Monday, November 24, 2014

ბრიტანულ–პოლონური სწავლება "Black Eagle–2014"

დასავლეთ პოლონეთში ბოლო კვირაა ინტენსიურად მიმდინარეობს ბრიტანულ–პოლონური ერთობლივი სწავლება "Black Eagle–2014" (ამ სწავლების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – ბრიტანული ჯავშანი პოლონეთში). სწავლებაში ბრიტანეთის მხრიდან მე–3 დივიზიის 1300–ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100–ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ძსტ  Challenger–2–ები და ქსმ Warrior-ები, ღებულობენ მონაწილეობას.
ტიდვორტის ბაზაზე დისლოცირებული მისი აღმატებულება სამეფო ჰუსარების (King’s Royal Hussars – KRH) პოლკი, რომელიც ტანკ Challenger 2–ის მეწინავე ოპერატორია, პოლონურ ტანკ Leopard-2–ებთან ერთად ახორციელებს საცეცხლე და სამანევრო სწავლებებს, ამის პარალელურად ქვეითთა მხარდაჭერას ახორციელებდა პოლკ 1R Welsh–ის 1–ლი ბატალიონი.
ეს სწავლება ხორციელდება ბრიტანეთის მიერ, NATO–ს ძალისხმევის ფარგლებში, მოკავშირე ქვეყნების დახმარების დემონსტრირებისათვის და ასევე იმის საჩვენებლად რომ ბრიტანეთს უმოკლეს ვადებში შეუძლია ჯარების საჭირო რეგიონში გადასროლა.

დამატებითი ინფორმაცია სწავლების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:
British Army on Polish NATO exercise



P.S. ისე ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ ასეთი სანახაობა კარგა ხანია სანატრელი გახდა – რუსეთის გადამკიდე, ევროპაც აჩუჩუნდა.

No comments:

Post a Comment