სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
1979 წლის 24 ოქტომბერს არმიას პირველი Leopard-2 გადაეცა.
Y-377046
1979 წლის 24 ოქტომბერს პირველი სერიული Leopard-2, კორპუსის ნომერი Y-377046, გადაეცა ბუნდესვერის Panzertruppenschule-ს.
40 წლის მანძილზე აწყობილი იქნა 3565 ცალი Leopard-2 და ამ დროის მანძილზე ის დასავლეთის კომერციულად ყველაზე წარმატებულ ტანკად იქცა.
პროექტის მსვლელობისას 20 სხვადასხვა პროტოტიპი იქნა აწყობილი. 73 წელს გერმანელები მიხვდნენ, რომ ჯავშანდაცვა ტანკისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და სუსტდაცვიანი პროტოტიპების ნაცვლად კარგად შეჯავშნილ მოდელებზე გადაერთვნენ, შედეგად 74 წელს წარმოდგენილი იქნა პროტოტიპი რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნულ მანქანას მოდიფიცირებული კოშკურა T14 ეყენა. კოშკურა სპეცჯავშანპაკეტით იყო აღჭურვილი და შემდეგში მის ბაზაზე Leopard-2-ის მოდიფიკაციები იქნა შექმნილი
No comments:
Post a Comment