суббота, 29 ноября 2014 г.

უკრაინელ მზვერავებს ქართველი ისნტრუქტორები წვრთნიან


ქალაქ მარიუპოლთან მდგომარეობა ისევ დაძაბულია, მიმდინარეობს სროლები, მაგრამ რუსი ტერორისტები იერიშს არ გეგმავენ. ამავდროულად უკრაინული არმია ახალ სადაზვერვო ბატალიონს ამზადებს.
უკრაინული დაზვერვის თანახმად, ნოვოაზოვსკის რაიონში რუსული ჯარი ღრმად ზურგში გაიყვანეს და წინა ხაზზე მხოლოდ დაქირავებულები და ადგილობრივი ბანდები იბრძვიან. აქ მათ რუსი ინსტრუქტორები ამზადებენ, რომლებიც ფრონტის ხაზს პოლიგონად იყენებენ.
ოკუპანტების მიერ ტაქტიკის შეცვლამ, უკრაინულ მხარეს ქვედანაყოფების ახალი ძალებით შევსების დრო მისცა. მაგალითად დრეს, მარიუპოლში მიმდინარეობს 129–ე სადაზვერვო ბატალიონის ფორმირება. ამ ქვედანაყოფის დანიშნულებაა ფრონტის წინა კიდეზე ბრძოლით დაზვერვის განხორციელება. სამხედრო მეთაურობა დარწმუნებულია, რომ მანევრული და გაწვრთნილი ჯგუფების მიერ სწრაფი დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
129–ე სადაზვერვო ბატალიონს უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებენ, მათ შორის ქართველი, სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ქურასბედიანი (ირაკლის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – ქართველი უკრაინის სამსახურში vol.3 - ირაკლი ქურასბედიანი: პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს დიდი დღე არ უწერიათ).

ვიდეოსიუჟეტი

Комментариев нет:

Отправить комментарий