Showing posts with label 2003. Show all posts
Showing posts with label 2003. Show all posts

Saturday, May 21, 2016

ოპერაცია "ერაყის თავისუფლება" (OIF) - ბრძოლების მცირე ანალიზი (ნაწილი მესამე)

მოყვანილი ანალიზის პირველი ორი ნაწილი იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

ბაღდადის ცენტრში სადამ ჰუსეინის ძეგლის დემონტაჟი


ხუთშაბათი, 3 აპრილი, დღე მე-15
ამერიკული ძალები ბაღდადის კარიბჭესთან

ამერიკელების ბაღდადთან მიახლოებისას აშკარა ხდება რომ რესპუბლიკური გვარდიის ის ოთხი დივიზია, რომელსაც როგორც ვარაუდობდნენ წინააღმდეგობა უნდა გაეწია, ფაქტიურად განადგურებულია. ქვეითთა მე-3 დივიზიის მეწინავე რაზმებს სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებს ბაღდადის ცენტრის დასავლეთით მდებარე სადამის საერთაშორისო აეროდრომს. საოცრად მცირე დროში მოახერხა ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ ამ ნახტომის გაკეთება და ამით თვითონ ოპერაციის დამგეგმარებლები დატოვა გაოცებული. როგორც გაერთიანებულ შტაბში ვარაუდობენ, დედაქალაქთან მიახლოებასთან ერთად გაიზრდება ერაყელთა წინააღმდეგობაც. ამერიკელი გენერალ ლეიტენანტის, ვინსენტ ბრუკსის თანახმად, ქვეითთა მე-3 დივიზიის ჯავშანტექნიკა ბაღდადთან ახლოსაა, მაგრამ არაა გამორიცხული რომ მომდევნო დღეებში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. როგორც ვარაუდობენ, რესპუბლიკური გვარდიის დივიზიების გადარჩენილი ძალები, რომლებიც ბაღდადის სამხრეთიდან დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებლები, ქალაქში გადაჯგუფდნენ და იქ ქალაქის მძიმე ბრძოლებისთვის ემზადებიან. ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე წინა დღეებთან შედარებით უფრო მცირე დონით, მაგრამ კვლავ არსებობს. ქვეითთა მე-3 დივიზიისა და საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო  კორპუსის სწრაფი წინსვლა აშკარად ტაქტიკური წარმატებაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ამ წარმატებას გზად ბევრი წინააღმდეგობის, როგოებიცაა მაგალითად სნაიპერთა მუდმივი ცეცხლი და ნაღმური ომი, დაძლევა მოუწია. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები გამოყენებული იქნა „ბაათის“ პარტიის შენობებისა და მართვის ცენტრების დასაკავებლად, რითაც ხელი შეეშალა მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ორგანიზებას. სპეცჯგუფ „Delta”-ს რაზმმა ბაღდადიდან 56 კილომეტრში მდებარე სასახლე Thar Thar დაიკავეს, სადაც როგორც ცნობილი იყო პერიოდულად სადამ ჰუსეინი და მისი ვაჟები ისვენებდნენ. სასახლეში არავინ არ აღმოჩნდა, თუმცა სპეცრაზმელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია ჩაუვარდა ხელში. ამერიკულმა ძალებმა მთლიანად დაიკავეს ქალაქი ნაჯაფი, პარამილიტარისტულმა დაჯგუფებებმა და ფედაინებმა იარაღი დაყარეს და მოსახლეობას შეერივნენ. 101-ე საჰაერო სადესანტო დვიზიის ქვედანაყოფებმა ქალაქში წინააღმდეგობის ერთი კერა გაანადგურეს. საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ შეწყდა რაც საშინაო პატიმრობაში მყოფმა შიიტი მუსულმანების ერთ-ერთმა სულიერმა ლიდერმა მორწმუნეების მიმართ ამერიკელებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტის მოთხოვნა გაავრცელა. 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ირბილთან, თავდაცვით პოზიციებზე გამაგრდა და დაუსახელებელი ერაყული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადა. წინა ღამით, ბრიგადის ბაზიდან, რომელიც აეროდრომ Harir-ზე მდებარეობდა, 60 კილომეტრის მოშორებით, ქალაქი ირბილის შემოგარენში პარაშუტისტთა ერთმა ბატალიონმა (Task Force Red Devil) სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიცია დაიკავა. პოზიციაზე ბატალიონის გაშლამ ხელი შეუწო ქურთი მებრძოლების მიერ დაკავებული ავტონომიური ტერიტორიის დასტაბილურებას და რაიონში მყოფი ერაყული ძალებისკენ მძლავრი მესიჯი გამოდგა, რომლებიც მიხვდნენ რომ ქურთებზე იერიშს შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყოლოდა. Harir-ის აეროდრომის დასაცავად ბატალიონის დონის ქვედანაყოფია დატოვებული, რომელიც ბრიგადის მხარდასაჭერად საჰაერო გზით გადმოსროლილი არმიისა და საჰაერო ძალების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დასავლეთით, ქალაქ მოსულის დასაცავად, ერაყელთა მე-5 კორპუსი ახალ პოზიციებზე გაიშალა, ხოლო ერაყული არმიის ქვეითთა მე-16 დივიზია სამხრეთით, ბაღდადისკენ დაიძრა. კიდევ ერთი, სავარაუდოდ კორპუსის დონის, შენაერთი ქალაქ კირკუკის დასაცავადაა გაშლილი. წინა ღამით უცნობი მიზეზით ჩამოვარდნილი, დაბომბვის ოპერაციაზე გაფრენილი F/A-18C-ს დაკარგული პილოტის მოსაძებნად სპარსეთის ყურეში ავიამზიდ USS Kitty Hawk-ის გემბანზე „ძებნისა და ევაკუაციის საბრძოლო“ (CSAR) ჯგუფი იქნა გადასროლილი.


პარასკევი, 4 აპრილი, დღე მე-16
ბრძოლები ბაღდადის აეროპორტისთვის

ბაღდადიდან 10 მილის მოშორებით ამერიკული ძალები დედაქალაქის მთავარი აეროპორტის დასაკავებლად ბრძოლებს აწარმოებენ. ქვეითთა მე-3 დივიზიის მეწინავე ჯგუფებს, სანამ აეროპორტის პერიმეტრზე შეაღწევდნენ, გზად რამდენიმე სუსტი წინააღმდეგობის კერის დაძლევა მოუწიათ, რის შემდეგაც პარასკევს დილით აეროპორტის სამხრეთ ნაწილი დაიკავეს. რამდენიმე საათით ადრე უცნობი მიზესი გამო ერაყის დედაქალაქში ელექტრომომარაგება გაითიშა. საწყისი ეჭვების მიუხედავად, ყატარში, მოკავშირეების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა რომ ელექტროენერგიის გათიშვაში ამერიკული ძალების ხელი არ ურევია.
მთლიანობაში სამოცდაათ M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკი და სამოცი ქსმ M2 Bradley, რომლებიც მე-3 დივიზიის მე-2 ბრიგადას ეკუთვნოდა, მდინარე ევფრატის (ქალაქ კარბალას ჩრდილოეთით) გაყოლებით დაიძრა და დედაქალაქიდან 5 მილის მოშორებით რაიმე წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა „1“ და „8“ საგზაო არტერიები. პარალელურად დივიზიის 1-ლი ბრიგადა აეროპორტის დასაცავად გადასროლილ ერაყულ მოტოქვეით ასეულთან და სპეცდანიშნულების ბატალიონთან ჩაება ბრძოლაში. მაგრამ ერაყული ელიტარული დივიზიის, „მედინას“, წინააღმდეგობა არასაკმარისი გამოდგა, მისი შემადგენლობა B-52-ბის, A-10-ებისა და AH-64D-ების სისტემატური იერიშების შედეგად განადგურებული აღმოჩნდა. ამერიკელთა დანაკარგები ფაქტიურად სადაზვერვო მისიით წინ გაგზავნილი რამდენიმე აფეთქებული Hummer-ითა და მათი ეკიპაჟებით შემოიფარგლა.
ქვეითთა მე-3 დივიზიის პირველმა M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკებმა აეროპორტის პერიმეტრზე ღამის სიბნელეში შეაღწიეს და ერაყელთა ყველა წინააღმდეგობა ჩაახშეს. „სადამის საერთაშორისო აეროპორტის“ დაცვაზე პასუხისმგებლებმა უკანასკნელ სასოწარკვეთილ მოქმედებებს მიმართეს და მეგაფონით მოსახლეობას აეროპორტის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა უცნობია თუ რა გამოხმაურება მოყვა ამ მოწოდებას. გამთენიისას ამერიკელთა კონტროლის ქვეშ აეროპორტის დიდი ნაწილი იმყოფებოდა (რომელიც მანამდე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით F-15E-ს ტიპის მრავალფნუქციური გამანადგურებლით იქნა დაბომბილი). გასაწმენდი დარჩა აეროპორტის ჩრდილოეთ ნაწილი და დიდი მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელშიც, დათვალიერების მიზნით, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა შეაღწიეს. ოთხსაათიანი მძიმე ბრძოლების შედეგად განადგურდა 15 ერაყული ტანკი და 7 ჯავშანმანქანა, მოკლული იქნა 83 ერაყელი სამხედრო. ამერიკული მეთაურობა ხაზს უსვამს რომ ეს წარმატება ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომ მსვლელობას და რომ აეროპორტის დაკავებით გამოირიცხა ქვეყნის მეთაურობის საჰაერო გზით გაქცევის მცდელობა. ამას გარდა ამერიკელების ხელში დიდი აეროპორტი აღმოჩნდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება როგორც დამხმარე ძალის ასე ლოჯისტიკური ტვირთების გადასასროლად.
ამერიკულმა ძალებმა ბაღდადამდე მისვლა და მის გარშემო სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიციების დაკავება მოახერხეს. ხუთშაბათს დილით, ბაღდადის შემოგარენში, ამერიკულ ძალებსა და რესპუბლიკურ გვარდიას შორის ბრძოლებმა თავის პიკს მიაღწიეს. ამ მომენტისთვის ამერიკულმა ავიაციამ ერაყული ელიტარული ძალების დიდი ნაწილის განადგურება მოახერხა. ყატარში მდებარე, ცენტრალური სარდლობის (Central Command) განცხადების თანახმად, დივიზია „ბაღდადმა“, ამერიკელი საზღვაო ქვეითების 1-ლ საექსპედიციო კორპუსთან (1st Marine Expeditionary Force) ბაღდადთან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ალ კუტისთვის ბრძოლებში სრული „განადგურება“ განიცადა. დასავლეთით აშშ-ს არმიის მე-5 კორპუსის ნაწილებმა „მედინას“ ელიტარული დივიზიისა და ნაწილობრივ დივიზია „ნაბუქოდონოსორის“ პოზიციებს შეუტიეს, ეს ბოლო ბაღდადს ჩრდილოეთიდან იცავდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, სტრატეგიული B1, B2 და B-52-ების და ტაქტიკური F-16C, F-15E, AV-8B და A-10 მიერ განხორციელებული ინტენიური ავიადარტყმების მიუხედავად, ერაყული არმის გადაჯგუფება-გადაადგილება მაინც ხორციელდება. ამერიკულ სარდლობას „გაწელილი“ ოპერაციის კრიტიკის გასამართლებლად ავიადარტყმების ინტენსივობა მოჰყავს და ამტკიცებს რომ მომდევნო დღეებში სახმელეთო ოპერაცია გაგრძელდება. სახმელეთო ოპერაციაში ამერიკელებს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ, ქვეითთა მე-3 დივიზიამ ევფრატის ფორსირება მოახდინა, პარალელურად საზღვაო ქვეითებმა მდინარე ტიგრი გადალახეს და ერაყის დედაქალაქისკენ მიემართებიან. საუბარია იერიშის ორ ღერძზე, რომელთა მიზანსაც ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა და სამიზნე ობიექტთან გასვლა წარმოადგენს. ვარაუდობენ რომ დივიზია „ბაღდადის“ განადგურების შემდეგ საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო კორპუსის სამიზნეს დივიზია „ალ ნიდა“ წარმოადგენს, რომელშიც დივიზია „ბაღდადთან“ შედარებით უკეთესად გაწვრთნილი და აღჭურვილი პირადი შემადგენლობაა თავმოყრილი. ერაყის ცენტრში, სადაც იერიში მეორე ღერძი გადის, ქვეითთა მე-3 დივიზიის ჯავშანტექნიკამ ბაღდადიან 45 კილომეტრში მდებარე ქალაქ კარბალასთან წინააღმდეგობა დასძლია და განაგრძო სვლა ჩრდილოეთით, ბაღდადის მიმართულებით. ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ამ გადაადგილების მიზანს ქვეითთა მე-3 დივიზიისა და საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო კორპუსის იერიშის ორი, დამოუკიდებელი ღერძის შეერთება და ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის დედაქალაქზე შეთანხმებული შეტევა წარმოადგენს. ამერიკული და ბრიტანული წყაროების თანახმად  ოპერაციები სინამდვილეში ბაღდადის გარშემო თავდაცვით პოზიციებზე გამაგრებული რესპუბლიკურ გვარდიაზე შეტევისწინა სამზადისს წარმოადგენდა. ჩრდილოეთით 101-ე საჰაერო-სადესანტო დეივიზიამ დაასრულა ნაჯაფის დაკავება და დაიწყო ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების დარიგება. იმავე დღეს 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის მე-2 ბრიგადამ ქალაქ As Samawah-ში ერაყის სადაზვერვო სამსახურის შენობის დაკავება მოახდინა.


შაბათი, 5 აპრილი, დღე მე-17
იწყება „მცრიე“ შეღწევები ერაყის დედაქალაქში. გრძელდება ბრძოლები ქალაქ კარბალას დასაკავებლად

ამერიკული ძალები ძალის დემონსტრაციის მიზნით სამხრეთი გარეუბნებიდან იწყებენ ბაღდადის ცენტრისკენ, „ცალკეული“, მცირე ზომის შეჟონვებს. პარალელურად სამხრეთ-დასავლეთ უბნებს, სადაც „ფედაინების“ დივიზია ამერიკულ M1A1-ებსა და M2A2-ებს ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარმტყორცნების ცეცხლით ხვდება, არტილერია ამუშავებს. იმავდროულად ერაყული ტანკების მცირე ჯგუფს, რომელიც ცდილობს ბაღდადის ცენტრისკენ მიმავალი მოწინააღმდეგე შეაჩეროს, Abrams-ები ანადგურებენ. ცაში 24 საათიან რეჟიმში არმიის ათობით A-10 და საზღვაო ქვეითების Harrier პატრულირებს და აწარმოებს როგორც დამოუკიდებელ ნადირობას ასევე სახმელეთო ძალების საცეცხლე მხარდაჭერას. ერთ-ერთი ავიაიერიშის დროს ბომბები დასავლეთელი ჟურნალისტების საცხოვრებელ სასტუმრო „პალესტინის“ ახლობლად ჩამოცვივდა. ცნობებს იმის შესახებ რომ, აეროპორტის მთლიანი დაკავების შემდეგ მოწინააღმდეგემ ამერიკულ ძალებზე თვითმკვლელობის იერიშები განახორციელა ცენტრალური სარდლობის მიერ არ დასტურდება, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ასობით მოქალაქეს შორის, რომლებიც ბაღდადიდან გაღწევას ცდილობენ, ვერ მოახერხა შენიღბული თვითმკვლელის ამოცნობა. ასევე დიდი გაუგებრობა გამოიწვია მსოფლიო საზოგადოებაში, რომელსაც მიმდინარე მოვლენების შესახებ არანაირი წარმოდგენა არ გააჩნდა, ერაყის ტელეკომუნიკაციების მინისტრის ცრუ, მაგრამ ეფექტურმა განცხადებამ იმის შესახებ რომ „აეროროპორტში ამერიკული ძალები სრულ ალყაში არიან და მათი განადგურება მხოლოდ დროის ამბავია!!“. სინამდვილეში ოცმა M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკმა სამხრეთ უბნებიდან ბაღდადის ცენტრამდე 12 კილომეტრში შეაღწია. ბრძოლების შედეგად ამერიკელებმა რამდენიმე ტანკი დაკარგეს. ქალაქ კარბალაში, ბაღდადის მისადგომებთან, მებრძოლი ამერიკული ძალების ზურგის გასაწმენდად, ერთ დღიანი ბრძოლის შედეგად 75 ფედაინი იქნა მოკლული. ღამის განმავლობაში ბაღდადის ცენტრში ხუთი აფეთქება გაისმა, ხოლო ქალაქის სამხრეთ გარეუბნებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. სავარაუდოდ ბრძოლებში ამრიკელი სპეცრაზმელები არიან ჩართულები, რომლებმაც ქალაქში, ძირითადი ძალების შესვლამდე, ერაყელთა ორგანიზირებული წინააღმდეგობის კერების აღმოჩენისა და განადგურების მიზნით შეაღწიეს. პენტაგონის განცხადების თანახმად, ბაღდადიდან სამხრეთით, 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ Suwayrah-ში, „მედინას“ დივიზიის ნარჩენებმა იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაჰბარდა ამერიკულ არმიას. პენტაგონი ასევე ამტკიცებს რომ ბრძოლების შედეგად მოკლული იქნა ერაყელი გენერალი Ali Hassan al Majeed-ი, რომელმაც 1988 წელს ქურთების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა. დღის ბოლოს ოფიციალური წყაროები ასევე ავრცელებენ ცნობას დაღუპილი სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომლებიც აშშ-ს საჰაერო ძალების F-15E Strike Eagle-ს მეგობრული ცეცხლის ქვეშ მოყვნენ.

101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის, 101-ე საჰაერო საბრძოლო ბრიგადის, მე-5 ბატალიონის "Black Hawk"-ის ტიპის ვერტმფრენები ბაღდადისკენ მიმავალ ავტოსტრადაზე ახორციელებენ დესანტირებას. 2003 წლის 5 აპრილი


კვირა, 6 აპრილი, დღე მე-18
ბაღდადის ალყა ვიწროვდება

ქვეითთა მე-3 დივიზიის ქვედანაყოფები იერიშის გზაზე არსებულ ქალაქებში აგრძელებენ დარჩენილი წინააღმდეგობნის კერების იზოლაციისა და განადგურების ოპერაციას. პირვერლმა ბრიგადამ დაიკავა შენობების დიდი კომპლექსი, რომელიც ამერიკელთა ვარაუდით რესპუბლიკური გვარდიის მართვის ცენტრი უნდა ყოფილიყო, მეორე ბრიგადამ გაწმენდითი ოპერაციების შედეგად 60 ფედაინი, სამი ცალი ტანკი Т-72 და სამი ცალი ჯავშანმანქანა გაანადგურა. 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია ქალაქ ნაჯაფში რჩება და ცდილობს მდგომარეობა დაასტაბილუროს, რეიდების შედეგად განადგურდა ნაღმტყორცნების 5 პოზიცია, 2 სატვირთო და საბრძოლო მასალების 2 საწყობი. 82-ე დივიზია ქალაქ As Samawah-ში რჩება და იწყებს ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას. პარალელურად ძირითად და დამხმარე გზებზე დივიზია აწყობს მრავალ საკონტროლო გამშვები პუნქტებს, რათა დროულად მოახდინოს ერაყული პარამილიტარისტული დაჯგუფებების სამხრეთით გაღწევის მცდელობის აღკვეთა.
დარჩენილ მცირერიცხოვან ბრძოლისუნარიან საარმიო ნაწილებზე ერაყის ხელისუფლების მიერ კონტროლის შემცირების მიზნით მოკავშირეთა ავიაცია აგრძელებს სამეთაურო, კონტროლისა და ტელეკომუნიკაციის პუნქტების დაბომბვას. მასიურას გამოიყენება კასეტური ავიაბომბები, რომელთა გაშვებასაც როგორც ბომბდამშენები, ასევე ტაქტიკური გამანადგურებელები ახორციელებენ. აღნიშნული საბრძოლო მასალები დიდი ფართობის მქონე სამიზნეების, ისეთების როგორებიცაა საბრძოლო მარაგების საწყობების ქსელი, მართვის ცენტრები და აეროდრომები, წინააღმდეწ გამოიყენება. სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ კირკუკში, მიზანჩვენების ოპერაციებს ახორციელებენ. ერაყული არმიის 1-ლი კორპუსი 10 კილომეტრით სანმხრეთით იხევს უკან, ქურთებისა და ამერიკელ სპეცრაზმელთა ჯგუფები უკან მიყვებიან და მიტოვებულ პოზიციებს იკავებენ. სპეციალური დანიშნულების ჯგუფებმა ამას გარდა ჩრდილოეთითა და დასავლეთით მდებარე უღელტეხილებისა და ძირიტადი საგზაო არტერიების დაკავებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ამგვარად ქვეყნის შიგნით აკრძალეს ბალისტიკური რაკეტების გადაადგილების შესაძლებლობა.


აშშ-ს საზღვაო ქვეითები ბაღდადის მისადგომებთან, "დიილაიას" ხიდზე. 2003 წლის 7 აპრილი

დასავლეთით სპეცრაზმმა მოახდინა სირიაში მიმავალი ნავთობსადენის გადაკეტვა. პარალელურად  მეორე ჯგუფმა რკინიგზა გადაკეტა, რათა ამ გზით ერაყული ხელისუფლების ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობა გამოერიცხა.
ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბასრა, სამაუა, ნაჯაფი და კარბალა, ამერიკელებსა და ერაყელებს შორის საცეცხლე კონტაქტი საგრძნობლად შემცირდა. ბასრას შემოგარენში, Al-Zubair-ში, ბრიტანულმა პატრულმა საწყობი დაიკავა, რომელში ასამდე ერაყელი ჯარისკაცის გვამი იქნა აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობა დახვრეტილი იყო, თუმცა გაურკვეველია თუ როდის და რატო. აშშ-ს არმიის მე-5 კორპუსის შენაერთები სრულებით აკონტროლებენ კარბალადან ბაღდადისკენ მიმავალ გზას. ანალოგიური სიტუაციაა ქალაქ Samanpak-ისა და ბაღდადის შემაერთებელ საგზაო არტერიაზეს, რომელიც საზღვაო ქვეითების 1-ელ საექსპედიციო ძალებს უკავიათ. ამგვარად ბარდადი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან იზოლირებულია, ხოლო ქვეითთა მე-3 დივიზია დედაქალაქი მისადგომებთან კვლავ აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს. ერაყული არმიის ტაქტიკური ქვედანაყოფების პარამილიტარისტულ დაჯგუფებებთან შერევა და მათთან ერთად ბაღდადიდან გასწვლა შეუძლებელს ხდის რაელურად შეფასდეს ის დანაკარგები, რომელიც ერაყულმა არმიამ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების შედეგად განიცადა. ხშირია მიტოვებეული ტექნიკის აღმოჩენის შემთხვევები. ერაყელი ჯარისკაცები ასევე იხდიან ფორმებს და თავის გადარჩენის მიზნით ცდილობენ მოსახლეობას შეერივნონ. ამერიკელთა ვარაუდიდ, ისეთი დივიზების, როგორებიცაა ალ ნიდა,  ადნანი და ჰამურაბი, დამოუკიდებელი ჯგუფები ქალაქებში აფარებენ თავს, თუმცა ჯერ რაიმე როგანიზირებული წინააღმდეგობა ამერიკელთა შენაერტებს არ შეხვედრია, თუ არ ჩავთვლით ფეიდაინთა იერიშებს ან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ჯგუფებს, რომლებიც ჯავშანსატანკო შენაერთებს АК-47-ების და РПГ-ეების ცეცხლით აწუხებენ. მოკავშირეთა ცნობით, ეს ჯგუფები საშუალოდ ასეულის ზომისაა და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები 20-40 სამოქალაქო მანქანით გადაადგილდებიან. ასეთი დამოუკიდებელი მოქმედება ერაყული მეთაურობის მიერ საჯარისო ნაწილებზე კონტროლისა და კავშირის დაკარგვაზე მიუთითებს. უხეში დაანგარიშებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოკავშირეთა სახმელეთო ოპერაციას ორიათასამდე ერაყელი სამხედრო შეეწირა.
და ბოლოს, ერაყის ტერიტორიაზე უცნობი მიზეზით, საუდის არაბეთში მდებაერ ავიაბაზა Prince Sultan-დან აფრენილი, გამანადგურებელთა მე-4 ფრთის F-15E Strike Eagle ჩამოვარდა, უდაბნოში ეკიპაჟის ორი წევრის ძებნა მიმდინარეობს.

ბაღდადის „უსისხლო“ ბრძოლა
ლეგენდა ელიტარული რესპუბლიკური გვარდიის შესახებ დაიმსხვრა

აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის 1-ლი დივიზიის, მე-7 პოლკის მებრძოლები სადამ ჰუსეინის სასახლის იერიშის მომენტში


9 აპრილს, სამ დღიანი ოპერაციის შემდეგ, ამერიკელებმა ბაღდადი დაიკავეს. ერაყელებს რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ბაღდადის ცენტრში სადამ ჰუსეინის ძეგლის წაქცევა ერაყისთვის მთელი ეპოქის დასასრულის სიმბოლო გახდა, ქალაქის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში რჩება წინააღმდეგობის სუსტი კერები. გავრცელებული ცნობების თანახმად, 48 საათის განმავლობაში, ბაღდადში სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ამერიკული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა გაორმაგდება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ პროგნოზები იმის შესახებ რომ, ერაყული გვარდიისა და პარამილიტარისტული ფედაინების ბირთვი ამერიკელებს ბაღდადში, სისხლისმღვრელ ბრძოლებს გაუმართავდა, არ გაამართლა. მიუხედავად ბაღდადის აეროპორტის ბრძოლებისა და სხვა მცირე შეტაკებებისა, არსად არ განხორციელებულა ერაყის რესპუბლიკურ გვარდიასა და ამერიკელებს შორის ფართო მასშტაბიანი სატანკო ან ქალაქის ბრძოლები. ასევე არ გამართლდა ამერიკელთა ყველაზე დიდი შიში პარტიზანული ომის დაწყების შესახებ. რამ გამოიწვია სცენარი ასე განვითარება და რატომ მოხდა რომ ერაყის ინფორმაციის მინისტრის მიერ დამუქრებული „ყველა ბრძოლის მამის“ განხორციელების ყველა შესაძლებლობა ერთ ღამეში გაბათილდა? პასუხი ალბათ აპრილის დასაწყისში გაკეთებულ მოხსენებებში უნდა ვეძებოთ, როდესაც ბაღდადის სამხრეთით განვითარებულმა ოპერაციებმა დაგვანახა რომ, საბრძოლო მოქმედებები „გადამწყვეტ ფაზაში“ შევიდა. ბოლო 36 საათის განმავლობაში ამერიკული ავიაციის მიერ სისტემატური საჰაერო იერიშების შედეგად (რომელიც დღე-ღამი განმავლობაში ხანდახან 1000 საბრძოლო გაფრენას აჭარბებდა) რესპუბლიკური გვარდიის ჯავშანტექნიკისა და არტილერიის დიდი ნაწილი გაანადგურა. 

ამერიკული ავიაციის დაბომბვების შედეგი ბაღდადში. 2003 წლის მარტი-აპრილი


3 აპრილის დილიდან ამერიკული ავიაციის ყურადღება, რომელიც მანამდე ძირითადად მართვისა და კონტროლი ცენტრების, Scud/Al Samoud-ის ბალისტიკური რაკეტების და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტუკტურის განადგურებისკენ იყო მიპყრობილი, ახლა ახლო საჰაერო მხარდაჭერაზე გადავიდა. გადარჩენილი ჰსთ სისტემების არაეფექტურობის ფონზე ამერიკელებმა უპრობლემოდ მიიტანეს იერიში ერაყელთა პოზიციებზე, პირველი ცეცხლის ქვეშ დივიზია „ბაღდადის“ ჯავშანტექნიკა მოყვა. გადარჩენილები, ბაღდადიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, ქალაქ ალ კუტის შემოგარენში, საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო კორპუსის (1st Marine Expeditionary Forces) M1A1 Abrams-ებმა გაანადგურეს. შემდეგები ბაღდადის ჩრდილოეთი შემოგარენის დამცველი ერაყული არმიის ელიტარული დივიზია „მედინა“ და დივიზია „ნაბუქოდონოსი“ იყო. ბევრისთვის ძნელია წარმოიდგინოს თუ რა სიმკვრივის და ეფექტურობის საჰაერო დაბომბვაში მოყვნენ ეს დივიზიები. მარტო დივიზია „მედინა“ ითვლიდა 15-20 ათას სამხედრო მოსამსახურესა და 250 ცალ Т-72 ტიპის ტანკს, რომელთა უმეტესობაც მთლიანად განადგურდა. შედეგად ბაღდადისკენ გზა ხსნილი იყო. 7 აპრილს, დილის საათებში, ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ ბაღდადის ცენტრისკენ მიმავალ გზებზე პირველი იერიში დაიწყო. ქვეითთა მე-3 დივიზიის მე-2 ბრიგადის სულ მცირე ოცდახუთმა Abrams-ის ტიპის ტანკმა და ამდენივე ქსმ M2A2-მა დედაქალაქის აეროპორტიდან გეზი სამ კილომეტრში მდებარე სადამ ჰუსეინის სასახლისკენ აიღო. ეს ოპერაცია 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფებთან შეთანხმებულად განხორციელდა, რომელთა მიზანსაც დედაქალაქის სამხრეთით მდებარე სადამ ჰუსეინის სამი სასახლისგან შემდგარი კომპლექსის და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაკავება წარმოადგენდა. დაცლილ, ფუფუნებით გაწყობილ, სასახლეში შეჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების ფოტოები მსოფლიომ ნახა, რითაც საბოლოოდ აშკარა გახდა რომ, ერაყული არმიის გადარჩენილმა ქვედანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს უკან. საინოფმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რესპუბლიკური გვარდიის ორიათასამდე მებრძოლმა სასახლეებიდან უკან დაიხია და მდინარე ტიგრისკენ გადაჯგუფდა. მომდევნო დღეს საზღვაო ქვეითების პირველმა საექსპედიციო კორპუსმა დედაქალაქიდან სამხრეთაღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარე აეროპორტი რაშიდი დაიკავა. ოპერაციის დროს ამერიკელები სერიოზულ წინააღდეგობას არ წაწყდომიან, მხოლოდ რამდენიმე მცირე პარამილიტარისტული ჯგუფი იქნა განადგურებული, რომლებიც საზღვაო ქვეითების გადაადგილებას РПГ-ეებითა და ცეცხლსასროლი იარაღით აფერხებდნენ. ბაღდადის შემოგარენში მძიმე ბრძოლები ჯერ ისევ არ ჩამცხრალიყო, რის შედეგაც, ყატარში, ცენტრალური ხელმძღვანელიობის განცხადების თანახმად, ერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა, ხოლო 6 მძიმედ დაშავდა. ერაყელთა დანაკარგების დადგენა ვერ მოხერხდა. ვერტმფრენ Apache-ბის დაფარვის ქვეშ ამერიკელთა ტანკები სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდის დასაკავებლად დაიძრნენ. ქსმ Bradley-ბმა დედაქალაქის ცენტრში მდებარე ხიდების, ჯახურიგიას და სინაკის, დასავლეთით განთავსებულ ერაყელთა პოზიციებს გაუხსნეს ცეცხლი. აღსანიშნავია რომ ერთ-ერთი ხიდი პრეზიდენტის კიდევ ერთი სასახლისკენ მიემართებოდა. ერაყელებმა ქალაქის ცენტრში სხვა ორი სტრატეგული ხიდის აფეტქება მოახერხეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ამერიკულმა ჯარებმა საინჟინრო ქვედანაყოფების დახმარებით აღმოსავლეთ მხარეს გადასვლა მაინც მოახერხეს. სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი სასახლის დაკავებისას ორი საზღვაო ქვეითი დაიღუპა, კიდევ ორი საზღვაო ქვეითი ხიდის დაკავებას შეეწირა. ამერიკული ძალები ნებისმიერ გადაადგილებას ვერტმფრენ Apache-ს ან მოიერიშე A-10-ის დაფარვის ქვეშ ანხორციელებდნენ. თვითმფრინავები და ვერტმფრენები ქალაქის თავზე რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე დაფრინავდნენ. მთლიანობაში ბაღდადის ცაში მხოლოდ ერთი A-10 იქნა ჩამოგდებული, თვითმფრინავი დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის თავზე სავარაუდოდ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იქნა ჩამოგდებული.

მომდევნო დღეებში ამერიკელებმა ქალაქი მთლიანად დაიკავეს, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ დედაქალაქში წესრიგის დამყარებაში მარცხი განიცადეს. ქაოსი და ძარცვა მთელი ქალაქის მაშტაბით ხორციელდებოდა, განადგურებული იქნა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, გაიძარცვა ოფისები, მოიშალა მართვის სადავეები. ერაყი ახალ ეპოქაში შედიოდა - ქვეყნის მასშტაბით პარტიზანული ბრძოლა იქნა გაჩაღებული, ამას ერაყული არმიის დიდი რაოდენობით შეიარაღების ხალხის მასებში გაჟონვამაც შეუწყო ხელი. დაბალი ინტენსივობის ეს დაპირისპირება თითქმის ათ წელს გაგრძელდა. ამერიკელებმა ქიმიური იარაღი, რაც ომის დაწყების ოფიციალური მიზეზი გახდა, ვერ აღმოაჩინეს.

აშშ-ს საზღვაო ქვეითების M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკი ბაღდადის დაკავების შემდეგ ახორციელებს ქალაქის ქუჩების პატრულირებას


Friday, May 6, 2016

ოპერაცია "ერაყის თავისუფლება" (OIF) - ბრძოლების მცირე ანალიზი (ნაწილი მეორე)

მოყვანილი ანალიზის პირველი ნაწილი იხილეთ შემდეგ ბმულზე - ოპერაცია "ერაყის თავისუფლება" (OIF) - ბრძოლების მცირე ანალიზი (ნაწილი პირველი)

კვირა, 30 მარტი, დღე მე-11

ბრიტანელების იერიში ქალაქ ბასრაზე

ბრიტანული არმიის საზღვაო ქვეითების მე-3 ბრიგადამ (Commando) შეაღწია ქალაქ ბასრას სამხრეთ რაიონებში, ასევე ქალაქის დასავლეთით მდებარე ხიდთან ბრიტანელებსა და ერაყელებს შორის მცირე ბრძოლები ხორციელდებოდა. წინააღმდეგობას ძირითადად ერაყელი სამხედროების მიერ მართვადი პარამილიტარისტული დაჯგუფებები ახდენდნენ. ბრიტანელებმა საბოლოოდ დაასკვნეს რომ, ძირითადად ბაღადში, ზედა ეშელონებთან, კავშირის არ ქონის გამო, ერაყული წინააღმდეგობა დაქსაქსულად და შეუთანხმებლად მოქმედებდა. მოგვიანებით ბრიტანელებმა ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილიც დაიკავეს. ბრძოლის შედეგად მათ ქსმ Warrior-ებისა და ტანკ Challenger-2-ების დამხარებით გაანადგურეს ან ხელთ ჩაიგდეს ოცამდე ერაყული ტანკი და ტყვედ აიყვანეს ერაყული არმიის მაღალჩინოსანი ოფიცრები. ქალაქის დასავლეთით, ხიდთან, საარტილერიო დულეი მიმდინარეობდა. პარალელურად ათასობით ამერიკელი საზღვაო ქვეითი, AAV-7 და HUMMWV-ეების გამოყენებით ერაყის შიგნით გადაადგილდა და განახორციელა "Seek and Destroy ops"-ის (ძებნა და განადგურება) ტიპის მრავალი ოპერაცია. ამ ოპერაციების ძირითად მიზანს ბაღდადისკენ მიმავალი მომარაგების გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ამერიკელებმა ამ გზებს, "Ambush Alley" (ჩასაფრების ხეივანი) შეარქვეს, რითაც ხაზი გასუვეს ერაყელების მიერ განხორციელებულ მცდელობებს. ერაყის ვიცეპრეზიდენტი, მას შემდეგ რაც ქალაქ ნაჯაფის სამხრეთით, თვითმკვლელმა მანქანით, როდესაც აშშ-ს მე-3 დივიზიის 4 ჯარისკაცი ამოწმებდა, თავი აიფეთქა, დაიმუქრა რომ ამგვარი თავდასხმები მომავალშიც მოხდებოდა.

2003 წელი, ბრიტანული Challenger-2 ერაყში

ცოტა მოგვიანებით, მოიერიშე A-10-მა, 30მმ-ნი ქვემეხით, მცდარი ამოცნობის შედეგად, მეგობრული ცეცხლით, ბრიტანული ქსმ Warrior გაანადგურა, შემთხვევის შედეგად ერთი ბრიტანელი დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. ამ ინცინდენტს ბრიტანული არმიის რიგებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, უკმაყოფილებას ისიც აძლიერებდა რომ, მანამდე ამერიკულმა ჰსთ კომპლექს Patriot-მა, შემთხვევით ბრიტანელების გამანადგურებელი Tornado ჩამოაგდო. მთლიანობაში ამ დღემდე დაღუპილი 23 ბრიტანელიდან 5 მეგობრულ ცეცხლს შეეწირა და მხოლოდ 4 დაიღუპა ერაყელებთან ბრძოლაში. 10 ბრიტანელის ცხედარი იმავე დღეს, RAF-ის С-17-ით, ბრიტანეთში, ბაზა Brize Norton-ზე იქნა ტრანსპორტირებული.
ამ დღეს, ერაყელების განცხადებით 2 ამერიკული ვერტმფრენი და ერთი UAV Predator ჩამოაგდეს, ხოლო ხმელეთზე 4 ტანკი გაანადგურეს. პენტაგონი საჰაერო საშუალებების განადგურებას არ ადასტურებს და აცხადებს რომ ასეთი ცნობა ფრონტიდან არ შემოსულა. იმავე დღეს, ქუვეითში ბაზირებულ ამერიკელი სამხედროების ჯგუფს უცნობი მანქანით დაეჯახა და მათგან ბევრი სერიოზულად დააზიანა.
ბაღდადში საჰაერო დაბომბვები გრძელდება ისეთი სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ, როგორებიცაა საპრეზიდენტო სასახლე, საიდუმლო სამსახურის შტაბი, სატელეკომუნიკაციო ობიექტები და ჰსთ სისტემების პოზიციები. იერიშებს სტრატეგიული ბომბდამშენები - B-1B და B-2 ახორციელებენ. ობიექტების გასანადგურებლად ბომბდამშენები 900 კილოიან GBU-32 JDAM-ებს იყენებენ. ამას გარდა საჰაერო იერიშები ამერიკულ და ბრიტანული გამანადგურებლებს ქალაქ კარბალაზე მიაქვთ. ერაყის რესპუბლიკური გვარდიის საწვავით მომმარაგებელი საცავები RAF-ის GR7 Harrier-ების მიერ ნადგურდება. იმავე დღეს, საზღვაო ქვეითების ვერტმფრნ UH-60H-მა, დაჯდომისას კატასტროფა განიცადა, რასაც მისი ეკიპაჟის სამივე წევრი შეეწირა.


ორშაბათი, 31 მარტი, დღე მე-12
ბრძოლები რესპუბლიკურ გვარდიასთან

ბაღდადთან 50 კილომეტრზე მიახლოებული ქვეითთა მე-3 დივიზიის მექანიზირებული ნაწილები რესპუბლიკური გვარდიის მეწინავე რაზმებთან აწარმოებენ ბრძოლებს. პარალელურად აშშ-ს ავიაცია ერაყული არმიის თავდაცვითი პოზიციების მასიურ დამუშავებას ახორციელებს. მდინარე ევფრატის ნაპირზე მდებარე ქალაქ Hindiyah-ს მიმდგარი დივიზიის პირველი ქსმ Bradley-ები ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ, საპასუხოდ ცეცხლი 25 მმ-ნი ავტომატური ქვემეხებიდან იქნა გახსნილი. ბრძოლის შედეგად მოკლული იქნა 35 ერაყელი ჯარისკაცი, რამდენიმე ათეული ამერიკელებს ტყვედ ჩაჰბარდ. ტყვეების ჩვენების თანახმად ისინი რესპუბლიკური გვარდიის მებრძოლები იყვნენ. ჯარისკაცები ფორმებზე ნაბუქოდონოსორის დივიზიის სამკუთხედ განსმასხვავებელ ნიშნებს ატარებდნენ. დივიზია სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიგრიტში ბაზირდებოდა. სტრატეგიული ბომბდამშენები, B-1, B-2 და B-52-ები, აგრძელებენ JDAM ბომბების გამოყენებით სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების მასიურ დამუშავებას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ერთიანი გეგმის ფარგლებში, სამივე სტრატეგიული ბომბდამშენი, ერთ გეოგრაფიულ რეგიონში, ერთდროლად ურტყამდნენ სამიზნეებს!!. მთლიანობაში 2000 გაფრენა განხორციელდა. აქედან 800 „ჰაერი-ხმელეთის“ მისიას განეკუთვნებოდა, 400 ჰაერში საწვავით გამართვის ოპერაციას, 250 გაფრენა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა შეასრულეს, ხოლო 125 გასვლა მართვისა, ხელმძღვანელობისა და დაზვერვის თვითმფრინავებმა განახორციელეს. შერეული შტაბის მეთაური, ავიაციის გენერალი რიჩარდ მაიერსი, სახმელეთო ძალების, რომლებიც ბაღდადს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უახლოვდებოდნენ, ენერგიული გადაადგილებასთან შეთანხმებულ ავიაციის მასიურ გამოყენებას ადასტურებს (იმ კრიტიკის გასაბათილებლად, რომელიც ერაყელების მოულოდნელი წინააღმდეგობის გამო პენტაგონმა მიიღო).
პენტაგონის გეგმების ინტერესი აწი უკვე ერაყის ელიტარული შენაერთებისკენაა მიმართული, განსაკუთრებით კი „მედინას“ დივიზიისკენ, რომელიც თანამედროვე ტექნიკით სრულად არის აღჭურვილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყვეტი ავიაიერიშების გამო, დივიზიის შემადგენლობა განახევრებულია, ზოგი წყაროს თანახმად კი მოხლოდ 20% დარჩენილი. ევფრატის ხეობაში ბრძოლაში ჩამბული „ფედაინის“ დივიზიის ქვედანაყოფების მხარდასაჭერად ერაყული არმიის საარტილერიო ნაწილები სამხრეთით გაადგილდებიან. დივიზია „ანდადი“, რომელიც ერაყის ჩრდილოეთით ბაზირდებოდა, ბაღდადისკენ გდაჯგუფებას ახროციელებს, რაც სავარაუდოდ რაიონში აშშ-ს 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის გამოჩენას უკავშირდება. 82-ე დივიზიის ჯარისკაცებმა ქალაქ ნაჯაფის ბრძოლებში 100-მდე მებრძოლი მოკლეს, რომლებიც ქალაქში სადამის რეჟიმის „დაშინების პარამილიტარისტულ დაჯგუფების“ წევრები გამოდგნენ. აშკარა ხდება რომ ერაყელთა ტაქტიკური და პარამილიტარისტული დაჯგუფებების რაოდენობა საკამაოდ დიდია და მათი იგნორირება შეუძლებელია. ამგვარად, მეთაურობის გადაწყვეტილებით, მე-3 დივიზიიდან ხდება მექანიზირებული ქვედანაყოფის გამოყოფა, რომელიც ამ დაჯგუფებების იზოლირებას ახდენს და მათი განადგურების ოპერაციას იწყებს. დასახლებულ პუნქტებში ბრძოლა, რომელსაც ამერიკული მეთაურობა თავს არიდებდა, გარდაუვალი გახდა. ამერიკელ ჯარისკაცებისა და 2000 ფედაინს შორის მძიმე ბრძოლები გაიმართა. ამერიკელი სპეცრაზმელების თანახმად, მოწინააღმდეგე მუსულმანებისთვის წმინდა ნაგებობა, ალიში, გამაგრდა. მუსულმანურ მოსახლეობაში უკმაყოფილების გაზრდის თავიდან აცილების მიზნით ამ ნაგებობის ავია დაბომბვა არ განხორციელებულა, ასევე ამერიკელმა ჯარისკაცებმა „საპასუხო ცეცხლის გახსნის“ ამკრძალავი ბრძანება მიიღეს, რამაც მუსულმანებისთვის წმიდნა ნაგებობა მასიური დაზიანებებს გადაარჩინა.

ერაყის რესპუბლიკური გვარდიის მიტოვებული  Т-72


იმავდროულად 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 1-ლი და მე-2 ბრიგადის ჯარისკაცები ქალაქის ერაყული გარნიზონის იზოლაციის და ბაღდადისკენ მიმავალი გზების გაკონტროლების მიზნით, ვერტმფრენ UH-60-ების გამოყენებით ქალაქ ნაჯაფისკენ ჩრდილოეთიდან და სამახრეთიდან მიმავალი საგზაო არტერიებზე ახორციელებენ დესანტირებას. 101-ე დივიზიის მე-2 ბრიგადა რესპუბლიკურ გვარდიასთან მძიმე ბრძოლებში ერთვება, ერაყული არტილერია ქალაქ ნაჯაფიდან ჩრდილოეთით 20 მილში ბრიგადის პოზიციების დამუშავებას აწარმოებ. 101-ე დივიზიის რვა ცალი მოიერიშე ვერტმფრენი AH-64A/D Apache ბრძოლაში ჩართული ქვედანაყოფების დასახმარებლად იქნა აწეული ჰაერში, თუმცა გზად ცეცხლსასროლი იარაღისა და 57 მმ-ნი საზენიტო ქვემეხის ცეცხლში მოყვნენ, რის შედეგადაც ორი ვერტმფრენი დაზიანდა. ორივე Apache ბაზაზე დაბრუნდა, ერთი პილოტი მსუბუქად იყო დჭრილი, მანქანები რემონტს ექვემდებარებოდა.
F/A-18D ტიპის ორმა გამანადგურებელმა ქალაქის დასავლეთით მდებარე ერაყელთა გამაგრებული პოზიციებისკენ 6 ცალი მართვადი ბომბი GBU-12 გაუშვა. საჰაერო დარტყმას მოყვა ამერიკელთა პირდაპირი იერიში, რომელშიც გამოყენებული იქნა ტანკები M1A1 Abrams, მძიმე ტყვიამფრქვევევები და ავტომატური ყუმბარმტყორცნები, ხოლო ტსმრ TOW-ებმა, ნაღმტყორცნების ცეცხლმა და ვერტმფრენ OH-58D Kiowa Warrior-იდან გაშვებულმა რაკეტებმა მოწინააღმდეგის ყველა წინააღმდეგობა ჩაახშო. ამერიკელთა სახმელეთო ძალების დანაკარგები ნაღმებზე აფეთქებული ერთი ცალი M1A1 Abrams-ითა და რამდენიმე Hummer-ით შემოიფარგლა. სამხრეთით, ქალაქ ნასირიაში, საზღვაო ქვეითების მე-3 საექსპედიციო კორპუსის ქვედანაყოფებმა, 5 დღიანი უწყვეტი ბრძოლების შედეგად, ერაყული დივიზიის ტყვიაწამლის საწყობი დაიკავეს, სადაც დიდი რაოდენობით ტყვიაწამალი, ცეცხლსასროლი იარაღი და მასიური დაზიანების იარაღისგან დამცავი ფორმები აღმოჩნდა. ქალაქ ბასრაში (რომელსაც მოკავშირეები ჯერ ვერ აკონტროლებენ) ბრიტანუული ქვედანაყოფები აგრძელებენ დასახლებულ პუნქტებში წინააღმდეგობის ახალი კერების ძიებას. მიახლოებით 1000-მდე ბრიტანელმა საზღვაო ქვეითმა, ტაქტიკურ ქვედანაყოფებთან ერთად, რეიდის შედეგად ერაყელთა ბუნკერი და ტანკები გაანადგურა. ბრძოლების შედეგად მოკლული იქნა ერთი ბრიტანელი, 30-მდე ერაყელი ტყვედ ჩაჰბარდა მოწინააღმდეგეს. უცნობია ერაყელთა დანაკარგები. უმ-ქასრის პორტში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში აღმოჩენილი იქნა იარაღისა და ტყვიაწამლის დანაღმული სამალავი. გასანაღმავად რაიონში ავსტრალიელი გამნაღმველები იქნა გადასროლილი. ავსტრალიელმა მყვინთავებმა ასევე დიდი წვლილი შეიტანეს პორტის მისადგომებთან ჩაძირული და დანაღმული ხომალდების გაუვნებელყოფაში.
ჩრდილოეთით, ქალაქ კალაკთან, ავიამზიდიდან აფრენილი F-14D და F/A-18C ტიპის ამერიკული გამანადგურებლები აგრძელებენ ერაყული პოზიციების უწყვეტ დაბომბვას. ეს ოპერაცია წინ მიმავალი ქურთების დახმარების მიზნით ხორციელდება. „პეშმერგას“ მებრძოლები სამხრეთით მიიწევენ და ერაყელების მიერ დატოვებული რაიონებს იკავებენ.

სამშაბათი, 1-ლი აპრილი, დღე მე-13
ბრძოლები ნასირიაში

ბაღდადში სამშაბათს დილით და დღის მეორე ნახევარში ახალი მძლავრი აფეთქებები გაისმა, ქალაქში სატელეკომუნიკაციო შენობები და პრეზიდენტის სასახლის რამდენიმე შენობა იქნა განადგურებული. ერაყის ტელეკომუნიკაციების მინისტრის, მოჰამედ ალ საჰაფის განცხადების თანახმად, მოკავშირეთა დაბომბვას 24 ერაყელი შეეწირა, ხოლო 125 დაიჭრა. ორშაბათიდან სამშაბათ ღამით, ბაღდადი, ომის დაწყებიდან, ყველაზე მძიმე დაბომბვების ქვეშ მოჰყვა. პენტაგონის წარმომადგენელის, გენერალი მაკ კრისტალის განცხადების თანახმად, ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა ერაყში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ჯერ ვერ აღმოაჩინეს. თუმცა ვაშინგტონის პოზიცია დაადასტურა და დარწმუნებით განაცხადა რომ ბაღდადს მასიური განადგურების იარაღი გააჩნია.
აშშ-ს არმიის ქვედანაყოფიები ბაღდადიდან სამხრეთით 80 კილომეტრში მდებარე ქალაქ კარბალასთან გამაგრებული რესპუბლიკური გვრადიის პოზიციებზე ახროციელებს იერიშს. ბრძოლების შედეგად ამერიკელებმა ერთი აეროდრომი და ერაყელთა პარამილიტარისტული დაჯგუფებების სასწავლო ცენტრი დაიკავეს. აღსანიშნავია რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ტყვედ ერაყელი გენერალი ჩაუვარდათ.
 ამერიკელი გენერლის, ვინსენტ ბრუკის, განცხადების თანახმად „ამ, ან კი შეზღუდულმა ოპერაციებმა, მტერს დიდი დანაკარგები მიაყენა და მოახდინეა მათი ტაქტიკური შენაერთების იზოლირება, რომელთა განადგურებაც მოხდება იმ მომენტში, რომელსაც ამერიკული მეთაურობა ამოირჩევს“.
ამ დღეს ომის ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევაც დაფიქსირდა, ამერიკელი ჯარისკაცები თვითმკვლელობის იერიშის განხორციელების შიშით ქალაქ ნაჯაფთან ცეცხლს უხსნიან მანქანას რომელიც ბრძანებას არ დაემორჩილა და არ გაჩერდა, რის შედეგადაც მოკლული იქნა მანქანაში მყოფი 7 ქალი და ბავშვი. ცენტრალური მეთაურობის წარმომადგენელმა მომხდართან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა „დაღუპილი უდანაშაულო მოსახლეობის გამო აშშ ძალიან სწუხს. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცაღა ბრძოლაში ჩართვსი წესების შეცვლას არ დაექვემდებარება“.

აშშ-ს საზღვაო ქვეითების Task Force Tarawa-ს მებრძოლები  ქალაქ ბასრასთან ბრძოლების დროს

ქალაქ ნასირიაში ხიდზე გადასვლისას ამერიკელ საზღვაო ქვეითთა ტანკი M1A1 Abrams მძღოლ მექანიკოსის დაღუპვის შედეგად მდინარე ევფრატში ჩავარდა. ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა მანქანიდან დამოუკიდებლად გამოსვლა ვერ მოახერხეს და დაიხრჩვნენ. ერაყელთა ჩასაფრებები ბაღდადისკენ გადაადგილების რითმს ანელებს. იმავდროულად AH-64 და AH-1W ტიპის მოიერიშე ვერტმფრენების მხარდაჭერით ამერიკული ჯავშანტექნიკის მძლავრი დაჯგუფება ნასირიიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ  Shatra-ში შეიჭრა. ეს პირველი ქალაქია, სადაც, მოსახლეობა ამერიკელ საზღვაო ქვეითებს კარგად დახვდა, თუმცა ქალაქის მთლიანი გაკონტროლება ვერ ხერხდება და უსაფრთხოების მიზნით ღამის დადგომასთან ერთად ამერიკელები ქალაქიდან უკან გადიან. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ერაყული არმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გენერალი იმყოფებოდა ქალაქში სიმართლე გამოდგა. მაგრამ მისი დაკავება ვერ მოხერხდა. გენერალმა, ქალაქის სრულ ალყაში მოექცევამდე, 200-300 ფედაინთან ერთად მოახერხა გაქცევა. ქვეითთა მე-3 დივიზია ფაქტიურად გზად შეხვედრილ ყველა დიდ ქალაქში, როგორებიცაა ბასრა, ნაჯაფი და ნასირია, აწარმოებს ბრძოლებს, ეს ფაქტი ბაღდადზე შეტევას საგრძნობლად აფერხებს. მაგრამ მიუხედავად ამის ამერიკული ძალები დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს არიან მისულები, მაგალითისთვის საზღვაო ქვეითები ბაღდადიან 50 მილში მდებარე ქალაქ Hindiya-ს ქუჩებში აწარმოებენ ბრძოლებს.
პენტაგონის განცხადების თანახმად უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში 3000 მართვადი ბომბი იქნა გამოყებული, ხოლო მთლიანად ოპერაციის განმავლობაში მიახლოებით 8000 ცალი JDAM და GBU Paveway II/III ტიპის მართვადი ბომბი იქნა ჩამოგდებული ერაყელთა პოზიციებზე. ქალაქ ბასრაში ბრიტანელებმა სრულიად დაიკავეს ქალაქის დასავლეთი ნაწილი, თუმცაღა შეტაკებები ფედაინებთან არ წყდება. ქალაქში ბრიტანელთა პოზიციებზე ერაყელთა ხმელეთი-ხმელეთი ტიპის  ორი ცალი რაკეტა „Seersucker” იქნა გაშვებული, დაბომბვას ბრიტანელთა რიგებში მსხვრეპლი არ მოჰყოლია. პირველი სამეფო საზღვაო ქვეითების (Royal Marines) ბაზის გვერდით ჩამოვარდა, ხოლო მეორე უმ ქასრის პორტში, ომის ტყვეების თავშეყრის ბაკანთან ახლოს. ასევე ორი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ერაყშიც. სამიზნეს ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები წარმოადგენდა. ერაყელთა ეს მცდელობაც უმსხვერპლო გამოდგა.

ოთხშაბათი, 2 აპრილი, დღე მე-14

ქვეითთა მე-3 დივიზიისა და საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო კორპუსის ქვედანაყოფები ჯავშანტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ ერთობლივ შეტევას. პარალელურად რესპუბლიკური გვარდიის ზურგში, ბაღდადისკენ მიმავალ საგზაო არტერიებზე ხორციელდება ფართომაშტაბიანი სადესანტო ოპერაცია. საწვავით გამართული საზღვაო ქვეითების M1A1 Abrams-ის სატანკო ბატალიონები იწყებენ საბრძოლო მარშს, რომლთა მიზანსაც ქალაქ ალ კუტის შემოგარენში გამაგრებული ბაღდადის დივიზიისგან დარჩენილი 11 000 კაციანი დაჯგუფება წარმოადგენს. ამერიკელთა გეგმის მიხედვით აუცილებელია დივიზიის საბოლოო განადგურება, რათა მან ვერ შესძლოს ბაღდადის მოსალოდნელი იაერიშისთვის ხელის შეშლა. მოკავშირეთა შტაბის ხელმძღვანელობის ძირითად შიშს ერაყელთა ხელში არსებული შორსმსროლელი არტილერია იწვევს, რომელსაც ქიმიური ჭურვების გამოყენება ძალუძს. ოპერაციების დასრულების შემდეგ გაკეთებული მოხსენების თანახმად, დივიზიის არტილერიის 75% ამერიკულმა ავიაციამ მანამდე გაანადგურა, სანამ საზღვაო ქვეითები მათი მოქმედების რაიონში შევიდოდნენ.
საზღვაო ქვეითების 1-ლი დივიზიისა და დაჯგუფება Task Force Tarawa-ს (20 000 საზღვაო ქვეითის შემადგენლობით) ერთობლივი მასიური იერიში ქალაქ ალ კუტის მიმართულებით, დილით, 08:00 საათზე დაიწყო. Abrams-ის ტიპის ტანკებმა თავდაპირველად 5 ერაყული ტანკი, რომლებიც გზატკეცილ „7“ კეტავდნენ, გაანადგურეს. ტანკებთან ერთად პოზიციებზე მიტოვებული საარტილერიო დანადგარებიც იქნა განადგურებული, რის შემდეგაც ტანკები ქალაქ ალ კუტისკენ დაიძრნენ და გზად წინააღმდეგობის რამდენიმე მცირე კერა ჩაახშეს. დღის განმავლობაში პირველად დაიკავეს მდინარე ტიგრზე გადებული ხიდი, ხოლო საღამოს ალ კუტიდან ბაღდადისკენ მიმავალი საავტომობილო არტერია აღმოჩნდა მათი კონტროლის ქვეშ. უფრო ადრე, ქალაქ კარბალასთან, ქვეითთა მე-3 დივიზიის მე-7 საკავალერიო პოლკის Abrams-ის ტიპის ტანკები მედინას დივიზიის ტანკებთან სატანკო ბრძოლაში ჩაერთვნენ. ასევე 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის პირადი შემადგენლობა, ვერტმფრენების გამოყენებით,  ქალაქ ნაჯაფის გარეუბნებში იქნა გადასროლილი, საიდანაც პირდაპირ რესპუბლიკური გვარდიის პოზიციებისკენ დაიძრნენ. საზღვაო ქვეითების მე-3 ფრთის (3rd Marine Air Wing) F/A-18C/D ტიპის გამანადგურებლები სახმელეთო ოპერაციას დინამიკურად უწევენ საცეცხლე მხარდაჭერას და მეთოდურად ანადგურებენ Т-72-ებს, ქსმ БМП-1/2-ებს, საწვავმზიდებს, საარტილერიო პოზიციებს, ხიდებსა და ჰსთ რადარებს. ფაქტიურად ამ ბრძოლებმა ამერიკელთა წინსვლა იმ ტემპებს დაუბრუნა, რომელიც მათ მომარაგების პრობლემებისა და უდაბნოს ქვიშიანი ქარიშხლის დაწყებამდე ჰქონდათ. ბაღდადის გარშემო წრე საგრძნობლად შევიწროვდა. ერაყული არმიის მიერ გაშვებული ორი ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტა ისევ ასცდა სამიზნეს, პირველი ქალაქ ნაჯაფის ახლოს, ამერიკელთა მომარაგების გზასთან, ხოლო მეორე ქალაქ ნასირიას ჩრდილოეთით დაეცა. ოფიციალური განცხადებების თანახმად ამერიკელებმა ძალიან ცოტა ბალისტიკური რაკეტის აღმოჩენა მოახერხეს. 30-40 ცალი Al Hussein-დან ვერცერთის აღმოჩენა და განადგურება ვერ მოხერხდა, 126 ცალი Al Samoud-იდან მოხლოდ რვა ხოლო 187 ცალი Ababil-100-იდან თორმეტი იქნა განადგურებული.
ბასრაში შეტაკებები კვლავ გრძელდება, ერაყელები 50 წუთიან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, რათა დიდი რაოდენობით დაღუპილი თანამებრძოლების ცხედრების ევაკუაცია მოახდინონ. ერაყელთა იდენტიფიცირების პრობლემისა და მათი მიზნების გაურკვევლობის გამო ბრიტანელთა ხელმძღვანელობა ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს. ბრიტანელები ყველანაირად ცდილობენ მძიმედ შეიარაღებული ერაყული არმიისა და ფედაინების ქვედანაყოფებთან ქალაქის ქუცებში ბრძოლას თავი აარიდონ. ამერიკული ბომბდამშენები აგრძელებენ ერაყელთა პოზიციების დაბომბვას, ხელმეორედ იბომბება Shatt al Arab-ის სრუტეში, ბასრასთან ახლოს მდებარე სადამ ჰუსეინის იახტა. 

Friday, April 29, 2016

ოპერაცია "ერაყის თავისუფლება" (OIF) - ბრძოლების მცირე ანალიზი (ნაწილი პირველი)



ქვემოთ მოცემული სტატია, 2003 წელს, ერაყში განხორციელებულ ოპერაციას, სახელწოდებით "ერაყის თავისუფლებას" (Operation Iraqi Freedom, OIF) ეძღვნება, რომელსაც ზოგიერთი შეცდომით "თავზარდამცემი შიში და ძრწოლას" (Shock and Awe) უწოდებს, თუმცაღა ეს ბოლო 1996 წელს შემუშავებული დოქტრინის სახელწოდებაა, რომელიც ამერიკელებმა ერაყის წინააღმდეგ გამოიყენეს.
სტატიაში ვისაუბრებთ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე, რომელიც ძირითადად დამაკმაყოფილებლად განვითარდა, სრულმა საჰაერო ბატონობამ ოპერაციის დასასრული წინასწარ გადაწყვიტა.

მოკავშირეთა იერიშის მიმართულებები ოპერაციის დროს

ოპერაცია "ერაყის თავისუფლება"
სამხედრო მარში უდაბნოში და ბაღდადის "ბრძოლა"

ამ ომის დასაწყისში ყველასთვის ნათელი იყო რომ, მოკავშირეთა ძალები ადრე თუ გვიან მიაღწევდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის გულსა და ქვეყნის დედაქალაქს, ბაღდადს. მაგრამ ის რასაც არავინ არ მოელოდა ეს ამერიკელთა მარშის სისწრაფე და ერაყის ელიტარული რესპუბლიკური გვარდიის მსხვილი სატანკო შენაერთების, რომელთაც ბაღდადის გარშემო ეკავათ თავდაცვითი პოზიციები, მხრიდან არსებითი წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა იყო.

2003 წლის 21 მარტი, აშშ-ს საზღვაო ქვეითები ერაყელი ტყვეების კონვოირებას ახორციელებენ
ცენტრალური მეთაურობის გენერალური გეგმა ერაყის უდაბნოში ჯარების და მათ შორის მსხვილი სატანკო შენარეთების სწრაფ მარშს ისახავდა. ამ იერიშის მიზანს წარმოადგენდა რაც შეიძლება სწრაფი შეტევა და შემხვედრი წინააღმდეგობის შესაბამისად იერიშის საბოლოო მიზანთან, ბაღდადთან, რაც შეიძლება მოკლე დროში ხელსაყრელ პოზიციებზე გასვლას. და მართლაც, ამერიკულმა ძალებმა, რომელშიც მთავარი დამრტყმელი როლი ქვეითთა მე-3 დივიზიასა და საზღვაო ქვეითების 1-ელ საექსპედიციო კორპუსის ძალებს ეკისრებოდათ, ერაყის ტერიტორიაზე ორი პარალელური მიმართულებით დაიწყეს შეტევა. მე-3 ქვეითი დივიზიის ჯავშანტექნიკა სამხრეთ ფრთას წარმოადგენდა და გზად ქალაქები ნაჯაფი და კარბალა უნდა გაევლო. მათ პარალელურად საზღვაო ქვეითთა პირველი საექსპედიციო დაჯგუფება, რომელმაც მდინარე ევფრატის ფორსირება მოახდინა, ქმნიდა შეტევის ჩრდილოეთ ფრთას. თავის მიმართულებაზე საზღვაო ქვეითები ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ნასირია და კუტი, მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდნენ. საზღვაო ქვეითები საკმაოდ მძიმე ბრძლებში იყვნენ ჩართულები, თუმცაღა ხშირ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამხედრო და პარამილიტარისტული მცირე დაჯგუფებები მოქმედებდნენ, რომელთაც როგორც წესი ტანკ T-55, ქსმ БМП-1/2 და РПГ-7-ის მეტი შეიარაღება არ გააჩნდათ. იყო შემთხვევები, როდესაც ტანკ M1A2-ის ეკიპაჟები უცნაური მოვლენის შემსწრეები ხდებოდნენ, როდესაც მათ წინააღმდეგ თავგანწირულ იერიშს 23მმ-ნი საზენიტო ქვემეხებით აღჭურვილი 4x4 Toyota Land Cruizer-ები ახორციელებდნენ. ერაყის საჰაერო ძალები მთელი ოპერაციის მსველობისას უმოქმედოდ იყო მიწაზე მიჯაჭვული, რაც მოიერიშე ძალებისთვის შეუწყვეტელ საჰაერო მხარდაჭერას ნიშნავდა. საჰაერო ოპერაციაში ჩართული იყო როგორც B-1B Lancer და B-2 Spirit, ასევე B-52, რომლებიც შეუჩერებლად ბომბავდნენ როგორც მართვადი JDAM-ებით, ასევე უმართავი, ხალიჩისებრი დაბომბვით, ერაყულ გვარდიას ბაღდადის შემოგარენში და მიწასთან ასწორებდა როგორც მათი ქვეითების ასევე ჯავშანტექნიკის პოზიციებს.
ამ უწყვეტმა, 24 საათიანმა დაბომბვებმა, რომელსაც თან ერთვოდა საზღვაო ქვეითების M-198 Howizer-ების, არმიის თვითმავალი M-109A6 Paladin-ების და MLRS-ების გამანადგურებელი ცეცხლი, გამოიწვია ერაყის ელიტარული დივიზიების მიწასთან გასწორება, რომლებმაც როგორც ჩანს რაღაცა მომენტში გადაწყვიტეს უკან დაეხიათ და ამერიკული ავიაციისგან თავდასაცავად ბაღდადში შეეფარებინათ თავი. სავარაუდოდ ეს სვლა ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ქალაქი წინასწარ იყო თავდაცვისთვის მომზადებული და ერაყის გვარდიას მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა ქალაქში ბრძოლის წარმოების უპირატესობა, სადაც ჯავშანტექნიკა ამერიკული ავიაციისსგან უკეთესად იქნებოდა დაცული. მაგრამ ამ სვლამ არ გაამართლა, ერაყული არმიის ქვედანაყოფების კონცენტრირებული გადაადგილება გზებზე ამერიკის ავიაციას უყურადღებოდ არ დარჩა და ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა. დამრტყმელი A-10-ები და სსტრატეგიული B-52-ები შეუფერხებლად ურტყამდნენ ერაყულ კოლონებს. ამ იერიშების შედეგად გამოწვეული მაშტაბური განადგურება მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ს  ქვეითთა მე-3 დივიზიამ, 3 აპრილს, ბაღდადის გარეუბნებს მიაღწია.
ბრძოლა რესპუპლიკის გვარდიისა და ამერიკის ძალების ტანკებს შორის, რომელსაც ბევრი ელოდა და რომელიც ბევრის აზრით ორივე მხარეში დიდ დანაკარგებს გამოიწვევდა, არ შესდგა. შეგვიძლია ვთქვათ რომ, როგორც ასეთი, კლასიკური სატანკო ბრძოლები საკმაოდ მცირე მსშტაბებით განხორციელდა. ამერიკელებმა სატანკო დანაკარგები ძირითადად ნაღმებისგან და პარამილიტარისტული ჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისგან განიცადეს. ქვემოთ ანალიზს გავუკეთებთ იმ მოვლენებს, რომლებიც 25 მარტის შემდეგ განვითარდა და დეტალურად განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ბრძოლებს რომლებსაც ამ თარიღის შემდეგ, ბაღდადის აღებამდე ჰქონდათ ადგილი.

2003 წლის 23 მარტი, აშშ-ს საზღვაო ქვეითი ტაქტიკური დაჯგუფება Task Force Tarawa-დან ქალაქ ნასირიასთან 

ოთხშაბათი, 26 მარტი, დღე მე-7
იზრდება შიში ომის გაწელვის საფრთხეზე
ქალაქ ნაჯაფის ბრძოლები

ერაყის დედაქალაქში ამერიკულ-ბრიტანული ძალების თავდასმის შედეგად მრავალი შენობა იქნა განადგურებული და ცეცხლს მიცემული. თავდასხმების მიზანს რესპუბლიკური გვარდია და ასევე ერაყის ტელევიზია წარმოადგენდა, რომელიც წარმატებულად გააჩუმეს. თვითმხლილველთა თქმით, გათენებისას ბაღდადში 40-მდე აფეთქება გაისმა, თავდასხმები ქალაქის სამხრეთ რაიონზე, რესპუბლიკური გვარდიის თავმოყრის ადგილებზე იყო კონცენტრირებული. კოალიცია ერაყულ გვარდიასთან მძიმე ბრძოლებს პროგნოზირებდა. ამერიკელთა ცენტრალურმა მეთაურობამ, რომელიც ყატარში იყო დისლოცირებული, განაცხადა რომ რაკეტებმა ერაყის ტელევიზიისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა, რითაც ერაყული ძალების მეთაურობისა და კონტროლის სისტემას დიდი ზიანი მიაყენა. ქალაქზე იერიშებს მოყვა ამერიკელებსა და ერაყელებს შორის მძიმე ბრძოლები ქალაქ ნაჯაფის გარეუბნებში (ბაღდადიან სამხრეთით 160 კილომეტრში), რომელშიც 150-დან 300-მდე ერაყელი ჯარისკაცი განადგურდა. პენტაგონის ოფიციალური წყაროების თანახმად სავარაუდოდ 300-მდე ერაყელი ჯარისკავი იქნა მოკლული, როდესაც მათ ქალაქ ნაჯაფის მახლობლად, ქვეითთა მე-3 დივიზიის, მე-7 პოლკზე განახორციელეს შეტევა. ამერიკელთა დანაკარგები ამ ბრძოლებში როგორც მინიმუმ ორი ტანკი M1A1 Abrams-ითა და ერთ ქსმ Bradley-თ შემოიფარგლა.
ასევე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ნასირიას ჩრდილოეთით მდებარე საგზაო არტერიაზე, სადაც ერაყული პარამილიტარისტული ჯგუფები თავს დაესხნენ ამერიკელთა მომარაგების კოლონას, რომლის შედეგადაც თავის თავზე გამოსცადეს ამერიკული არტილერიის ძალა.
ბასრას ფრონტზე ბრიტანელები ერაყელთა წინააღდეგობის დასაძლევად მძიმე ბრძოლებს აგრძელებენ. ერაყის სიდიდით, ძირითადად შიიტებით დასახლებული, მეორე ქალაქიდან, რომელშიც 1,3 მილიონი მოსახლე ცხოვრობდა, ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო. ბრიტანელების განცხადების თანახმად, ქალაქში მიმდინარეობდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის ერთგული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შიიტთა აჯანყება, მაგრამ კოალიციას არ ძალუძდა ამბოხებულთა დაცვა ერაყული დამსჯელი ძალებისგან. ყატარში ცენტრალური მეთაურობის მიერ გამართული ბრიფინგის დროს, როგორც გენერალ ლეიტენანტმა ვინსენტ ბროოკსმა (Vincent Brooks) განაცხადა, ეს ექსპედიცია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობასა და ერაყის მასიური განადგურების იარაღისგან გაწმენდას ისახავს მიზნად, "ჩვენი ოპერაციაები ალყას არ ისახავენ მიზნად" კონკრეტულად გაუსხვა ხაზი ამ ფრაზას გენერალმა. შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობდა სამხრეთ ერაყისკენ რესპუბლიკური გვარდიის მსხვილი შენაერთების გადაადგილების შესახებ ბრუკმა განაცხადა რომ ამგვარი რამე არ შეუნიშნავთ. სწორედ ამ დროს იზრდება შიში იმის თაობაზე რომ ექსპედიციას მიზნების მისაღწევად დაგეგმილზე მეტი დრო მოუნდება, ხოლო პენტაგონის ზოგიერთი გენერალი გამოთქვამს აზრს რომ გზებზე გაწეილილი და დაუცველი მომარაგების კოლონებზე თავდასხმების გამო შესაძლებელია წინსვლა შეჩერდეს.
საარმიო ავიაციის მე-11 პოლკის ასამდე AH-64A/D Apache 24 მარტს განხორციელებული ოპერაციის დროს მჭიდრო ჰაერსაწინააღმდეგო ცეცხლისგან მიღებული დაზიანებებისა თუ ცუდი ამიდის გამო, რომელიც ბოლო სამი დღე მძლავრობდა შუა აზიაში, მიწაზე იყო მიჯაჭვული. საჰაერო ძალების F-15E და F-16C და საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითების F/A-18C/D ძირითადად სტატიკურ სამიზნეებს ბომბავდნენ, რადგანაც ქვიშიანი ქარიშხლის გამო ლაზერით მართვადი ავიაბომბების გამოყენება შემთხვევითი სამიზნეების წინააღმდეგ ფაქტიურად შეუძლებელი იყო.

ოპერაცია 'ერაყის თავისუფლების" დროს აშშ-ს საჰაერო ძალების F-15E ჰაერში საჰაერო ტანკერ KC-10-დან საწვავით გამართვას ახორციელებს 


აღმოსავლეთით საზღვაო ქვეითები ქალაქ ალ-კუტს აღწევენ, სადაც მათი წინსვლა ერაყლი ძალების წინააღმდეგობისა და გათავებული სწავავის გამო ჩერდება. ქუვეითში ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების თანახმად მომარაგების გზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც როგორც აღმოჩნდა თავდასხმებისგან დაუცველი იყო, ერაყში 82-ე და 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიების გადასროლა მოხდება. აღნიშნულმა ქვედანაყოფებმა მიზნის მისაღწევად ცუდი ამინდის გარდა ერაყელი სნაიპერები და დანაღმული რაიონები უნდა დაძლიონ. ამგვარად დაიწყო მძმე მანქანების თავმოყრა, რათა წინ მიმავალ ჯავშანსატანკო ძალებს უკვე გამოლეული საკვები და წყალი მიაწოდონ. რეალურად წინა დღეებში გარეკლამებული ეფექტური წინსვლა დამუხრუჭდა. ავიაციამ მოსალოდნელ ეფექტს ვერ მიაღწია და როგორც ჩანს სადამი ისევ ინარჩუნებს როგორ ჯარებზე ასევე მოსახლეობაზე მართვის ეფექტურ სადავეებს, მოსახლეობაზე რომელმაც საკმაოდ კონკრეტულად დააფიქსირა თავისი აზრი რომ ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს არ დახვდება როგორც განმანთავისუფლებლებს. სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით დივიზია ბაღდადი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთითაა გაშლილი, მედინას დივიზიისგან გასნხვავებით მხოლოდ 58 ცალი მოძველებული Т-62-ითაა შეიარაღებული.


ხუთშაბათი, 27 მარტი, დღე მე-8
ამერიკელი პარაშუტისტები ჩრდილოეთ ერაყში


1989 წელს პანამაში ჩატარებული ოპერაცია "Just Cause"-ს შემდეგ ყველაზე დიდი საჰაერო-სადესანტო გადმოსხდეომა 2003 წლის 27 მარტს განხორციელდა, როდესაც 173-ე საჰაერო-სადენსანტო ბრიგადის (Airborne Brigade) ათასზე მეტი პარაშუტისტი ჩრდილოეთ ერაყში დაეშვა. მედესანტეთა გადასხმით დაიწყო ჩრდილოეთ ერაყში აშშ-ს ძალების გადასროლა, რომელთა მიზანსაც ქალაქ მოსულისა და კირკუკის მიმდებარე რაიონების უკეთესად გასაკონტროლებლად მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენდა. 173-ე ბრიგადა, ბაშურის (Bshur) რაიონში მდებარე, მიტოვებული ასაფრენი ბილიკის, Harir-ის მახლობლად გადმოსხდა. ოპერაციის დაწყებამდე სპეცდანიშნულების რაზმებმა დაშვების რაიონი დაზვერეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოზიციები დაიკავეს და საჰაერო-სადესანტო ოპერაციას "მწვანე შუქი" მისცეს.
პენტაგონის წყაროს თანახმად ეს ოპერაცია "პროფილაქტიკურ" ხასიათს ატარებდა, რითაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ რაიონში არ არსებობდა ერაყული ძალები, რომლებიც მედესანტეებს ხელს შეუშლიდა მოქმედებაში. როგორც ცნობილია 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა იტალიიდან ჩრდილოეთ ერაყში C-17 Globemaster II-ით იქნა გადასროლილი. დესანტირება 300 მეტრის სიმაღლეზე განხორციელდა, თავიდან 5 C-17-მა ტექნიკითა და აღჭურვილობით დატვირთული 10 ცალი მძიმე პლატფორმა დაუშვეს. მძიმე ტექნიკას მოყვნენ მედესანტეები, პირველი 173-ე ბრიგადის  მეთაური, პოლკოვნიკი უილიამ მეივილლი იყო, მომდევნო 58 წამში მას მიყვა 963 ჯარისკაცი. მხოლოდ 32 მებრძოლმა ვერ მოასწრო დესანტირება. აეროდრომის მცირე ზომის გათვალისწინებით საპარაშუტო გადმოხტომამ ამერიკელებს უბრალო გადმოსხდომასთან შედარებით დროის მოგების საშუალება მისცა. დესანტირება ცოტა გაწეილი გამოვიდა, ზოგიერთმა თვითმფრინავმა მედესანტეები 2000-3000 მეტრით ადრე ჩამოყარა. დესანტირებიდან 15 საათში ბრიგადა უკვე ერთ, მთლიან დაჯგუფებად შეგროვდა. ძირითადი ხტომა "წითელმა დემონებმა", 1-503-მმა (503-ე პოლკის 1 ბატალიონი) ვიცეპოლკოვნიკ ჰარი ტანნელის მეთაურობით და "ქვის" 2-503-მმა, ვიცეპოლკოვნიკ დომინიკ კარაჩილოს მეთაურობით განახორციელეს. ბატალიონებმა აეროპორტის გარშემო პოზიციები დაიკავეს და სატრანსპორტო თვითმფრინავების მისაღებად მისი მომზადება დაიწყეს. მომდევნო 96 საათის განმავლობაში აშშ-ს საჰაერო ძალებმა აეროდრომზე 2160 ჯარისკაცი და 381 ერთეული ტექნიკა გადმოსხეს.
გენერალ ლეიტენანტ ვინსენტ ბროოკსის განცხადების თანახმად, რომელიც ცენტრალურ სამეთაურო შტაბში (US Central Command) გააკეთა "173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა გამოყენებული იქნება ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დასაცავად და პარალელურად ქურთ მებრძოლებთან ერთად ერაყული არმიის პოზიციებზე საიერიშოდ".
თავისთავად მედესანტეების ჩრდილოეთ ერაყში გადასხმა სხვა მიზანსაც ემსახურებოდა, ამ მოქმედებით აშშ-მ თურქეთის საზღვართან მოგორვილ თურქულ ქვედანაყოფებსა და ერაყელ ქურთებს შორის შეტაკების აკრძალვა მოახდინა. თურქეთს ძალიან აშფოთებდა ქურთების გაძლიერება და მათი დამოუკიდებლობა ერაყის შემადგენლობიდან გამოსვლის შემთხვევაში, სწორედ ამიტომ არ მისცა ამერიკას სადესანტოდ აეროდრომების გამოყენების საშუალება. ასევე აუკრძალა ამერიკულ არმიას თურქეთის გავლით ჩრდილოეთ ერაყისკენ მრავალრიცხოვანი დაჯგუფების გადასროლა. სწორედ ინტერესთა თანხვედრის შემდეგ გადაწყდა დესანტირების იტალიიდან განხორციელება.
ამის პარალელურად სამხრეთ ერაყში ქვეითთა მე-3 დივიზიისა და საზღვაო ქვეითების 1-ლი საექსპედიციო კორპუსის (რომელმაც 72 საათში 230 მილი დაფარა) სწრაფმა წინსვლამ საწვავ-საპოხი მასალების, წყლისა და საკვების დეფიციტი გამოიწვია, ხოლო მათ უკან გაწელილმა მომარაგების დაუცველმა ხაზებმა ახალი პრობლემები წარმოშვა, რომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი შენაერთები იქნა გამოყოფილი



პარასკევი, 28 მარტი, დღე მე-9
ქვეითთა მე-3 დივიზიის დროებითი შეჩერება, ქალაქ ნაჯაფის ბრძოლები

ყატარში ცენტრალური ხელმძღვანელობის წარმომადგენელბი კიდევ ერთხელ გამოჩნდნე ბრიფინგზე და შეეცადნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება რომ ქალაქ ბასრაში და ნასირიაში ერაყული პარამილიტარისტული დაჯგუფებების  მოულოდნელი წინააღმდეგობა ერაყში კოალიციის ოპერაციას საფრთხეს არ უქმნიდა. პენტაგონის წყაროების თანახმად ქალაქ ბასრას შემოგარენში, სადაც ბრიტანული არტილერია მოწინააღმდეგის პოზიციებს შეუსვენებლად ამუშავებდა, მძიმე ბრძოლები მთელი ღამე გაგრძელდა. ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურის განცხადების თანახმად ბრიტანულმა ძალებმა ერაყის სამხრეთში მოახდინეს მოწინააღმდეგის ძალებს ბლოკირება, თუმცა ბრძოლები ჯერ კიდევ დაუსრულებლად გრძელდება.
დრამატულად განვითარდა 300 ერაყელი მოქალაქის მცდელობა მდინარე ევფრატზე ხიდის გავლით გადასულიყვნენ კოალიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერაყელი ფედაინები შეეცადნენ მათ შეჩერბას და ხიდი ნაღმტყორცნებით დაბომბეს, რის შედეგადაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი განადგურდა, ბრიტანელებმა საპასუხოდ არტილერიის ცეცხლით უპასუხეს. ერაყულმა ძალებმა ასევე მოახერხეს ბრიტანული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც სავარაუდოდ ბასრაში ერაყელთა პოზიციების დასაზვერად იქნა აფრენილი.
იმავე დღეს უმ-ქასრის პორტში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ბრიტანული ხომალდი Sir Galahad შევიდა. ხომალდმა, რომელსაც 600 ტონა საკვები და სასმელი წყალი გადაჰქონდა, დანიშნულების ადგილზე მისვლა დააგვიანა, ამის მიზეზი რაიონში მიმდინარე მძიმე ბრძოლები და ერაყელების მიერ, ფაოს ნახევარკუნშულის არხში გამართული დანაღმული ველები იყო. ჩრდილოეთში ბრძოლები ერაყელ ფედაინებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შორის შიგ ქალაქ ნასირიაში მიმდინარეობდა.
საზღვაო ქვეითები ამ ეტაპისთვის დაკავებული პოზიციების გამაგრებას და დასტაბილურებას ცდილობდნენ, ამის პარალელურად მზვერავთა მეწინავე ჯგუფები მდინარე ტიგრისა და ევფრატის სანაპიროებით, ბაღდადს მიუხალოვდნენ.  ამავდროულად ამერიკულმა ძალებმა ქალაქ ნასირიას სამხრეთით, წინა დღეებში დაკავებულ აეროპორტში, რომელსაც "ჯორ ბუშის" აეროპორტი უწოდეს, საჰაერო გზით მძიმე აღჭურვილობის გადასროლა დაიწყეს. აეროპორტი არა მარტო აღჭურვილობის ხიდად, არამედ მოიერიშე A-10-ების მეწინავე ბაზადაც იქნა გამოყენებული. აქედან მოიერიშეები უფრო ეფექტურაქდ და მოკლე დროში ახდენდნენ სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერას. მარტო ამ აღნიშნული 24 საათის განმავლობაში აქ ოცზე მეტი სატრანსპორტო C-17 დაჯდა, რომლებმაც ათეულობით ტონა აღჭურვილობა და ტანკები გადმოტვირთეს. აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის ვარაუდით ერაყული გვარდიის მედინასა და ხამურაბის დივიზიების პირადი შემადგენლობა (რომელიც სავარაუდოდ 30 000 კაცს აღწევდა), უახლოეს ოთხ დღეში, ბომბდამშენ B-52-ების უწყვეტი მუშაობის შედეგად 15%-ით შემცირდება. ბომბდაშენა ერაყის დედაქალაქშიც გრძელდებოდა, სადაც ქალაქის ცენტრში ჩამოგდებულ ავიაბომბას 7 მოქალაქე შეეწირა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ამერიკული ავიაციის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ბომბდამშენმა B-52-მა, ორი ცალი 2200 კილოიანი GBU-28-ით ქალაქის ცენტრში კავშირგაბმულობის კვანძი გაანადგურა. დაღუპილ მოქალაქეთა სია ამით არ დამთავრებულა, მომდევნო დღეს, პარტია ბაათის შტაბის დაბომბვას 52 მშვიდობიანი ერაყელი შეეწირა.
აშშ-ს არმიის ქვეითთა მე-3 დივიზია წინ სვლას აგრძელებდა, როდესაც ქალაქ ნაზაფის ჩრდილოეთით, ორმა ქსმ M2A2 Bradley-მ ორი ერაყული ტანკი Т-55 და ორი ქსმ БМП-1 აღმოაჩინდა. ეს ერაყელთა მეწინავე მზვერავები იყვნენ, რომელთა მიზანსაც სავარაუდოდ საარტილერიო დამუშავებისთვის საჭირო ამერიკელთა პოზიციების ზუტი კოორდინატების დადგენა წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში ერაყლი ქვედანაყოფი მოიერიშე A-10-მა გაანადგურა. საღამოს მომარაგებისა და საწვავ-საბრძოლო მასალებით გამართვის მიზეზით ქვეითთა მე-3 დივიზიის წინსვლა ჩერდება. უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის ქვედანაყოფებს სწრაფად წინ მიმავალი საბრძოლო შენაერთების უკან მისაყოლად განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ.
ცოტა უკან, ზურგში, ქალაქ ნაჯაფთან, მე-3 დივიზიის ქვედანაყოფი, რომელიც ქალაქში მოქმედი ფედაინების დაჯგუფების გასანადგურებლად გამოეყო ძირითად ძალებს, საჰაერო მხარდაჭერას იძახებს. საჰაერო იერიში შედეგად ნადგურდება პარტია ბაათის შტაბბინა. ვინც საჰაერო დარტყმას გადაურჩა, შეეცადა ქალაქიდან გასულიყო, მაგრამ ამერიკულმა Abrams-ებმა მათ ცოცხლად დარჩენის შანსიც კი არ დაუტოვეს. ამ შეტაკებაში სავარაუდოდ ორასამდე ერაყელი მებრძოლი განადგურდა.

შაბათი, 29 მარტი, დღე მე-10
ერაყელთა სასოწარკვეთილი კონტრიერიში ბაღდადის დასაცავად

მოულოდნელად, იმ მომენტში, როდესაც ყველა ექსპერტისა და სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ბაღდადისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მომდევნო დღეებში უნდა გამართულიყო, ერაყული ძალები ოთხშაბათ საღამოს კონტრიერიშს ახორციელებენ და ჩნდება შეგრძნება რომ ბრძოლა ბაღდადისთვის უკვე დაწყებულია.
აშშ-ს ქვეითთა მე-3 დივიზიამ მოახერხა, უდაბნოში დამქანცველი საბრძოლო მარშების გავლით, ბაღდადს 60-80 კილომეტრში მიახლოებოდა. მოხსენების თანახმად - დივიზიის მეწინავე შენაერთებმა საწვავის მარაგის დიდი ნაწილი გახარჯეს და ეხლა ადგილზე გაჩერებულები ელოდნენ მომარაგებას. პარალელურად მათ ბუნებასთან გამკლავებაც უწევდათ, საბრძოლო მოქმედებების მთელ თეატრზე წარმოუდგენელი ძალის ქვიშის ქარიშხალი ბობოქრობდა. რის შედეგადაც სატანკო ეკიპაჟები, ნულოვანი მხედველობის გამო ადგილზე იყვნენ მიჭაჭვულები, ხოლო მოიერიშე ვერტმფრენები საჰაერო მხარდაჭერისთვის ჰაერში აფრენას ვერ ახერხებდნენ.
ერაყის არმიის შტაბმა გადაწყვიტა კონტრიერიშისთვის ეს ხელსაყრელი მომენტი გამოეყენებინა. ამ მოძრაობას რა თქმა უნდა ლოგიკურობა არ აკლდა, ქვიშის ქარბუქი ამერიკელთა ტექნოლოგიურ უპირატესობას თითქმის ნოლზე სვამდა. აღსანიშნავია რომ ასეთი გარემოება ვერტმფრენების გარდა უსარგებლოს ხდიდა ამერიკული ტანკების თერმული ხედვის კამერებს, რომლებსაც არ შეეძლოთ უსაფრთხო მანძილზე მოწინააღმდეგის აღმოჩენა. ამას ემატებოდა ისიც რომ, ქვიშის ქარბუქის გამო ამერიკული კოსმოსური თანამგზავრები და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
მდგომარეობას სადამ ჰუსეინის ფედაინებთან და პარამილიტარისტულ დაჯგუფებებთან, რომლებიც მარშის მთელ სიგრძეზე ფლანგურ იერიშებს ახორციელებდნე, გამუდმებული შეტაკებებიც ართულებდა.
ერაყელებისთვის ეს იდეალური მომენტი იყო. სხვა თუ არაფერი ეს იყო ერთადერთი შანსი დედაქალაქიდან მოშორებით დაერტყათ მტრის ძალებისთვის, დაერტყათ ისეთ მომენტში, როდესაც ის დაღლილი იყო, საწვავის მარაგი გამოლეული ჰქონდა და გარემო პირობების გამო ვერ შესძლებდა ტექნოლოგიური უპირატესობის გამოყენებას.
ერაყელთა მოქმედება ორ პარალელურ მიმართულებაზე განხორციელდა. პირველი დაიწყო ბაღდადიდან, საიდანაც ჯავშანტექნიკის  კოლონა (თავიდან 1000 ჯავშანმანქანა და ტანკი იყო ნავარაუდევი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შენაერთი უფრო მცირე ზომისა იყო) გამოვიდა, ამის პარალელურად ალყაში მყოფი ქალაქ ბასრადან უფრო მცირე ზომის შენაერთი გამოვიდა, რომელიც მიზნად უმ-ქასრის კონტრიერიშს და დაკავებას ისახავდა.
უცნობია თუ რამდენად დააფრთხო ერაყელთა ამ მოქმედებამ ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები, მაგრამ დაწრმუნებით ცნობილია რომ ეს ქვედანაყოფები აშშ-ს საჰაერო ძალების მართვისა და გამიზვნის თვითმფრინავის, E-8 JSTAR-ის საშუალებით იქნა აღმოჩენილი. იმავე წამს ქვეითთა მე-3 დივიზიის იმ ქვედანაყოფების მეთაურებმა, რომლებიც უშუალოდ უპირისპირდებოდნენ ბაღდადიან გამოსულ ჯავშანსატანკო შენაერთს, ჩათვალეს რომ საფრთხე საკმაოდ დიდია და საჰაერო მხარდაჭერა გამოიძახეს. მაგრამ ამის განხორციელება ამინდის გამო შეუძლებელი იყო, ვერც მოიერიშე ვერტფრენები და ვერც მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები მხარდაჭერას ვერ შესძლებდნენ. სწორედ ამიტომ ჰაერში მძიმე, სტრატეგიული ბომბდამშენები, B-52-ები იქნა აწეული.

ქვიშიანი ქარიშხალი ერაყში (ფოტოზე საზღვაო ქვეითები)


იმ მიზეზით, რომ უცნობი იყო ერაყელთა შენაერთების ზუსტი ადგილმდებარეობა, გადაწყტა ტრადიციული, ვიეტნამის ომში პოპულარული, CARPET BOMBING-ის (ხალიჩისებური დაბომბვა) მეთოდის გამოყენება.
საჰაერო იერიშის შედეგად, ის ადგილების სადაც ერაყელები გადაადგილდებოდნენ უდაბნოს პეიზაჟიდან მთვარის ზედაპირის პეიზაჟად გადაიქცა. ერაყელთა დანაკარგების შესახებ მონაცემები არ არსებობდა, მაგრამ როგოც შემდეგში გახდა ცნობილი, ჯავშანსატანკო ქვედანაყოფი თითქმის სრულებით განადგურდა.
ამავე საჰაერო დარტყმაში რამოდენიმე საიერიშო ვერტმფრენი Apache მონაწილეობდა, რომლებმაც მოახერხეს ერაყელთა მანქანების დიდი რაოდენობის აღმოჩენა და განადგურება, მათ შორის რამოდენიმე ტანკი, ჯტრ, ქვემეხი და ჰსთ სარაკეტო დანადგარი.
განსხვავებული მეთოდით დაუპირისპირდნენ უფრო მცირე, ბასრადან გამოსული ქვედანაყოფს (51-ე დივიზია). რომლის იერიშიც, კლასიკურ სატანკო ბრძოლაში, ბრიტანული არმიის 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადის ტანკ Challanger-2-ებმა მოიგერიეს. ბრძოლის შედეგად განადგურდაა დაახლოებით 40 ცალი ერაყული T-55 და T-72. ამ შეტაკებიდან ბრიტანული მხარე სერიოზული დანაკარგის გარეშე გამოვიდა.
ერაყელთა აღნიშნული ჯავშანსატანკო შენაერთები ან კი არ ეკუთვნოდა რესპუბლიკურ გვარდიას, მაგრამ ცხადია რომ მათი განადგურების შედეგად ერაყული ჯავშანსატანკო ძალები საკმაოდ დასუსტდა. მეორეს მხრივ მდგომარეობა არც ამერიკული ქვეითთა მე-3 დივიზიისთვისთვის გამოსწორებულა, რომელიც, მიუხედავად იმისა რომ ქარიშხალი ჩადგა, მაინც განიცდიდა მომარაგების პრობლემას. თუმცაღა უნდა აღინიშნოს რომ ამინდის გამოსწორებამ მათ ტექნოლოგიური უპირატესობის გამოყენების საშუალება მისცა. როგორც ყატარში ცენტრალური მმართველობის შტაბში, გენერალ-მაიორმა Victor Renuart-მა განაცხადა, ამერიკულმა ძალებმა სამხრეთ ერაყში რამოდენიმე აეროდრომის გამოყენება დაიწყეს, რომლებიდანაც უკვე საბრძოლო გაფრენებს ახორციელებენ მოიერიშე A-10-ები და ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მრავალფუნქციური AV-8B-ეები. ამას გარდა აეროდრომები სამძებრო და სამაშველო საბრძოლო ფრენებისთვის (CSAR) აშშ-ს საჰაერო ძალების ვერტმფრენები MH-53J Pave Low და MH-60G იყენებდნენ.
ამერიკისა და ავსტრალიის გამანადგურებლები სამხრეთ ერაყში მძლავრი ქარისა და ჭექა-ქუხილის გამო სახმელეთო სამიზნეების განადგურებაში (defensive counter air) დიდ სირთულეებს განიცდიან. სირთულეებით, მაგრამ მაინც მოხერხდა დაუსახელებელი სპეცრაზმის მტრის ტერიტორიიდან ვერტმფრენ MH-53J-ეს გამოყენებით ევაკუაცია. იმავე დღეს ამერიკელმა Rangers-ებმა მტრის ზურგში, ერაყელთა სპეცდანანიშნულების ძალების მართვის ცენტრის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განახორციელეს. მოკლე ბრძოლის შედეგად მართვის ცენტრის დაკავება მოხერხდა. როგორც აღმოჩნდაა ამ სამეთაურო პუნქტიდან ხორციელდებოდა ერაყის მთელი დასავლეთ უდაბნოში მიმდინარე ოპერაციების დაგეგმვა და მართვა.
მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მსხვილი მაშტაბებით გრძელდებოდა, ამერიკული ძალები მასიურად იყნებდნენ ღამის ხედვის სათვალეებს. ამერიკელებმა მოახერხეს დიდი სამხედრო საწყობის დაკავება, სადაც დიდი რაოდენობით მასიური განადგურების იარაღისგან დამცავი კოსტუმები იყო დასაწყობებული. იმავე ღამეს ხორციელდება ვერტმფრენებისა და ჯავშანსატანკო ძალების შეთანხმებული იერიში ქალაქ კარბალას ჩრდილოეთით მყოფი "მედინას" დივიზიის წინააღმდეგ.
ბრიტანულმა ძალებმა მოახერხეს ქალაქ ბასრასკენ ჩრდილოეთიდან მიმავალ გზაზე გასვლა და აგრძელებენ ბრძოლებს დარჩენილი ერაყული ძალების გასანადგურებლად, რათა სრულიად უზრუნველყონ მომარაგების გზების უსაფრთხოება. ხდება ბასრას ნავთოგადამამუშავებელი ქარხნების დაკავება და კეთდება განცხადება, რომ მხოლოდ 3 ქარხანა იწვის. უმ-ქასრის პორტში როგორც იქნა ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულმა ბრიტანულმა ხომალდმა, Sir Gallahad-მა მოაღწია. დახმარება ბასრას მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, რომელიც უკვე ერთი კვირაა საკვებისა და სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის განიცდის.
გრძელდება მომარაგების განხორციელების სერიოზული მცდელობები მასიური გადაადგილების გზებზე, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით მუდმივად აკონტროლებენ ვერტმფრენები და ჯავშანსატანკო შენაერთები. სპარსეთის ყურეში, სავარაუდო ამერიკული კრეისერი USS Cape St. George-დან, ხორციელდება რამოდენიმე ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ის გაშვება, რომლებიც მიზანს ასცდნენ და საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ჩამოცვივდნენ. რამაც ადგილობრივი ხელისუფლების მკაცრი რეაქცია გამოიწვია, რის შედეგადაც საფრენოსნო ტრასების შეზღუდვა მოხდა და ფრთოსან რაკეტებს მხოლოდ დაუსახლებელი რაიონების თავზე უშვებდნენ.