როგორც ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტიდან ხდება ცნობილი - აშშ-ს საჰაერო ძალები, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, F-35-ზე შემდეგი სახის რაკეტების ადაპტაციას გეგმავს:
- AGM-158 JASSM
- AGM-158C LRASM
- AGM-179 JAGM
- AGM-114 Hellfire
ამ მიზნით Lockheed Martin-ს 90,2 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულება გაუფორმდა. ასე რომ "პინგვინი" სულაც "ნინაგი" ყოფილა.
AGM-158 JASSM (Joint Air-to-Surface Standoff Missile) - ჰაერი ხმელეთის კლასის ფრთოსანი რაკეტა, ფრენის მანძილი მიახლოებით 1000 კილომეტრი
AGM-158C LRASM (Long Range Anti-Ship Missile) - ხომალდსაწინააღმდეგო კლასის რაკეტა, ფრენის მანძილი მიახლოებით 800 კილომეტრი
AGM-179 JAGM (Joint Air-to-Ground Missile) - მსუბუქი კლასის ჰაერი-ხმელეთის რაკეტა, ფრენის მანძილი 8-16 კილომეტრი (მოდიფიკაციისდა მიხედვით)
AGM-114 Hellfire (Heliborne, Laser, Fire and Forget) - ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო ბაზირების რაკეტა, ფრენის მანძლი 8კმ
No comments:
Post a Comment