«Super AV» წარმოადგენს საბრძოლო მანქანა «Freccia»–ს გაგრძელებას, რომელიც თავის დროზე «Centaur»–ს ბაზაზე იქნა შექმნილი. (რომლის მიმართაც ინტერესი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა – რუსეთი იტალიური Centauro-ების ლიცენზირებულ წარმოებას აპირებს ) კორპუსის კონსტრუქცია მთლიანობაში წინამორბედის ანალოგიურია, ამასთანავე კორპუსი წინასწარ შემქნილია იმ გათვლით რომ შესაძლებელი იყოს მასზე IBD Deisenroth Engineering–ს მიერ შექმნილი მე–4 თაობის მოდულური ჯავშნის ადაპტირება.
ახალი ტექნოლოგიების წყალობით წინამორბედთან შედარებით ახალი მანქანა გაცილებით მსუბუქია და უზრუნველყოფს STANAG 4569 Level 4 დონის დაცვას.
მანქანა ცურვადობას ინარჩუნებს ზღვის 3 ბალიანი ღელვის დროს, ცურვას უზრუნველყოფს წყვილი ხრახნი, რომლებიც მანქანის უკანაა განლაგებული.
მანქანა ასევე აღჭურვილია ჰიდროპნევმატური საკიდარით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს შეცვალოს მანქანის სიმაღლე, შეამციროს მანქანის სიმაღლე დასხდომა–გადმოსხდომის დროს და ასევე თვითმფრინავ С-130–თ ტრანსპორტირებისას
ტტმ:
- ცარიელი მანქანის წონა ~ 15 ტონა
- ცურვადობას ინარჩუნებს – 24 ტონამდე
- მაქსიმალური წონა – 29 ტონა
- ჯავშანტრანსპორტიორის ვარიანტში ეკიპაჟის რაოდენობა – 13 კაცი (მძღოლი და 12 მედესანტე)
- მარგი შიდა მოცულობა – 13 კუბური მეტრი
- საბრძოლო მოდული – HITFIST® OWS
- მოდულის დაყენების შემთხვევაში პასაჟირების რაოდენობა – 10 კაცი (სამი ეკიპაჟი, 7 მედესანტე)
- ძრავა – Iveco Cursor 13 6L
- ძრავის სიმძლავრე – 500–600ც/ძ
- ტრანსმისია – ZF 7HP902
- ტრანსმისიის ტიპი – ავტომატური
SUPER AV–ს ვარიანტები:
No comments:
Post a Comment