სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
MSBS–ის შაშხანების ოჯახობა
პოლონეთმა საკუთარი საიერიშო შაშხანის, MSBS–ის შემუშავების პროცესი 2007 წელს დაიწყო და როგორც ჩანს შაშხანების ოჯახობა თანდათან უფრო უახლოვდება სერიული წარმოების დღეს.
გასულ თვეს ვებგვერდმა Equipped.pl გამოაქვეყნა შაშხანა MSBS–ის კლასიკური და ბულპაპის ვარიანტის ფოტოსურათები გამოცდებიდან.
MSBS-5,56B–ს (ბულპაპის ვარიანტრი) გამოცდები მთელი თვე გრძელდებოდა, რომლის შედეგადაც შაშხანის კონსტრუქციაში ცვლილებები იქნა შეტანილი.
პარალელურად მიმდინარეობდა "კლასიკური" MSBS–ის გამოცდებიც, რამაც ასევე გამოიწვია იარაღის კონსტრუქციაში ცვლილებები.
ქვემოთ მოყვანილია კარაბინი MSBS-5,56B–ს კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებები:
ქვემოთ მოყვანილია კარაბინი MSBS-5,56B–ს კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებები:
- შეიცვალა სავაზნესი და სასხლეტი დამცავი კავის ფორმა
- შეიცვალა საკეტის შემაკავებლის ღილაკი და საკეტის უკანა მდგომარეობაში მაფიქსირებელი კვანძი.
- შეიცვალა მჭიდის მიმღების ფორმა, როგორც ამტკიცებენ, ახლა იარაღს შეუძლია სხვადასხვა სახის მჭიდების გამოყენება, მათ შორის დიდი მოცულობის, 60 ვაზნიანი მჭიდებისაც.
- დაყენდა დამცველი ახალი სახელური.
- მოხსნადი ფისტოლეტის სახელური თავსებადია М–4–თან და მის კლონებთან.
- დადაბლებულია გადატენვის სახელური, რის შედეგადაც მსროლელს დამუხტვის მომენტში იარაღზე დაყენებული აქსესუარები ხელს არ უშლის.
როგორც ამტკიცებენ, კარაბინი MSBS-5,56B ათვისებაში ძალიან ადვილია, მოსახერხებელია, კარგად დაბალანსირებულია და მცირედი უკუცემით გამოირჩევა. კარაბინების გარდა წარმოდგენილი იქნა ასევე მათი ხიშტ–დანაც.
MSBS-5,56B
ბულპაპი MSBS-5,56B და კლასიკური MSBS-5,56
კლასიკური MSBS-5,56
კარაბინების გარდა წარმოდგენილი იქნა ასევე მათი ხიშტ–დანაც.
No comments:
Post a Comment