ნიკოლაევის თბომავალმშენებელმა ქარხანამ უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის საკუთარი სახსრებით ჩაუტარა კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ორ ჯავშანტრანსპორტიორს, ერთ БТР-70–ს და ერთ БТР-80–ს. როგორც საწარმოოს დირექტორი, ვიაჩესლავ სიმჩენკო იუწყება, БТР-70 და БТР-80–ისთვის შემუშავდა და დამონტაჟდა სავალი ნაწილის მობილური დაცვა, მანქანებზე ასევე დაყენდა ვიდეოკონტროლის სისტემა, რომლის წრიული გამოსახულებაც კაბინაში ეკრანზე გამოდის. სისტემას გააჩნია ჩაწერისა და სიგნალის სამეთაურო ცენტრზე გადაცემის ფუნქციები. ეს მეთაურებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი მანძილიდან აკონტროლოს სიტუაცია მანქანის გარშემო.
წყარო:
ასევე ცნობილი გახდა რომ უკრაინის ძალოვნებმა მოროზოვის სახელობის ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს ორასამდე ჯავშანტრანსპორტიორი БТР–4 შეუკვეთეს. აქედან თავდაცვის სამინისტრომ 154, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40. ეს შეკვეთა ხარკოვის ოლქის 10–მდე საწარმოოს დაასაქმებს.
წყარო:
No comments:
Post a Comment