გუშინ სამმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა В-52Н-მა და ერთმა რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავმა Boeing RC-135V-მ რუსეთის დასავლეთ საზღვრები მოინახულეს. კერძოდ ამერიკელებმა ფრენები კალინინგრადის მახლობლად განახორციელეს.
2017 წელს ბალტიის თავზე განხორციელებული გზი გადაჭრის მომენტი (წყარო - რუსულმა Су-27-ებმა ამერიკული ბომბდამშენებისთვის გზის გადაჭრა განახორციელეს)
როგორც დასავლეთის ავიაწყაროები იუწყებიან -გუშინ ორმა ამერიკულმა B-52H-მა კალინინგრადის საზღვაო საზღვრიდან 140-144 კილომეტრის მანძილზე იფრინა. რის შემდეგაც ერთმა მათგანმა ლიტვის სამხრეთ-დასავლეთისკენ, პოლიგონ კაზულ-რუდესკენ განაგრძო ფრენა. პოლიგონი რუსეთ-ლიტვის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. სამი საათის განმავლობაში ბომბდამშენი სავარაუდოდ პოლიგონზე ბომბდაშენის დამუშავებას ახორციელებდა და დროდადრო კალინინგრადის ოლქს 10-18 კილომეტრზე უახლოვდებოდა. მეორე ბომბდამშენი ლატვიაში, პოლიგონ ადაჟისკენ გაემართა, სადაც ასევე სამი საათი იტრიალა და სავარაუდოდ სახმელეთო დარტყმებზე მუშაობდა.
იმავდროულად დიდბრიტანეთში მდებარე ავიაბაზა მილდენჰოლიდან აშშ-ს საჰაერო ძალების რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი, Boeing RC-135V Rivet Joint, გაემართა რუსეთის საზღვრისკენ, რომელიც ასევე რამდენიმე საათი დაფრინავდა კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ.
В-52Н-ს ტიპის მესამე ბომბდამშენი ბრიტანული ავიაბაზა ფერფორდიდან აფრინდა, შევიდა ბალტიის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და პოლონეთის სანაპიროს გასწვრივ, კალინინგრადის ოლქისკენ აიღო კურსი. კალინინგრადის საზღვაო საზღვრიდან მიახლოებით 158 კილომეტრში, როდესაც ის რუსული ჰსთ-ს მოქმედების ზონაში იმყოფებოდა, ბომბდამშენი მოტრიალდა ესტონეთისკენ გაფრინდა.
ასევე ცნობილია რომ პარასკევიდან შაბათის ჩათვლით, ოთხი В-52Н ტიპის ბომბდამშენი, რამდენიმე საათის სხვაობით რუსეთის ანკლავთან 160-170 კილომეტრზე მიახლოებას ახორციელებდნენ, შემდეგ კურსს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იცვლიდნენ, შემოუფრენდნენ გოტლანდს და ბრიტანულ ბაზაზე ბრუნდებოდნენ. დამკვირვებლების დასკვნით, ბომბდამშენები კალინინგრადში მდებარე სამიზნეებზე ბომბდაშენის დამუშავებას ახორციელებდნენ.
წინა დღეებში განხორციელებული ფრენების შესახებ უკვე დაიწერა ბლოგში:
ამის პარალელურად რუსებმა კალინინგრადში С-300-ების სმანევრები განახორციელეს. მოხდა მობილური კომპლექსების გაშლა გვარდეისკიდან - სადაც მათი დისლოკაციის ადგილია - ბალტიისკამდე, რომელიც რუსეთის ყველაზე დასავლეთ ქალაქია და ბალტიის ფლოტის ყველაზემსხვილ ბაზას წარმოადგენს. მსგავსი გადაადგილებები სამხედრო ობიექტების უფრო მჭიდრო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
რუსების მიერ ჰსთ კომპლექსების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჩვენს გვერდზე - Russia deploys S-300 to Baltiysk amid tension with US
No comments:
Post a Comment