ოტტავა – როგორც ოთხშაბათს კანადის თავდაცვის მინისტრმა რობ ნიკოლსონმა (Rob Nicholson) განაცხადა, კანადა პრო მოსკოვურ სეპარატისტებთან მებრძოლ უკრაინულ არმიას 30 000 საზამთრო ჩაცმულობის კომპლექტს გადასცემს, კომპლექტში ცივი კლიმატისთვის განკუთვნილი პალტო, ჩექმები, ხელთათმანები და სხვა საჭირო ჩასაცმელი შედის.
პრეს–კოფრენეციაზე მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ტვირთი კიევში ოთხშაბათს უნდა ჩავიდეს.
პრეს–კოფრენეციაზე მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ტვირთი კიევში ოთხშაბათს უნდა ჩავიდეს.
მომდევნო წლის დასაწყისში კანადა უკრაინას არალეტალური სამხედრო დახმარების მეორე პარტიას გაუგზავნის. დახმარებაში შევა ისეთი აღჭურვილობა, როგორიცაა – მობილური საველე ჰოსპიტალი, ღამე ხედვის ხელსაწყოები, ნაღმების უტილიზაციის მოწყობილობები და ტაქტიკური კავშირის აპარატურა, ყველაფერი ეს საზღვაო გზით იქნება გაგზავნილი.
წყარო:
No comments:
Post a Comment