ამ რამოდენიმე წლის წინ საბერძნეთის არმიამ რამოდენიმა ასეული БМП-3–ს შესყიდვის სურვილი გამოთქვა, თუმცაღა ეს კონტრაქტი საბოლოოდ არ გაფორმდა, მაგრამ იმ მომენტში რუსეთსა და საბერძნეთს შორის აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება შესაკვეთი მანქანების კომპლექტაციის შესახებ.
ამ მოლაპარაკების დროს წამოიჭრა საკმაოდ ბევრი პრობლემატური საკითხი, რომელთა გადაჭრასაც ბერძნული მხარე დაჟინებით მოითხოვდა. ერთერთი ასეთი საკითხი მანქანის ჯავშანდაცვა იყო.
ამ პრობლემების ფონზე გერმანული მხარე, კერძოდ კი კომბანია IBD Deisenroth Engineering-ი, შეეცადა საბერძნეთისთვის БМП-3–ის დაცვის თავისებური ვარიანტი შეეთავაზებინა.
მანქანაზე განთავსებულია შემდეგი დაცვის სისტემები:
- AMAP-ADS
- AMAP-L
- AMAP-M
- AMAP-R
- AMAP-B
- AMAP-SC
- AMAP-IED
1 – AMAP-ADS –ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ მითითებულ ბმულზე (geo-army.ge აქტიური დაცვა (ნაწილი–III)) ამიტომ მასზე საუბარს აღარ ავაგრძელებ.
2 – AMAP-L - წარმოადგენს ნამსხვრევების საწინააღმდეგო სარჩულს, რომელიც იცავს მანქანის შიგნით მოთავსებულ პირად შემადგენლობას ჯავშნის შიგნიდან ჭურვის დარტყმის შედეგად ატკეჩილი ნამსხვრევებისგან.
სარჩული IBD C-1 HT კევლარის ტიპის მატერიისგანა შექმნილი და IBD–ს სტანადრტულ სარჩულთან შედარებით გააჩნია 15% მეტი შრე, რაც მის დაცვის ხარისხს საგრძნობლად ზრდის.
ნამსხვრევების მოქმედების რადიუსი სარჩულის გარეშე | ||
|
IBD C-1 HT–ს მახასიათებლები:
ეს ღონისძიებებია:
- სამუშაო ტემპერატური დიაპაზონი – -54°C–დან +120°C–მდე
- ინარჩუნებს დამცავ თვისებებს – +120°C–მდე
- გააჩნია დაბალი სიმკვრივე – < 1.1 გრ/სმ³
- გამძლეა ნესტის წინააღმდეგ
- შედგება არა წვადი მატერიისგან
ეს ღონისძიებებია:
- მანქანის ფსკერის გაძლიერება დამატებითი ჯავშან ფილით.
- ფსკერისთვის სპეციალური დრეკადობის მიცემა, რაც აფეთქების შემთხვევაში იწვევს მის დეფორმირებას და ახშობს აფეთქების ტალღას.
- ეკიპაჟისთვის დარტყმაჩამხშობი სავარძლები.
- ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.
- ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.
- თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან (ეგრეთ წოდებული IED).
- აუფეთქებელი ასაფეთქებელი მასალებისგან.
- დამრტყმელი ბირთვისგან (ეგრეთ წოდებული EFP).
აფეთქების შედეგად ფსკერის დრეკადობის სიმულაცია
4 – AMAP-R – წარმოადგენს ტექნიკის ზედა ნაწილის EFP ბომბლეტებისგან დამცავ დამატებით ჯავშანს. კომპლექსის მსუბუქი წონის გამო შესაძლებელია მისი მსუბუქი კლასის ტექნიკაზე განთავსება.
კომპლექსი მოდულური კონსტრუქციისაა და შედგება დაცვის ორი ხარისხისგან. პირველი ხარისხი წარმოადგენს მსუბუქ ვარიანტს (25კგ/მ²), რომელიც ობიექტს იცავს მსუბუქი ბომბლეტებისგან. ხოლო მეორე ხარისხი უფრო მძიმეა (120კგ/მ²) და იცავს ობიექტს საფრთხეების უფრო ფართო ნომენკლატურისგან
AMAP-R –ის მსუბუქი და მძიმე ვარიანტი
მსუბუქი ვარიანტი უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას შემდეგი საფრთხეებისგან:
- ნამსხვრევებისგან.
- მსუფუქი ცეცხლსასროილი იარაღისგან.
- მძიმე ტყვიამფრქვევებისგან.
- 30მმ–ნი კინეტიკური ჭურვებისგან.
- მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისგან.
6 – AMAP-SC – წარმოადგენს კუმულაციური ჭურვების საწინააღმდეგო დაცვას. ნაჭედ, ჰომოგენურ ფოლადთან შედარებით ის უფო მსუბუქი და ეფქტურია, რაც კომპოზიტური მასალების გამოყენების ხარჯზე მიიღწევა.
7 – AMAP-IED – წარმოადგენს ნაღსაწინააღმდეგო დაცვას, თუმცა AMAP-M–სგან განსხვავებით მანქანას ის იცავს როგორც ქვევიდან ასევე გვერდებიდან. ის ასევე უზრუნველყოფს მანქანის დაცვას ისეთი საფრთხეებისგან როგორებიცაა ხელის ყუმბარმტყორცნები.
AMAP-IED–ს განლაგება მანქანის გვერდებზე და ფსკერზე
No comments:
Post a Comment