Tuesday, September 11, 2012

ჩინელები ჩეჩნეთში

ჩინელმა სტრაიკბოლისტებმა, ჰონკონგიდან, განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ქვეითი ჯარისკაცების გროზნოში ყოფნის დროს გადაღებული სურათების რეკონსტრუქცია.













წყარო:

THE FIRST HAND ACCOUNT OF THE MISSION THAT KILLED OSAMA BIN LADEN

ინტერნეტში გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო წიგნი სახელწოდებით "No Easy Day" Marck Owen და Kevin Maurer ავტორობით. წიგნში ავტობიოგრაფიული ჟანრისაა და მასში აღწერილია მსოფლიოს N1 ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ. აღწერილია ბევრი წვრილმანი რომელიც მანამდე არ ხმაურდებოდა - და ყველაფერთან ერთად გაკეთებულია ჩამონათვალი თუ რა შეიარაღება და აღჭურვილობა იქნა გამოყენებული ოპერაციის დროს.




სურათები წიგნიდან "No Easy Day" by Marck Owen and Kevin Maurer

My primary weapons: a Heckler & Koch MP7 with suppressor (top); a highly modified M79 40mm grenade launcher, a.k.a. the “pirate gun” (middle); and a Heckler & Koch 416 assault rifle with a ten-inch barrel and suppressor (bottom).

 მონაცემები იარაღის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

  1. HK416 modular assault rifle / carbine / upper receiver assembly (Germany)
  2. M79 40mm grenade launcher (USA)
  3. Heckler - Koch HK MP7A1 submachine gun / personal defense weapon (PDW) (Germany)

My assault kit organized during an Afghanistan deployment. Visible are my pistols, assault rifles, helmet with NVGs, and my sixty-pound vest including ballistic plates.

A ballistic helmet outfitted with the latest generation of night-vision goggles, helmet-mounted flashlight, and IR strobe. The four tubes on these NVGs allow better peripheral vision than the standard two-tube goggles. The IR strobe is vital when dealing with helicopters and other aerial assets.


მონაცემები ღამის ხედვის სათვალების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
  1. Ground Panoramic Night Vision Goggle 18
წიგნის გადმოსაწერი ბმული - No Easy Day by Mark Owen and Kevin Maurer


Monday, September 10, 2012

ჩინური "აგრესორები" უდაბნოს კამუფლიაჟით

6 სექტემბერს, გუანჩჟოუს თავზე ჩატარდა ტაქტიკური სწავლება - "წითლები" VS "ლურჯები". სწავლებაზე "ცუდი ბიჭების" როლში გამომსვლელი, ჩინეთის განმანთავისუფლებელი არმიის ავიაციის მე-8 საავიაციო აკადემიის "აგრესორთა" ესკადრილიის კუთვნილი Су-30МКК უდაბნოს ფერებში იყო შეღებილი. 



P.S. დარწმუნებით რამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ არაა გამორიცხული რომ ამ ფერში ჩინელებმა თავისი აგრესორები ამერიკელების იმიტაციის მიზნით შეღებეს. შედარებისთვის ამერიკის ავიაციის "შეიარაღების აკადემიის" კუთვნილი F-15C სურათია ქვემოთ მოყვანილი.


ასევე არსებობს მე-2 ვერსიაც - ამ ფერით შერებილი გამანადგურებლები ზღვის სანაპიროდან საქმომედოდაა განკუთვნილი, როდესაც მოწინააღმდეგის ხომალდებისთვის ფარული დარტყმების მისაყენებლად დაბალ სიმრლეზე ფრენის რეჯიმი გამოიყენება.

ჩინური იეროგლიფები შეფერილობის ორი ვერსიის ახსნას ცდილობენ



სწავლების სხვა მონაწილეების სურათები:









წყარო:

Sunday, September 9, 2012

ომის სახე (ფოტოები ერაყის ომიდან)








სრული რეპორტაჟი სქოლიოებით იხილეთ ბმულზე:
Семь лет войны в Ираке

ლაზერით მართვადი ჰაერი–ხმელეთი კლასის რაკეტა Sidewinder–ის ბაზაზე

იარაღის ბაზრის კვლევებმა აჩვენა რომ სხვადასხვა საჰაერო ძალები ინტერესს იჩენენ ჰაერი–ხმელეთის კლასის, მსუბუქ ზეზუსტ იარაღს – რომელიც საშუალებას მისცემს გაანადგურონ მცირე ზომის,დაუჯავშნავი და მსუბუქად დაჯავშნული სამიზნეები. ამ მიზნების გასანადგურებლად იარაღის ბაზაზრზე მხოლოდ მძიმე დაჯავშნული და დაცული ობიექტების გასანადგურებელი იარაღის მოიპოვება – რაც არაეკონომიურია. 





















მცირე და ნაკლებად დაცული მიზნების გასანადგურებლად საჭიროა ახალი, კონკრეტულ მისაზე მორგებული იარაღი. საუბარია შემცირებულ ქობინიან და ზეზუსტ იარაღზე, რაც სიზუსტის წყალობით მაღალ ეფექტურობას მიაღწევს, ხოლო მცირე ქობინის წყალობით თავიდან აიცილებს გვერდით დაზიანებებს.
კომპანია Diehl Defence მუშაობენ ლაზერით მართვად Sidewinder–ზე (აბრევიატურით LaGS), რომელიც რაკეტა AIM-9L Sidewinder ბაზაზეა შექმნილი. LaGS საშუალებას იძლევა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა რთული გადაკეთებისა და დიდი ხარჯების გარეშე ადაპტირებული იქნას ჰაერი–მიწა კლასის იარარად.
რაკეტის IR დამიზნების თავაკი, რომელიც წინა ნაწილშია განთავსებული, იცვლება ნახევრადაქტიური ლაზერის თვიდამიზნებადი თავაკით. დამიზნების თავაკს რაკეტა მიჰყავს ლაზერით მონიშნული ობიექტისკენ. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ იაფია, ამას გარდა ჰაერი ჰაერი კლასის იარაღის საჭიროება ახალი რაკეტებით  (ისეთებით როგორებიცაა AIM-9X, IRIS-T, Pithon-5 და РВВ-МД) თავისუფლად იფარება და ამგვარად მოძველებული AIM-9L–სთვის ახალი, და საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი იქნება გამონახული ავიაციის არსენალში.
LaGS–ის სიზუსტე თვითმფრინავის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს გაანადგუროს მსუბუქად შეჯავშნული მიზნები როგორც ახლო საჰაერო მხარდაჭერის (CAS) ოპერაციებში, ასევე ურბანულ ტერიოტრიაზე  (Urban Close Air Support - UCAS) ოპერაციების დროს. 
კომპოანიის მიერ შემოთავაზებული გადაკეთება მომხმარებელს ხელში აძლევს იაფ და ეფექტურ იარაღს, რომელიც წინამობრეთთან შედარებთ წონა–გაბარიტებში უცვლელი რჩება, ასევე უცვლელი რჩება სხვა მონაცემებიც. ჰაერი–ჰაერი კლაისი იარაღისთვის განკუთვნილი თვითმფრინავზე არსებული საკიდრებიდან იარაღის გამოყენება შესაძლებელია შეზღუდვების და ცვლილებების გარეშე. თვითმფრინავთან იარაღის ბმა (როგორც ტექნიკური ასევე ინფორმაციული) ძველი ხერხით ხორციელდება. რაკეტა LaGS სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელი იქნება.


წყარო:

Laser-Guided Sidewinder (LaGS) for Air-to-Surface Missions of Combat Aircraftft



ღია კარის დღე ХКБМ და ЗиМ ქარხნებში

სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარი ქალაქ Aleppo–ში (7 ფოტო)

From left to right: Issa Aiash, 30, father of three, his young brother Ahmed, 17, and Sheihk Mamoud, 42, father of a newborn son, laugh and joke as they clean their post Saturday. (Tracey Shelton - GlobalPost)

A call comes through that a tank was spotted nearby. The men immediately grab weapons. (Tracey Shelton - GlobalPost)

Within seconds the tank blast has already hit. (Tracey Shelton - GlobalPost)

Debris and smoke fill the street around 30 meters back - covering me and the camera in dust. (Tracey Shelton - GlobalPost)

This man was the only survivor. (Tracey Shelton - GlobalPost)

He escaped with injuries. (Tracey Shelton - GlobalPost)

 It took several minutes before the dust cleared enough to check for more survivors, but there was nothing we could do. (Tracey Shelton - GlobalPost)

Saturday, September 8, 2012

დაღესტანში რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი Ми-35М ჩამოვარდა

დაღესტანში მთასთან შეჯახების გამო კატასტროფა განიცადა საბრძოლო–სატრანსპორტო ვერტმფრენმა Ми-35М, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის სამი წევრი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა – ამის თაობაზე ცნობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესს–სამსახურის და საინფორმაციოს სამმართველოს ხელმძღვანელმა, იგორ კონაშენკომ გააკეთა.


კონაშენკოს სიტყვებით, ინცინდენტი მოსკოვის დროით 14:30 საათზე, დასახლებული პუნქტი ბოტლიხის  რაიონში მოხდა. ვერტმფრენი რომელიც დაგეგმილ ფრენას ასრულებდა რადარებიდან გაქრა. ცოტა ხანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ცნობა გაავრცელა რომ გაიგონს ვერტმფრენის მიერ უღელტეხილის გადალახვის მომენტში მთასთან შეჯახების ხმა.
კატასტროფის ადგილიდან გავრცელებული ცნობის მიხედვით ვერტმფრენში მყოფი ოთხივე კაცი გარდაიცვალა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების თანახმად კატასტროფის მიზეზის გამომძიებელი ჯგუფი უკვე დაღესტანში გაემგზავრა – გამოძიების დასრულებამდე მოცემული ტიპის ვერტმფრენების ფრენები შეჩერებულია.


დაღესტანის სამართალდამცავი ორგანოების წყაროს თანახმად ვერტმფრენმა კატასტროფა ჩეჩნეთ–დაღესტანის ადმინისტრაციულ საზღვართან, მაღალმთიან რაიონში განიცადა. "წინასწარი ცნობების თანახმად, Ми-35М ნისლისა და ცუდი მხედველობის პირობებში სპეციალურ დავალებას ასრულებდა და ამ დროს განიცადა კატასტროფა. ის სავარაუდოდ მთის ფერდს წამოედო" – განაცხადა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა.
იმავე წყაროს განცხადებით – "კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რაიონში საკმაოდ ცუდი ხილვადობაა და ამას გარდა საკმაოდ რთული რელიეფია, რაც სამუშაოებს ართულებს. ვერტმფრენის ნარჩენებისა და ეკიპაჟის წევრების გვამების სამძებრო სამუშაოები "Холодный ключ"–ის ადგილთან მიმდინარეობს".

ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი

ძალოვანი სტრუქტურების განცხადებით ვერტმფრენი სამხედრო კოლონის გაცილების ოპერაციას ასრულებდა  – "ჩეჩნეთში და დაღესტანში გამეფებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე სამხედროებზე გახშირებული თავდასხმების გამო ვერტმფრენს დაევალა სამხედრო კოლონის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა".

P.S. როგორც ცნობილი გახდა დაუზუსტებელ წყაროებზე დაყრდნობით კატასტროფა განიცადა ავიაბაზა "ტორჟოკის" კუთვნილმა ვერტმფრენმა, საბორტე ნომრით "ყვითელი – 54". ეს ბორტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საჰაერო ჩვენებას ასრულებდა.



წყარო:
В Дагестане разбился военный вертолет
В Дагестане разбился вертолет Минобороны: экипаж погиб