воскресенье, 13 мая 2012 г.

Объект 618

საცდელი სამეთაურო ტანკი "Объект 618". შექმნილი იქნა ქ.ომსკში მდებარე  № 174 ქარხნის საკონსტრუქციო ბიუროს მიერ. წარმოადგენს სატანკო დივიზიის სამეთაურო-საშტაბო მანქანას, რომელიც შენიღბულია სერიული ტანკის სახით. შექმნილია Т-64А ბაზაზე.
ეკიპაჟი შესდგება 4 კაცისგან (სამი მათგანი კოშკურაში), შეიარარება 12,7მმ ტყვიამფრქვევი, ქვემეხი არ გააჩნია. კოშკურიდან მოცლილია: კაბინა, დამტენი მექანიზმი და ქვემეხი. ქვემეხის ლულა მაკეტია, მასში განთავსებულია გამოსაწევი ანტენა, რომელიც ლულაში დაყენებული გორგოლაჭების გავლით გამოდის გარეთ. ტანკს ასევე გაძლიერებული აქვს ანტირადიაციული დაცვა. მარჯვენა მუხლუხსზედა თაროზე, კოლოფში მოთავსებულია დამატებითი ენერგო აგრეგატი, რომელიც რადიომოწყობილობებს კვებავს. მეთაური განთავსებულია კოშკურის უკანა შუა ნაწილში.






Комментариев нет:

Отправить комментарий