Saturday, March 5, 2016

სწავლება Cold Response 16 ფოტოებში

 სწავლება "Cold Response 16"-ის ფარგლებში აშშ-ს საზღვაო ქვეითების, ნორვეგიელი ჯარისკაცებისა და ნიდერლანდელი და ბრიტანელი კომანდეოსების გადასხმა კომუნა ნამსუსში. ნორვეგია, 2016 წლის 3 მარტი 

მოკავშირეთა ჯავშანტექნიკა სწავლება "Cold Response 16"-ზე
 

საზღვაო დესანტირება 

2016 წლის თებერვალი, ნორვეგია. ბუნდესვერის 270-ე საჰაერო სადესანტო ასეული სწავლება "Cold Response 16"

ღია კარის დრე სწავლება "Cold Response 16"-ის ფარგლებში 


Friday, March 4, 2016

აშშ-ს დრონები (ინფოგრაფიკა)

საკმაოდ საინტერესო ინფოგრაფიკა ამერიკის სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში არსებული უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ

Wednesday, March 2, 2016

ქართველები გერმანიაში წინა საავღანეთო სწავლებაზე

7 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, გერმანიაში, ჰოჰეფელსის "მრავალეროვნული ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის" სამხედრო ბაზაზე, მოლდაველ სამხედროებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის 52-ე მსუბუქი ვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთში გადასროლის წინა მოსამზადებელი სწავლება გაიარა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი დაესწრო.


წყარო:

დღის ფოტო - БМП-3 იემენში

გაერთიანებული საემირატოს БМП-3-ები იემენში, ადენის გარეუბანში. 2015 წლის 4 აგვისტო

ახალი რუსული ყუმბარმტყორცნი (ინდექსი უცნობია)

2016 წლის 28 თებერვალს რუსულ ტელეარხ "ЗВЕЗДА"-ს ეთერში გადაცემა "Служу России"-ს (ვემსახურები რუსეთს) მორიგი სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში გამოჩნდა ჯერ ისევ უცნობი ახალი რუსული ყუმბარმტყორცნი, ეგრეთ წოდებული "ახლო ბრძოლის საშუალება" (средства ближнего боя - СББ)., გამოჩნდა. ყუმბარმტყორცნის სახელი ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო საშუალების შექმნაზე  ნ.ე. ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტი მუშაობს. ამის შესახებ 2013 წელს რუსული მასმედია იუწყებოდა - В России создаются средства ближнего боя нового поколения.

ტელეარხ "ЗВЕЗДА"-ს ვიდეო სიუჟეტი (ყუმბარმტყორცნი 21:19 წუთიდან)


რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში ფოტო გავრცელდა, რომელზეც რუსი ჯარისკაცები უცნობი ყუმბარმტყორცნით პოზირებდნენ:


Tuesday, March 1, 2016

ეკზოსკელეტი Hardiman, 1960 წელი

პროეკტ Hardiman-ის ფარგლებში სამუშაოებს კომპანია General Electric აწარმოებდა, რომელმაც პირველი მზა ნიმუში 60-იანი ლწების ბოლოს წარადგინა. ეკზოსკელეტმა სახელწოდება პროგრამის მიხედვით Hardiman  მიიღო. მისი დახმარებით ოპერატორს 1500 ფუნტი ტვირთის აწევა უნდა შესძლებოდა. ამ მოწყობილობაზე სამხედროები დიდ იმედებს ამყარებდნენ - Hardiman-ს  ავიამზიდებზე ბომბებისა და რაკეტების დატვირთვისას საკმაო სარგებლობის მოტანა შეეძლო.
მაგრამ General Electric-ის ინჟინრებმა პროგრამის დაწყებიდან ათი წლის მერეც კი ვერ შესძლეს ჩანაფიქრის რეალიზაცია. აწყობილი იქნა რამდენიმე პროტოტიპი, მათ შორის მუშა მექანიკური ხელი. Hardiman-ის უზარმაზარ საცეცს ჰიდრავლიკური ამძრაობა ჰქონდა და შეეძლო 750 ფუნტის აწევა (მიახლოებით 340 კგ). მაგრამ კონსტრუქტორების წინაშე სხვა პრობლემა წარმოიშვა - ეკზოსკელეტის მექანიკური "ფეხები". Hardiman-ის ერთ ხელიანი და ორ საყრდენ-ფეხიანი პროტოტიპი 750 კილოს იწონიდა და ამასთან დაანგარიშებული მაქსიმალური ტვირთამწეობა თვითონ მის საკუთარ წონაზე ნაკლები იყო. სწორედ მისი ასეთი წონისა და განსაკუთრებით ეკზოსკელეტის მიერ ტვირთის აწევისას, როდესაც მთელი კონსტრუქცია ვიბრირებას იწყებდა, რამაც რამდენჯერმე მისი გადაქცევა გამოიწვია, ცენტროვკის თავისებურების გამო პროგრამა დახურული იქნა. მას შემდეგ ამ მიმართულებით ახალი სამუშაოები მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ გამოჩენილა.