალიონს ამზადებს.
უკრაინული დაზვერვის თანახმად, ნოვოაზოვსკის რაიონში რუსული ჯარი ღრმად ზურგში გაიყვანეს და წინა ხაზზე მხოლოდ დაქირავებულები და ადგილობრივი ბანდები იბრძვიან. აქ მათ რუსი ინსტრუქტორები ამზადებენ, რომლებიც ფრონტის ხაზს პოლიგონად იყენებენ.
ოკუპანტების მიერ ტაქტიკის შეცვლამ, უკრაინულ მხარეს ქვედანაყოფების ახალი ძალებით შევსების დრო მისცა. მაგალითად დრეს, მარიუპოლში მიმდინარეობს 129–ე სადაზვერვო ბატალიონის ფორმირება. ამ ქვედანაყოფის დანიშნულებაა ფრონტის წინა კიდეზე ბრძოლით დაზვერვის განხორციელება. სამხედრო მეთაურობა დარწმუნებულია, რომ მანევრული და გაწვრთნილი ჯგუფების მიერ სწრაფი დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
129–ე სადაზვერვო ბატალიონს უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებენ, მათ შორის ქართველი, სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ქურასბედიანი (ირაკლის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – ქართველი უკრაინის სამსახურში vol.3 - ირაკლი ქურასბედიანი: პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს დიდი დღე არ უწერიათ).

ვიდეოსიუჟეტი

Friday, November 28, 2014

ომის უკანა მხარე

ბევრში და მათ შორის ჩემშიც ომი სიმამაცესთან, ვაჟკაცობასთან, მეგობრობასთან და ბევრ რაღაცა სხვა ემოციებთან ასოცირდება. მოკლედ გვიყვარს ომის რომანტიზირება რა საზოგადოებს. არა და ომის უკან თვითოეული მონაწილის ბედი დგას და ყველაზე მტკივნეული მაინც ბავშვები არიან, ბავშვები რომელთა ფსიკიქაც ძალიან დიდი ზეწოლას და დეფორმაციას განიცდის ომის წნეხის ქვეშ – რა ჯანდაბა უნდა ამ ბავშვებს ეხლა ამ ბლოკ–პოსტზე?

Микола Хорішко:
Встретился мне по дороге детский Блокпост. и заболело сердце у меня...
пришлось подгонять минибойцам налокотники которые стали им наколенниками и сухпай армейский. радости было.
сами строили, сами стоят. самому старшему 16, младшему 5 думаю
P.S. ქალბატონებო თვალები დახუჭეთ .................................. ..................... ................ ............... .............. .......................... .................. ......................... ................ ............... .......................... ............................. ........................ ..................... ...................... ............................... .................. რუსებო თქვენს დედას შევეცი, როდემდე უნდა ასახიჩროთ ჩვეი ცხოვრება, ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა!!! დაიხრჩობით, ყელზე დაგადგებით.