Showing posts with label MSBS. Show all posts
Showing posts with label MSBS. Show all posts

Thursday, July 12, 2018

პოლონეთის არმია ავტომატ "Beryl"-ს ემშვიდობება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

3 ივლისს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ, 2131 ცალი wz. 96C ტიპის ავტომატის შესყიდვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეს იქნება არმიის მიერ შეძენილი  ამ ტიპის იარაღის ბოლო პარტია. შეიარაღებაზე მიღებიდან 21 წლის მერე (1997 წ.), დასრულდა კალაშნიკოვის ბაზაზე შექმნილი ამ პოლონური ავტომატური შაშხანის ეპოქა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონურმა არმიამ wz. 96 Beryl და wz. 96 Mini Beryl ტიპის 86,5 ათასი ერთეული ავტომატი შეიძინა. მიწოდებული ავტომატები სამ მოდიფიკაციად იყო წარმოდგენილი: A - სტანდარტული სალულე, დასაკეცი კონდახი და შავი, გაუმჭვირვალე მჭიდი, B - წინა ტაქტიკური სახელურით და C - მოდიფიცირებული სალულე პიკატინის მიმმართველებით, ტელესკოპური კონდახი, ცეცხლის რეჟიმის გადამრთველის შეცვლილი კონსტრუქცია და მწვანე ფერის ნახევრად გამჭვირვალე პლასმასი მჭიდი (იხ. ზედა ფოტოზე).


პოლონურ არმიაში ავტომატური შაშხანა wz. 96C Beryl,  5,56×45მმ ტყვიებზე მომუშავე, მოდულურმა ცეცხლსასროლმა კომპლექსმა,  MSBS-მა, ჩაანაცვლა , რომელსაც მომავალში 7,62×51მმ ტყვიებზე მომუშავე ვარიანტიც შეემატება. აღსანიშნავია რომ, 2018 წელს, პოლონურ არმიას, 13 000 ერთეული, ახალი C16 FB-M2 ტიპის შაშხანა  გადაეცა.

აღნიშნული კომპლექსის შესახებ ბლოგზე 2014 წელს უკვე ვწერდი - ახალი პოლონური შაშხანა MSBS


კომპანია FB Radom ექსპულატაციაში მყოფი იარაღის რემონტზე და სათადარიგო ნაწილებზე კონცენტრირებას გეგმავს. მთუმცაღა Beryl-ი მიწოდება სამოქალაქო ბაზარზე, ექსპორტსა და სხვა ძალოვან უწყებებში გაგრძელდება.


წყარო:

Sunday, May 25, 2014

ახალი პოლონური შაშხანა MSBS

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

MSBS–ის შაშხანების ოჯახობა
პოლონეთმა საკუთარი საიერიშო შაშხანის, MSBS–ის შემუშავების პროცესი 2007 წელს დაიწყო და როგორც ჩანს შაშხანების ოჯახობა თანდათან უფრო უახლოვდება სერიული წარმოების დღეს.
გასულ თვეს ვებგვერდმა Equipped.pl გამოაქვეყნა შაშხანა MSBS–ის კლასიკური და ბულპაპის ვარიანტის ფოტოსურათები გამოცდებიდან. 
MSBS-5,56B–ს (ბულპაპის ვარიანტრი) გამოცდები მთელი თვე გრძელდებოდა, რომლის შედეგადაც შაშხანის კონსტრუქციაში ცვლილებები იქნა შეტანილი.
პარალელურად მიმდინარეობდა "კლასიკური" MSBS–ის გამოცდებიც, რამაც ასევე გამოიწვია იარაღის კონსტრუქციაში ცვლილებები.
ქვემოთ მოყვანილია კარაბინი MSBS-5,56B–ს კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებები:
  • შეიცვალა სავაზნესი და სასხლეტი დამცავი კავის ფორმა
  • შეიცვალა საკეტის შემაკავებლის ღილაკი და საკეტის უკანა მდგომარეობაში მაფიქსირებელი კვანძი.
  • შეიცვალა მჭიდის მიმღების ფორმა, როგორც ამტკიცებენ, ახლა იარაღს შეუძლია სხვადასხვა სახის მჭიდების გამოყენება, მათ შორის დიდი მოცულობის, 60 ვაზნიანი მჭიდებისაც.
  • დაყენდა დამცველი ახალი სახელური.
  • მოხსნადი ფისტოლეტის სახელური თავსებადია М–4–თან და მის კლონებთან.
  • დადაბლებულია გადატენვის სახელური, რის შედეგადაც მსროლელს დამუხტვის მომენტში იარაღზე დაყენებული აქსესუარები ხელს არ უშლის.

როგორც ამტკიცებენ, კარაბინი MSBS-5,56B ათვისებაში ძალიან ადვილია, მოსახერხებელია, კარგად დაბალანსირებულია და მცირედი უკუცემით გამოირჩევა. კარაბინების გარდა წარმოდგენილი იქნა ასევე მათი ხიშტ–დანაც.

MSBS-5,56B

ბულპაპი MSBS-5,56B და კლასიკური MSBS-5,56

 კლასიკური MSBS-5,56

კარაბინების გარდა წარმოდგენილი იქნა ასევე მათი ხიშტ–დანაც.