Wednesday, April 23, 2014

58 ცალი F–35 ავსტრალიის საჰაერო ძალებს

ავსტრალიის მიერ 58 ცალი F–35–ის ყიდვის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ხელისუფლების მიერ ოფიციალურ დადასტურებასღა ელოდება. 58 მანქანა დაემატება იმ 14 მანქანას, რომელთა შესყიდვის შესახებ გადაყვეტილება ავსტრალიის ხელისუფლებამ 2009 წელს მიიღო და რომლებიც უკვე აწყობის სტადიაში იმყოფებიან.
ეს შესყიდვა აშკარად უჩვენებს იმას, რომ JSF–ის მრავალტანჯულ პროგრამაში, ავსტრალია საიმედო მყიდველია. ეს გადაწყვეტილება ავსტრალიის ბიუჯეტს 12,4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება და საბოლოო ჯამში 72 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელისგან 4 ესკადრილია ჩამოყალიბდეა, აქედან ერთი OCU (Operational Conversion Unit) იქნება.

წყარო:

No comments:

Post a Comment