Monday, April 21, 2014

БТР-70Ді ქართულ არმიაში

БТР-7 "Захисник" (БТР-70ДІ) - ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საწარმოო "Миколаївський бронетанковий завод"–მა საკუთარი ინიციატივით შექმნა. წარმოადგენს საბჭოთა БТР-70–ის ღრმა მოდერნიზაციას. 2009–2012 წლებში სულ გამოშვებული იქნა 13 ცალი БТР-70Ді და ორი ცალი სამეთაურო–საშტაბო БТР-70Ді-02 "Світязь", როგორც ცნობილია უკრაინის ეროვნული გვარდია ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე ერთ ცალ ასეთ მანქანას მიიღებს – დანარჩენები სადაა?
Кроме этого предприятия концерна готовы передать Национальной гвардии Украины еще 16 БТР других типов. Так, ГП "Киевский бронетанковый завод" может передать 5 новых БТР-3Е, а также 5 БТР-80, которые находятся на балансе ГП "Укроборонсервис" и будут отремонтированы за счет этого предприятия. ГП "Житомирский бронетанковый завод" готов передать 5 отремонтированных БТР-80, ГП "Николаевский бронетанковый завод" - 1 БТР-70ДИ.
В начале 2011 года Николаевский завод выиграл тендер на поставку 13 бронетранспортёров вооружённым силам Украины. В период с 2009 до начала 2012 года было выпущено 13 бронетранспортёров БТР-70ДИ и две командно-штабные машины БТР-70Ді-02 «Світязь».
წყარო – БТР-70ДИ (БТР-7 «Защитник»)

P.S. კი, წყარო wiki-ა, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საიტზე განთავსებული  სტატიის საფუძველზეა დაწერილი, რომლის ბმულიც არ მუშაობს (სტატია ვერ მოვიპოვე – თუ მანახებთ მადლობელი ვიქნები).
სად წავიდა ეს 12 მანქანა – ცნობილია რომ უკრაინის არმიას შეიარაღებაზე არანაირი БТР-70Ді არ მიუღია? არა და 12 მანქანა ეს ერთი მოტორიზირებული ასეულის კომპლექტია.
როგორც ცნობილია (რუსების მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის ივნისში ამ მანქანების პარტია მიიღო და გორში განათავსა.


ვიდეოს 01:17 წუთზე
ვიდეოს 01:55 წუთზე

ასევე არსებობს ასეთი რუსული ცხრილი (სავარაუდოდ გაეროს რეესტრზე დაფუძნებული)
შესაბამისად გვაქვს ორი ჩამოსული პარტიის ფაქტი:
  • 2007 წლის 23 აპრილი – უკრაინამ ქართულ მხარეს 2 ცალი БТР-70Ді გადმოსცა.
  • 2008 წლის 26 ივნისი – უცნობი რაოდენობის პარტია (ნუ ერთი ყველა ვარიანტში).
ასევე რუსული წყაროების მიხედვით ვიცით რომ მთლიანობაში შეკვეთილი იყო 58 მანქანა:
БТР 70ДИ обошлись Грузии по 189 000 долларов за штуку (58 бронетранспортеров на общую сумму 10 962 000 долларов).
წყარო – Танки продавали по цене лимузинов

  1. ჩნდება კითხვა – თუ რატომ იყო გორში მხოლოდ ერთი მანქანის დოკუმენტი? არაა გამორიცხული რომ ეს სატანკო ქვედანაყოფისთვის საცდელი ექსპულატაციისთვის გადაცემული მანქანა იყოს. არა მგონია დოკუმენტების წაღებისას ყველა დანარჩენი მანქანის დოკუმენტი წაეღოთ და ერთისა დაეტოვებინათ – საერთოდ თუ წაიღეს დოკუმენტაცია ბაზიდან ჯერ ეგაა საკითხავი. შესაბამისად გორში არსებული მანქანა საცდელ–შესასწავლი უფრო იყო ვიდრე უკვე სერიულად დანერგილი ჯავშანტრანსპორტიორი.
  2. 2008 წლისთვის (ომამდე) 58 მანქანას უკრაინელები ვერ მოგვაწოდებდნენ. ამიტომ მე–2 კითხვა – გაგრძელდა თუ არა კონტრაქტის შესრულება და უკრაინიდან მანქანები ისევ ჩამოდიოდა.
შესაბამისად ზემოთ თქმულიდან არსებობს ორი ვარიანტი - უკრაინის არმიისთვის განკუთვნილ 13 მანქანაზეა საუბარი, რომელიც უნდა აწყობილიყო, მაგრამ არ აწყობილა და სტატიაში შეცდომაა დაშვებული – ეს პირველი ვერსია.
და მეორე ვერსია – 2009 წლიდან, ანუ ომის შემდგომ პერიოდში, უკრაინულმა მხარემ განაგრძო მანქანების მოწოდება და ეს 12 მანქანა ამჟამად ჩვენს არმიაში იმყოფება.

თუმცა ერთდროულად 4 მანქანაზე მეტი ჯერ არსად არ დაფიქსირებულა – 01:47 წუთზე 4 ცალი БТР-70Ді

2 ცალი БТР-70Ді

ქართული არმიის БТР-70Ді
2013 წლის 26 მაისი, БТР-70Ді – საბრძოლო ტექნიკის ჩვენება ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან (გამოდის მე–3 ბრიგადაშია მანქანების ნაწილი)

6 comments:

  1. მეც ეგ კითხვა დამებადა
    და სად არის კი მაგრამ?

    ReplyDelete
  2. 2004–ში და 2005–ში არის ნაყიდი – ომის მერე სად იყო თუ გვახსოვს?

    ReplyDelete
  3. კორუფციის ამბავი,ხომ არაა მანდ ეგეც საინტერესოა

    ReplyDelete
  4. da es modernizebuli btr70 riti sjobia moudernizebels?

    ReplyDelete
  5. ჩვენს БТР-70Дi–ზე ამბობდნენ IVECO–ს ძრავები უყენიაო, რაც აუმჯობესებს მის მანევრულობას და გამავლობას და ზრდის სვლის მარაგს. ამას გარდა მწარმოებელს უწერია რომ მაგ მანქანას გაზრდილი აქვს დაცვის ხარისხი – შიგნიდან კევლარის სარჩულია გამოკრულიო. გაუმჯობესებულია ფსკერის მედეგობა ნაღმების წინააღმდეგო და გამოყენებულია დარტყმამშთანთქმელი სავარძლებიო და პლიუს მოდერნიზირებულია ცეცხლის მართვის სისტემა – რამდენად იყო ეს ყველაფერი რეალიზირებული ჩვენს მანქანებზე არ ვიცი, ცეცხლის მართვის სისტემა რასაც ფოტოებზე ვუყურებ ისევ ძველია და დაცვის შესახებ გარედან ვერ იმსჯელებ, თუ შიგნით არ ჩაძვერი.

    ReplyDelete