Sunday, March 5, 2017

აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმები სირიაში

აშშ-ს NAVY SEAL-ები მანბაჯში, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. სპეცები როგორც ჩანს ჯტრ Stryker-ის ბაზაზე შექმნილ მანქანას იყენებენ.












Friday, March 3, 2017

M1A2SEP v.2-ის დინამიკური დაცვით აღჭურვა

აშშ-ს არმიის ქვეითთა მე-4 დივიზიის, მე-3 შეჯავშნული საიერიშო საბრიგადო ჯგუფის (3rdABCT), 66-ე ჯავშანპოლკის, 1-ლი ბატალიონის ჯარისკაცები ტანკ M1A2SEP v.2-ზე დინამიკური დაცვის ელემენტების დაყენების მომენტში. გერმანია, გარფენვორის საწვრთნელი ბაზა. 2017 წლის 28 თებერვალი.


Saturday, February 25, 2017

ავსტრალიაში LAND-400-ის ფინალისტებს არბენინებენ

ანტიპოდები (ავსტრალიელები) LAND-400-ის კონკურსის ფარგლებში ფინალისტ ჯტრ/ქსმ Patria AMV-35-1 და Boxer Lynx-ს არბენინებენ

ყველა ვარსკვლავი ერთად - F-35 vs F-22 vs Rafale vs Typhoon

სრულყოფილი საჰაერო სწავლება, სახელწოდებით "Atlantic Trident 2017", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო გამანადგურებლები, აპრილის თვეში განხორციელდება. სწავლების ძირითადი სცენარი საჰაერო სივრცის ჩაკეტვას შეეხება (Anti-Access/Area Denial). სწავლებაში ერთმანეთს ისეთი გამანადგურებლები დაუპირისპირდებიან, როგორებიცაა აშშ-ს F-35 და F-22, დიდი ბრიტანეთის  Typhoon და საფრანგეთის Rafale, ანუ როგორც იტყვიან "All Star Air Game" მოგველის.


როგორც იტყვიან ჩაუჯექით პოპკორნით ხელში.

Monday, February 20, 2017

J-20 + 4 დამატებითი საწვავის ავზი

4 ცალი დასაკიდი საწვავის აზვით აღჭურვილი ჩინური "სტელსობა"

Sunday, February 19, 2017

და სახელია მისი F/A-18XT და ღირს 80 მილიონი მარადმწვანე

როგორც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, მრავალფუნქციურ გამანადგურებელს, F/A-18 Advanced Super Hornet-ს (იგივე Block III), მიენიჭება ინდექსი F/A-18XT. ამის შესახებ მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელმა განაცხადა. უნდა აღინიშნოს რომ, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების თანახმად, აღნიშნული გამანადგურებლის დიდი პარტიის შეკვეთა განხილვის პროცესშია. მწარმოებელი ფირმის, Boeing-ის, განცხადების თანახმად, F/A-18E/F Super Hornet-ი მიახლოებით 78 მილიონი დოლარი ღირს, მისი გაუმჯობესებული ვარიანტი, ანუ Advanced Super Hornet (იგივეΧΤ), ალბათ „ორიოდე მილიონით ძვირი“ დაჯდება. ეს მაშინ როდესაც უკანასგნელი პარტიის F-35C-ს ფასი 121 მილიონს ურტყამს (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება).
Boeing-ის მხარდასაჭერად ასევე კონგრესმენი Mc Cain-იც გამოვიდა, რომელმაც წარმოადგინა ანალიზი, რომელშიც 58 ცალი F/A-18E/F-ის დაუყოვნებლივი შესყიდვის აუცილებლობაა ხაზგასმული. აუცილებლობა აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის F-35C-ს მიწოდების შეფერხებების გამო წარმოიშვა. უცნობია ეს ყველაფერი მომავალში რამდენად შეუქმნის F-35C-ს პრობლემებს, მაგრამ მის მიმართ პესიმიზმს აშკარად გაზრდის.

წყარო:

Thursday, February 9, 2017

როსგვარდიის ახალი ტექნიკის ნიმუშები (ფოტო და ვიდეო)

რუსეთის როსგვარდიის (ყოფილი შინაგანი ჯარების) ახალი ტექნიკის გამოფენა. გამოფენაზე 50 საწარმოომ სამასამდე ნაწარმი წარადგინა





წყარო:

ტსმრ Javelin ქურთების ხელში (vol-2)

სირიელი ქურთები ცეცხლის ხაზზე. როგორც ფოტოზე ჩანს ქურთები ამერიკულ ტსმრ Javelin-ს იყენებენ. ეს ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი ქურთების ხელში უკვე მოერედ დაფიქსირდა, პირველ შემტხვევაზე უკვე ვწერდი ბლოგზე - ტსმრ Javelin ქურთების ხელში (ფოტო და ვიდეო)


დღის ფოტო - EF-2000 vs F/A-18 Super Hornet

"ვარსკვლავური ომების კანიონში" (Star Wars Canyon) დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების Eurofighter Typhoon კვალში უდგას აშშ-ს საზღვაო ძალების Super Hornet-ს.