2014 წლის 16 მაისს ჟაგანაში დისლოცირებულმა, პოლონეთის არმიის ლიუბსკაიას მე–11 ჯავშანსაკავალერიო დივიზიის (11 Lubuska Dywizja Kawalerii Pancernej) დიდი ჰეტმანის ჟან ზამოისკის სახელობის 34–ე ჯავშანსაკავალერიო ბრიგადამ (34. Brygady Kawalerii Pancernej im. Hetmana Wielkiego Koronnego Jana Zamoyskiego) ბუნდესვერის ნაქონი პირველი 11 ცალი Leopard–2A5 მიიღო, რომლებიც პოლონეთმა 2013 წელს ხელშეკრულებით შეისყიდა.
2013 წლის 22 ნოემბერს პოლონეთმა ხელი მოაწერა გერმანიასთან მთავრობათშორის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პოლონეთის არმიამ ბუნდესვერის შეიარაღებაზე მყოფი 105 ცალი Leopard–2A5 და 14 ცალი Leopard 2A4 შეიძინა. ხელშეკრულების ფარგლებში გერმანიამ პოლონეთს ასევე უნდა გადასცეს 18 ცალი შეჯავშნული სარემონტო საევაკუაციო მანქანა BpZ–2, 200–მდე ერთეული ავტოტრანსპორტი, სხვადასხვა მოწყობილობები და ლაზერული სწავლების სატრენაჯორო კომპლექტი AGDUS. კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 181,3 მილიონ ევროს შეადგენს.
ჟაგანში პირველი 11 ცალი ტანკი გერმანიიდან რკინიგზის საშუალებით იქნა მიწოდებული. გეგმის თანახმად 2014 წლის პირველ ნახევარში პოლონეთს პირველ 49 ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 28 ცალ Leopard–2A5–ს და 14 ცალ Leopard–2A4–ს მიაწოდებენ, ხოლო დანარჩენი ტექნიკა (და მათ შორის 28 ცალი Leopard–2A5) კონტრაქტის თანახმად 2015 წელს იქნება გადაცემული. მთლიანობაში 34–ე ჯავშანსაკავალერიო ბრიგადის შემადგენლობაში ორი სატანკო ბატალიონი იქნება (შტატის მიხედვით თვითოეულში 58 ცალი Leopard 2A4/А5). ამჟამად ეს ბრიგადა პოლონური წარმოების РТ-91–ითაა აღჭურვილი.
მანამდე, 2002–2003 წლებში, პოლონეთმა გერმანიისგან ფაქტიურად უფასოდ (პოლონეთმა მხოლოდ ტრანსპორტირების ფული გადაიხადა) 128 ცალი Leopard–2A4 და 10 ცალი შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა BpZ–2 მიიღო. ეს ტანკები იმავე 11–ე ჯავშანსაკავალერიო დივიზიის მე–10 ჯავშანსაკავალერიო ბრიგადის (10. Brygady Kawalerii Pancernej im. gen. broni Stanisława Maczka) ორი ჯავშანსატანკო ბატალიონის შერიაღებაზე დგას, რომელიც გერმანიის საზღვართან, სვეტოშევაში ბაზირდება და ამჯერათ მათი მოდერნიზაცია იგეგმება.
წყარო:
No comments:
Post a Comment