Sunday, September 3, 2017

თსდ "Коалиция"-ს ახალი ჭურვები და მუხტების მოდლურუი სისტემა

სამხედრო-ტექნიკური თემატიკის გამოფენა "Армия-2017"-ზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სარაკეტო-საარტილერიო სამმართველომ, სხვა მრავალ ექსპონატთან ერთად, პერსპექტიული 152 მილიმეტრიანი თსდ "Коалиция"-სთვის შექმნილი მოდლურუი მუხტების სისტემა და რამოდენიმე ახალი ჭურვი წარმოადგინა

მყარ, წვად კარტუზში განთავსებული მოდულური სატყორცნი მუხტი
წარმოდგენილი იქნა 152 მილიმეტრიანი ბეტონგამტანი ჭურვი 3Г4. ჭურვი შექმნილია საველე საფორტიფიკაციო ნაგებობების, სხვა თავდაცვითი შენობებისა და ასევე მტრის ზურგის ინფრასტრუქტურის განასანდგურებლად. ჭურვი 152 მილიმეტრიანი თსდ 2С35 «Коалиция-СВ»-სთვისაა შექმნილი.

გასროლა შესდგება:

  • ჭურვი 3Г4
  • ფსკერის ამფეთქი
  • სრული ცვალებადი მოდულური სატყორცნი მუხტი 4-З-27
  • ელექტროდამრტყმელი მილაკი ТВ-УЭД-3 (3КВ9)


აღწერა:
გასროლა ფსკერის ამფეთქჩახრახნილი 3Г4 ჭურვისგან, სრული ცვალებადი მოდულური სატყორცნ მუხტ 4-З-27-სგან და ელექტრონული მილაკისგან შესდგება. ამფეთქის ჩახრახვნამდე მისი ბუდე ფუჭი საცობით არის დაგმანული.
ჭურვი 3Г4 შესდგება სპილენძის წამყვანი სარტყილსგან, ბალისტიკური ჩაფხუტისგან, ასაფეტქებელი მუხტისგან, სახრახნი ფსკერისგან და ღარებიანი რკალისგან.

ჭურვის კორპუსი ფოლადისაა, მასაიური თავა ნაწილით. ბალისტიკური ჩაფხუტი კორპუსზე მიხრახნილია. კორპუსის ფსკერში ბუდეა განტავსებული, რომელშიც ამფეთქი მუხტია განთავსებული. ასაფეტქებელი მუხტი ჩახრახნილი ფსკერითაა დაფარული, რომლის ზემოდანაც ღარებიანი რკალია დამაგრებული. ჩასახრახნი ფსკერსა და კორპუსს შორის ტყვიის სადებია ჩადებული, რომლის დანაიშნულებაც ასაფეთქებელი მუხტის დენთის გაზებისგან დაცვა წარმოადგენს.

ბეტონგამტანი ჭურვი 3Г4


გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო თსდ 2С35 «Коалиция-СВ»-სთვის შექმნილი 152 მილიმეტრიანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი 3-ОФ-83.

გასროლა შესდგება:

  • ჭურვი 3-ОФ-83
  • სათაო ამფეთქი
  • სრული ცვალებადი მოდულური სატყორცნი მუხტი 4-З-27
  • ელექტროდამრტყმელი მილაკი ТВ-УЭД-3 (3КВ9)



No comments:

Post a Comment