Sunday, March 23, 2014

ესტონეთი CV90–35NL–ებსა და PzH–2000–ებს ყიდულობს – და ჩვენ?

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ჰოლანდიის არმიის შეიარაღებიდან მოხსნილი და გასაყიდად გამოტანილი 44 ცალი СV9035NL–ები და უცნობი რაოდენობის PzH–2000–ები შეისყიდოს.
ამას გარდა ჰოლანდიის არმიამ გასაყიდად გამოიტანა საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი "Boxer"–ების და სადაზვერვო ჯავშანმანქანა "Fennek"–ის შასიზე დადგმული ტსსკ SPIKE–ს რამდენიმე ერთეული, თუმცა ამ მანქანების შესყიდვის შესახებ ცნობილი არაფერია.
წლის დასაწყისში ესტონეთის თავ.სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებდა ამერიკულ მხარესთან ქსმ "Bradley"–ს შესყიდვის შესახებ, თუმცა შემდეგ უარი ითქვა მისი სიძველის გამო. ასევე უარის ერთერთი სავარაუდო მიზეზი ისიცაა რომ, ამ მანქანასთან ერთად ესტონელებს ტსსკ TOW–ებიც უნდა შეესყიდათ.

წყარო:


P.S. დაველოდოთ როგორ გადაწყვიტავენ ამ შესყიდვის საქმეს ესტონელები. ამ ცოტა ხნის წინათ მანთ Leo-2A4–ების შესყიდვის შანსი გაუშვეს ხელიდანთ საკუთარი შეცდომების გამო.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენი მთავრობა როგორც ჩანს სირაქლემას პოზაშია, მაგრამ ეს იმედია მხოლოდ ჩანს და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რომ სადღაც რაიმე ანდერგრაუნდი გადაადგილებები მაინც ხდება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ეფექტური ნაბიჯები იდგმება. თუმცა დაველოდოთ, ყველაფერი გამოჩნდება თავის დროზე.

3 comments:

  1. იმ დღეს კაპანაძე გამოვიდა გული გამიხეთქა კაცმა ისეთბი ილაპარაკა კი ვიცოდი მაგრამ ეგეთი თანამდებობის კაცი,რომ მაგას იტყვის მაინც სხვაა .. ფული აქ არის ბიუჯეტშიო რისი მყიდველები არიან

    ReplyDelete
    Replies
    1. და კაპანაძემ რაღა იბაზრა?

      Delete
  2. fuli unda yvelafers ro iyifo da sad gvaqvs chven fuli :(

    ReplyDelete