XM-551 Sheridan-ის ერთი საინტერესო სურათი
M-551-ის საცდელი პროტოტიპის, XM-551-ის მიერб MGM-51 Shillelagh-ის ტიპის ტსმრ-ის გაშვების მომენტი (1965 წელი).
მოკლედ ტანკის შესახებ
M-551 - აშშ-ს მსუბუქი, ავიადესანტირებადი, მცურავი ტანკი. 1963 წელს ტანკმა გაიარა საჯარისო გამოცდები და რეკომენდირებული იქნა შეიარაღებაში მისაღებად, საარმიო ნაწილებში ტანკის მიღება 1967 წელს დაიწყო. სულ 1966-1970 წლებში გამოშვებული იქნა 1700 ერთეული. ტანკ M-551-ში რეალიზირებული იქნა იმ დროის მთელი რიგი ტექნიკური სიახლეები - ალუმინის შენადნობისგან დამზადებული კორპუსი, ქვემეხი-გამშვები, მართვადი რაკეტით სროლის შესაძლებლობა და სხვა.
1978 წლის მდგომარეობით აშშ-ს არმიის შეიარარებაში იმყოფებოდა 1600 ცალი M-551-ი, თუმცა საექსპულატაციო და სამხედრო გამოცდილებამ აჩვენა ამ ტანკის კონცეპციის წარუმატებლობა, ამიტომაც 1978 წელს ტანკი მოხსნილი იქნა აშშ-ს არმიის შეიარაღებიდან.
მოდიფიკაციები:
- XM-551 - საცდელი, წინასერიული ერთეულები, აღჭურვილი ქვემეხ XM-81E12.
- "Two Box" M-551-ის საველე მოდიფიკაცია, რომელიც შემუშავებული იქნა შეიარაღებულ ძალებში და გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში. ტანკზე ყენდებოდა დამატებითი ჯავშანდაცვა, რომელიც უზრუნველყოფდა ეკიპაჟის 12,7მმ ტყვიებისგან დაცვას. მართვად რაკეტებზე უარის თქმის ხარჯზე გაზრდილი იქნა 152მმ-ნი ჭურვების და ტყვიამფრქვევის საბრძოლო კომპლექტი.
- M-551A1 - 1972 წლის მოდერნიზაცია, დაყენებული იქნა სამიზნე M-127A1, ღამის ხედვის ხელსაწყო M-44, ლაზერული მანძილმზომი, შეწყვილებული ტყვიამფრქვევი M-73-ის ნაცვლად დაყენდა M-240C.
- 1986 წელს შემუშავებული იქნა ტანკის კიდევ ერთი მოდერნიზაცია, რომელზეც გათვალისწინებული იყო მარტვადი რაკეტა TOW-ის ან ჯავშანმანქანა M2-Bradley -ის კოშკურის დაყენება. თუმცა ამ პროგრამის ფასი ( მიახლოებით 535 ათასი დოლარი ყოველ ტანკზე) საკმაოდ ძვირად ჩაითვალა და უარი ითქვა პროგრამის გაგრძელებაზე.
- საბრძოლო მასა - 15,2 ტ.
- ეკიპაჟი - 4 კაცი
- კორპუსის სიგრძე - 6307მმ
- კორპუსის სიგანე - 2794მმ
- სიმაღლე - 2946
- კლირენსი - 483
- ქვემეხი - M-81
- ქვემეხის კალიბრი - 152მმ
- ლულის სიგრძე, კალიბრი - 17,52
- ქვემეხის საბრძოლო მარაგი - 30 გასროლა
- 152მმ-ნი ჭურვებით სროლის მანძილი - 1000-1500მ.
- რაკეტის სროლის მანძილი - 2000მ.
- საზენიტო ტყვიამფრქვევი - 1 × 12,7მმ M2HB
- შეწყვილებული ტყვიამფრქვევი - 1 × 7,62მმ M-73 ან M-219
- ძრავის სიმძლავრე - 255 ც/ძ
- სიჩქარე ასფალტზე - 69კმ/სთ
- ცურვის სიჩქარე - 5,6 - 5,8კმ/სთ
- აღმართის კუტხე - 35 გრადუსი
- ვერტიკალური კედელი - 0,8მ
No comments:
Post a Comment