Wednesday, October 21, 2015

აშშ–მ ევროპაში წარმატებულად გამოსცადა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა

2015 წლის 20 ოქტომბერს, აშშ–ს ფლოტის ხომალდმა, USS Ross (DDG 71)–მა ატლანტიკური ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, საზღვაო თეატრის რაკეტსაწინააღმდეგო ფორუმის (Maritime Theater Missile Defense – MTMD) ფარგლებში სწავლება "საზღვაო დემონსტრირების: დროს (At Sea Demonstration – ASD) წარმატებულად განახორციელა ბალისტიკური რაკეტის განაგურება.

სწავლება ASD–15–ის დროს ხომალდ USS Ross (DDG 71)–დან რაკეტა Standard Missile-3 (SM-3) Block IA გაშვების ვიდეო

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ–ს საზღვრებს გარეთ, ბალისტიკური რაკეტის წინააღმდე იქნა გამოყენებული გზაგადამჭრელი რაკეტა Standard Missile-3 (SM-3) Block IA. სწავლების სცენარისთვის გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტა–სამიზნე Terrier Orion, რომელმაც სტარტი შოტლანდიის ნაპირებთან მდებარე ჰებრიდის კუნძულებზე მდებარე პოლიგონიდან აიღო და კოალიციის ხომალდების წინააღმდეგ გასროლილ ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტასთან ერთად შეტევის იმიტაცია განახორციელა. USS Ross–მა მოახდინა ანტირაკეტა SM-3–ის გასროლა და წარმატებულად გაანადგურა სამიზნე კოსმოსში. თავის მხრივ, ჰსთ როლში მყოფმა USS The Sullivans (DDG 68) მოახდინა რაკეტა SM-2 –ის გაშვება, რაც ასევე პირველად მოხდა აშშ–ს საზღვრებს გარეთ.
აშშ–ს მე–6 ფლოტის მეთაურის, ვიცე ადმირალის, ჯეიმს ფოგოოს განცხადების თანახმად "სწავლება ASD-15–მა აჩვენა რომ სახვა ქვეყნების შეთანხმებულ მუშაობას და კომუნიკაციას ძალუძს რთული საფრთხეების წინაშე უმწიკვლო თავდაცვის განხორციელება".

სწავლება ASD–15–ის დროს ხომალდ USS Ross (DDG 71)–დან რაკეტა Standard Missile-3 (SM-3) Block IA გაშვების მომენტი 

მოკლე ფაქტები:
სწავლება ASD-15 აშშ–ს ხელშეწყობით განხორციელდა დიდ ბრიტანეთში,  ის წარმოადგენდა მრავალეროვნული კოალიციის ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსური შესაძლებლობების დემონსტრირებას.

ინტეგრირებული რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა (Integrated Air and Missile Defense – IAMD) განხორციელდა კოალიციის ხომალდებსა და თვითმფრინავებს შორის ცოცხალ დროში ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით, რაც აუმჯობესებს კოალიციის თავდაცვას ბალისტიკური რაკეტების წიწნააღმდეგ.

არის ამ სწავლებაზე განხორციელებული მთელი რიგი სიახლეები: 
  • პირველად მოხდა  აშშ–ს საზღვრებს გარეთ მდებარე პოლიგონზე რაკეტა SM-3 გამოყენება
  • პირველად მოხდა დიდ ბრიტანეთში, ჰებრიდის პოლიგონზე რაკეტების SM-2 და SM-3 გამოყენება
  • პირველად მოხდა ინტეგრირებული რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (Integrated Air and Missile Defense – IAMD) სისტემის მხარდასაჭერად მრავალეროვნული კოალიციის მიერ, ჰორიზონტსმიღმა საინფორმაციო გაცვლის არქიტექტური გამოყენება.
  • აშშ–ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სწავლებაში პირველად მონაწილეობდნენ ნიდერლანდებისა და ესპანეთის ხომალდები.
  • IAMD–ს კოალიციამ პირველად მოახდინა ბალისტიკური რაკეტებთან ერთად ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება.

ეს ტესტი დემონსტირებას უკეთებს აშშ–ს სურვილს დაიცვას ევროპელი მოკავშირეები ოთხი ცალი Aegis სისტემით აღჭურვილი ხომალდით, რომლებიც გაშლილები არიან როტასა და ესპანეთში და ასევე სახმელეთო კომპლექსით, რომელიც რუმინეთშია განთავსებული.

MTMD–ს ფორუმში მონაწილეობს შემდეგი ათი ქვეყანა – ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

ASD-15–ში მონაწილეობისთვის რვა ქვეყანამ გამოყო ხომალდები და თვითმფრინავები, ესენია კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ გერმანიასთან ერთად.

ASD-15–ში გამოყენებული ინფორმაციის გაცვლის ტაქტიკურმა ქსელმა 5,7 მილიონი კვადრატული მილი დაფარა.

აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, USS Mount Whitney (LCC-20), წარმოადგენა სათვალთვალო პლატფორმას, რომელზეც IAMD–ეს მონაწილე შვიდი ქვეყნის და იაპონიისა და დანიის დელეგაციები იმყოფებოდნენ და ხომალდის ბორტიდან ანტირაკეტის მუშაობას ცოცხლად ადევნებდნენ თვალს.
18 ოქტომბერი, NATO–ს ხომალდები ატლანტიკის ოკეანეში სწავლება ASD-15–თვის ემზადებიან

No comments:

Post a Comment