ქსელში გამოჩნდა ამერიკის საპოლიციო რაზმების შეიარაღებაში მყოფი ებრაული კომპანია Rafael-ის ჯავშანავტომობილი GOLAN-ის ფოტოები.
GOLAN-ი წარმოადგენს მრავალმიზნობრივ, მოდულური კონსტრუქციის მქონე ჯავშანმანქანას, რომელიც შექმნილია ებრაული Rafael-ის და ამერიკული PVI–ს მიერ. გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით კომპანიებს უნდა შეექმნათ 15 ტონიანი ჯავშანავტომობილი რომელიც შეძლებდა გადაეყვანა 10 მედესანტე და დაცული იქნებოდა როგორც РПГ–7–სგან ასევე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან (7კგ ტროტილი ფსკერის ქვეშ და 14კგ ტროტილი საბურავის ქვეშ). მანქანამ ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის ტესტები გაიარა 2006 წელს და შეთავაზებული იქნა ამერიკელ საზღვაო ქვეითებზე როგორც ყველაზე დაცული მანქანა იარაღის ბაზარზე.
მანქანას გააჩნია დაცვის სამი ხარისხი – მძიმედ დაცული ვარიანტი აღჭურვილია დინამიკური დაცვის კონტეინერებით, ხოლო საშუალო და მსუბუქად დაცული პასიური ჯავშან მოდულებითაა დაფარული.
დაცვის ხარისხების მონაცემები:
აშშ–ს პოლიციური GOLAN-ი სავარაუდოდ მსუბუქი დაცვის მქონე ვარიანტია. ამას ისიც მოწმობს რომ მძიმე ვარიანტისგან განსხვავებით მანქანის ბორტები დამატებითი ჯავშან მოდულებით არაა დაფარული. ქვემოთ მოყვანილია მანქანის მძიმე ვერსიის სურათები:
GOLAN-ის ტტმ:
ძრავა – Cummins
ძრავის სიმძლავრე – 315HP
ძრავის ტიპი – დიზელი
ტრანსმისია – Allison
სიჩქარეთა რაოდენობა – 6 წინ/1 უკან
ტრანსმისიის ტიპი – ავტომატური
მაქსიმალური წონა – 15 ტ.
სიგრძე – 5900 მმ.
სიმაღლე – 2350 მმ.
სიგანე – 2550 მმ.
მანქანა ასევე აღჭურვილია ABS-ით და საბურავების ცენტრალური დაბერვის სისტემით
No comments:
Post a Comment