Thursday, October 24, 2019

აშშ-ს A-10C მოცულობითი ხმოვანი სისტემებით აღიჭურვება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აშშ-ს საჰაერო ძალებმა კომპანია TermaNorth America-სთან, მოიერიშე A-10C Thunderbolt II-ის მოცულობითი ხმის სისტემით აღჭურვის ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ცნობილია კომპანიამ შემკვეთს მოცულობითი ხმის სისტემის 328 ცალი კომპლექტი უნდა მიაწოდოს.


A-10C ტიპის მოიერიშეები დაშეუქებისა და რაკეტის გაშვების გაფრთხილების სისტემებითაა აღჭურვილი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოიერიშე რადარის დასხივებაში მოყვა, ან მისი მიმართულებით რაკეტა იქნა გაშვებული, კაბინაში სპეციალურ დისფლეიზე გამოდის, რომელსაც ასევე ხმოვანი სიგნალიც  ახლლავს.

მოცულობითი ხმის სისტემა საფრთხის შესახებ მფრინავის ინფორმატიულობას გაზრდის. ეს სისტემა იმ მხრიდან გამოსცემს სიგნალს, რომლიდანაც საფრთხე ფიქსირდება. მიმართულების სიზუსტე აზიმუტსა და სიმაღლეში 15 გრადუსს უტოლდება. დღეისათვის კომპანია Terma-ს მოცულობითი ხმის სისტემებით მხოლოდ დანიის საჰაერო ძალების F-16 Fighting Falcon-ებია აღჭურვილი.

აშშ-ს საჰაერო ძალები ამ სისტემით ორასაამდე მოიერიშის აღჭურვას გეგმავენ. სისტემების მიწოდება და მათი მონტაჟი 2024 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. მოცულობითი ხმის სისტემების დაყენების შემდეგ, A-10C-ს პილოტები რაკეტების გაშვების, რადარით და ლაზერით დასხივების და მცირეკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ხმოვან ინფორმაციას მიიღებენ.

No comments:

Post a Comment