შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში ამავე რაიონების სხვადასხვა სოფელში მცხოვრებმა ცხრამეტმა მოქალაქემ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა 3987 საბრძოლო ვაზნა, 10 ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა სახეობის 227 ცალი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი.
სულ ჩააბარეს: „ეფ-1“-ის ტიპის 14 ცალი, „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 10 ცალი და „ერ-გე 42“-ის ტიპის 21 ხელყუმბარა; ტანკის 125 მმ კალიბრის 1 ჭურვი; „ერ-კა-გე 3-ემ“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 3 ყუმბარა; 7,62 მმ კალიბრის „პე-კა-ტე“-ს ტიპის 1 ტყვიამფრქვევი; 5 გადაჭრილი სანადირო თოფი; „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 49 ამფეთქი ფალია; 12 საიმიტაციო ელექტროდეტონატორი; სხვადასხვა ტიპის 11 ცალი ჭურვი; სხვადასხვა ტიპის 14 მუხტი; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 მჭიდი; 1 კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი; 1 თვითნაკეთი შაშხანა; 1 თვითნაკეთი პისტოლეტი; „გე-პე-ვე 2“-ის ტიპის 19 ცალი საარტილერიო ჭურვი; 400 გრ ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი; ღამის ხედვის 1 ელექტრომოწყობილობა; 1 ამფეთქი კოჭა; სხვადასხვა ტიპის 26 საკვამლე კოჭა; კუსტარული წესით დამზადებული 11 ცალი ფეთქებადი მოწყობილობა; ცეცხლსასროლი იარაღის 1 ლულა; 20 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის 3 მასრა; 376 გრ ფეთქებადი ნივთიერება დენთი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 3987 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ყველაზე საინტერესოა ისაა თუ რად უნდოდა ამ ხალხს ტანკის ქვეკალიბრული ჭურვები და მათი მაკეტები:
წყარო:
P.S. ტექსტში შავად მონიშნული – ამხელა სამინისტრო ხართ, როგორ იწერება ან რა რა არის არ უნდა იცოდეთ?
No comments:
Post a Comment