Wednesday, May 23, 2012

ტრენაჟორების როლი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების პილოტების მომზადებაში

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების (სსძ) პილოტების მომზადება ხორციელდება სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დგინდება ამ შეიარაღებული ძალების საფრენოსნო მომზადების და ფრენის წარმოების ისეთი დარიგებებით, როგორებიცაა NATOPS (Naval Air Training and Operating Procedures Standardization), «სსძ-ს საფრენოსნო კადრების მომზადების სტანდარტული წესებით» (Naval Aviation Production Process Standard Operating Procedures) და «ფრენების წარმოების ძირითადი წესებით» (General Flight and Operating Instructions). შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის კონკრეტული ტიპების გამოყენების სწავლების თანმიმდევრობა გადმოცემულია სსძ-ის NTSP (Navy Training System Plan) დარიგებაში.
სამხედრო საზღვაო ძალების პილოტების მომზადებას ახორციელებს სსძ-ს მფრინავი შემადგენლობის მომზადების მეთაურობა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხუთი სასწავლო საავიაციო ფრთა. საზღვაო ძალების მფრინავების მომზადების ციკლი მოიცავს ოთხ ეტაპს : დამწყები კურსი (Recruit Training), საწყისი საფრენოსნო მომზადება (Primary Training - Class «A» Training), ძირითადი საფრენოსნო მომზადება (Load Plan - Class «С» Training) და სტაჟირების დროს საბრძოლო თვითმფრინავის/ვერტმფრენის ათვისება (Requirements Traceability Matrix - In-Service Training).
  • დამწყები კურსი მოიცავს მსმენელების მიერ ფრენის სხვადასხვა ელემენტების შესრულებისას თვითმფრინავის კაბინაში მფრინავის მოქმედებების შესწავლას, საფრენოსნო დავალებების დაგეგმარების ორგანიზაციას და თანმიმდევრობის შედგენას, უსაფრთხოების ზომების და ფრენის წარმოების ინსტრუქციებს და დარიგებებს და ასევე გადარჩენის სისტემებს და მათი გამოყენების წესებს.
  • საწყისი საფრენოსნო მომზადება მოიცავს ტურბოხრახნულ ძრავიანი სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავები Т-34 და Т-1-თ ფრენებს ადრეულ ეტაბში და მოგვიანებით Т-6 JPATS-თ. ამ პერიოდში მსმენელი ამუშავებს აფრენას, დაჯდომას, წრეზე ფრენის ელემენტებს, უბრალო პილოტაჟს, მარშრუტზე მწყობრად მიყოლას, ასრულებს 60-მდე ფრენას, მათ შორის 10 ფრენას დამოუკიდებლად. ამას გარდა პროგრამით გათვალისწინებულია ტრენაჟორებით ფრენა, რომელთა უმეტესობა ხორციელდება ხელსაწყოების მიხედვით ფრენის შესასწავლად და ასევე ფრენის დროს განსაკუთრებულ შემთხვევებში მფრინავის მოქმედებების ასათვისებლად.  
T-1

T-34

T-6

  • ძირითადი საფრენოსნო მომზადების ეტაპი რეაქტიულ სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავები Т-45 და Т-2-თ (ზებგერითი) ფრენებს მოიცავს, ხოლო ვერტმფრენების პილოტებისთვის ТН-57-ით. ამ ეტაპზე ხდება საწყისი საფრენოსნო მომზადების დროს მიღებული ცოდნის გამტკიცება, სრულდება 100-მდე ფრენა, აქედან 25-30 დამოუკიდებლად. გათვალისიწნებულია ასევე ფრენები ტრენაჟორით.

T-2


Т-45

ТН-57

საფრენოსნო ხელოვნების შესწავლის პარალელურად კურსანტები ასევე ემზადებიან თეორიული დისციპლინების ორ მიმართულებაში:
  • თეორიული მომზადების კურსი, რომლის განმავლობაშიც მსმენელები შეისწავლიან საფრენი აპარატების საბორტე სისტემებს, საავიაციო ძრავებს, აეროდინამიკას, თვითმფრინავტარებას, მეტეოროლოგიას, საავიაციო მედიცინას და ფსიქოლოგიას, საფრენოსნო მომზადების ორგანიზაციას და დაგეგმარებას, ჰაერში და ხმელეთზე უსაფრთხოების ზომებს, ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის თავისებურებებს და ფრენისას განსაკუთრებულ პირობებში მოქმედებებს.
  • ოფიცრის სრულყოფის კურსი, ითვალისწინებს მსოფლიოში აშშ-ს ადგილის და როლის შესწავლას, სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცრის მოვალეობებს, სამსახურის გავლის თანმიმდევრობას, დაქვემდებარებულების მართვის თავისებურებებს.
მსმენელები სტაჟირებას საავიაციო ნაწილებში სასწავლო-საწვრთნელ და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებზე გადიან.
სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელებს ეძლევათ სამხედრო მფრინავის კვალიფიკაცია და ენიშნება სამხედრო სამსახურის გაგრძელების ადგილი.
90-იან წლებში მფრინავების უკმარისობის გამო (გამშვებულ მფრინავთა რაოდენობა 20-30% ნაკლები იყო ვიდრე საჭიროება მოითხოვდა) 1998 წელს მოხდა საფრენოსნო მომზადების ოპტიმიზაცია და ინტენისფიკაცია და ასევე დაიწყო ტრენაჟორების უფრო ფართო გამოყენება, ამ ღონისძიებების შედეგად სამხედრო-საზღვაო ძალების დამრტყმელი ავიაციის პილოტების მომზადების ციკლი 4 წლიდან 2,5 წლამდე შემცირდა, ხოლო ვერტმფრენის მფრინავებისა 3 წლიდან 2 წლამდე. ამჟამად საფრენოსნო შემადგენლობის მომზადების მეთაურობა ყოველწლიურად 1000 მფრინავს ამზადებს, რაც საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს მფრინავთა რაოდენობის მიმდინარე მოთხოვნები.
მფრინავი შემადგენლობის დახელოვნების შემდგომი დახვეწა გრძელდება სამწყობრო ნაწილებში განხორციელებული ოპერატიული და საბრძოლო მომზადების დროს. სამხედრო საზღვაო ძალების დამრტყმელი ავიაციის მფრინავების თვიური ფრენის დრო 22,6 საათს უტოლდება (სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკურ ავიაციაში ეს დრო 17,1 საათია)
აშშ-ს სამხედრ-საზღვაო ძალების შეფასებით მფრინავთა მომზადებაში ტრენაჟორების ფართო გამოყენება საგრძნობლად ამცირებს როგორც მომზადების ფასს ასევე დროს და ხელს უწყობს მფრინავების მიერ პილოტირების ტექნიკის და საბრძოლო დავალებების შესრულების დროს საჭირო მყარი ჩვევების შემუშავებას. 
აშშ-ში 1995 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ იმიტაციის და მოდელირების გეგმის შესაბამისად იქმნება საბრძოლო მოქმედებების მოდელირებისა და იმიტაციის პროგრამული და აპარატურული საშუალებები, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადება.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კლასიფიკაციის მიხედვით შესაბამისი საშუალებების ბაზაზე შექმნილი საიმიტაციო გარეომოებები იყოფა რეალურ, ვირტუალურ, კონსტრუქციულ და ჰიბრიდულ სახეობებად.
რეალური საიმიტაციო გარემო (live simulation environment) მოიაზრებს სამხედრო მოსამსახურეებს მათ სამხედრო ტექნიკასთან ერთად, რომლებიც საბრძოლო მომზადების ამოცანებს სპეციალურად ამისთვის მომზადებულ, უკუკავშირის მქონე პოლიგონებზე ამუშავებენ. რეალური საიმიტაციო გარემო იქმნება მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, საბრძოლო მომზადების ცენტრებში და ასევე გაერთიანებულ სასწავლო ცენტრში JRTC (Joint Readiness Training Center, ფორტ-პოლკი, ლუიზიანას შტატი)  ტრენაჟორების დახმარებით. 
ვირტუალური საიმიტაციო გარემო (virtual simulation environment) წარმოადგენს ხელოვნური გარემოცვის შიგნით მდებარე, ადამიანის მიერ მართვად იმიტატორებს (ტრენაჟორებს). ის იქმნება იმიტაციის ვირტუალური სისტემებით, რომლებიც გამოიყენება ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების, ეკიპაჟების და მცირე ქავედანაყოფების საბრძოლო მომზადების დროს. ამჟამად იმიტაციის ასეთი სისტემები რალიზირებულია იმიტატორების (ტრენაჟორების) სახით, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ რეალური მოწყობილობების მოქმედებები. ხელოვნურ გარემოცვაში სამხედრო მოსამსახურეებისა და იმიტატორების ურთიერთქმედებისთვის იქმნება კომპიუტერები ან გამოსახულების გენერატორები. აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებში ვირტუალურ სისტემები ფართოდაა წარმოდგენილი საავიაციო ტრენაჟორებითა და სატრენაჟორო სისტემებით რომლებიც საშუალებას იძლევა დამუშავდეს ჯგუფური ურთიერტქმედება ბრძოლის ველზე ამოცანის შესრულებისას. 
კონსტრუქციული საიმიტაციო გარემო (constructive simulation environments) - ეს არის სამხედრო თამაშების და მოდელების ერთობლიობას, რომლებიც დაფუძნებულია წესების კრებულზე, ალგორითმებზე და მათემათიკურ მეთოდებზე. მითიტებული გარემოს მაფორმირებელი კონსტრუქციული საიმიტაციო სისტემები - ეს არის ფართომაშტაბიანი კომპიუტერულად მართვადი მოდელები, რომელიც განკუთვნილია საჰარეო ძალების სამეთაურო რგოლის გასაწვრთნელად. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მოდელირებისა და იმიტაციის განყოფილების (DMSO) მიერ სახელწოდება «გაერთიანებული საიმიტაციო სისტემები»-თ JSIMS (Joint SIMulation System) შექმნილმა საკონსტრუქციო საიმიტაციო სისტემამ უნდა შეამციროს სწავლებებზე და ტრენინგებზე მომზადების ხარჯები სცენარის ავტომატურად გენერირების, ძალების მოდელირების, მოწინააღმდეგის საშუალებების და გარემოს ხელოვნურად შექმნის ხარჯზე. დაბალი საფეხურის სამეთაურო რგოლის მოსამზადებლად დაგეგმილია ინტერაქტიული სათამაშო საიმიტაციო სისტემის (JANUS) განახლებული ვერსიის გამოყენება.
ჰიბრიდული საიმიტაციო გარემო (hybrid simulation environments) - წარმოადგენს რეალური, ვირტუალური ან კონსტრუქციული იმიტაციის სისტემების ინტერაქტიულ კომბინაციას, რომლის დანიშნულებაცაა უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების ურთიერთქმედება საბრძოლო მომზადების დროს. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ერთმანეთს დაუკავშირდეს სამი გარემო (რეალური, ვირტუალური და კონსტრუქციული), რომლებიც ქმნიან ჰიბრიდულ გარემოცვას (გარემოს) და უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის სწავლებებზე დასწრებას მათი ფიზიკური მონაწილეობის გარეშე. ეს და მისი ანალოგიური ტექნოლოგიები იკავებენ უმნიშვნელოვანეს პოზიციას მმართველობის ყველა რგოლის გაერთიანებულ სწავლებებში. ჰიბრიდული იმიტაციის გარემოს უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს შემდეგი ხელოვნური ომის თეატრები - STOW (Synthetic Theater Of War), ძალები და საშუალებები, რომელთა იმიტაციაც კომპიუტერის დახმარებით ხდება - ONESAF (ONE Semi-Automated Forces), საერთო ტექნიკური სტრუქტურა, გადანაწილებული ინტერაქიული იმიტაციის ტექნოლოგია - DIS (Distributed Interactive Simulation).
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მეთაურობის აზრით, იმიტაციისა და მოდელირების საშუალებების ფართო გამოყენებამ საგრძნობლად უნდა აამაღლოს ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ეფექტი, ეკონომია გაუკეთოს თანხებს და დროს და შექმნას საბრძოლო სიტუაციასთან მიახლოებული გარემო.
სულ სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის მფრენი შემადგენლობის მოსამზადებელი ფრთებში 86 ტრენაჟორია განლაგებული, რომლებზეც მოდელირდება აეროდინამიკური მახასიათებლები, საბროტე სისტემების, აგრეგატების, მექანიზმების, სანავიგაციო მოწყობილობების და ექვსი  სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავის და ვერტმფრენის კავშირგაბმულობის მუშაობა (ცხრილი-1). ამას გარდა ყველა ფრთაში მოქმედებს 5-6 კომპიუტერული კლასი. შემუშავებულია 50 ერთეული კომპიუტერული ინტერაქტიული სასწავლო პროგრამა.
ტრენაჟორებზე მსმენელები ამუშავებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში თვითმფრინავის კაბინაში მოქცევის წესებს, მარშრუტზე ხელსაწყოებით ფრენას და ასევე კავშირის ხელოვნების დახვეწას. ტრენაჟორის ერთი საათის საფასური 90 დოლარს უტოლდება, რაც Т-34-ს ფრენის ერთი საათის 40% ხოლო Т-45-ს 17% უდრის, ამ თვითმფრინავებზე ერთი საათის ფრენის ფასი 224 და 518 დოლარია შესაბამისად.  2010 წლამდე მსმენელების საფრენოსნო პრაქტიკის ერთი მესამედი ტრენაჟორებზე იხარჯებოდა, 2010 წლის შემდეგ კი იმ მიზეზით რომ საწვრთნელი თვითმფრინავების რაოდენობა შემცირდა და გაიზარდა მფრინავების მომზადების დონისადმი მოთხოვნა ამ დრომ საფრენოსნო პრაქტიკის თითქმის ნახევარი შეადგინა. 
სამწყობრო საავიაციო ნაწილებში სატრენაჟორო კლასები მოწყობილი ნაწილში არსებული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მიხედვით. ამასთან F/A-18А ტრენაჟორით 1 საათი ფრენის ფასი 217 დოლარია, რაც 18-ჯერ ნაკლებია რეალური გამანადგურებლით ფრენის ერთ საატზე (3955 დოლარი).
სულ აშშ- სამხედრო საზღვაო ძალების ავიაციის სამწყობრო ნაწილებში არსებობს 28 კომპლექტი, რომლებშიც გაერთიანებული 130 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ავია ტრენაჟორი. ამ სატრენაჟორო ბაზის გასანახლებად საზღვაო ძალები ყოველწლიურად 400 მილიონ დოლარს ხარჯავს. ეს მოდერნიზაცია ხორციელდება სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის სატრენაჟორო ბაზის განვითარების სტრატეგიის მიხედვით (Naval Aviation Simulation Strategy) და ფლოტის (Navy Simulator Plan) და საზღვაო ქვეითების (USMC Simulator Master Plan) დამტკიცებული გეგმების შესაბამისად.
სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილი საავიაციო ტრენაჟორების შექმნაზე და ტექნიკური დავალების შემუშავებაზე და მათი ეფექტურობის შეფასებაზე პასუხისმგებელია ავიაციის საბრძოლო გამოყენების სასწავლო სისტემების განყოფილება  (Naval Air Warfare Center Training Systems Division), რომელიც სხვა შემკვეთებთან და თავდაცვის სამინისტროს საკვლევ დაწესებულებებთან, სამხედრო-საზღვაო ძალებთან, სამხედრო საჰაერო ძალებთან და სახმელეთო ჯარებთან და ასევე საწარმოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს მოდელირების და სწავლების ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ცენტრის სამუშაოებში (National Center of Excellence for Simulation and Training Technology).
ბოლო წლებში სამხედრო-საზღვაო ძალებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი სპეციალური კომპლექსური ტრენაჟორების შექმნას, რომლებიც გაერთიანებული იქნება ქსელში და განკუთვნილი იქნება საზღვაო და საჰაერო ძალების ავიაციის საბრძოლო დავალებების ჯგუფური შესრულების დასახვეწად. ამ მიმართულებით მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები - ამ სამუშაოების მიზანია შეიქმნას საერთო გადანაწილებული მფინავთა მომზადების კომპიუტერული სისტემა - HLA (High Level Architecture) Network, რაც სამხედრო-საჰაერო ძალებში შექმნილი DMT (Distributed Mission Training) სისტემის ანალოგიურია.
საბრძოლო დავალებათა შესრულების მომზადების ცებტრები უნდა გაერთიანდეს კომპიუტერის საშუელებით ერთ ქსელში. ეს საშუალებას იძლევა გაერთიანდეს გამანადგურებლების, მოიერიშეების, შორეული დაზვერივსა და მართვის, დაზვერვის, რადიო-ელექტრონული ბრძოლის, სატრანსპორტო და საწვავის გამმართავი თვითმფრინავების ტრენაჟორები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ოპერაციების ფართო სპექტრის დამუშავების შესაძლებლობებს.
აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში მფრინავთა მოსამზადებლად გამოყენებულ ტრენაჟორთა ტიპები მოყვანილია მე-2 ცხრილში. ყველა ტრენაჟორს შეუძლია იმუშაოს ავტონომიურ რეჟიმში (მფრინავი ასრულებს დავალებას მარტო) ან გაერთიანდნენ სხვა ტრენაჟორებთან ლოკალური კომპიუტერული ქსელის დახმარებით, რაც საშუალებას აძლევს რამდენიმე მფრინავს დაამუშაონ დავალების ჯგუფური შესრულება. იმიტატორის პროგრამული საშუალებები მოდელირებას უკეთებენ და ქმნიან მოწინააღმდეგის თვითმფრინავების და რაკეტების ხელოვნურ გამოსახულებას. ასევე წარმოსახავენ ადგილმდებარეობის რელიეფს, ობიექტებს, ამინდს და ასე შემდეგ. შესაბამისი გამოსახულების ფორმირებას უზრუნველყოფს გამოსახულების გენერატორი. ფრენის წინა ინსტრუქტაჟი და შემდეგი ფრენის გარჩევა ხორციელდება პროგრამულ-აპარატურული საშუალებების გამოყენებით. ამასთან მფრინავების მოქმედება რეგისტრირდება და გამოისახება დიდ ეკრანებზე.
HLA Network-ს სისტემის შექმნისას გამოყენებული ტექნოლოგიის ბოლო მიღწევები საშუალებას იძლევა ისე ზუსტად გამოისახოს სიტუაცია, პირობები და გარემო (მათ შორის ფართო, სფერული, მაღალი აღქმადობის ეკრანებით და გადატვირთვის იმიტატორებით) რომ მფრინასვ ექმნება რეალური ფრენის ილუზია, ხოლო ერთ ქსელში სხვადასხვა სახეობის საიმიტაციო სისტემების გაერთიანებას მფრინავი შეყავს ერთიან, ვირტუალურ ბრძოლის ველში - JSB (Joint Synthetic Battlespace). ეს ხელოვნური სივრცე ფორმირდება სრულიად ახალ ხარისხობრივ დონეზე თვითმფრინავების, ჰაერსაწინააღმდეგო ზონების, ადგილმდებარეობის რელიეფის, ბუნებრივი მოვლენების, სახმელეთო და საზღვაო ობიექტებისგან და სხვა მრავალი ობიექტებისა და ძალებისგან.
იქედან გამომდინარე რომ ტრენაჟორები შექმნილია მაღალდონიანი არქიტექტურით, მათი შექმნისას გათვალისწინებული იქნა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ტრენაჟორების აუცილებელი ოპცია - ტრენაჟორებს შეუძლიათ გაერთიანდნენ ერთიან ქსელში არა მხოლოდ სხვა ავიამოსამზადებელი ცენტრების ტრენაჟორებთან, არამედ სხვა სახეობის საჯარისო ცენტრების ტრენაჟორებთანაც (სახმელეთო, საზღვაო).
ამრიგად მფრინავების საბრძოლო მომზადების ერთიანი გადანაწილებული კომპიუტერული სისტემის შექმნით ფართოვდება თვითმფრინავების პილოტების მომზადების შესაძლებლობები. მთლიანობაში მფრინავების სპეციალიზირებულ ტრენაჟორებზე მომზადება შეადგენს მათი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან ნაწილს როგორც სასწავლო ცენტრში ასევე სამწყობრო ნაწილებში. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობა ტრენაჟორების მაღალი ეფექტურობის გათვალისწინებით, თვლის რომ მათი ბაზის განახლება და გაფართოვება წარმოდაგენს მფრინავების მომზადების გაუმჯობესების ძირითად მიმართულებას.

AH-1Z-ს ტრენაჟორი

AH-1Z-ს ტრენაჟორის ექსტერიერი

F/A-18-ს ტრენაჟორი



ცხრილი-1


ცხრილი-2




Tuesday, May 22, 2012

ერაყმა უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორებს წუნი აღმოუჩინა

"Укроборонпром"-ზე დაყრდნობით გაზეთი "Сегодня" აცხადებს რომ ერაყელმა სპეციალისტებმა, რომლებიც ატარებდნენ უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი БТР-4Е-ს მეორე, 62 ერთეულიანი პარტიის მისაღებ ექსპერტიზას, მანქანებში აღმოაჩინეს რამოდენიმე სერიოზული ხარვეზი. კერძოდ, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაუმართაობები ცეცხლის მართვის სისტემაში და მუშაობის შეწყვეტის შემთხვევები 30მმ-ნ ავტომატურ ქვემეხ ЗТМ-1-ში. ერაყისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე კონტრაქტი 2009 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად ერაყს უკრაინიდან 420 ერთეული БТР-4Е უნდა მიეღო : 270 სახაზო მანქანა, 80 სამეთაურო, 30 საშტაბო, 30 სამედიცინო და 10 სარემონტო-საევაკუაციი მანქანა. ხელშეკრულების ფასმა 457,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მანქანების პირველი პარტიის მიწოდება დაგეგმილი იყო 2010 წლის შემოდგომაზე, თუმცაღა ქვემეხებში აღმოჩენილი წუნის გამო მოხდა მიწოდების შეფერხება.
ჯავშანტრანსპორტიორ БТР-4Е მიწოდება ერაყისთვის საბოლოოდ 2011 წლის მარტში განხორციელდა. პარტია 26 ჯავშანმანქანისგან შესდგებოდა. ამას გარდა ერაყს გადაეცა ტექნიკური უზრუნველყოფის მანქანები და БТР-4-ის ეკიპაჟის მოსამზადებელი ტრენაჟორები. 2011 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ერაყმა ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების შეყოვნებისთვის 3 მილიონი დოლარით დააჯარიმა უკრაინული მხარე. ჯარიმის გამოკლებით პირველი პარტიის მანქანები ერაყს 18 მილიონი დოლარი დაუჯდა. კონტრაქტის თანახმად, ერაყს აქვს უფლება გამოიყენოს საჯარიმო სანქციები უკრაინის მიმართ. ჯარიმის ზომა შეადგენს ხელშეკრულების მიხედვით ერთი თვის თანხის ერთ პროცენტს. ჯარიმის დაწესება მიწოდების შეყოვნების მეორე თვიდანაა შესაძლებელი.











წყარო:

Monday, May 21, 2012

მკვდრადშობილი ახალი ინდური ტანკი Arjun Mk-2


ინდური ბლოგი livefist.blogspot.com იუწყება არც თუ ისე უცნობი ინდური ტანკის Arjun-ის ახალი მოდიფიკაციის, Arjun Mk-2-ის პრობლემატური პრესპექტივების შესახებ. ინდურმა არმიამ ახალი ტანკის მიმართ ინტერესის დაკარგვა უკვე დაიწყო, და ეს იმ დროს როცა Arjun Mk-2-ს პირველი საცდელი პროტოტიპი ჯერ მხოლოდ 2012 წლის 10 მაისს იქნა გადაყვანილი საცდელ პოლიგონ პოხრანეში. ბლოგის პუბლიკაციიდან ცნობილი ხდება რომ არმია მოითხოვს Arjun Mk-2-ს  ყოველმხრივი და ხანგრძლივი გამოცდების ჩატარებას და ასევე Arjun Mk-1-თთან შედარებითი გამოცდების ჩატარებას. ამ მიზნით არმიამ უკვე გაამზადა Arjun Mk-2-ს მისთვის სასურველი მოდიფიკაციებისა და ცვლილებების სია. ეს ტანკის ახალ მოდიფიკაციას სერიული წარმოების და არმიაში მიღების თარიღებს კარგს არაფერს უქადის. მანამდე ინდური პარლამენტისთვის გაკეთებული მოხსნებიდან ცნობილი გახდა რომ Arjun Mk-2-ს სერიული წარმოების დაწყება 2015 წლისთვის იყო შესაძლებელი და თითი ტანკის ფასი 37 კროროვი იქნებოდა (6,75 მილიონი დოლარი).
ბლოგის თანახმად ინდური არმია არ აპირებს უკვე შეკვეთული 124 ერთეული Arjun Mk-2-ს შეკვეთის გაზრდას, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ძველ, უკვე გამოშვებულ 124 Arjun Mk-1-თან ერთად ამ ტანკების საერთო რაოდენობა 248 ერთეულით შემოიფარგლება.
ამის სანაცვლოდ ინდური არმია DRDO-სგან აქტიურად ითხოვს ახალი თაობის ტანკ FMBT-ზე მუშაობის გააქტიურებას. და ბოლოს - Arjun Mk-2-ს უშუალო დარტყმა რუსულმა Т-90МС-მა განახორციელა, რომელის რუსულმა მხარემ ინდურ არმიას შესთავაზა. პუბლიკაციის თანახმად 2012 წლის მარტში რუსულმა დელეგაციამ, რომელშიცშედიოდნენ ОАО "Рособоронэкспорт"-ის და ОАО "НПК "Уралвагонзавод"-ის წარმომაგენლები, ჩაატარა მთელი რიგი შეხვედრები ინდოეთის ჯავშანსატანკო ჯარების სარდლობასთან, სადაც წარდგენილი იქნა ახალი რუსული ტანკი Т-90МС.
მოლაპარაკებების დროს ინდურ მხარეს შეთავაზეს Т-90МС.-ს ტექნოლოგიების გადაცემა თუ ისინი განაგრძობდნენ Т-90-ს ლიცენზირებულ წარმოებას. ასევე შესტავაზეს Т-90МС-ს ინდოეთში გადაყვანა ადგილზევე მისი გამოცდების მიზნით. და ბოლოს რუსულმა მხარემ შესთავაზა ინოეთს მომავლის ტანკის პროგრამა FMBT-ში მონაწილეობის მირება და ამ მიზნით უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდურ DRDO-სთან.


Sunday, May 20, 2012

ჩრდილოეთ კოერეა VS სამხრეთ კორეა

რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო აშკარა ხდება ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ავიაციის სავალალო მდგომარეობა. როგორც 2011 წლის ბოლოს მომხდარი ინცინდენტის შედეგად გახდა ცნობილი (როდესაც ჩრდილოეთ კორემა სამხრეთ კორეის პოზიციების არტილერიით დამუშავება განახორციელა) ჩრდილოეთ კორეის ავიაციას არა თუ ნორმალურად ბრძოლა არამედ ნორმალურად ფრენაც კი არ შეუძლიათ, ინცინდენტის შედეგად გამოცხადებულ საერთო განგაშს მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ძალების მოქმედებაში მოყვანა, რასაც მიზნად ჰქონდა სამხრეთ კორეის დაშინება და ძალის დემონსტრაცია, თუმცა ყველაფერი უკუღმა გამოვიდა - როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვამ აღნიშნა მოწინააღმდეგის ავიაციაში საკმაოდ დიდი დაბნეულობა სუფევდა, აფრენისას რამოდენიმე თვითმფრინავმა ტექნიკური მიზეზების გამო კატასტროფა განიცადა. ასევე გამოჩნდა ეკიპაჟების მომზადების საკმაოდ დაბალი დონე, რომლებსაც თვითმფრინავით არა თუ ბრძოლის წარმოება არამედ ნორმალური ფრენაც კი არ შეეძლოთ. როგორც ცნობილია თვითონ სამხრეთ კორეის მხარეს გადასული პილოტების მონაყოლიდან 10 წლის განმავლობაში მათი ფრენის ოდენობა 350 საათს უტოლდებოდა, ეს მაშინ როცა სამხრეთ კორეის პილოტები წელიწადში საშუალოდ 150 საათს დაფრინავენ.
ამ ყველაფერთან ერთად ჩრდილოეთ კორეის ავიაციას სხვა არანაკლებ სერიოზული პრობლემაც აქვს - ავია პარკის უმეტესი ნაწილი უკვე 70-იან წლებში იყო მოძველებული და ერთადერთი თანამედროვე ტექნიკა ეს 80-ანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში შეძენილი 40 ცალი МиГ-29, რომელიც ასევე არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ჩრდილოეთ კორეის მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავიაპარკი


ჩრდილოეთ კორეის ავიაციის კუთვნილი  МиГ-29-ების იშვიათი ფოტოები









შედარებისთვის სამხრეთ კორეული F-16-ები






ქართველები ავღანეთში - 32-ე ბატალიონი (სულ 15 სურათი)















ბერძნული TOP-M1

2007 წლის ზაფხული, კრეტა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სასროლეთი




TOP-M1-ის სროლები (ვიდეო)