როგორც ინტერნეტ რესურსი IHS Jane's იუწყება, 2017 წლის 28 აგვისტოს, "მეწინავე გაფართოებული ყოფნის" (Еenhanced Forward Presence - ЕFP)ფარგლებში, "რუსეთის შესაკავებლად" პოლონეთში, ლიტვასა, ლატვიასა და ესტონეთში გაშლილმა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ოთხივე მრავალეროვნულმა კომბინირებულმა საბრძოლო დაჯგუფებამ სრულ საბრძოლო მზადყოფნას მიაღწია. დაჯგუფებათა სრული მზადყოფნის შესახებ, 27 აგვიტოს, ლატვიაში ბაზირებული მე-4 დაჯგუფების მიერ ეგრეთ წოდებული "საკვალიფიკაციო სწავლებების" (Сertification Еxercise - CERTEX) განხორციელების შემდეგ იქნა გამოცხადებული.
ქვემოთ მოყვანილ (IHS Jane's-ის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი) ინფოგრაფიკაზე ასახულია ოთხივე, პოლონეთში, ლიტვასა, ლატვიასა და ესტონეთში გაშლილი დაჯგუფებების დღევანდელი მდგომარეობა.
გამოსახულება გადიდებადია
ინფოგრაფიკის მიხედვით ოთხი დაჯგუფება შემდეგნაირად გამოიყურება:
- კანადის სარდლობით ლატვიაში 1138 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება (კანადელები, ალბანელები, იტალიელები, პოლონელები, სლოვენები და ესპანელები)
- აშშ-ს სარდლობით პოლონეთში 1270 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება (ამერიკელები, რუმინელები და ბრიტანელები)
- ბრიტანელების სარდლობით ესტონეთში 1200 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება (ბრიტანელები, ფრანგები და უნგრელები)
- გერმანელების სარდლობით ლიტვაში 1022 სამხედრო მოსასმახურე იმყოფება (გერმანელები, ბელგიელები, ლუქემბრუგელები, ჰოლანდიელები და ნორბ~ვეგიელები)
No comments:
Post a Comment