აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency – DSCA), 2015 წლის 20 ოქტომბერს აშშ–ს კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნა საუდის არაბეთისთვის Foreign Military Sales (FMS) ხაზით ოთხი წყალსზედა მრავალფუნქციური საბრძოლო ხომალდის Multi-Mission Surface Combatant (MMSC) მოსალოდნელი მიყიდვის შესახებ. ხომალდები აშშ–ს საზღვაო ძალებისთვის მშენებარე, Freedom–ს ტიპის (Lockheed Martin–ის მიერ შექმნილი LCS–ის ვარიანტი) "ლიტორალურ" საბრძოლო ხომალდების, Littoral Combat Ship (LCS)–ის განვითარებას წარმოადგენენ.
კონტრაქტის ღირებულება, რომელშიც შედის მოწყობილობები, შეიარაღება და სარაკეტო მარაგი და ტექიკური უზრუნველყოფა, სავარაუდოდ 11,25 მილიარდი დოლარია. გენერალური მიმწოდებლი კორპორაცია Lockheed Martin იქნება. უწყებაში აღნიშნულია რომ, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს ამ გაყიდვის შესახებ ნებართვა გასცა.
DSCA–ს მიერ გამოქვეყნებული უწყებაში არსებული საუდის არაბეთის MMSC ხომალდებზე მოსალოდნელი დასამონტაჟებელ სისტემათა სიის მიხედვით, ცნობილი ხდება ამ ხომალდების სავარაუდო იერსახე.
აშშ–ს საზღვაო ძალების Lockheed Martin–ის LCS–ის ტიპის ხომალდი USS FortWorth (LSC-3)
DSCA–ს დოკუმენტების თანამხად, ყოველი MMSC–ს ტიპის ხომალდი უნდა აღიჭურვოს:
ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, RGM-84 Harpoon Block II –ის ორი ცალი ოთხკონტეინერიანი გამშვები დანადგარით (სულ MMSC–თვის დაგეგმილია 48 ცალი ხსრ Boeing RGM-84 Harpoon Block II მიყიდვა – აქედან 32 ცალი ხომალდზე დასაყენებლად, ხოლო 16 სასწავლოდ).
16 ცალი უნივერსალური ვერტიკალური გამშვები დანადგარი Mk 41 (ორი რვაგამშვებიანი მოდული). ყოველი ხომალდის 8 ცალ უვგდ–ს (უნივერსალური ვერტიკალური გამშვები დანადგარი) თითოეულ კონტეინერში განთავსებული იქნება ოთხ–ოთხი ცალი საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო–მართვადი რაკეტა Raytheon RIM-162 Evolved Sea Sparrow Missiles (ESSM) (სულ დაგეგმილია 532 ცალი ESSM რაკეტის მიყიდვა – 128 ცალი ხომალდებზე დასაყენებლად, 384 ცალი სათადარიგო და 20 სასწავლო). დანარჩენი 8 ცალი უვგდ Mk 41 ყოველ ხომალდზე, როგორც ჩანს დროებით გამოუყენებელი დარჩება.
თავდაცვითი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის, SeaRAM–ის ერთი ცალი 11 დამტენიენი დანადგარი Mk 15 Mod 31 (სულ დაგეგმილია 5 ცალი დანადგარის გაყიდვა, მათ შორის ერთი სათადარიგო) რომლებთანც კომპლექტში 188 საზეინტო რაკეტა Raytheon RIM 116C Block II Rolling Airframe Missiles (RAM) გაყიდვაც იგეგმება (44 ცალი ხომალდებზე დასაყენებლად, 132 სათადარიგო და 12 სასწავლო).
ერთი 76მმ–ნი უნივერსალური ავტომატური საარტილერიო დანადგარი Oto Melara Mk 75 (სულ დაგეგმილია 5 ცალის გაყიდვა, მათ შორის ერთი სათადარიგო).
სავარაუდოდ, ორი ცალი 20მმ–ნი დისტანიურად მართვადი საარტილერიო დანადგარი Nexter Narhwal (ნახსენებია საერთო ჩამონათვალშ).
ათი ცალი 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევი (სულ დაგეგმილია 48 ტყვიამფრქვევის გაყიდვა, მათ შორი 8 სათადარიგო).
ორი ცალი სამგამშვებიანი 324მმ–ნი ნავსაწინააღმდეგო ტორპედების სატორპედო აპარატი Mk 32 (მოხსენებულია საერთო ჩამონათვალში).
MMSC ტიპის ხომალდების რადიოელექტრონული აღჭურვილობა მოიცავს 5 ცალ საბრძოლო მართვის ავტომატიზირებულ სისტემას (სმას) Lockheed Martin COMBATSS-21 (4 ცალი ხომალდებზე და ერთი სათადარიგო), 5 ცალი ძირითადი რადარი Airbus TRS-4D (4 ცალი ხომალდებზე და 1 სათადარიგო), ცეცხლის მართვის კომბინირებული სისტემა Saab Ceros 200, 5 ცალი ბუქსირებადი აქტიურ–პასიური ჰიდროაკუსტიკური სონარი (Compact Low Frequency Active Passive Variable Depth Sonar), სავარაუდოდ Thales СAPTAS სერიიდან (4 ცალი ხომალდებზე და 1 სათადარიგო), რადიოელექტრონული დაზვერვის სადგური Argon ST/Boeing WR-2000 (საერთო ჩამონათვალში), გასროლადი ხარვეზების კომპლექსი Lockheed Martin Automatic Launch of Expendables (ALEX), ტორპედოსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა AN/SLQ-25А Nixie, კავშირგაბმულობის კომპლექსი Rockwell Collins AN/ARC-210, მონაცემთა გადაცემის სისტემის აპარატურა Link 16, დახურული შიდა ციფრული ქსელები Automated Digital Network System (ADNS) და Combined Enterprise Regional Information Exchange System (CENTRIXS), სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის სისტემა Northrop Grumman UPX-29 (Mode 4 და Mode 5, დაგეგმილია 5 კომპლექტის მიწოდება), ხარვეზმედეგი სანავიგაციო სისტემის მიმღები L-3 Communications Selective Availability Anti-Spoofing Module (SAASM).
ასევე DSCA–ს მიერ 2015 წლის 20 მაისს კონგრესისთვის წარდგენილი იქნა საუდის არაბეთისთვის FMS–ს ხაზით 10 ცალი მრავალმიზნობრივი საზღვაო ვერტმფრენის, Sikorsky MH-60R–ის სავარაუდო მიყიდვის შესახებ დოკუმენტი. კონტრაქტის ღირებულება 1,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელშიც აღნიშნული ვერტმფრენების გარდა ასევე შედის 38 ცალი საბრძოლო და 4 სასწავლო რაკეტა AGM-114R Hellfire II და 380 ცალი კორექტირებადი 70მმ–ნი რაკეტა APKWS. როგორც ჩანს თითო MMSC ტიპის ხომალდის ბორტზე მუდმივად განთავსდება ორი ცალი ვერტმფრენი MH-60R.
2015 წლის 20 ოქტომბერს, აშშ–ს ფლოტის ხომალდმა, USS Ross (DDG 71)–მა ატლანტიკური ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, საზღვაო თეატრის რაკეტსაწინააღმდეგო ფორუმის (Maritime Theater Missile Defense – MTMD) ფარგლებში სწავლება "საზღვაო დემონსტრირების: დროს (At Sea Demonstration – ASD) წარმატებულად განახორციელა ბალისტიკური რაკეტის განაგურება.
სწავლება ASD–15–ის დროს ხომალდ USS Ross (DDG 71)–დან რაკეტა Standard Missile-3 (SM-3) Block IA გაშვების ვიდეო
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ–ს საზღვრებს გარეთ, ბალისტიკური რაკეტის წინააღმდე იქნა გამოყენებული გზაგადამჭრელი რაკეტა Standard Missile-3 (SM-3) Block IA. სწავლების სცენარისთვის გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტა–სამიზნე Terrier Orion, რომელმაც სტარტი შოტლანდიის ნაპირებთან მდებარე ჰებრიდის კუნძულებზე მდებარე პოლიგონიდან აიღო და კოალიციის ხომალდების წინააღმდეგ გასროლილ ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტასთან ერთად შეტევის იმიტაცია განახორციელა. USS Ross–მა მოახდინა ანტირაკეტა SM-3–ის გასროლა და წარმატებულად გაანადგურა სამიზნე კოსმოსში. თავის მხრივ, ჰსთ როლში მყოფმა USS The Sullivans (DDG 68) მოახდინა რაკეტა SM-2 –ის გაშვება, რაც ასევე პირველად მოხდა აშშ–ს საზღვრებს გარეთ.
აშშ–ს მე–6 ფლოტის მეთაურის, ვიცე ადმირალის, ჯეიმს ფოგოოს განცხადების თანახმად "სწავლება ASD-15–მა აჩვენა რომ სახვა ქვეყნების შეთანხმებულ მუშაობას და კომუნიკაციას ძალუძს რთული საფრთხეების წინაშე უმწიკვლო თავდაცვის განხორციელება".
სწავლება ASD–15–ის დროს ხომალდ USS Ross (DDG 71)–დან რაკეტა Standard Missile-3 (SM-3) Block IA გაშვების მომენტი
მოკლე ფაქტები:
სწავლება ASD-15 აშშ–ს ხელშეწყობით განხორციელდა დიდ ბრიტანეთში, ის წარმოადგენდა მრავალეროვნული კოალიციის ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსური შესაძლებლობების დემონსტრირებას.
ინტეგრირებული რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა (Integrated Air and Missile Defense – IAMD) განხორციელდა კოალიციის ხომალდებსა და თვითმფრინავებს შორის ცოცხალ დროში ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით, რაც აუმჯობესებს კოალიციის თავდაცვას ბალისტიკური რაკეტების წიწნააღმდეგ.
არის ამ სწავლებაზე განხორციელებული მთელი რიგი სიახლეები:
პირველად მოხდა აშშ–ს საზღვრებს გარეთ მდებარე პოლიგონზე რაკეტა SM-3 გამოყენება
პირველად მოხდა დიდ ბრიტანეთში, ჰებრიდის პოლიგონზე რაკეტების SM-2 და SM-3 გამოყენება
პირველად მოხდა ინტეგრირებული რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (Integrated Air and Missile Defense – IAMD) სისტემის მხარდასაჭერად მრავალეროვნული კოალიციის მიერ, ჰორიზონტსმიღმა საინფორმაციო გაცვლის არქიტექტური გამოყენება.
აშშ–ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სწავლებაში პირველად მონაწილეობდნენ ნიდერლანდებისა და ესპანეთის ხომალდები.
IAMD–ს კოალიციამ პირველად მოახდინა ბალისტიკური რაკეტებთან ერთად ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება.
ეს ტესტი დემონსტირებას უკეთებს აშშ–ს სურვილს დაიცვას ევროპელი მოკავშირეები ოთხი ცალი Aegis სისტემით აღჭურვილი ხომალდით, რომლებიც გაშლილები არიან როტასა და ესპანეთში და ასევე სახმელეთო კომპლექსით, რომელიც რუმინეთშია განთავსებული.
MTMD–ს ფორუმში მონაწილეობს შემდეგი ათი ქვეყანა – ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ASD-15–ში მონაწილეობისთვის რვა ქვეყანამ გამოყო ხომალდები და თვითმფრინავები, ესენია კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ გერმანიასთან ერთად.
ASD-15–ში გამოყენებული ინფორმაციის გაცვლის ტაქტიკურმა ქსელმა 5,7 მილიონი კვადრატული მილი დაფარა.
აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, USS Mount Whitney (LCC-20), წარმოადგენა სათვალთვალო პლატფორმას, რომელზეც IAMD–ეს მონაწილე შვიდი ქვეყნის და იაპონიისა და დანიის დელეგაციები იმყოფებოდნენ და ხომალდის ბორტიდან ანტირაკეტის მუშაობას ცოცხლად ადევნებდნენ თვალს.
რუსეთის არმიის პერსპექტიული აღჭურვილობის (იწყებენ დიდი პარტიებით შესყიდვას) რამოდენიმე საინტერესო დეტალი (აღჭურვილობის ნუსხას დროთაგანმავლობაში შევავსებ).
თვითონ "Ратник"–ის ეკიპირების ნიმუში
საიერიშო ჟილეტი 6Б46
სატრანსპორტო–მოდულური ჟილეტი 6Ш117
საერთო საჯარისო ჯილეტი 6Б45
სახსრების დამცავი კომპლექტი 6Б51
წყლის გამწმენდი ინდივიდუალური ფილტრი 6Э1
საათი 6Э4
ჩაფხუტი 6Б47
ხიშტ–დანა 6Х9-1
და დამატებით ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის ცეცხლმდგრადი ეკიპირება 6Б48
ამა წლის 19 ოქტომბრიდან NATO ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაშტაბურ სამხედრო სწავლებას დაიწყებს. სწავლების, რომლსაც Trident Juncture–2015 ეწოდება, შტაბბინა ესპანეთში განთავსდება, ხოლო თვითონ სწავლება ისეთი ქვეყნების ტერიტორიებზე ჩატარდება, როგორებიცაა – იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები და ბელგია. სწავლების საზღვაო კომპონენტები ხემლთაშუა ზღვასა და ატლანტიკის ოკენაეში განხორციელდება.
სწავლებაში 30–მდე სახელმწიფოს 36 000 სამხედრო მოსამსახურე, 160 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი, 50–მდე სამხედრო ხომალდი და 10 წყალქვეშა ნავი მიიღებს მონაწილეობას მონაწილეობას. მასში ასევე ჩართული იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაც.
სწავლების დროს NATO–ს შტაბბინა ესპანეთში იქნება განთავსებული
6 ოქტომბერს გერმანიიდან აშშ–ს არმიის ჯავშანტექნიკის გადასროლა ესპანეთში, საერთაშორისო სწავლება Trident Juncture–2015–ში მონაწილეობის მისაღებად
იმავე ტექნიკის ესპანეთში ჩამოტვირთვის მომენტი
ნიდერლანდების სახმელეთო ძალების ტექნიკის გადასროლა ესპანეთში, სწავლება Trident Juncture-2015–ში მონაწილეობის მისაღებად
გერმანული ქვედანაყოფები სწავლების დროს
სამხრეთ ევროპაში გერმანიის სახმელეთო ძალების ტექნიკის გადასროლა საზღვაო და სარკინიგზო გზით