Saturday, March 22, 2014

Cold Response 2014 – NATO–ს ჩრდილონორვეგიული სწავლება

ჩრდილოეთ ნორვეგიაში, 2012 წლიდან მოყოლებული, უკვე მეექვსედ გაიმართა ევროპაში უმსხვილესი გაერთიანებული წვრთნები, სახელოწდებით "Cold Response". წელს ამ სწავლებაში მონაწილეობას ღებულობს 16 ქვეყნის 16 000 სამხედრო მოსამსახურე. ნორვეგიელების გარდა სწავლებაში ჩართულები არიან ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, ესტონეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ირლანდიის, ესპანეთისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეები.
სწავლებაში ყველა სახეობის სამხედრო ქვედანაყოფი მონაწილეობს – საზღვაო ფლოტი, ავიაცია, ჯავშანტექნიკა, საზღვაო ქვეითები, საჰაერო სადესანტო და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. წვრთნების განმავლობაში ხდება ურთიერთქმედების დამუშავება, ნორვეგიელი სამხედროები უცხოელ კოლეგებს  ასევე ასწავლიან პოლარულ პირობებში ბრძოლისა და გადარჩენის წესებს.



და ბოლოს საკმაოდ სახალისო ვიდეო სწავლებიდან – მონაწილეები ცდილობენ ახსნან თუ რა არის სწავლება "Cold Response"

ყველაზე მაგარი კანადელია (01:02 წუთზე) – "Cold Response - I am from Canada, not so cold here" :D

და ნუ 0:44 წუთზე ვალკირიამ ძალიან გაასწორა

2 comments:

  1. 1:06 მა ყველაზე ვრცლად განმარტა :D

    ReplyDelete
  2. მაგას საერთოდ არ ჰქონდა ფანტაზიის უნარი, ძაან სერიოზულად მიუდგა საქმეს :D

    ReplyDelete