Tuesday, May 20, 2014

უკრაინულ ვერტმფრენებს გადასატანი საზენიტო რაკეტებისგან Адрос КТ-01АВЕ დაიცავს

16–ე ცალკეული ავიაბრიგადის კუთვნილი Ми-24, საბორტე ნომერი "15", თავდაპირველად დესნას პოლიგონზე კუდა ძელზე თეთრი ზოლების დემონსტრაციის დროს გამოჩნდა. ასევე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს გავრცელდა მისი რამდენიმე ფოტო სადგომზე – ფოტოებზე კარგად ჩანს რომ ვერტმფრენი გსსკ–სგან (გადასატანის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი) დაცვის მოძველებული სისტემა Л166В1А Липа–თია აღჭურვილი.

Ми-24, საბორტე ნომერი "15", დესნას პოლიგონზე კუდა ძელზე თეთრი ზოლების დემონსტრაციის დროს

გსსკ–სგან დაცვის მოძველებული სისტემა Л166В1А Липа–თი (წითელი ისრით) აღჭურვილი Ми-24П, საბორტე ნომერი "15", ანტიტერორისტული ოპერაციის დროს

ფაქტიურად რამდენიმე დღის წინათ მოხდა რუსული საინფორმაციო სააგენტოს, Lifenews–ის, ორი ჟურნალისტისა და გსსკ–თი შეიარაღებული ერთი პრორუსული მეამბოხის სკანდალური დაკავება. დაკავებისას ამოღებული იქნა ჰიბრიდული გსსკ – საზენიტო რაკეტა პოლონური Grom E-2–ისა იყო, ხოლო გამშვები რუსული Игла–სი. დაკავების ვიდეოსიუჟეტში ასევე გამოჩნდა უკრაინული ვერტმფრენები, რომლებიც გგსკ–სგან დამცავი სისტემა Адрос КТ-01АВЕ–თი არიან აღჭურვილები – Ми-24П საბორტე ნომრით "ყვითელი 15" და Ми-8 საბორტე ნომრით "თეთრი 40".

ვიდეოსიუჟეტი

ვიდეოსიუჟეტის დასაწყისში ჩანს ზუსტად "ყვითლი 15"–იანი, რომელსაც Л166В1А Липа–ს ადგილას ახალი Адрос КТ-01АВЕ უყენია, სიუჟეტში  ასევე ხალი საბორტე თავდაცვის სისტემით აღჭურვილი Ми-8-აც გამოჩნდა, საბორტე ნომრით "თეთრი 40" :

Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი "ყვითელი 15"

Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი "თეთრი 40"

მანამდე, 15 მაისს, ყირიმის საზღვრებთან Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი კიდევ ორი Ми-24П გამოჩნდა – "შავი UNO-472" და "წითელი 17" (ორივე მე–11 ავიაბრიგადიდან). 

სხვადასხვა შეფერილობის ვერტმფრენები იმას მოწმობს რომ საბორტე თავდაცვის სისტემები კაპიტალური რემონტის გარეშე, პირდაპირ საველე პირობებში ყენდება. ეს დაჩქარებული საველე მოდერნიზაცია ტერორისტების ხელში არსებულმა გსსკ–ებმა განაპირობა, რომელთა დახმარებითაც ორი უკრაინული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ეს ახალი კომპლექსი დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა, ამას თვითონ მწარმოებელი ამბობს და მისი ეფექტური მოქმედებისთვის, ვერტმფრენებზე გამონაბოლქვის ეკრანირების მოწყობილობების (ЭВУ – экранно-выхлопными устройства) გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. რაც ვერტმფრენის სითბურ კვალს ამცირებს და Адрос–ის ეფექტურობას ზრდის. თუმცა რატო არა აყენია უკრაინულ ვერტმფრენებზე გამონაფოლქვის ეკრანირების მოწყობილობები ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.




სტატიის დაწერისას გამოყენებული იქნა შემდეგი მასალა – Украинские Ми-24 в ходе боев оснащаются новым комплексом противодействия ПЗРК Адрос КТ-01АВЕ

No comments:

Post a Comment