Friday, March 1, 2013

Joint Successful Operation in Afghanistan/ერთობლივი წარმატებული ოპერაცია ავღანეთში



ჰელმანდის პროვინციის „სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ“ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მასში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 32-ე და 12-ე ქართული ბატალიონების 200-მდე  სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ოპერაციის, კოდური სახელით „დინამიური პარტნიორობა“, მთავარი მიზანი შურაკაის რაიონში ჩარჩენილი  ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა იყო, ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა კი - „წითელი გზისა“ და „ბამას გზის“ გაკონტროლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქმედო არეალი 40კმ-ს ფარავდა.
სამხედრო ოპერაცია ერთი  კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. „დინამიურ პარტნიორობა“-ში  ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეშვიდე საბრძოლო პოლკის მე-2 საინჟინრო ბატალიონი, პირველი სატანკო ბატალიონი, მე-2 ლოგისტიკური პოლკი და მსუბუქ ვერტმფრენთა 169-ე ესკადრილია იღებდა მონაწილეობას.    
 

Joint Successful Operation in Afghanistan

The Helmand Province Regional Command Southwest (RC SW) carried out a multi-unit operation within its area of operation. About 200 Georgian military servicemen of the 32nd and 12th units participated in the action along with U.S. Marines. Operation “Dynamic Partnership” aimed to safely extract all equipment and troops located aboard Village Stability Platform Shurakay prior to demilitarizing the site in the Upper Gereshk valley. The main task for Georgian soldiers included controlling and providing security with Route Red and Bama Road. Their area of operation covered 40 km.

A week-long multi-unit operation completed successfully. Along with the Georgian soldiers, various units of U.S. Marine Corps - the 2nd Combat Engineer Battalion of Regimental Combat Team 7, 1st Tank Battalion, 2nd Marine Logistics Group and HMLA-169 (Marine Light Attack Helicopter Squadron 169) took part in “Dynamic Partnership”.

















წყარო:
ერთობლივი წარმატებული ოპერაცია ავღანეთში

Thursday, February 28, 2013

დღის ფოტო – მუმდივი მოთამაშე

ეპოქა შეიცვალა – მოთამაშე არა

THEN



NOW

ავტომანქანები Дружба, Тбилиси, Иверия და MS-425


ვაგრძელებ სტატიების სერიას ქართული სამხედრო და სამოქალაქო წარმოების შესახებ, ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველი კონსტრუქტორის, გურამ კვერნაძის მიერ დაპროექტებულ და აწყობილ ავტომანქანებს:

გურამ კვერნაძე ქართველი დიზაინერია, მისი ნამუშევრები ცნობილი გახდა პერესტროიკის პერიოდში. მისი ნამუშევარია მცირე გაბარიტიანი სამხიდიანი ავტომობილები Тбилиси, Иверия და Дружба, აქედან პირველი გამოფენილი იყო 1987 წელს მოსკოვის საავტომობილო ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოფენაზე. ასევე ამავე კონსტრუქტორს ეკუთვნის ავტომანქანა MS-425–ი, რომელიც ივერიას და თბილისის გაგრძელებაა და ის გურამ კვერნაძის ყველაზე ბოლო და სრულყოფილი მოდელია. 

 Тбилиси და Иверия



ავტომანქანა "Тбилиси" УАЗ–ის ბაზაზეა აწყობილი, ტრანსმისია დამუშავებულია – დამზადებულია წინა ხიდის ამძრავის დაგრძელებული ღერძი. მისი უკანა ბოლოს მეშვეობით ორიგინალური შუალედური საყრდენის გავლით, რომელიც მეორე ხიდზეა დამაგრებული, მოძრაობაში მოდის მესამე ხიდი. მანქანის კაბინა დამზადებულია სატვირთო "Колхида"–ს კაბინის დეტალებისა და პანელებისგან. მანქანა მცირე სერიით იწარმოებოდა.


"Тбилис"–ზე ფორსირებული ბენზინის ძრავა УМЗ-451М ეყენა, ასევე გაუმჯობესებული იყო ხიდების კონსტრუქციაც (ტრანსმისიის სქემა ავტომანქანები УАЗ-452К და УАЗ-452ДГ–ეს სრული ანალოგი იყო). გამანაწილებელი კოლოფი სტანდარტული გამანაწილებელი ციფრებიანი იყო, მაგრამ 1987 წელს გადაკეთდა (შენელებაზე შემნელებელი ციფრი 1,94–ის ნაცვლად 2,45 გახდა). მუშა სამუხრუჭე ცილინდრები  ГАЗ-24–ისგან იყო აღებული. მთავარი სამუხრუჭეები კი ГАЗ-69–ისგან. ვაკუუმგამაძლიერებლის ისევ ГАЗ-24–ისა იყო.


შემდეგში მანქანის გაუმჯობესებული ვერსია შემუშავდა, სახელწოდებით - "Иверия", რომელზეც ГАЗ-52-04–ის ძრავა ეყენა, დაგრძელებული იქნა ბაზა. შეცვლილი იყო ტრანსმისიის სქემაც –  "Тбилиси"–თ კარგ გზებზე სიარულისას ბრუნვითი მომენტი მხოლოდ შუა ხიდს გადაეცემოდა, ხოლო "Ивериа"–ს შემთხვევაში უკვე უკანა ხიდზე ხდებოდა მომენტის გადაცემა.
1989 წელს "Тбилиси"–ს ბაზაზე შექმნილი იქნა მისი გაუმჯობესებული მოდელი, სახელწოდებით "Дружба". რაიმე ინფორმაცია ამ მანქანის შესახებ უცნობია.

Тбилиси–ს აწყობის მომენტი

Дружба და Тбилиси გამოცდებზე НИМИ–ს საცდელ ცენტრში

Дружба

ზემოთ ავტომანქანა "Тбилиси", ქვემოთ УАЗ-452–ის ბაზაზე აწყობილი რეანომობილი "Медея" 

80–იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში УАЗ-452К–ას ბაზაზე ქართველი სამთო მაშველებისთვის შეიქმნა სამხიდიანი რეანომობილი "Медея". რეანომობილი "Медея" 1989–1994 წლებში ქალაქ ბოლნისში არსებულ კოოპერატივ "Вездеход"–ში მცირე რაოდენობით იწარმოებოდა.

P.S. სამწუხაროდ ივერიის ფოტო სურათები ვერ მოინახა, თუ დაგვეხმარებით და მოგვაწოდებთ კარგი იქნება. ასევე ძალიან საინტერესო იქნება ნებისმიერი ინფორმაცია "Дружба"–ს და "Медея"–ს შესახებ.


MS-425

გურამ კვერნაძემ ავტომანქანა MS-425 1995 წელს დააპროექტა. 2007–2008 წლებში მას მოდენრიზაცია ჩაუტარა, მისი ძარის დეტალები ГАЗ-53 ბაზაზეა აწყობილი, მაგრამ მას ГАЗ-66–ის 140 ცხენის ძალიანი ძრავა უდგას, ერთი MS-425–ის ღირებულება წინასწარი გამოთვლებით 20 000 $ არ გაცდება, წარმოების შემთხვევაში ავტომობილი ხელით აიწყობა დეტალებით და ნაწილებით. მუშებს 31 ქარხანა მოამარაგებს.


გურამ კვერნაძე ახალ მოდელში მთავარ ნოვაციად მიიჩნევს საჭის ჰიდროგამაძლიერებელის დაყენებასა და უკანა ოთხი თვლის ბლოკირების სისტემის გაუმჯობესებას. ამის მიღწევა მუხრუჭების ვაკუუმგამაძლიერებლის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, ამორტიზატორები უაზის აქვს, შეუძლია მაქსიმუმ 2 ტონამდე ტვირთის გადატანა (გადატვირთულ ვარიანტში 3,5 ტონის), ავტომობილის ექსპლოატაციის ვადა არის 10 წელი, დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელია 50 ცალის წარმოება წელიწადში. მისი გამოყენება შესაძლებელია სანიტარულ სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის, ერთადერთი ეგზემპლარი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა და მისი წარმოება ქვეყნის პირველ პირზეა დამოკიდებული. ცილინდრის მოცულობა 4,25 ლიტრია.

მონაცემები 2008 წლისაა, როგორც ჩანს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ მანქანით არ დაინტერესდა. მიზეზები უცნობია, მაგრამ გავბედავ და გამოვთქვამ რამოდენიმე ვარაუდსპირველ რიგში მანქანაზე უარის თქმა მასში არსებულ რუსულ მაკომპლექტებლებლებს უნდა გამოეწვია, ასევე არანაკლებ სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს შესაბამისი საწარმოო ბაზის არ არსებობა და გაუმართლებელი ფინანსური დანახარჯები.


MS-425-ის სალონი

MS-425 44 გრადუსიანი აღმართის დაძლევისას – საინტერესოა ეს საცდელი ტრასა სად მდებარეობს? 

MS-425–ის ტექნიკური მონაცემები



გამოყენებული წყაროები:

MS-425–ის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ჟურნალ Auto Bild–იდანაა (2008 წლის №3), რომლის სკანების მოწოდებისთვის მადლობა ვუხდი გიორგი სეფიაშვილს.

Wednesday, February 27, 2013

დღის ფოტო – რა შეუძლია Harpoon-ს

ორი ცალი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ის კვალი ფრეგატ HMS Boxer–ზე



აფეთქებული პოლონური KTO Rosomak

პოლონური KTO Rosomak, მანქანა აღჭურვილია იტალიური საბრძოლო კოშკურა Hitfist-30P–თი. სულ ავღანეთში პოლონური მხარე 130 ცალ Rosomak–ას იყენებს. საბრძოლო მოქმედებებში განადგურდა (ისე რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება) 14 მანქანა:


 





 
 







Iron Fist-2013 - ინდოეთი კუნთებს ათამაშებს (videos & photos)

გასულ კვირას ინდოეთის საჰაერო ძალებმა ფართომაშტაბიანი სწავლება "Iron Fist-2013" ჩაატარეს, წარმოგიდგენთ სწავლების ვიდეო და ფოტომასალას: