"Elephant Walk" - ეს არის საფრენი აპარატების მასირებული აფრენის პროცესი. ამ ტაქტიკური ილეთის განხორციელება ავიაფრთას მასირებული აფრენის შესაძლებლობების დახვეწის საშუალებას აძლევს და წარმოადგენს ძალის ერთგვარ დემონსტრირებას. აღსანიშნავია რომ ამ ბოლო დროს მსგავსი მასირებული აფრენები ამერიკის საარმიო ავიაციაში და საჰაერო ძალებში საგრძნობლად გახშირდა - ეს ჩინეთისა და განსაკუტრებით რუსეთის სამხედრო აქტივობასთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული აქტივობა გუშინ, ალიასკაზე, ელმენდორფის ავიაბაზაზე (Elmendorf AFB) განხორციელდა. 24 ცალ გამანადგურებელ F-22-თან ერთად ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო AEWACS E-3 Sentry და სატრანსპორტო C-17 Globemaster III. როგორც ცნობილია აღნიშNული ავიაბაზა 47 ცალი Raptor-ის სახლია. ამავე ბაზაზე, ფლორიდაში მომხდარი ქარიშხლის შემდეგ, ტინდალის ავიაბაზიდან (Tyndall AFB ) გადმოსროლი იქნა F-22-ის უცნობი რაოდენობა. უცნობია სულ რამდენი F-22-ია მწყობრში ალიასკის ამ ავიაბაზაზე, მაგრამ ღონისძიებაში საშტატო რაოდენობის ნახევარი იქნა ჩართული - ეს სამწუხაროა, მაგრამ მაინც გრანდიოზული სანახაობა გამოვიდა.
ასევე აღსანიშნავია რომ ყველა გამანადგურებელი ორი ცალი 600 გალონიანი დამატებითი საწვავის ავზებით იყო აღჭურვილი - ეს ალბათ უცხოეთში გამანადგურებლების ნებისმიერ მომენტში გადასროლის მზაობაზე მიანიშნებს. თვითონ ეს მასიურო ავიასწავლება უფრო მსხვილმაშტაბიანი სამხედრო მანევრების - "Polar Force"-ს ფარგლებში განხორციელდა.
No comments:
Post a Comment