Wednesday, October 21, 2015

საუდის არაბეთი LCS–ს ბაზაზე შექმნილ ოთხ საბრძოლო ხომალდს იყიდის

აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency – DSCA), 2015 წლის 20 ოქტომბერს აშშ–ს კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნა საუდის არაბეთისთვის Foreign Military Sales (FMS) ხაზით ოთხი წყალსზედა მრავალფუნქციური საბრძოლო ხომალდის Multi-Mission Surface Combatant (MMSC) მოსალოდნელი მიყიდვის შესახებ. ხომალდები აშშ–ს საზღვაო ძალებისთვის მშენებარე, Freedom–ს ტიპის (Lockheed Martin–ის მიერ შექმნილი LCS–ის ვარიანტი) "ლიტორალურ" საბრძოლო ხომალდების, Littoral Combat Ship (LCS)–ის განვითარებას წარმოადგენენ.
კონტრაქტის ღირებულება, რომელშიც შედის მოწყობილობები, შეიარაღება და სარაკეტო მარაგი და ტექიკური უზრუნველყოფა, სავარაუდოდ 11,25 მილიარდი დოლარია. გენერალური მიმწოდებლი კორპორაცია Lockheed Martin იქნება. უწყებაში აღნიშნულია რომ, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს ამ გაყიდვის შესახებ ნებართვა გასცა.

DSCA–ს მიერ გამოქვეყნებული უწყებაში არსებული საუდის არაბეთის MMSC ხომალდებზე მოსალოდნელი დასამონტაჟებელ სისტემათა სიის მიხედვით, ცნობილი ხდება ამ ხომალდების სავარაუდო იერსახე.

აშშ–ს საზღვაო ძალების Lockheed Martin–ის  LCS–ის ტიპის ხომალდი USS FortWorth (LSC-3)
 

DSCA–ს დოკუმენტების თანამხად, ყოველი MMSC–ს ტიპის ხომალდი უნდა აღიჭურვოს:

ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, RGM-84 Harpoon Block II –ის ორი ცალი ოთხკონტეინერიანი გამშვები დანადგარით (სულ MMSC–თვის დაგეგმილია 48 ცალი ხსრ Boeing RGM-84 Harpoon Block II მიყიდვა – აქედან 32 ცალი ხომალდზე დასაყენებლად, ხოლო 16 სასწავლოდ).

16 ცალი უნივერსალური ვერტიკალური გამშვები დანადგარი Mk 41 (ორი რვაგამშვებიანი მოდული). ყოველი ხომალდის 8 ცალ უვგდ–ს (უნივერსალური ვერტიკალური გამშვები დანადგარი) თითოეულ კონტეინერში განთავსებული იქნება ოთხ–ოთხი ცალი საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო–მართვადი რაკეტა Raytheon RIM-162 Evolved Sea Sparrow Missiles (ESSM) (სულ დაგეგმილია 532 ცალი ESSM რაკეტის მიყიდვა – 128 ცალი ხომალდებზე დასაყენებლად, 384 ცალი სათადარიგო და 20 სასწავლო). დანარჩენი 8 ცალი უვგდ Mk 41 ყოველ ხომალდზე, როგორც ჩანს დროებით გამოუყენებელი დარჩება.

თავდაცვითი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის, SeaRAM–ის ერთი ცალი 11 დამტენიენი დანადგარი Mk 15 Mod 31 (სულ დაგეგმილია 5 ცალი დანადგარის გაყიდვა, მათ შორის ერთი სათადარიგო) რომლებთანც კომპლექტში 188 საზეინტო რაკეტა Raytheon RIM 116C Block II Rolling Airframe Missiles (RAM) გაყიდვაც იგეგმება (44 ცალი ხომალდებზე დასაყენებლად, 132 სათადარიგო და 12 სასწავლო).

ერთი 76მმ–ნი უნივერსალური ავტომატური საარტილერიო დანადგარი Oto Melara Mk 75 (სულ დაგეგმილია 5 ცალის გაყიდვა, მათ შორის ერთი სათადარიგო).

სავარაუდოდ, ორი ცალი 20მმ–ნი დისტანიურად მართვადი საარტილერიო დანადგარი Nexter Narhwal (ნახსენებია საერთო ჩამონათვალშ).

ათი ცალი 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევი (სულ დაგეგმილია 48 ტყვიამფრქვევის გაყიდვა, მათ შორი 8 სათადარიგო).

ორი ცალი სამგამშვებიანი 324მმ–ნი ნავსაწინააღმდეგო ტორპედების სატორპედო აპარატი Mk 32 (მოხსენებულია საერთო ჩამონათვალში).

MMSC ტიპის ხომალდების რადიოელექტრონული აღჭურვილობა მოიცავს 5 ცალ საბრძოლო მართვის ავტომატიზირებულ სისტემას (სმას) Lockheed Martin COMBATSS-21 (4 ცალი ხომალდებზე და ერთი სათადარიგო), 5 ცალი ძირითადი რადარი Airbus TRS-4D (4 ცალი ხომალდებზე და 1 სათადარიგო), ცეცხლის მართვის კომბინირებული სისტემა Saab Ceros 200, 5 ცალი ბუქსირებადი აქტიურ–პასიური ჰიდროაკუსტიკური სონარი (Compact Low Frequency Active Passive Variable Depth Sonar), სავარაუდოდ Thales СAPTAS სერიიდან (4 ცალი ხომალდებზე და 1 სათადარიგო), რადიოელექტრონული დაზვერვის სადგური Argon ST/Boeing WR-2000 (საერთო ჩამონათვალში), გასროლადი ხარვეზების კომპლექსი Lockheed Martin Automatic Launch of Expendables (ALEX), ტორპედოსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა AN/SLQ-25А Nixie, კავშირგაბმულობის კომპლექსი Rockwell Collins AN/ARC-210, მონაცემთა გადაცემის სისტემის აპარატურა  Link 16, დახურული შიდა ციფრული ქსელები Automated Digital Network System (ADNS) და Combined Enterprise Regional Information Exchange System (CENTRIXS), სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის სისტემა Northrop Grumman UPX-29 (Mode 4 და Mode 5, დაგეგმილია 5 კომპლექტის მიწოდება), ხარვეზმედეგი სანავიგაციო სისტემის მიმღები L-3 Communications Selective Availability Anti-Spoofing Module (SAASM).


წყარო:


ასევე DSCA–ს მიერ 2015 წლის 20 მაისს კონგრესისთვის წარდგენილი იქნა საუდის არაბეთისთვის FMS–ს ხაზით 10 ცალი მრავალმიზნობრივი საზღვაო ვერტმფრენის, Sikorsky MH-60R–ის სავარაუდო მიყიდვის შესახებ დოკუმენტი. კონტრაქტის ღირებულება 1,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელშიც აღნიშნული ვერტმფრენების გარდა ასევე შედის 38 ცალი საბრძოლო და 4 სასწავლო რაკეტა  AGM-114R Hellfire II და 380 ცალი კორექტირებადი 70მმ–ნი რაკეტა APKWS. როგორც ჩანს თითო MMSC ტიპის ხომალდის ბორტზე მუდმივად განთავსდება ორი ცალი ვერტმფრენი MH-60R.

წყარო:

No comments:

Post a Comment