ინდოეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს 2004 წელს შეკვეთილი 15 საგემბანო, მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი МиГ-29К/КУБ. ამის შესახებ ინდოეთის თავაცვის მინისტრმა, არკაპარამბილ კურიან ენტონიმ განაცხადა. ეს თვითმფრინავები მიემაგრება ავიამზიდ კრეისერ "Vikramaditya"-ს (ყოფილი "Адмирал флота Советского Союза Горшков"), რომლის ინდოეთის საზღვაო ძალებში მიღებაც 2012 წელსაა დაგეგმილი.
"INS Vikramaditya"–ს წარსული და აწმყო |
2004 წელს ინოეთმა რუსულ მხარეს 16 ცალი საგემბანო МиГ-29К/КУБ შეუკვეთა, ეს კონტრაქტი წარმოადგენდა უფრო მაშტაბური კონტრაქტის ნაწილს, რომლის მიხედვითაც გამანადგურებლების შეძენის გარდა გათვალისწინებული იყო "Адмирал Горшков"–ს რემონტი–მოდერნიზაცია. კონტრაქტის ფასი 650 მილიონი დოლარი იყო. იმის მიზეზი თუ რატო გადაეცა ინდურ მხარეს მხოლოდ 15 გამანადგურებელი მინისტრს არ გაუხმაურებია. თუმცა როგორც ცნობილია ერთმა МиГ-29КУБ 2011 წლის 23 იანვარს საცდელი ფრენის დროს კატასტროფა განიცადა, რომლის დროსაც ორივე პილოტი დაიღუპა.
ინდოელი პილოტები რუს ინსტრუქტორებთან ერთად ახალი МиГ-29КУБ–ის ფონზე |
2010 წელს ინდურმა მხარემ რუსეთს დამატებით 1,5 მილიარდი დოლარი ღირებულების 29 ცალი МиГ-29К შეუკვეთა. ინდური მხარისთვის МиГ-29К/КУБ მიწოდება 2009 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ეს გამანადგურებლები, იმ მიზეზით რომ ავიამზიდი კრეისერი "Vikramaditya" ჯერ მზად არაა, დროებით გადაგზავნილი იქნება გოაზე მდებარე ერთერთ ავიაბაზაზე.
ინდურ მხარეზე გადაცემული ახალი МиГ-29К/КУБ–ები
No comments:
Post a Comment