Wednesday, April 27, 2016

DARPA-მ 8 კომპანიასთან მომავლის საბრძოლო მანქანის შექამნის ხელშეკრულება გააფორმა


სახმელეთო საბრძოლო მანქანის, GXV-T-ს (Ground X-Vehicle Technology), ტექნოლოგიების შემუშავების პროგრამის ფარგლებში "მეწინავე თავდაცვითი პროექტების სააგენტომ" (Defense Advanced Projects Agency - DARPA), პოტენციული ნოვატორული ტექნოლოგიების, რომლებიც მომავლის საბრძოლო მანქანებს უფრო მობილურებს, ეფექტურებს, უსაფრთხოებსა და ხელმისაწვდომებს გახდის, შექმნის მიზნით 8 კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

თანამედროვე სახმელეთო მანქანები საკმაოდაა დაცული, მაგრამ ისინი მუდმივად მზარდ საფრთხეების წინაშე დგანან - ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღება უფრო და უფრო ეფექტური ხდება. ჯავშნის გაზრდამ მანქანების მობლურობისა და რესურის შემცირება გამოიწვია. ამ ტენდენციაში გარდატეხვის შეტანის მიზნით DARPA-მ პროგრამა Ground Technology X-Vehicle-ს ფარგლებში 8 კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

"ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა პოტენციურ რევოლუციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც ჯავშნის გაზრდის გარეშე გაზრდის მანქანის გადარჩენადობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებასა და მწარმოებლურობას და ამასთან მანქანის მობილურობას არ შეზღუდავს" - განაცხადა DARPA-ს პროექტის ხელმძღვანელმა, მაიორმა კრისტოფერ ორლოვსკიმ. "DARPA-ს პროგრამა GXV-T-ს შემსრულებლებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ აქსიომას "მეტი ჯავშანი უდრის უკეთეს დაცვას" დამსხვრევა განიზრახეს, და იკვალავენ გზას თანამედროვე, რევოლუციური, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებისკენ".


DARPA-მ ხელშეკრულება შემდეგ ორგანიზაიცებთან გააფორმა: Carnegie Mellon University (პიტსბურგი, პენსილვანიის შტატი), Honeywell International Inc. (ფენიქსი, არიზონას შტატი), Leidos (სან დიეგო, კალიფორნიის შტატი), Pratt & Miller (ნიუ-ჰადსონი, მიჩიგანის შტატი), QinetiQ Inc. (ფრანბურგი, დიდი ბრიტანეთი), Raytheon BBN (კემბრიჟი, მასაჩუსეტსის შტატი), Southwest Research Institute (სან ანტონიო, ტეხასის შტატი), SRI International (მენლო პარკი, კალიფორნიის შტატი).

GXV-T შემდეგი ოთხ ტექნოლოგიურ სფეროში ახორციელებს კვლევებს:
  • რადიკალურად გაზრდილი ამძრაობა და სხვადასხვა ხარისხის სირთული უგზოობის გადალახვის შესაძლებლობა, მათ შორის სხვადასხვა დახრის აღმართებისა და სიმაღლეების დაძლევა. რევოლუციური სავალი ნაწილის-დაკიდების შეთავსების შესაძლებლობა, რაც გამავალი რელიეფის დიაპაზონს და მასზე გადაადგილების სიჩქარეს გაზრდის.

  • ეკიპაჟისთვის ზიანის მიყენების გარეშე, მობილურობა-ავტონომიურობის ხარჯზე გადარჩენადბოსი გაზრდა. მეწინავე ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე მოქნილი გადაადგილება და ჯავშნის მდგომარეობის აქტიურად შეცვლის შესაძლებლობა. მოახლოებული საფრთხეების გასაუვნებელყოფლად ტექნოლოგია გამოიყენებს ჯავშნის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში აქტიურად გადაადგილებას.
  • ეკიპაჟისთვის და დესანტისთვის საინფორმაციო გათვითცნობიერების და ელექტრონული ურთიერთქმედების  სისტემები. თანამედროვე გამანადგურებლის კაბინის მსგავსად მძღოლ-მექანიკოსისთვის ნახევრადავტომატური დახმარება და ეკიპაჟის მნიშვნელოვანი ფუქნციების ავტომატიზაცია. მაღალი ხარისხისა და 360 გრადუსიანი ხედვის ოპტიკური საბორტე სენსორები.

  • აღმოჩენადობის შემცირება, მათ შორის ხედვად, ინფრაწითელ, აკუსტიკურ და ელექტრომაგნიტურ სპექტრში.
GXV-T-ეს დაცვის დონეები წინა თაობის მანქანებთან შედარებით




წყარო:

No comments:

Post a Comment