2016 წლის 25 აპრილს ფლორიდას შტატში მდებარე ავიაბაზა ტინდალზე დისლოცირებული აშშ-ს საჰაერო ძალების გამანადგურებელთა 325-ე ფრთის გამანადგურებელთა 95-ე ესკადრილიის ორი ცალი მეხუთე თაობის Lockheed Martin F-22A Raptor-ის ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც 2016 წლის აპრილიდან ევროპის ქვეყნებში გასტროლებეზე არიან, ცოტა ხნით რუმინეთში, კონსტანცაში მდებარე აეროპორტ "მიხეილ კოგელნიჩანუზე" (Mihail Kogălniceanu Airport) ჩაფრინდნენ. აეროდრომი ასევე 2003 წლიდან წარმოადგენს აშშ-ს ევროპული მეთაურობის ჯგუფ "აღმოსავლეთის" მეწინავე ავიაბზას (Joint Task Force East - JTF-E). ამერიკული გამანადგურებლები რუმინეთში ქვეყნის საჰაერო ძალების მოდერნიზირებული МиГ-21 Lancer-ებთან ურთიერთქმედების დასახვეწად იქნა გადასროლილი.
აშშ-ს საჰაერო ძალების 325-ე ავიაფრთის 95-ე ესკადრილიის რვა ცალი F-22A Block 30 2016 წლის აპრილის დასაწყისიდან თვენახევრიანი ვადით ბრიტანულ ავიაბაზა ლეიკენჰეტზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ევროპასთან მოკავშირეობის გამაგრების მიზნი "European Reassurance Initiative"-ს ფარგლებში იქნა გადასროლილი. რუმინეთში ცაფრენილი გამანადგურებლები სწორედ ლეიკენჰეტის ჯგუფიდან არიან.
No comments:
Post a Comment