სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, "პერსპექტიული კვლევების ფონდმა" (Фонд перспективных исследований - ФПИ) პირველად განახორციელა ექსპერიმენტალური რობოტის, "Маркер"-ის, საჯარო დემონსტრაცია.
"დემონსტრაციის დროს შესრულებული იქნა რობოტექნიკური კომპლექსის დანიშნულ უგზოო მარშუტზე გადაადგილება, მოძრაობა ავტონომიურ რეჟიმში, რომლის დროსაც ხდებოდა წინაღობების აღმოჩენა და შემოვლა და ასევე მანქანის ბორტიდან უპილოტო საფრენი აპარატების ავტონომიურ რეჟიმში გაშვება" - განაცხადა მწარმოებელმა.
აღნიშნულ პროექტრზე "პერსპექტიული კვლევების ფონდი" და სამეცნიერო საწარმოო ორგანიზაცია "ანდროიდული ტექნიკა" (НПО "Андроидная техника" ), 2018 წლის მარტიდან მუშაობენ.
პირველი ეტაპის ფარგლებში, შექმნილი იქნა ორი მუხლუხოვანი პლატფორმა, რომლებზეც სახმელეთო რობოტოტექნიკის დამუშავება მიმდინარეობს. მანქანები მარგი დატვირთვის უნიფიცირებული მოდულითა და მცირე უპილოტოების გაშვების კასეტური მოდულებითაა აღჭურვილი.
No comments:
Post a Comment