სტატიაში ვისაუბრებთ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე, რომელიც ძირითადად დამაკმაყოფილებლად განვითარდა, სრულმა საჰაერო ბატონობამ ოპერაციის დასასრული წინასწარ გადაწყვიტა.
ოპერაცია "ერაყის თავისუფლება"
სამხედრო მარში უდაბნოში და ბაღდადის "ბრძოლა"
ამ ომის დასაწყისში ყველასთვის ნათელი იყო რომ, მოკავშირეთა ძალები ადრე თუ გვიან მიაღწევდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის გულსა და ქვეყნის დედაქალაქს, ბაღდადს. მაგრამ ის რასაც არავინ არ მოელოდა ეს ამერიკელთა მარშის სისწრაფე და ერაყის ელიტარული რესპუბლიკური გვარდიის მსხვილი სატანკო შენაერთების, რომელთაც ბაღდადის გარშემო ეკავათ თავდაცვითი პოზიციები, მხრიდან არსებითი წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა იყო.
ცენტრალური მეთაურობის გენერალური გეგმა ერაყის უდაბნოში ჯარების და მათ შორის მსხვილი სატანკო შენარეთების სწრაფ მარშს ისახავდა. ამ იერიშის მიზანს წარმოადგენდა რაც შეიძლება სწრაფი შეტევა და შემხვედრი წინააღმდეგობის შესაბამისად იერიშის საბოლოო მიზანთან, ბაღდადთან, რაც შეიძლება მოკლე დროში ხელსაყრელ პოზიციებზე გასვლას. და მართლაც, ამერიკულმა ძალებმა, რომელშიც მთავარი დამრტყმელი როლი ქვეითთა მე-3 დივიზიასა და საზღვაო ქვეითების 1-ელ საექსპედიციო კორპუსის ძალებს ეკისრებოდათ, ერაყის ტერიტორიაზე ორი პარალელური მიმართულებით დაიწყეს შეტევა. მე-3 ქვეითი დივიზიის ჯავშანტექნიკა სამხრეთ ფრთას წარმოადგენდა და გზად ქალაქები ნაჯაფი და კარბალა უნდა გაევლო. მათ პარალელურად საზღვაო ქვეითთა პირველი საექსპედიციო დაჯგუფება, რომელმაც მდინარე ევფრატის ფორსირება მოახდინა, ქმნიდა შეტევის ჩრდილოეთ ფრთას. თავის მიმართულებაზე საზღვაო ქვეითები ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ნასირია და კუტი, მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდნენ. საზღვაო ქვეითები საკმაოდ მძიმე ბრძლებში იყვნენ ჩართულები, თუმცაღა ხშირ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამხედრო და პარამილიტარისტული მცირე დაჯგუფებები მოქმედებდნენ, რომელთაც როგორც წესი ტანკ T-55, ქსმ БМП-1/2 და РПГ-7-ის მეტი შეიარაღება არ გააჩნდათ. იყო შემთხვევები, როდესაც ტანკ M1A2-ის ეკიპაჟები უცნაური მოვლენის შემსწრეები ხდებოდნენ, როდესაც მათ წინააღმდეგ თავგანწირულ იერიშს 23მმ-ნი საზენიტო ქვემეხებით აღჭურვილი 4x4 Toyota Land Cruizer-ები ახორციელებდნენ. ერაყის საჰაერო ძალები მთელი ოპერაციის მსველობისას უმოქმედოდ იყო მიწაზე მიჯაჭვული, რაც მოიერიშე ძალებისთვის შეუწყვეტელ საჰაერო მხარდაჭერას ნიშნავდა. საჰაერო ოპერაციაში ჩართული იყო როგორც B-1B Lancer და B-2 Spirit, ასევე B-52, რომლებიც შეუჩერებლად ბომბავდნენ როგორც მართვადი JDAM-ებით, ასევე უმართავი, ხალიჩისებრი დაბომბვით, ერაყულ გვარდიას ბაღდადის შემოგარენში და მიწასთან ასწორებდა როგორც მათი ქვეითების ასევე ჯავშანტექნიკის პოზიციებს.
ამ უწყვეტმა, 24 საათიანმა დაბომბვებმა, რომელსაც თან ერთვოდა საზღვაო ქვეითების M-198 Howizer-ების, არმიის თვითმავალი M-109A6 Paladin-ების და MLRS-ების გამანადგურებელი ცეცხლი, გამოიწვია ერაყის ელიტარული დივიზიების მიწასთან გასწორება, რომლებმაც როგორც ჩანს რაღაცა მომენტში გადაწყვიტეს უკან დაეხიათ და ამერიკული ავიაციისგან თავდასაცავად ბაღდადში შეეფარებინათ თავი. სავარაუდოდ ეს სვლა ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ქალაქი წინასწარ იყო თავდაცვისთვის მომზადებული და ერაყის გვარდიას მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა ქალაქში ბრძოლის წარმოების უპირატესობა, სადაც ჯავშანტექნიკა ამერიკული ავიაციისსგან უკეთესად იქნებოდა დაცული. მაგრამ ამ სვლამ არ გაამართლა, ერაყული არმიის ქვედანაყოფების კონცენტრირებული გადაადგილება გზებზე ამერიკის ავიაციას უყურადღებოდ არ დარჩა და ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა. დამრტყმელი A-10-ები და სსტრატეგიული B-52-ები შეუფერხებლად ურტყამდნენ ერაყულ კოლონებს. ამ იერიშების შედეგად გამოწვეული მაშტაბური განადგურება მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ს ქვეითთა მე-3 დივიზიამ, 3 აპრილს, ბაღდადის გარეუბნებს მიაღწია.
ბრძოლა რესპუპლიკის გვარდიისა და ამერიკის ძალების ტანკებს შორის, რომელსაც ბევრი ელოდა და რომელიც ბევრის აზრით ორივე მხარეში დიდ დანაკარგებს გამოიწვევდა, არ შესდგა. შეგვიძლია ვთქვათ რომ, როგორც ასეთი, კლასიკური სატანკო ბრძოლები საკმაოდ მცირე მსშტაბებით განხორციელდა. ამერიკელებმა სატანკო დანაკარგები ძირითადად ნაღმებისგან და პარამილიტარისტული ჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისგან განიცადეს. ქვემოთ ანალიზს გავუკეთებთ იმ მოვლენებს, რომლებიც 25 მარტის შემდეგ განვითარდა და დეტალურად განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ბრძოლებს რომლებსაც ამ თარიღის შემდეგ, ბაღდადის აღებამდე ჰქონდათ ადგილი.
2003 წლის 23 მარტი, აშშ-ს საზღვაო ქვეითი ტაქტიკური დაჯგუფება Task Force Tarawa-დან ქალაქ ნასირიასთან
ოთხშაბათი, 26 მარტი, დღე მე-7
იზრდება შიში ომის გაწელვის საფრთხეზე
ქალაქ ნაჯაფის ბრძოლები
ერაყის დედაქალაქში ამერიკულ-ბრიტანული ძალების თავდასმის შედეგად მრავალი შენობა იქნა განადგურებული და ცეცხლს მიცემული. თავდასხმების მიზანს რესპუბლიკური გვარდია და ასევე ერაყის ტელევიზია წარმოადგენდა, რომელიც წარმატებულად გააჩუმეს. თვითმხლილველთა თქმით, გათენებისას ბაღდადში 40-მდე აფეთქება გაისმა, თავდასხმები ქალაქის სამხრეთ რაიონზე, რესპუბლიკური გვარდიის თავმოყრის ადგილებზე იყო კონცენტრირებული. კოალიცია ერაყულ გვარდიასთან მძიმე ბრძოლებს პროგნოზირებდა. ამერიკელთა ცენტრალურმა მეთაურობამ, რომელიც ყატარში იყო დისლოცირებული, განაცხადა რომ რაკეტებმა ერაყის ტელევიზიისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა, რითაც ერაყული ძალების მეთაურობისა და კონტროლის სისტემას დიდი ზიანი მიაყენა. ქალაქზე იერიშებს მოყვა ამერიკელებსა და ერაყელებს შორის მძიმე ბრძოლები ქალაქ ნაჯაფის გარეუბნებში (ბაღდადიან სამხრეთით 160 კილომეტრში), რომელშიც 150-დან 300-მდე ერაყელი ჯარისკაცი განადგურდა. პენტაგონის ოფიციალური წყაროების თანახმად სავარაუდოდ 300-მდე ერაყელი ჯარისკავი იქნა მოკლული, როდესაც მათ ქალაქ ნაჯაფის მახლობლად, ქვეითთა მე-3 დივიზიის, მე-7 პოლკზე განახორციელეს შეტევა. ამერიკელთა დანაკარგები ამ ბრძოლებში როგორც მინიმუმ ორი ტანკი M1A1 Abrams-ითა და ერთ ქსმ Bradley-თ შემოიფარგლა.
ასევე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ნასირიას ჩრდილოეთით მდებარე საგზაო არტერიაზე, სადაც ერაყული პარამილიტარისტული ჯგუფები თავს დაესხნენ ამერიკელთა მომარაგების კოლონას, რომლის შედეგადაც თავის თავზე გამოსცადეს ამერიკული არტილერიის ძალა.
ბასრას ფრონტზე ბრიტანელები ერაყელთა წინააღდეგობის დასაძლევად მძიმე ბრძოლებს აგრძელებენ. ერაყის სიდიდით, ძირითადად შიიტებით დასახლებული, მეორე ქალაქიდან, რომელშიც 1,3 მილიონი მოსახლე ცხოვრობდა, ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო. ბრიტანელების განცხადების თანახმად, ქალაქში მიმდინარეობდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის ერთგული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შიიტთა აჯანყება, მაგრამ კოალიციას არ ძალუძდა ამბოხებულთა დაცვა ერაყული დამსჯელი ძალებისგან. ყატარში ცენტრალური მეთაურობის მიერ გამართული ბრიფინგის დროს, როგორც გენერალ ლეიტენანტმა ვინსენტ ბროოკსმა (Vincent Brooks) განაცხადა, ეს ექსპედიცია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობასა და ერაყის მასიური განადგურების იარაღისგან გაწმენდას ისახავს მიზნად, "ჩვენი ოპერაციაები ალყას არ ისახავენ მიზნად" კონკრეტულად გაუსხვა ხაზი ამ ფრაზას გენერალმა. შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობდა სამხრეთ ერაყისკენ რესპუბლიკური გვარდიის მსხვილი შენაერთების გადაადგილების შესახებ ბრუკმა განაცხადა რომ ამგვარი რამე არ შეუნიშნავთ. სწორედ ამ დროს იზრდება შიში იმის თაობაზე რომ ექსპედიციას მიზნების მისაღწევად დაგეგმილზე მეტი დრო მოუნდება, ხოლო პენტაგონის ზოგიერთი გენერალი გამოთქვამს აზრს რომ გზებზე გაწეილილი და დაუცველი მომარაგების კოლონებზე თავდასხმების გამო შესაძლებელია წინსვლა შეჩერდეს.
საარმიო ავიაციის მე-11 პოლკის ასამდე AH-64A/D Apache 24 მარტს განხორციელებული ოპერაციის დროს მჭიდრო ჰაერსაწინააღმდეგო ცეცხლისგან მიღებული დაზიანებებისა თუ ცუდი ამიდის გამო, რომელიც ბოლო სამი დღე მძლავრობდა შუა აზიაში, მიწაზე იყო მიჯაჭვული. საჰაერო ძალების F-15E და F-16C და საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითების F/A-18C/D ძირითადად სტატიკურ სამიზნეებს ბომბავდნენ, რადგანაც ქვიშიანი ქარიშხლის გამო ლაზერით მართვადი ავიაბომბების გამოყენება შემთხვევითი სამიზნეების წინააღმდეგ ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
აღმოსავლეთით საზღვაო ქვეითები ქალაქ ალ-კუტს აღწევენ, სადაც მათი წინსვლა ერაყლი ძალების წინააღმდეგობისა და გათავებული სწავავის გამო ჩერდება. ქუვეითში ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების თანახმად მომარაგების გზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც როგორც აღმოჩნდა თავდასხმებისგან დაუცველი იყო, ერაყში 82-ე და 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიების გადასროლა მოხდება. აღნიშნულმა ქვედანაყოფებმა მიზნის მისაღწევად ცუდი ამინდის გარდა ერაყელი სნაიპერები და დანაღმული რაიონები უნდა დაძლიონ. ამგვარად დაიწყო მძმე მანქანების თავმოყრა, რათა წინ მიმავალ ჯავშანსატანკო ძალებს უკვე გამოლეული საკვები და წყალი მიაწოდონ. რეალურად წინა დღეებში გარეკლამებული ეფექტური წინსვლა დამუხრუჭდა. ავიაციამ მოსალოდნელ ეფექტს ვერ მიაღწია და როგორც ჩანს სადამი ისევ ინარჩუნებს როგორ ჯარებზე ასევე მოსახლეობაზე მართვის ეფექტურ სადავეებს, მოსახლეობაზე რომელმაც საკმაოდ კონკრეტულად დააფიქსირა თავისი აზრი რომ ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს არ დახვდება როგორც განმანთავისუფლებლებს. სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით დივიზია ბაღდადი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთითაა გაშლილი, მედინას დივიზიისგან გასნხვავებით მხოლოდ 58 ცალი მოძველებული Т-62-ითაა შეიარაღებული.

ოპერაცია 'ერაყის თავისუფლების" დროს აშშ-ს საჰაერო ძალების F-15E ჰაერში საჰაერო ტანკერ KC-10-დან საწვავით გამართვას ახორციელებს
აღმოსავლეთით საზღვაო ქვეითები ქალაქ ალ-კუტს აღწევენ, სადაც მათი წინსვლა ერაყლი ძალების წინააღმდეგობისა და გათავებული სწავავის გამო ჩერდება. ქუვეითში ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების თანახმად მომარაგების გზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც როგორც აღმოჩნდა თავდასხმებისგან დაუცველი იყო, ერაყში 82-ე და 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიების გადასროლა მოხდება. აღნიშნულმა ქვედანაყოფებმა მიზნის მისაღწევად ცუდი ამინდის გარდა ერაყელი სნაიპერები და დანაღმული რაიონები უნდა დაძლიონ. ამგვარად დაიწყო მძმე მანქანების თავმოყრა, რათა წინ მიმავალ ჯავშანსატანკო ძალებს უკვე გამოლეული საკვები და წყალი მიაწოდონ. რეალურად წინა დღეებში გარეკლამებული ეფექტური წინსვლა დამუხრუჭდა. ავიაციამ მოსალოდნელ ეფექტს ვერ მიაღწია და როგორც ჩანს სადამი ისევ ინარჩუნებს როგორ ჯარებზე ასევე მოსახლეობაზე მართვის ეფექტურ სადავეებს, მოსახლეობაზე რომელმაც საკმაოდ კონკრეტულად დააფიქსირა თავისი აზრი რომ ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს არ დახვდება როგორც განმანთავისუფლებლებს. სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით დივიზია ბაღდადი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთითაა გაშლილი, მედინას დივიზიისგან გასნხვავებით მხოლოდ 58 ცალი მოძველებული Т-62-ითაა შეიარაღებული.
ხუთშაბათი, 27 მარტი, დღე მე-8
ამერიკელი პარაშუტისტები ჩრდილოეთ ერაყში
1989 წელს პანამაში ჩატარებული ოპერაცია "Just Cause"-ს შემდეგ ყველაზე დიდი საჰაერო-სადესანტო გადმოსხდეომა 2003 წლის 27 მარტს განხორციელდა, როდესაც 173-ე საჰაერო-სადენსანტო ბრიგადის (Airborne Brigade) ათასზე მეტი პარაშუტისტი ჩრდილოეთ ერაყში დაეშვა. მედესანტეთა გადასხმით დაიწყო ჩრდილოეთ ერაყში აშშ-ს ძალების გადასროლა, რომელთა მიზანსაც ქალაქ მოსულისა და კირკუკის მიმდებარე რაიონების უკეთესად გასაკონტროლებლად მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენდა. 173-ე ბრიგადა, ბაშურის (Bshur) რაიონში მდებარე, მიტოვებული ასაფრენი ბილიკის, Harir-ის მახლობლად გადმოსხდა. ოპერაციის დაწყებამდე სპეცდანიშნულების რაზმებმა დაშვების რაიონი დაზვერეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოზიციები დაიკავეს და საჰაერო-სადესანტო ოპერაციას "მწვანე შუქი" მისცეს.
პენტაგონის წყაროს თანახმად ეს ოპერაცია "პროფილაქტიკურ" ხასიათს ატარებდა, რითაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ რაიონში არ არსებობდა ერაყული ძალები, რომლებიც მედესანტეებს ხელს შეუშლიდა მოქმედებაში. როგორც ცნობილია 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა იტალიიდან ჩრდილოეთ ერაყში C-17 Globemaster II-ით იქნა გადასროლილი. დესანტირება 300 მეტრის სიმაღლეზე განხორციელდა, თავიდან 5 C-17-მა ტექნიკითა და აღჭურვილობით დატვირთული 10 ცალი მძიმე პლატფორმა დაუშვეს. მძიმე ტექნიკას მოყვნენ მედესანტეები, პირველი 173-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი უილიამ მეივილლი იყო, მომდევნო 58 წამში მას მიყვა 963 ჯარისკაცი. მხოლოდ 32 მებრძოლმა ვერ მოასწრო დესანტირება. აეროდრომის მცირე ზომის გათვალისწინებით საპარაშუტო გადმოხტომამ ამერიკელებს უბრალო გადმოსხდომასთან შედარებით დროის მოგების საშუალება მისცა. დესანტირება ცოტა გაწეილი გამოვიდა, ზოგიერთმა თვითმფრინავმა მედესანტეები 2000-3000 მეტრით ადრე ჩამოყარა. დესანტირებიდან 15 საათში ბრიგადა უკვე ერთ, მთლიან დაჯგუფებად შეგროვდა. ძირითადი ხტომა "წითელმა დემონებმა", 1-503-მმა (503-ე პოლკის 1 ბატალიონი) ვიცეპოლკოვნიკ ჰარი ტანნელის მეთაურობით და "ქვის" 2-503-მმა, ვიცეპოლკოვნიკ დომინიკ კარაჩილოს მეთაურობით განახორციელეს. ბატალიონებმა აეროპორტის გარშემო პოზიციები დაიკავეს და სატრანსპორტო თვითმფრინავების მისაღებად მისი მომზადება დაიწყეს. მომდევნო 96 საათის განმავლობაში აშშ-ს საჰაერო ძალებმა აეროდრომზე 2160 ჯარისკაცი და 381 ერთეული ტექნიკა გადმოსხეს.
ამის პარალელურად სამხრეთ ერაყში ქვეითთა მე-3 დივიზიისა და საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო კორპუსის (რომელმაც 72 საათში 230 მილი დაფარა) სწრაფმა წინსვლამ საწვავ-საპოხი მასალების, წყლისა და საკვების დეფიციტი გამოიწვია, ხოლო მათ უკან გაწელილმა მომარაგების დაუცველმა ხაზებმა ახალი პრობლემები წარმოშვა, რომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი შენაერთები იქნა გამოყოფილი
ყატარში ცენტრალური ხელმძღვანელობის წარმომადგენელბი კიდევ ერთხელ გამოჩნდნე ბრიფინგზე და შეეცადნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება რომ ქალაქ ბასრაში და ნასირიაში ერაყული პარამილიტარისტული დაჯგუფებების მოულოდნელი წინააღმდეგობა ერაყში კოალიციის ოპერაციას საფრთხეს არ უქმნიდა. პენტაგონის წყაროების თანახმად ქალაქ ბასრას შემოგარენში, სადაც ბრიტანული არტილერია მოწინააღმდეგის პოზიციებს შეუსვენებლად ამუშავებდა, მძიმე ბრძოლები მთელი ღამე გაგრძელდა. ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურის განცხადების თანახმად ბრიტანულმა ძალებმა ერაყის სამხრეთში მოახდინეს მოწინააღმდეგის ძალებს ბლოკირება, თუმცა ბრძოლები ჯერ კიდევ დაუსრულებლად გრძელდება.
დრამატულად განვითარდა 300 ერაყელი მოქალაქის მცდელობა მდინარე ევფრატზე ხიდის გავლით გადასულიყვნენ კოალიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერაყელი ფედაინები შეეცადნენ მათ შეჩერბას და ხიდი ნაღმტყორცნებით დაბომბეს, რის შედეგადაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი განადგურდა, ბრიტანელებმა საპასუხოდ არტილერიის ცეცხლით უპასუხეს. ერაყულმა ძალებმა ასევე მოახერხეს ბრიტანული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც სავარაუდოდ ბასრაში ერაყელთა პოზიციების დასაზვერად იქნა აფრენილი.
იმავე დღეს უმ-ქასრის პორტში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ბრიტანული ხომალდი Sir Galahad შევიდა. ხომალდმა, რომელსაც 600 ტონა საკვები და სასმელი წყალი გადაჰქონდა, დანიშნულების ადგილზე მისვლა დააგვიანა, ამის მიზეზი რაიონში მიმდინარე მძიმე ბრძოლები და ერაყელების მიერ, ფაოს ნახევარკუნშულის არხში გამართული დანაღმული ველები იყო. ჩრდილოეთში ბრძოლები ერაყელ ფედაინებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შორის შიგ ქალაქ ნასირიაში მიმდინარეობდა.
მოულოდნელად, იმ მომენტში, როდესაც ყველა ექსპერტისა და სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ბაღდადისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მომდევნო დღეებში უნდა გამართულიყო, ერაყული ძალები ოთხშაბათ საღამოს კონტრიერიშს ახორციელებენ და ჩნდება შეგრძნება რომ ბრძოლა ბაღდადისთვის უკვე დაწყებულია.
აშშ-ს ქვეითთა მე-3 დივიზიამ მოახერხა, უდაბნოში დამქანცველი საბრძოლო მარშების გავლით, ბაღდადს 60-80 კილომეტრში მიახლოებოდა. მოხსენების თანახმად - დივიზიის მეწინავე შენაერთებმა საწვავის მარაგის დიდი ნაწილი გახარჯეს და ეხლა ადგილზე გაჩერებულები ელოდნენ მომარაგებას. პარალელურად მათ ბუნებასთან გამკლავებაც უწევდათ, საბრძოლო მოქმედებების მთელ თეატრზე წარმოუდგენელი ძალის ქვიშის ქარიშხალი ბობოქრობდა. რის შედეგადაც სატანკო ეკიპაჟები, ნულოვანი მხედველობის გამო ადგილზე იყვნენ მიჭაჭვულები, ხოლო მოიერიშე ვერტმფრენები საჰაერო მხარდაჭერისთვის ჰაერში აფრენას ვერ ახერხებდნენ.
ერაყის არმიის შტაბმა გადაწყვიტა კონტრიერიშისთვის ეს ხელსაყრელი მომენტი გამოეყენებინა. ამ მოძრაობას რა თქმა უნდა ლოგიკურობა არ აკლდა, ქვიშის ქარბუქი ამერიკელთა ტექნოლოგიურ უპირატესობას თითქმის ნოლზე სვამდა. აღსანიშნავია რომ ასეთი გარემოება ვერტმფრენების გარდა უსარგებლოს ხდიდა ამერიკული ტანკების თერმული ხედვის კამერებს, რომლებსაც არ შეეძლოთ უსაფრთხო მანძილზე მოწინააღმდეგის აღმოჩენა. ამას ემატებოდა ისიც რომ, ქვიშის ქარბუქის გამო ამერიკული კოსმოსური თანამგზავრები და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
მდგომარეობას სადამ ჰუსეინის ფედაინებთან და პარამილიტარისტულ დაჯგუფებებთან, რომლებიც მარშის მთელ სიგრძეზე ფლანგურ იერიშებს ახორციელებდნე, გამუდმებული შეტაკებებიც ართულებდა.
ერაყელებისთვის ეს იდეალური მომენტი იყო. სხვა თუ არაფერი ეს იყო ერთადერთი შანსი დედაქალაქიდან მოშორებით დაერტყათ მტრის ძალებისთვის, დაერტყათ ისეთ მომენტში, როდესაც ის დაღლილი იყო, საწვავის მარაგი გამოლეული ჰქონდა და გარემო პირობების გამო ვერ შესძლებდა ტექნოლოგიური უპირატესობის გამოყენებას.
ერაყელთა მოქმედება ორ პარალელურ მიმართულებაზე განხორციელდა. პირველი დაიწყო ბაღდადიდან, საიდანაც ჯავშანტექნიკის კოლონა (თავიდან 1000 ჯავშანმანქანა და ტანკი იყო ნავარაუდევი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შენაერთი უფრო მცირე ზომისა იყო) გამოვიდა, ამის პარალელურად ალყაში მყოფი ქალაქ ბასრადან უფრო მცირე ზომის შენაერთი გამოვიდა, რომელიც მიზნად უმ-ქასრის კონტრიერიშს და დაკავებას ისახავდა.
უცნობია თუ რამდენად დააფრთხო ერაყელთა ამ მოქმედებამ ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები, მაგრამ დაწრმუნებით ცნობილია რომ ეს ქვედანაყოფები აშშ-ს საჰაერო ძალების მართვისა და გამიზვნის თვითმფრინავის, E-8 JSTAR-ის საშუალებით იქნა აღმოჩენილი. იმავე წამს ქვეითთა მე-3 დივიზიის იმ ქვედანაყოფების მეთაურებმა, რომლებიც უშუალოდ უპირისპირდებოდნენ ბაღდადიან გამოსულ ჯავშანსატანკო შენაერთს, ჩათვალეს რომ საფრთხე საკმაოდ დიდია და საჰაერო მხარდაჭერა გამოიძახეს. მაგრამ ამის განხორციელება ამინდის გამო შეუძლებელი იყო, ვერც მოიერიშე ვერტფრენები და ვერც მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები მხარდაჭერას ვერ შესძლებდნენ. სწორედ ამიტომ ჰაერში მძიმე, სტრატეგიული ბომბდამშენები, B-52-ები იქნა აწეული.
იმ მიზეზით, რომ უცნობი იყო ერაყელთა შენაერთების ზუსტი ადგილმდებარეობა, გადაწყტა ტრადიციული, ვიეტნამის ომში პოპულარული, CARPET BOMBING-ის (ხალიჩისებური დაბომბვა) მეთოდის გამოყენება.
საჰაერო იერიშის შედეგად, ის ადგილების სადაც ერაყელები გადაადგილდებოდნენ უდაბნოს პეიზაჟიდან მთვარის ზედაპირის პეიზაჟად გადაიქცა. ერაყელთა დანაკარგების შესახებ მონაცემები არ არსებობდა, მაგრამ როგოც შემდეგში გახდა ცნობილი, ჯავშანსატანკო ქვედანაყოფი თითქმის სრულებით განადგურდა.
ამავე საჰაერო დარტყმაში რამოდენიმე საიერიშო ვერტმფრენი Apache მონაწილეობდა, რომლებმაც მოახერხეს ერაყელთა მანქანების დიდი რაოდენობის აღმოჩენა და განადგურება, მათ შორის რამოდენიმე ტანკი, ჯტრ, ქვემეხი და ჰსთ სარაკეტო დანადგარი.
განსხვავებული მეთოდით დაუპირისპირდნენ უფრო მცირე, ბასრადან გამოსული ქვედანაყოფს (51-ე დივიზია). რომლის იერიშიც, კლასიკურ სატანკო ბრძოლაში, ბრიტანული არმიის 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადის ტანკ Challanger-2-ებმა მოიგერიეს. ბრძოლის შედეგად განადგურდაა დაახლოებით 40 ცალი ერაყული T-55 და T-72. ამ შეტაკებიდან ბრიტანული მხარე სერიოზული დანაკარგის გარეშე გამოვიდა.
ერაყელთა აღნიშნული ჯავშანსატანკო შენაერთები ან კი არ ეკუთვნოდა რესპუბლიკურ გვარდიას, მაგრამ ცხადია რომ მათი განადგურების შედეგად ერაყული ჯავშანსატანკო ძალები საკმაოდ დასუსტდა. მეორეს მხრივ მდგომარეობა არც ამერიკული ქვეითთა მე-3 დივიზიისთვისთვის გამოსწორებულა, რომელიც, მიუხედავად იმისა რომ ქარიშხალი ჩადგა, მაინც განიცდიდა მომარაგების პრობლემას. თუმცაღა უნდა აღინიშნოს რომ ამინდის გამოსწორებამ მათ ტექნოლოგიური უპირატესობის გამოყენების საშუალება მისცა. როგორც ყატარში ცენტრალური მმართველობის შტაბში, გენერალ-მაიორმა Victor Renuart-მა განაცხადა, ამერიკულმა ძალებმა სამხრეთ ერაყში რამოდენიმე აეროდრომის გამოყენება დაიწყეს, რომლებიდანაც უკვე საბრძოლო გაფრენებს ახორციელებენ მოიერიშე A-10-ები და ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მრავალფუნქციური AV-8B-ეები. ამას გარდა აეროდრომები სამძებრო და სამაშველო საბრძოლო ფრენებისთვის (CSAR) აშშ-ს საჰაერო ძალების ვერტმფრენები MH-53J Pave Low და MH-60G იყენებდნენ.
ამერიკისა და ავსტრალიის გამანადგურებლები სამხრეთ ერაყში მძლავრი ქარისა და ჭექა-ქუხილის გამო სახმელეთო სამიზნეების განადგურებაში (defensive counter air) დიდ სირთულეებს განიცდიან. სირთულეებით, მაგრამ მაინც მოხერხდა დაუსახელებელი სპეცრაზმის მტრის ტერიტორიიდან ვერტმფრენ MH-53J-ეს გამოყენებით ევაკუაცია. იმავე დღეს ამერიკელმა Rangers-ებმა მტრის ზურგში, ერაყელთა სპეცდანანიშნულების ძალების მართვის ცენტრის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განახორციელეს. მოკლე ბრძოლის შედეგად მართვის ცენტრის დაკავება მოხერხდა. როგორც აღმოჩნდაა ამ სამეთაურო პუნქტიდან ხორციელდებოდა ერაყის მთელი დასავლეთ უდაბნოში მიმდინარე ოპერაციების დაგეგმვა და მართვა.
მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მსხვილი მაშტაბებით გრძელდებოდა, ამერიკული ძალები მასიურად იყნებდნენ ღამის ხედვის სათვალეებს. ამერიკელებმა მოახერხეს დიდი სამხედრო საწყობის დაკავება, სადაც დიდი რაოდენობით მასიური განადგურების იარაღისგან დამცავი კოსტუმები იყო დასაწყობებული. იმავე ღამეს ხორციელდება ვერტმფრენებისა და ჯავშანსატანკო ძალების შეთანხმებული იერიში ქალაქ კარბალას ჩრდილოეთით მყოფი "მედინას" დივიზიის წინააღმდეგ.
გენერალ ლეიტენანტ ვინსენტ ბროოკსის განცხადების თანახმად, რომელიც ცენტრალურ სამეთაურო შტაბში (US Central Command) გააკეთა "173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა გამოყენებული იქნება ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დასაცავად და პარალელურად ქურთ მებრძოლებთან ერთად ერაყული არმიის პოზიციებზე საიერიშოდ".
თავისთავად მედესანტეების ჩრდილოეთ ერაყში გადასხმა სხვა მიზანსაც ემსახურებოდა, ამ მოქმედებით აშშ-მ თურქეთის საზღვართან მოგორვილ თურქულ ქვედანაყოფებსა და ერაყელ ქურთებს შორის შეტაკების აკრძალვა მოახდინა. თურქეთს ძალიან აშფოთებდა ქურთების გაძლიერება და მათი დამოუკიდებლობა ერაყის შემადგენლობიდან გამოსვლის შემთხვევაში, სწორედ ამიტომ არ მისცა ამერიკას სადესანტოდ აეროდრომების გამოყენების საშუალება. ასევე აუკრძალა ამერიკულ არმიას თურქეთის გავლით ჩრდილოეთ ერაყისკენ მრავალრიცხოვანი დაჯგუფების გადასროლა. სწორედ ინტერესთა თანხვედრის შემდეგ გადაწყდა დესანტირების იტალიიდან განხორციელება.ამის პარალელურად სამხრეთ ერაყში ქვეითთა მე-3 დივიზიისა და საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო კორპუსის (რომელმაც 72 საათში 230 მილი დაფარა) სწრაფმა წინსვლამ საწვავ-საპოხი მასალების, წყლისა და საკვების დეფიციტი გამოიწვია, ხოლო მათ უკან გაწელილმა მომარაგების დაუცველმა ხაზებმა ახალი პრობლემები წარმოშვა, რომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი შენაერთები იქნა გამოყოფილი
პარასკევი, 28 მარტი, დღე მე-9
ქვეითთა მე-3 დივიზიის დროებითი შეჩერება, ქალაქ ნაჯაფის ბრძოლები
ყატარში ცენტრალური ხელმძღვანელობის წარმომადგენელბი კიდევ ერთხელ გამოჩნდნე ბრიფინგზე და შეეცადნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება რომ ქალაქ ბასრაში და ნასირიაში ერაყული პარამილიტარისტული დაჯგუფებების მოულოდნელი წინააღმდეგობა ერაყში კოალიციის ოპერაციას საფრთხეს არ უქმნიდა. პენტაგონის წყაროების თანახმად ქალაქ ბასრას შემოგარენში, სადაც ბრიტანული არტილერია მოწინააღმდეგის პოზიციებს შეუსვენებლად ამუშავებდა, მძიმე ბრძოლები მთელი ღამე გაგრძელდა. ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურის განცხადების თანახმად ბრიტანულმა ძალებმა ერაყის სამხრეთში მოახდინეს მოწინააღმდეგის ძალებს ბლოკირება, თუმცა ბრძოლები ჯერ კიდევ დაუსრულებლად გრძელდება.
დრამატულად განვითარდა 300 ერაყელი მოქალაქის მცდელობა მდინარე ევფრატზე ხიდის გავლით გადასულიყვნენ კოალიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერაყელი ფედაინები შეეცადნენ მათ შეჩერბას და ხიდი ნაღმტყორცნებით დაბომბეს, რის შედეგადაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი განადგურდა, ბრიტანელებმა საპასუხოდ არტილერიის ცეცხლით უპასუხეს. ერაყულმა ძალებმა ასევე მოახერხეს ბრიტანული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც სავარაუდოდ ბასრაში ერაყელთა პოზიციების დასაზვერად იქნა აფრენილი.
იმავე დღეს უმ-ქასრის პორტში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ბრიტანული ხომალდი Sir Galahad შევიდა. ხომალდმა, რომელსაც 600 ტონა საკვები და სასმელი წყალი გადაჰქონდა, დანიშნულების ადგილზე მისვლა დააგვიანა, ამის მიზეზი რაიონში მიმდინარე მძიმე ბრძოლები და ერაყელების მიერ, ფაოს ნახევარკუნშულის არხში გამართული დანაღმული ველები იყო. ჩრდილოეთში ბრძოლები ერაყელ ფედაინებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შორის შიგ ქალაქ ნასირიაში მიმდინარეობდა.
საზღვაო ქვეითები ამ ეტაპისთვის დაკავებული პოზიციების გამაგრებას და დასტაბილურებას ცდილობდნენ, ამის პარალელურად მზვერავთა მეწინავე ჯგუფები მდინარე ტიგრისა და ევფრატის სანაპიროებით, ბაღდადს მიუხალოვდნენ. ამავდროულად ამერიკულმა ძალებმა ქალაქ ნასირიას სამხრეთით, წინა დღეებში დაკავებულ აეროპორტში, რომელსაც "ჯორ ბუშის" აეროპორტი უწოდეს, საჰაერო გზით მძიმე აღჭურვილობის გადასროლა დაიწყეს. აეროპორტი არა მარტო აღჭურვილობის ხიდად, არამედ მოიერიშე A-10-ების მეწინავე ბაზადაც იქნა გამოყენებული. აქედან მოიერიშეები უფრო ეფექტურაქდ და მოკლე დროში ახდენდნენ სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერას. მარტო ამ აღნიშნული 24 საათის განმავლობაში აქ ოცზე მეტი სატრანსპორტო C-17 დაჯდა, რომლებმაც ათეულობით ტონა აღჭურვილობა და ტანკები გადმოტვირთეს. აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის ვარაუდით ერაყული გვარდიის მედინასა და ხამურაბის დივიზიების პირადი შემადგენლობა (რომელიც სავარაუდოდ 30 000 კაცს აღწევდა), უახლოეს ოთხ დღეში, ბომბდამშენ B-52-ების უწყვეტი მუშაობის შედეგად 15%-ით შემცირდება. ბომბდაშენა ერაყის დედაქალაქშიც გრძელდებოდა, სადაც ქალაქის ცენტრში ჩამოგდებულ ავიაბომბას 7 მოქალაქე შეეწირა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ამერიკული ავიაციის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ბომბდამშენმა B-52-მა, ორი ცალი 2200 კილოიანი GBU-28-ით ქალაქის ცენტრში კავშირგაბმულობის კვანძი გაანადგურა. დაღუპილ მოქალაქეთა სია ამით არ დამთავრებულა, მომდევნო დღეს, პარტია ბაათის შტაბის დაბომბვას 52 მშვიდობიანი ერაყელი შეეწირა.
აშშ-ს არმიის ქვეითთა მე-3 დივიზია წინ სვლას აგრძელებდა, როდესაც ქალაქ ნაზაფის ჩრდილოეთით, ორმა ქსმ M2A2 Bradley-მ ორი ერაყული ტანკი Т-55 და ორი ქსმ БМП-1 აღმოაჩინდა. ეს ერაყელთა მეწინავე მზვერავები იყვნენ, რომელთა მიზანსაც სავარაუდოდ საარტილერიო დამუშავებისთვის საჭირო ამერიკელთა პოზიციების ზუტი კოორდინატების დადგენა წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში ერაყლი ქვედანაყოფი მოიერიშე A-10-მა გაანადგურა. საღამოს მომარაგებისა და საწვავ-საბრძოლო მასალებით გამართვის მიზეზით ქვეითთა მე-3 დივიზიის წინსვლა ჩერდება. უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის ქვედანაყოფებს სწრაფად წინ მიმავალი საბრძოლო შენაერთების უკან მისაყოლად განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ.
ცოტა უკან, ზურგში, ქალაქ ნაჯაფთან, მე-3 დივიზიის ქვედანაყოფი, რომელიც ქალაქში მოქმედი ფედაინების დაჯგუფების გასანადგურებლად გამოეყო ძირითად ძალებს, საჰაერო მხარდაჭერას იძახებს. საჰაერო იერიში შედეგად ნადგურდება პარტია ბაათის შტაბბინა. ვინც საჰაერო დარტყმას გადაურჩა, შეეცადა ქალაქიდან გასულიყო, მაგრამ ამერიკულმა Abrams-ებმა მათ ცოცხლად დარჩენის შანსიც კი არ დაუტოვეს. ამ შეტაკებაში სავარაუდოდ ორასამდე ერაყელი მებრძოლი განადგურდა.
შაბათი, 29 მარტი, დღე მე-10
ერაყელთა სასოწარკვეთილი კონტრიერიში ბაღდადის დასაცავად
აშშ-ს ქვეითთა მე-3 დივიზიამ მოახერხა, უდაბნოში დამქანცველი საბრძოლო მარშების გავლით, ბაღდადს 60-80 კილომეტრში მიახლოებოდა. მოხსენების თანახმად - დივიზიის მეწინავე შენაერთებმა საწვავის მარაგის დიდი ნაწილი გახარჯეს და ეხლა ადგილზე გაჩერებულები ელოდნენ მომარაგებას. პარალელურად მათ ბუნებასთან გამკლავებაც უწევდათ, საბრძოლო მოქმედებების მთელ თეატრზე წარმოუდგენელი ძალის ქვიშის ქარიშხალი ბობოქრობდა. რის შედეგადაც სატანკო ეკიპაჟები, ნულოვანი მხედველობის გამო ადგილზე იყვნენ მიჭაჭვულები, ხოლო მოიერიშე ვერტმფრენები საჰაერო მხარდაჭერისთვის ჰაერში აფრენას ვერ ახერხებდნენ.
ერაყის არმიის შტაბმა გადაწყვიტა კონტრიერიშისთვის ეს ხელსაყრელი მომენტი გამოეყენებინა. ამ მოძრაობას რა თქმა უნდა ლოგიკურობა არ აკლდა, ქვიშის ქარბუქი ამერიკელთა ტექნოლოგიურ უპირატესობას თითქმის ნოლზე სვამდა. აღსანიშნავია რომ ასეთი გარემოება ვერტმფრენების გარდა უსარგებლოს ხდიდა ამერიკული ტანკების თერმული ხედვის კამერებს, რომლებსაც არ შეეძლოთ უსაფრთხო მანძილზე მოწინააღმდეგის აღმოჩენა. ამას ემატებოდა ისიც რომ, ქვიშის ქარბუქის გამო ამერიკული კოსმოსური თანამგზავრები და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
მდგომარეობას სადამ ჰუსეინის ფედაინებთან და პარამილიტარისტულ დაჯგუფებებთან, რომლებიც მარშის მთელ სიგრძეზე ფლანგურ იერიშებს ახორციელებდნე, გამუდმებული შეტაკებებიც ართულებდა.
ერაყელებისთვის ეს იდეალური მომენტი იყო. სხვა თუ არაფერი ეს იყო ერთადერთი შანსი დედაქალაქიდან მოშორებით დაერტყათ მტრის ძალებისთვის, დაერტყათ ისეთ მომენტში, როდესაც ის დაღლილი იყო, საწვავის მარაგი გამოლეული ჰქონდა და გარემო პირობების გამო ვერ შესძლებდა ტექნოლოგიური უპირატესობის გამოყენებას.
ერაყელთა მოქმედება ორ პარალელურ მიმართულებაზე განხორციელდა. პირველი დაიწყო ბაღდადიდან, საიდანაც ჯავშანტექნიკის კოლონა (თავიდან 1000 ჯავშანმანქანა და ტანკი იყო ნავარაუდევი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შენაერთი უფრო მცირე ზომისა იყო) გამოვიდა, ამის პარალელურად ალყაში მყოფი ქალაქ ბასრადან უფრო მცირე ზომის შენაერთი გამოვიდა, რომელიც მიზნად უმ-ქასრის კონტრიერიშს და დაკავებას ისახავდა.
უცნობია თუ რამდენად დააფრთხო ერაყელთა ამ მოქმედებამ ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები, მაგრამ დაწრმუნებით ცნობილია რომ ეს ქვედანაყოფები აშშ-ს საჰაერო ძალების მართვისა და გამიზვნის თვითმფრინავის, E-8 JSTAR-ის საშუალებით იქნა აღმოჩენილი. იმავე წამს ქვეითთა მე-3 დივიზიის იმ ქვედანაყოფების მეთაურებმა, რომლებიც უშუალოდ უპირისპირდებოდნენ ბაღდადიან გამოსულ ჯავშანსატანკო შენაერთს, ჩათვალეს რომ საფრთხე საკმაოდ დიდია და საჰაერო მხარდაჭერა გამოიძახეს. მაგრამ ამის განხორციელება ამინდის გამო შეუძლებელი იყო, ვერც მოიერიშე ვერტფრენები და ვერც მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები მხარდაჭერას ვერ შესძლებდნენ. სწორედ ამიტომ ჰაერში მძიმე, სტრატეგიული ბომბდამშენები, B-52-ები იქნა აწეული.
ქვიშიანი ქარიშხალი ერაყში (ფოტოზე საზღვაო ქვეითები)
იმ მიზეზით, რომ უცნობი იყო ერაყელთა შენაერთების ზუსტი ადგილმდებარეობა, გადაწყტა ტრადიციული, ვიეტნამის ომში პოპულარული, CARPET BOMBING-ის (ხალიჩისებური დაბომბვა) მეთოდის გამოყენება.
საჰაერო იერიშის შედეგად, ის ადგილების სადაც ერაყელები გადაადგილდებოდნენ უდაბნოს პეიზაჟიდან მთვარის ზედაპირის პეიზაჟად გადაიქცა. ერაყელთა დანაკარგების შესახებ მონაცემები არ არსებობდა, მაგრამ როგოც შემდეგში გახდა ცნობილი, ჯავშანსატანკო ქვედანაყოფი თითქმის სრულებით განადგურდა.
ამავე საჰაერო დარტყმაში რამოდენიმე საიერიშო ვერტმფრენი Apache მონაწილეობდა, რომლებმაც მოახერხეს ერაყელთა მანქანების დიდი რაოდენობის აღმოჩენა და განადგურება, მათ შორის რამოდენიმე ტანკი, ჯტრ, ქვემეხი და ჰსთ სარაკეტო დანადგარი.
განსხვავებული მეთოდით დაუპირისპირდნენ უფრო მცირე, ბასრადან გამოსული ქვედანაყოფს (51-ე დივიზია). რომლის იერიშიც, კლასიკურ სატანკო ბრძოლაში, ბრიტანული არმიის 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადის ტანკ Challanger-2-ებმა მოიგერიეს. ბრძოლის შედეგად განადგურდაა დაახლოებით 40 ცალი ერაყული T-55 და T-72. ამ შეტაკებიდან ბრიტანული მხარე სერიოზული დანაკარგის გარეშე გამოვიდა.
ერაყელთა აღნიშნული ჯავშანსატანკო შენაერთები ან კი არ ეკუთვნოდა რესპუბლიკურ გვარდიას, მაგრამ ცხადია რომ მათი განადგურების შედეგად ერაყული ჯავშანსატანკო ძალები საკმაოდ დასუსტდა. მეორეს მხრივ მდგომარეობა არც ამერიკული ქვეითთა მე-3 დივიზიისთვისთვის გამოსწორებულა, რომელიც, მიუხედავად იმისა რომ ქარიშხალი ჩადგა, მაინც განიცდიდა მომარაგების პრობლემას. თუმცაღა უნდა აღინიშნოს რომ ამინდის გამოსწორებამ მათ ტექნოლოგიური უპირატესობის გამოყენების საშუალება მისცა. როგორც ყატარში ცენტრალური მმართველობის შტაბში, გენერალ-მაიორმა Victor Renuart-მა განაცხადა, ამერიკულმა ძალებმა სამხრეთ ერაყში რამოდენიმე აეროდრომის გამოყენება დაიწყეს, რომლებიდანაც უკვე საბრძოლო გაფრენებს ახორციელებენ მოიერიშე A-10-ები და ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მრავალფუნქციური AV-8B-ეები. ამას გარდა აეროდრომები სამძებრო და სამაშველო საბრძოლო ფრენებისთვის (CSAR) აშშ-ს საჰაერო ძალების ვერტმფრენები MH-53J Pave Low და MH-60G იყენებდნენ.
ამერიკისა და ავსტრალიის გამანადგურებლები სამხრეთ ერაყში მძლავრი ქარისა და ჭექა-ქუხილის გამო სახმელეთო სამიზნეების განადგურებაში (defensive counter air) დიდ სირთულეებს განიცდიან. სირთულეებით, მაგრამ მაინც მოხერხდა დაუსახელებელი სპეცრაზმის მტრის ტერიტორიიდან ვერტმფრენ MH-53J-ეს გამოყენებით ევაკუაცია. იმავე დღეს ამერიკელმა Rangers-ებმა მტრის ზურგში, ერაყელთა სპეცდანანიშნულების ძალების მართვის ცენტრის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განახორციელეს. მოკლე ბრძოლის შედეგად მართვის ცენტრის დაკავება მოხერხდა. როგორც აღმოჩნდაა ამ სამეთაურო პუნქტიდან ხორციელდებოდა ერაყის მთელი დასავლეთ უდაბნოში მიმდინარე ოპერაციების დაგეგმვა და მართვა.
მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მსხვილი მაშტაბებით გრძელდებოდა, ამერიკული ძალები მასიურად იყნებდნენ ღამის ხედვის სათვალეებს. ამერიკელებმა მოახერხეს დიდი სამხედრო საწყობის დაკავება, სადაც დიდი რაოდენობით მასიური განადგურების იარაღისგან დამცავი კოსტუმები იყო დასაწყობებული. იმავე ღამეს ხორციელდება ვერტმფრენებისა და ჯავშანსატანკო ძალების შეთანხმებული იერიში ქალაქ კარბალას ჩრდილოეთით მყოფი "მედინას" დივიზიის წინააღმდეგ.
ბრიტანულმა ძალებმა მოახერხეს ქალაქ ბასრასკენ ჩრდილოეთიდან მიმავალ გზაზე გასვლა და აგრძელებენ ბრძოლებს დარჩენილი ერაყული ძალების გასანადგურებლად, რათა სრულიად უზრუნველყონ მომარაგების გზების უსაფრთხოება. ხდება ბასრას ნავთოგადამამუშავებელი ქარხნების დაკავება და კეთდება განცხადება, რომ მხოლოდ 3 ქარხანა იწვის. უმ-ქასრის პორტში როგორც იქნა ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულმა ბრიტანულმა ხომალდმა, Sir Gallahad-მა მოაღწია. დახმარება ბასრას მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, რომელიც უკვე ერთი კვირაა საკვებისა და სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის განიცდის.
გრძელდება მომარაგების განხორციელების სერიოზული მცდელობები მასიური გადაადგილების გზებზე, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით მუდმივად აკონტროლებენ ვერტმფრენები და ჯავშანსატანკო შენაერთები. სპარსეთის ყურეში, სავარაუდო ამერიკული კრეისერი USS Cape St. George-დან, ხორციელდება რამოდენიმე ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ის გაშვება, რომლებიც მიზანს ასცდნენ და საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ჩამოცვივდნენ. რამაც ადგილობრივი ხელისუფლების მკაცრი რეაქცია გამოიწვია, რის შედეგადაც საფრენოსნო ტრასების შეზღუდვა მოხდა და ფრთოსან რაკეტებს მხოლოდ დაუსახლებელი რაიონების თავზე უშვებდნენ.
No comments:
Post a Comment