Sunday, January 21, 2018

ბელგია აშშ-სგან 34 ცალ F-35А შეიძენს

როგორც აშშ-ს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თანამშრომლობის სააგენტო (Defecne Security Cooperation Agency - DSCA) იუწყება, ამერიკულმა მხარემ ბელგიისთვის F-35А-ს გაყიდვის ნებართვა გასცა. სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად 34 ცალი გამანადგურებლის, ოთხი სათადარიგო ძრავის, მომსახურების მოწყობილობისა, სახმელეთო ტრენაჟორების უცნობი რაოდენობის, ტექნიკური მხარდაჭერის და ასევე მრავალფეროვანი სათადარიგო ქონებისა და საკუთნოს და საფრენოსნო და სახმელეთო პერსონალის გაწვრთის საფასურად, ბელგიური მხარე, 6,53 მილიარდ დოლარს გადაიხდის.

წყარო:

მანამდე ბელგიაში გამანადგურებლების კონკურსი იყო გამოცხადებული, თუმცაღა მისი შედეგი ალბათ კონკურსის გარეშეც გადაწყვეტილი იყო. Rafale-სგან და Eurofighter-ისგან გასნხვავებით, ამერიკულ გამანადგურებელს სხვა მრავალ გემრიელობებთან ერთად კიდევ ერთი საკმაოდ სერიოზული პლიუსიც გააჩნია, ეს არის B61 ტიპის თერმობირთვული ბომბები ტარების საშუალება. რაც ბელგიის, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის და მისი პოლიტიკის გამტარებლისთვის, ალბათ საკმაოდ წონადი არგუმენტი იყო.

Thursday, January 11, 2018

სირიაში ბაზირებული (?) დამწვარი რუსული С-400

როგორც ცნობილია, 5-დან 6 იანვრის ღამეს სირიაში მდებარე რუსულ ბაზებზე, კერძოდ ჰმეიმის ავიაბაზაზე და ტარტუსის მატერიარლუ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაზე, თვითნაკეთი, ასაფეთქებელით დატვირთული, უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით განხორციელდა საჰაერო იერიში. სულ იერიშში ჩართული იყო 13 უპილოტო საფრენი აპარატი, აქედან ათი ჰმეიმის ავიაბაზისკენ მიემართებოდა, ხოლო სამი ტარტუსისკენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, იერიში წარმატებით იქნა მოგერიებული. ექვსი უპილოტო რუსულმა რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფმა აიყვანა კონტროლზე, აქედან სამი წარმატებით დასვა, ხოლო სამი დაჯდომისას აეთქდა.
კიდევ შვიდი უპილოტო ბაზების დაცვაზე მყოფი, Панцирь-С-ის ტიპის, ჰსთ კომპლექსებით იქნა განადგურებული.
რუსული მხარის განცხადების თანახმად ბაზას და მასზე მყოფ მატერიალურ ტექნიკურ საშუალებებს ზიანი არ მიადგა, რუსული კონტინგენტი შეუფერხებლად აგრძელებს ფუნქციონირებას.

წყარო:

ბლოგის მხრიდან მინდა დავამატო რომ, ინტერნეტში გავრცელებული არაოფიციალური წყაროების თანახმად, ავიაიერიშის დროს დაზიანდა ერთი ცალი, ავიაბაზის დაცვაზე მყოფი, С-400-ის ტიპის ჰსთ კომპლექსი.
ოფიციალური რუსული მხარე ამის თაობაზე არ ავრცელებს არანაირ ინფორმაციას. მოკლედ დაველოდოთ კიდევ ცოტა ხანს, სავარაუდოდ კიდევ გამოჩნდება საინტერესო ინფორმაცია ამ ბაზებზე განხორციელებული იერიშების შესახებ.


რუსეთის პროპაგანდის ზემოქმედება აშშ-ს და ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებზე

"ტრამპს რუსეთის საფრთხეზე არასწორ რეაგირებაში ადანაშაულებენ" - ინტერნეტრესურსი "ამერიკის ხმა" ამ სათაურით აქვეყნებს საკმაოდ საინტერესო სტატიას (სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - ტრამპს რუსეთის საფრთხეზე არასწორ რეაგირებაში ადანაშაულებენ), რომელშიც ამერიკის არჩევნებზე და მთლიანად ამერიკული საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში რუსეთის როლზეა საუბარი.

შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედება, რომელიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებს სცდება. კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის წინ არ აღუდგა რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.

„ასეთი რამ დღემდე არასდროს მომხდარა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ასე აშკარად მოეხდინა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ამდენად მძიმე და მზარდი საფრთხის უგულებელყოფა“ - თქვა დღეს გავლენიანმა სენატორმა ბენ კარდინმა. მერილენდის შტატის დემოკრატი კანონმდებელი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. კარდინი შიშობს, რომ თუ საჭირო რეაგირება არ მოხდა, რუსეთი ამერიკის არჩევნებში წელს, ნოემბერშიც ჩაერევა და უკან არც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიხევს.

დღეს, რუსეთის შესახებ, სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის დემოკრატი წევრების მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა. ის კრემლს ამერიკის და სხვა ქვეყნების დემოკრატიაზე გრძელვადიანი ეფექტის მქონე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ანგარიში თავდასხმის წინააღმდეგ მრავალმხრივი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ლიდერობით უნდა დაიწყოს.


მთლიანად დოკუმენტი (ინგლისურად) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

„პუტინის რეჟიმმა უცხოეთზე ზეწოლის მოსახდენად, მძლავრი ინსტრუმენტების მთელი კომპლექტი შექმნა... როგორც ჩანს, ის თითქმის არაფერზე დაიხევს უკან, რომ მოარყიოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ტრანს-ატლანტიკური ალიანსები“ - ნათქვამია ანგარიშში. მას საფუძვლად უდევს თვეების მანძილზე მიმდინარე გამოძიება და უცხოეთის იმ ქვეყნებთან გავლილი კონსულტაციები, რომელთა მთავრობებიც კრემლის სამიზნე გახდა. 206 გვერდიან ანგარიშში დოკუმენტურად არის აღწერილი რუსეთის მიერ საკუთარ საზღვრებს მიღმა გამოყენებული ზომების მთელი სპექტრი.

პუტინის „ასიმეტრიული არსენალი“ მოიცავს როგორც „სამხედრო შეიარაღებით მოწყობილი თავდასხმების და გამიზნული მკვლელობების ლეტალურ ნაზავს“, ასევე „დეზინფორმაციის კამპანიებს და კიბერ-იერიშებს“. კრემლის სამიზნეებს შორის, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის ანგარიში ასახელებს უკრაინას და მონტენეგროს, სადაც გადატრიალება იგეგმებოდა; ასევე, დეზინფორმაციით და კიბერ-იერიშებით თავდასხმა მოხდა გერმანიაზე, საფრანგეთზე, ბრიტანეთზე და სხვა ქვეყნებზე.

ანგარიში ასევე შეიცავს რუსეთში იმ ადამიანების მიმართ განხორციელებული რეპრესიების და ძალადობის დეტალებს, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარ კრიტიკოსებად და მტრებად თვლის. რუსეთის ლიდერმა „ძალაუფლება მოიპოვა და განამტკიცა შანტაჟით, ტერორის შიშით, ომით“; „უცხოეთში სამხედრო თავგადასავლების და აგრესიის, შინ გავრცელებულ პროპაგანდასთან და პოლიტიკურ რეპრესიებთან კომბინაციით, რათა ადგილობრივი აუდიტორია დაერწმუნებინა იმაში, რომ ის რუსეთის წარსულ სიდიადეს აღადგენდა“.

„ეს არ არის ანგარიში, რომელიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას აღწერს. ეს არის ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი მთელ მსოფლიოში“ - თქვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც დოკუმენტზე მუშაობდა. მისი თქმით, ეს არის ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილი პირველი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს რუსეთის საფრთხის მთელ „სიმძიმეს და მასშტაბს“ და რომლის სრულად გააზრების გარეშე, წარმოუდგენელია „მისი განმეორების პრევენცია“.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ანგარიშს ხელს არ აწერს, თუმცა, ჯერჯერობით, არც მის დეტალებს აპროტესტებს. სენატორ ბობ კორკერის (რესპუბლიკელი სენატორი ტენესის შტატიდან) პრესსპიკერი ამბობს, რომ მათ ანგარიშის ასლი ორშაბათს საღამოს გადაეცათ. ამასთან, კომიტეტში რუსეთის თაობაზე საჯარო მოსმენების, თუ საიდუმლო ბრიფინგების მთელი სერია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ორივე პარტიის წარმომადგენლები იღებდნენ. უახლოეს წარსულში, სენატის საბანკო კომიტეტთან ერთობლივი სხდომა ჩატარდა, რათა რუსეთის მთავრობაზე დაწესებული სანქციების გაფართოება მომხდარიყო. სანქციები სხვა საკითხებთან ერთად, გაგრძელებულ აგრესიაზე, კიბერ-იერიშებზე და არჩევნებზე ჩარევის პასუხად დაწესდა.

ანგარიში დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რომელიც ევროპის ქვეყნებმა რუსეთის ჩარევის და მისი გავლენის აღკვეთის მიზნით გადადგეს. ამასთან, აღწერილია როგორც სახელმწიფოთა მთავრობების მიერ ინდივიდუალურად მიღებული ზომები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და ალიანსების მიერ, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი, გატარებული ღონისძიებები. ანგარიშის მიხედვით, შეერთებული შტატები მათ საკმაოდ ჩამორჩება.

„პრეზიდენტი ტრამპი ზერელედ მოეკიდა პუტინის ჩარევით, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს და მასზე რეაგირებას“ - ამბობს ანგარიში. „პრეზიდენტმა სასწრაფოდ უნდა განაცხადოს შეერთებული შტატების პოლიტიკის შესახებ, რომელიც წინ აღუდგება და შეაკავებს კრემლის ჰიბრიდული საფრთხის ყველა გამოვლინებას, მიმართულს ამერიკის და მსოფლიოს წინააღმდეგ... პრეზიდენტმა კონგრესში მრავლისმომცველი ეროვნული სტრატეგიაც უნდა წარმოადგინოს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ ამ რთულ საფრთხეებს აღკვეთს“.

ანგარიში რუსეთის გავლენასთან საბრძოლველად, კონტრ-ტერორიზმის ეროვნული ცენტრის ანალოგიური, საგანგებო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის რეკომენდაციას იძლევა. სენატორი კარდინი იმედს გამოთქვამს, რომ რესპუბლიკელები გვერდში დაუდგებიან და გაიზიარებენ ანგარიშის შედეგებს და რეკომენდაციებს. მისი თქმით, კონგრესში რუსეთის მთავრობის აგრესიის და ძალადობის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციებს „ორპარტიული მხარდაჭერის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს“.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბეჯითებით აცხადებს, რომ რაც არ უნდა ჩაედინა რუსეთს, მის საპრეზიდენტო კამპანიას 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეში, კრემლის ინტერესებთან შეხება არ ჰქონია. არჩევნებში ჩარევის ნებისმიერ ბრალდებას დღემდე უარყოფს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

NATO-ს 7,62х51 კალიბრის ტყვიები საბჭოთა კავშირის საზომით

60-იან წლებში, "სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს მთავარმა საარტილერიო სამმართველომ" მიიღო დავალება შეესწავლა NATO-ს 7,62х51 კალიბრის ტყვია. ტყვიის ზომები მაშინდელი ტექნიკური საზომი საშუალებებით გადაწყვიტეს. ფოტოებზე გერმანული («а», მწარმოებელი DAG) და ავსტრიული («б», მწარმოებელი ÖJP) ტყვიების ზამებია მოცემული. საინტერესოა ახლანდელ მონაცემებს რო შევადაროთ რასხვაობას მივიღებთ?


წყარო:

Wednesday, January 10, 2018

ძაღლები ცოცხალ მანეკენებად ტანკში

1954 წელს "მთავარი საარტილერიო სამმართველო" (ГАУ), საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს "მთავარ ჯავშანსატანკო სამმართველოსთან" (ГБТУ МО СССР) ერთად, ამოწმებდა ქვეითთა საშტატო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს (ВГ-2-ის ВПГ-1-ს, РПГ-2-ის ПГ-2-ს, СГ-82-ის ПГ-82-ს და СКБ-99-ის 82-მმიან კუმულაციურ გასროლებს). შემოწმების შედეგად ზემოთ მოყვანილი საშუელებების გამოყენებით საცეცხლე შემოწმება გაიარეს შემდეგმა ტანკებმა - М4 А3ЕS («Sherman», აშშ), М-26  («Pershing», აშშ) და Т-VIВ/«Tiger B» (« Konigstiger», გერმანია).

ამონარიდი გამოცდების ანგარიშიდან: "ცოცხალ ორგანიზმებზე აფეთქებისა და კუმულაციური ჭავლის ზემოქმედების მახასიათებლების გარკვევის მიზნით, მთელი რიგი გამოცდების დროს, ტანკებში М-26 და Tiger B, ეკიპაჟის ადგილებში ცხოველები (ძაღლები, ბოცვრები) იქნა განთავსებული".
ილუსტრაციაზე «Tiger B»-ეზე სწორედ ცხოველების განთავსება და 82 მილიმეტრიანი კუმულაციური ნაღმის (არაუკუმგორავი СКБ-99) გამოცდის შედეგებია ასახული. გასროლა 150 მილიმეტრი სისქის მქონდე შუბლა ზედა ჯავშანფილაზე განხორციელდა. ფერადი საღებავით აღნიშნულია ბიოობიექტების დაზიანების სიმძიმე: ლურჯად - მძიმე კონტუზია, მწვანე - საშუალო სიმძიმის კონტუზია, წითელი - მსუბუქი კონტუზია. ისრებიტ ნამსხვრევების მიმართულებაა ნაჩვენები.


Tuesday, January 9, 2018

ტყვიამფრქვევ M60-ის კუსტარული აპგრეიდი (თუ დაუნგრეიდი)

გუშინ ფეისბუკზეც გამოვაქვენყნე ეს ფოტო, მაგრამ აქაც დავაარქივებ. პირადად ათ წელზე მეტია ამას ვეძებ და ეხლა პირველად შემხვდა - ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი SEAL-სი ვიეტნამში, რომელსაც კონდახმოხერხილი, ლულადამოკლებული, ორფეხა და სამიზნე მოწყობილობებ მოხსნილი M-60 ტიპის ტყვიამფრქვევი უჭერია ხელში. ეს მიღებული პრაქტიკა იყო იმ ომში.

კერძოდ ეს ქვედანაყოფი მეკონგის დელტაში, ჭაობიან ჯუნგლებში ოპერირებდა. ამ პირობებში მტერთან შეჯახება როგორც წესი მაქსიმუმ 50 მეტრში ხდებოდა, ამიტომაც სამიზნე მოწყობილობებს, ლულას და ორფეხას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სპეცდანიშნულების მცირერიცხოვან რაზმს უმეტეს შემთხვევაში აღმატებულ მოწინააღმდეგესთან უწევდა შეტაკება და ლამის მიბრჯნით სროლისას აუცილებელი იყო მცირე დროის მონაკვეთში მრავალრიცხოვან მტერზე უფრო მეტი ტყვიის გაშვება, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ასე კასტრირებული ტყვიამფრქვვი, 20 მეტრის მანძილზე მიზანს მაინც ვერ ააცილებ, სამაგიეროდ წონის ეკონომიის ხარჯზე უფრო მეტი ტყვიაწამლის წაღება იყო შესაძლებელი და გრიგალისბური ცეცხლი მტრის მიმართულებით გაცილებით მეტ ხანს გრძელდებოდა.


Sunday, January 7, 2018

Объект–477 - საბჭოთა საიდუმლო ტანკის რამოდენიმე გამოსახულება

საბჭოთა კავშირის დროს, კერძოდ 80-იან წლებში, კრაინაში მიმდინარე ახალი თაობის ტანკის პროექტებზე ბლოგზე უკვე რამდენჯერმე ვწერდი (ბმულწბი სტატიებზე იხილეთ ფოტოების ქვემოთ). ამჯერად Объект–477-ის (თემა Молот) ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოქსეროასლებს წარმოგიდგენთ, როგორც ამბობენ რომელიღაცა ანგარიშიდანა ან მოხსენებიდან გადაღებული ასლებიაო.








პროექტის შესახებ მცირდეი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

აშშ-ს საჰაერო ძალების ტექნიკური შემადგენლობა

საკმაოდ საინტერესო PDF დოკუმენტი: შეერთებული შტატების საჰაერო ძალები - 2018 წლის ბიუჯეტის მიმოხილვა (იხილეთ ბმულზე - UNITED STATES AIR FORCE - FISCAL YEAR 2018 BUDGET OVERVIEW). დოკმენტში აშშ-ს საჰაერო ძალების მომავალი წლის ყველა აქტივობა, მოდერნიზაციის პროგრამები, შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვა, საჰაერო ბაზები და სხვა მარავლი საინტერესო ინფორმაციაა ასახული. ქვემოთ მოყვნილია ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელზეც კარგად ჩანს აშშ-ს საჰაერო ფლოტის აქტიური და სარეზერვო ნაწილი.


Saturday, January 6, 2018

Baltic Air Policing - F-15 vs Су-30СМ


ბალტიისპირეთი საჰაერო სივრცი პოლიცირების ფარგლებში ამერიკულმა F-15-ებმა რუსულ Су-30СМ-ებს გადაუჭრეს გზა. როგორც ნცობილი ხდება, რუსებმა საჰაერო სივცრეში გავლისას დისპეჩერს ტავისი მარშუტი და და მისია არ შეატყობინეს, რასაც ამერიკელებსიგან სათანადო რეაგირება მოჰყვა.

2017 წელს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის მიწოდებული ავიატექნიკა

2017 წელს რუსეთის საავიაციო მრეწველობამ კვლავ შეინარჩუნა წარმოების მაღალი ტემპი. ამავდროულად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის და საზღვაო ფლოტისთვ გადაცემული ავიატექნიკის საერთო რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა, რაც 2016 წელს МиГ-29СМТ-სი და МиГ-29КР/КУБР-ის კონტრაქტის და Су-30М2-ის მიწოდების დასრულებასთან და ასევე Як-130 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების ტემის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ამასთან ისეთი თანამედროვე გამანადგურებების, როგორებიცაა Су-30СМ, Су-34 და Су-35С, მიწოდების ტემპი უკვე სტანდარტულად ქცეულ დონეზეა შენარჩუნებული
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ 43 ცალი ახალი წარმოების საბრძოლო თვითითმფრინავი (17 Су-30СМ, 16 Су-34 და ათი Су-35С) და ექვსი სასწავლო-საბრძოლო Як-130 მიიღეს.

Су-30СМ
2017 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული თვითმფრინავების ნუსხა შემდეგენაირად გამოიუყურება:
17 ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი. 2017 წლის განმავლობაში ПАО "Корпорация "Иркут"-ის ქარხანამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 17 ცალი მარავალფუნქციური გამანადგურებელი, Су-30СМ, მიაწოდა. აქედან 12 ცალი 2012 წელს მოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი ხუთი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ გაფორმებული ცალკე ხელშეკრულების ფარგლებში გაბხორციელდა.
2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სულ 116 ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი შეუკვეთა. აქედან 88 ცალი საჰაერო-კოსმოსურ ძალებისთვის, დანარჩენი 28 სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. 2017 წლის შედეგების თანახმად საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 80 ცალი გამანადგურებელი უკვე მიიღეს (აქედან 12 ცალი 2016 წელს და 2017 წელს კიდევ ამდენივე), საზღვაო ძალების ავიაციას 20 ცალი გადაეცა (აქედან 7 ცალი 2016 წელს და 5 ცალი 2017 წელს). კიდევ ექვსი ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი 2015-2016 წლებში ყაზახურმა მხარემ მიიღო.
2017 წლის 11 დეკემბერს, მე-14 გვარდიული საავიაციო პოლკის შემადგენლობაში გადაცემული 10МК5 1506 სერიული ნომრის მქონდე გამანადგურებელი (საბორტე ნომერი "წითელი 82") იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული Су-30СМ-=ის ტიპის მეასე გამანადგურებელი. ამგვარად Су-30СМ რუსეთის საჰაერო ძალებისთვის გახდა თვითმფრინავების მეორე ტიპი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში ასი ცალის ოდენობით იქნა გადაცემული (პირველმა ამ რაოდენობას Су-34-მა მიაღწია).
16 ცალი Су-34-ის ტიპის საფრონტე ბომბდამშენი. 2017 წლის განმავლობაში ПАО "Компания "Сухой"-იმ რუსეთის საჰაერო ძალებს 16 ცალი Су-34-ი ტიპის საფრნტე ბომბდამშენი გადასცა.
2017 წელს გადაცემული ყველა Су-34, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 2012 წელს 92 თვითმფრინავზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებშია წარმოებული. 2012 წლის კონტრაქტის ფარგლებშუ, 2017 წელს გადაცემული 16 ცალი Су-34-ის ჩათვლით, რუსეთის საჰაერო ძალებისთვის უკვე 70 ცალი Су-34-ია მიწოდებული. ამ ხელშეკრულების პირველი ორი თვითმფრინავი 2013 წლის 24 დეკემბერს გადაეცა შემკვეთს, მომდევნო 18 აპარატი 2014 წელს, 2015 წელს შემდეგი 18მანქანიანი პარტია იქნა გადაცემული, ხოლო 2016 და 2017 წლებში რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა 16-16 თვითმფრინავი მიიღეს.

Су-35С
2017 წლის შედეგბის თანახმად, ყველა ხელშეკრულებით მიწოდებულმა Су-34-ების რაოდენობამ 114 ერთეული შეადგინა (მათ შორისაა შვიდი ცალი საცდელი და წინასერიული ნიმუშებიც). პოსტსაბჭოთა პერიოდში Су-34 გახდა პირველი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებმა 100 ცალის ოდენობით შეიძინეს.
10 ცალი Су-35С-ის ტიპის გამანადგურებელი. 2017 წელს АО "Компания "Сухой"-მ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 10 ცალი Су-35С გადასცა. გამანადგურებლები 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იქნა წარმოებული. ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი და სულ 50 ცალი Су-35С-ის ტიპის გამანადგურებელი უნდა იქნას გამოშვებული.
მანამდე АО "Компания "Сухой"-მ წარმატებით დაასრულა 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 48 ცალი Су-35С გადაეცა. ამგვარად Су-35С-ის მთლიანი რაოდენობა რუსეთის საჰაერო-კოსმოსრუ ძალებში 68 ერთეულს შეადგენს.
Як-130-ის ტიპის ექვცის ცალი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი. 2017 წელს,ირკუტსკის საავიაციო ქარხანამ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვსი ცალი Як-130-ის ტიპის ექვცის ცალი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. თვითმფრინავები 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იქნა წარმოებული, ხელშეკრულების თანახმად 2016-2018 წლებში, საწარმოომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 30 ცალი ამ ტიპის თვითმფრინავი უნდა მიაწოდოს. სულ 2017 წლის მდგომარეობით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 95 ცალი Як-130-ის ტიპის ტვითმფრინავი გადაეცა. ამ ჟამად წარმოებული თვითმფრინავების გადაცემა შეჩერებულია, რაც სავარაუდოდ 21 ივნიის ამ ტიპის თვითმფრინავის ორ კატასტროფასთანაა დაკავშირებული. მწარმოებელი მათ დახვეწაზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობს.

2008 წლიდან დღემდე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის გადაცემული საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა

ასევე აღსანიშნავია რომ, 2017 წელს АО "Компания "Сухой"-მ ჰაერში აწია მე-5 თაობის, Су-57 (Т-50)-ის ტიპის სამი, გამოცდების დამასრულებელი ეტაპის, გამანადგურებელი. ესენია Т-50-9 (პირველი ფრენა 2017 წლის 24 აპრილი). Т-50-11 (6 აგვისტო) და Т-50-10 (23 დეკემბერი). მანამდე, 2010-2016 წლებში გამოცდებში Т-50-ის შვიდი პროტოტიპი იყო ჩართული. 
ექსპორტის შესახებ აღსანიშნავია 33 ცალი ახალი აწყობილი საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდება - 15 МиГ-29М/МиГ-29М2 ეგვიპტეს, 6 Су-30МКИ(А) ალჟირს, 2 Су-30СМ ყაზახეთს, 10 Су-35 ცინეთს და 3 სასწავლო-საბრძოლო Як-130 მიანმას.


დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: