General Dynamics Land Systems-მა აშშ-ს არმიისგან Abrams-ის ტიპის ტანკების მოდერნიზაციის ორი ხელშეკრულება მიიღო.
კომპანია შექმნის და დანერგავს მრავალირცხოვან ტექნიკურ ცვლილებებს SEPv3 პაკეტში და შექმნის SEPv4, რის შემდეგადაც ტანკებს ამ სტანდარტებამდე მოდერნიზაციას განახორციელებს.
Abrams M1A2 SEPv3 შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი:
- AUSA-2015–ზე General Dynamics Land Systems-მა М1А2 SEP v.3 წარმოადგინა
- M1A2SEP v.3 - ჯავშნის იმიტატორი
- ჩრდილოეთ ამერიკის სამხედრო სახმელეთო ტექნიკის რეალები და პერსპექტივები
- 2018 წელს Abrams-ი და Bradley აქტიური დაცვით აღიჭურვება
პირველი ხელშეკრულება - SEPv4-ის სამოდერნიზაციო პაკეტის დამუშავებაა, გაუმჯობესდება მემიზნისა და მეთაურის (რომელიც მანამდე ცნობილი იყო Commander’s Independent Thermal Viewer სახელით) სამიზნები, სენსორები, შეიარაღება და სიცოცხლისუნარიანობა. General Dynamics Land Systems-ის არმიას 311 მილიონი დოლარის საფასურად M1A2 SEPv4-ის 7 ცალ პროტოტიპს მიაწვდის.
მეორე, 270 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება, ითვალისწინებს Abrams M1A2 SEPv3 ტიპის 45 ცალი ტანკის მიწოდებას. ტანკებში გაუმჯობესებული იქნება კავშირგამბულობა, საიმედოობა, საწვავის ეკონომიურობა და ჯავშანდაცვა. აღნიშნული მანქანები საწარმოო ხაზს 2017 წლის შემოდოგმაზე დატოვებენ.
წყარო:
No comments:
Post a Comment