სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
3 ივლისს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ, 2131 ცალი wz. 96C ტიპის ავტომატის შესყიდვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეს იქნება არმიის მიერ შეძენილი ამ ტიპის იარაღის ბოლო პარტია. შეიარაღებაზე მიღებიდან 21 წლის მერე (1997 წ.), დასრულდა კალაშნიკოვის ბაზაზე შექმნილი ამ პოლონური ავტომატური შაშხანის ეპოქა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონურმა არმიამ wz. 96 Beryl და wz. 96 Mini Beryl ტიპის 86,5 ათასი ერთეული ავტომატი შეიძინა. მიწოდებული ავტომატები სამ მოდიფიკაციად იყო წარმოდგენილი: A - სტანდარტული სალულე, დასაკეცი კონდახი და შავი, გაუმჭვირვალე მჭიდი, B - წინა ტაქტიკური სახელურით და C - მოდიფიცირებული სალულე პიკატინის მიმმართველებით, ტელესკოპური კონდახი, ცეცხლის რეჟიმის გადამრთველის შეცვლილი კონსტრუქცია და მწვანე ფერის ნახევრად გამჭვირვალე პლასმასი მჭიდი (იხ. ზედა ფოტოზე).
პოლონურ არმიაში ავტომატური შაშხანა wz. 96C Beryl, 5,56×45მმ ტყვიებზე მომუშავე, მოდულურმა ცეცხლსასროლმა კომპლექსმა, MSBS-მა, ჩაანაცვლა , რომელსაც მომავალში 7,62×51მმ ტყვიებზე მომუშავე ვარიანტიც შეემატება. აღსანიშნავია რომ, 2018 წელს, პოლონურ არმიას, 13 000 ერთეული, ახალი C16 FB-M2 ტიპის შაშხანა გადაეცა.
აღნიშნული კომპლექსის შესახებ ბლოგზე 2014 წელს უკვე ვწერდი - ახალი პოლონური შაშხანა MSBS
კომპანია FB Radom ექსპულატაციაში მყოფი იარაღის რემონტზე და სათადარიგო ნაწილებზე კონცენტრირებას გეგმავს. მთუმცაღა Beryl-ი მიწოდება სამოქალაქო ბაზარზე, ექსპორტსა და სხვა ძალოვან უწყებებში გაგრძელდება.
წყარო:
No comments:
Post a Comment