Tuesday, July 15, 2014

მსოფლიოს უძლიერესი 35 არმია

ამერიკულმა გამომცემლობამ "Business Insider"–მა გამოაქბეყნა მსოფლიოს 35 უძლიერესი არმიის რეიტინგი. რეიტინგის შედგენისას გამოყენებული იქნა ეფექტურობის ისეთ მაჩვენებლები, როგორებიცაა მუშა ხელის რაოდენობა, სამობილიზაციო რესურსი, ტექნიკის რაოდენობა და ასე შემდეგ. აღსანიშნავია რომ რაოდენობრივი მაჩვენებელი არ ითვალისწინებს ხარისხს, მაგალითად ჩრდილოეთ კორეის 78 წყალქვეშა ნავიდან ყველა მოძველებულია. 
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შედგენილი იქნა გრაფიკული სია, რომელიც ამა თუ იმ არმიის საცეცხლე შესაძლებლობებს უჩვენებს

მსოფლიოს უძლიერესი 35 არმია (გრაფიკული გამოსახულება გადიდებადია)

P.S. აღსანიშნავია რომ ამ სიის მიხედვით  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 21–ე ადგილზე აიწიეს. უკრაინის არმიამ გაასწრო ისეთი ქვეყნების არმიებს, როგორებიცაა ირანი, ვიეტნამი და საუდის არაბეთი. გამომცემლობის თანახმად უკრაინის არმიმამ ტანკების რაოდენობა 1700–დან 4000–მდე, ხოლო საბრძოლო ავიაციის შემადგენლობა 400 საფრენ აპარატამდე გაზარდა. გამომომცემლობამ უკრაინის არმიის საბრძოლო მომზადების დონე მე–6 ადგილზე დააყენა. ამასთან აღსანიშნავია რომ სამხედრო ბიუჯეტის მიხედვით, უკრაინა მსოფლიოში 43–ე ადგილზეა.

Т-64 БМ Булат–ის პირველი დანაკარგები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, რომლებშიც ჩართულია უკრაინული ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები. ამჯერად ლუგანსკთან, აეროპორტის დებლოკირების მცდელობის დროს განადგურებული იქნა უკრაინის არმიის ყველაზე თანამედროვე ტანკი Т-64 БМ Булат. ეს ტანკები უკრაინის არმიის, 1–ლი ცალკეული სატანკო ბრიგადის შეიარაღებაზე დგას.
რთულია იმის განსაზღვრა თუ რამ გამოიწვია ტანკის განადგურება, მაგრამ სავარაუდოდ ეკიპაჟმა მანქანა დატოვა, სარქველები ღიაა, მოხსნილია საზენიტო ტყვიამფრქვევი. მარცხენა მუხლუხი გაწყვეტილია. სავარაუდოდ ტანკმა ამძრაობა დაკარგა და ეკიპაჟმა ის მიატოვა. ველოდებით მომხდარის დეტალებს.

Meanwhile in Ukraine - ამჯერად ტექსტი


12–დან 13 ივლისის ღამით, უკრაინა რუსეთთან სრულმაშტაბიანი ომის ზღვარზე იდგა. სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი არმიისა და ეროვნული გვარდიის ყველა მოქმედი ქვედანაყოფი, მთელი ავიაცია მზად იყო ჰაერში ასაფრენად. ჰაერში აწეული იქნა გამანადგურებლები Су–27 და МиГ-29. მოელოდნენ რომ რუსეთი დაიწყებდა АТО–ს ძალებზე წერტილოვანი დარტყმების მიყენებას, რათა უზრუნველეყო რუსული ძალების გადაადგილება დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით.
გუშინ ღამით, 00:45 საათზე, "იზვარინოს" სგპ–ეს გავლით უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შევიდა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალებში სხვადასხვა წყაროები ასახელებენ 100–დან 200 მანქანამდე – ესენია ტანკები, ქსმ–ები და ჯავშან КамАЗ–ები. ეს იყო რუსულ დროშებიანი და ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ერთ–ერთი დამრტყმელი ჯგუფი. მანქანების ნაწილზე დატანილი იქნა რუსეთის სამშვიდობო ძალების სიმბოლიკა. ამასთან ერთად რუსეთის ტერიტორიიდან მუდმივად ხორციელდებოდა სასაზღვრო რაიონებში უკრაინული ქვედანაყოფებზე ცეცხლით ზემოქმედება, მათ შორის ჰაუბიცებითა და ზცრს “Град”–ბით.
ჰაერში აწეული და ამოქმედებული იქნა ავიაცია, გამოცხადდა განგაში ჯარების ყველა სახეობაში და ძალოვან სამინისტროებში. მოიერიშე ავიაციის დაჯგუფება პირველად იქნა გაძლიერებული საავიაციო მხარდაჭერის დაჯგუფებით – გზაგადამჭრელებით, რადგანაც მოსალოდნელი იყო რუსული ავიაციისა და ჰსთ–ს წინააღმდეგობა. მაგრამ რუსეთმა ბოლო მომენტში ვერ გაბედეს საზღვრის გადაკვეთა. რის შედეგადაც უკრაინის ტერიოტრიაზე შეჭრილ კოლონაზე ავიადარტყმა განხორციელდა, ტექნიკის ნაწილი განადგურდა, ნაწილი უკან, რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
როგორც АТО–ს ზონაში მყოფმა წყარომ თავის ბლოგზე დაწერა – "ყურადღებას ვაქცევ მდგომარეობის სერიოზულობას: პირველად კონფლიკტის განმავლობაში მოწმეები უთითებენ იმაზე რომ ტექნიკა რუსული დროშების ქვეშ იყო! (არა რაღაცა გეორგიევსკის ან ЛНР-ДНР–ის დროშები). АТО–ს ხელმძღვანელობამ და სხვა ძალოვანმა სამინისტროებმა რუსეთის მოქმედება ერთპიროვნულად შეაფასეს როგორც უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრა."
იმავე მომენტში რუსული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ გაფრთხილებული იქნა უკეაინის პრეზიდენტი პოროშენკო, პარლამენთის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული მობილიზაციის, ჰსთ–სა და ავიაციის ოპერატიული მუშაობისა და გენშტაბის სრული მზადყოფნის გამო რუსეთმა სავარაუდოდ ვერ გარისკა უკრაინაში შეჭრა – შეაფასა რა როგორც პოლიტიკური დანაკარგები ასევე მАТО–ს ზონაში მყოფი უკრაინული არმიისგან მრავალათასიანი დანაკარგები. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ამ რეგიონში უკრაინული არმიას 50 000 მეომარი, ასობით ტანკი, ქსმ და ჯტრ ყავს, რომელთა საცეცხლე მხარდაჭერასაც მძლავრი არტილერია უწევს (ზცრს “Смерч”, “Ураган”, თვითმავალი ჰაუბიცა “Мста-С”, “Гиацинт”). სწორედ ამიტომ რამდენიმე რუსულმა ბატალიონის დონის ოპერატიულმა დაჯგუფებამ უკრაინის საზღვარი არ გადმოკვეთა.
უკრაინის გენშტაბმა, გაიაზრა რა შექმნილი სიტუაციის სირთულე, გადაწყვიტა ლუგანსკის განთავისუფლების ოპერაციის ფორსირება და განახორციელა მისი დასავლეთი და სამხრეთ მხრიდან ბლოკირება და მიზნად დაისახა ქალაქის სრული განთავისუფლება მომავალ დღეებში. ოპერაციის შედეგად უკვე დღისით მოხდა ლუგანსკის აეროდრომის დებლოკირება, ხოლო ქალაქიდან დასავლეთით და სამხრეთით მიმავალი გზების უმეტესობა უკრაინული არმიის მიერ იქნა გადაკეტილი. მოწინააღმდეგის კოლონა, რომელიც 50 ერთეული საბრძოლო ტექნიკისგან შესდგებოდა, განადგურებული იქნა ავიაციის და არტილერიის დახმარებით. 13 ივლისის საღამოს უკრანის არმია ქ. ლუგანსკის გარეუბნებში შევიდა და სპეციალური დანიშნულების ჯგუფებმა დაიწყეს ქალაქში ტერორისტების საყრდენი პუნქტების იერიში. ამჟამად როგორც ცნობილი ხდება, ლერ–ის დაჯგუფებები სრულიად ბლოკირებულნი არიან ლუგანსკში, სეპარატისტების ნარჩენები ალჩევსკის მიმართულებით იხევენ უკან, ჰაერში მუმდმივად პატრულირებს უკრაინული ავიაცია, რათა აკრძალოს რუსეთის მხრიდან ჯავშანჯგუფების შემოღწევა უკრაინის ტერიტორიაზე.
АТО–ს შტაბზე დაყრდნობით მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ იმავდროულად ქ. ლუგანსკის აღებას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება, თუ რათქმა უნდა რუსული მხარე უკრაინული საზღვრის მაშტაბურ გარღვევას და ტერორისტების მომარაგებას არ შეეცდება. ასევე ცნობილია რომ რუსეთის გენშტაბში განიხილავენ უკრაინულ АТО–ს დაჯგუფებაზე მასიური ავიადარტყმის შესაძლებლობას. მაგრამ ფრთხილობენ უკრაინული ჰსთ–ს წინააღმდეგობის გამო და ასევე არ გააჩნიათ დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნულ ზონაში სიტუაციის შესახებ.

Sunday, July 13, 2014

უკრაინული არმიის საინჟინრო ტექნიკა მოქმედებაში

აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსების მხარდაჭერით მოქმედი ტერორისტები უკან დახევისას, იმ იმედით რომ უკრაინული არმიის გადაადგილებას შეზღუდავენ ხიდებს აფეთქებენ – მაგრამ უკრაინული საინჟინრო ვედანაყოფები ოპერატიულად რეაგირებენ


 




იაპონური, ახალი თაობის გამანადგურებლის ATD-X–ის პირველი პროტოტიპი

2014 წლის 12 ივლისს, იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური კვლევებისა და პროექტირების ინსტიტუტმა (Technical Research & Development Institute -TRDI), გაავრცელა მე–5 თაობის გამანადგურებლის პირველი სადემონსტრაციო პროტოტიპის, ATD-X–ის (Advanced Technology Demonstrator – X) ოფიციალური ფოტოსურათები.
თვითმფრინავი შეიქმნა TRDI–ს თაოსნობითა და Mitsubishi Heavy Industries დახმარებით, მისი გამოგორება მოხდა ამ ბოლოს საწარმოში, რომელიც ტობისიმაში მდებარეობს (აიტის პრეფექტურა). გამოგორების ფოტოსურათები 2014 წლის 8 მაისით თარირდება. პირველი ეგზემპლიარის (იაპონური სამხედრო ნომერი 51–0001) სავარაუდოდ 2014 წლის ბოლოს დაიწყება.
ATD-X შექმნილია პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1990–იან წლებში დაიწყო და თავდაპირველად ShinShin–ად იწოდებოდა. რომელიც "პერსპექტიული გამანადგურებლის კონცეპტუალური მოდელი" და მე–5 თაობის გამანადგურებლის ტექნოლოგიების დამუშავების "მფრინავი სტენდი" უნდა გამხდარიყო. მისი გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, ასევე პოლიტიკური პირობებისა და დაფინანსების პირობების მიხედვით გადაწყდება 2018 წელს სრულფასოვანი მე–5 თაობის გამანადგურებლის აწყობა, რომელსაც პირობითად F-3 ეწოდება. თუმცაღა მისი სერიაში ჩაშვება 20127 წლამდე არ იგეგმება.
დემონსტრირებული ATD-X წარმოადგენს საშუალო ზომის თვითმფრინავს, რომლის ნორმალური ასაფრენი წონა სავარაუდოდ 13 ტონაა, მთლიანი სიგრძე 14 მეტრა და ფრთის გაქანი 9 მეტრა. ძალური დანადგარი შესდგება ორი ცალი, სპეციალურად გამანადგურებლისთვის IHI–ს მიერ შექმნილი ძრავა XF5-–ისგან, რომლიც წევის ცვალებადი ვექტორითაა აღჭურვილი და მისი მაქსიმალური წევა წინასწარი შეფასებით 5000კგ–ს უდრის.







Saturday, July 12, 2014

დღის ფოტო – ჭილყვავი და მეჭეჭა

ჭილყვავი და მეჭეჭა ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზაზე 20 წლის სხვაობით – დრო სხვადასხვა, აზრი და მთები იგივე

Wednesday, July 9, 2014

დღის ფოტო – Kiowa Warrior + УБ-16-57УМ

საკმაოდ საინტერესო Kiowa Warrior, რომელიც საბჭოთა უმართავი რაკეტების ბლოკით, УБ-16-57УМ–ით არის აღჭურვილი

Monday, July 7, 2014

How low can you go (8)?


5 ივლისს ინგლისში, ედინგტონში ავიაშოუზე გამოსვლის შემდეგ თურქული F–16 დაშვებას ახორციელებს

M1A1M რადიკალი ISIL ხელში

სად და როგორ ჩავარდა ამ ორმხრივი მოძრაობის ტრასის შუაში ეს ამერიკული ტანკი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ერაყელმა ჯარისკაცებმა ის ადგილზევე მიატოვეს, რის შემდეგაც ისლამური რადიკალური დაჯგუფების, ISIL–ის ხელში აღმოჩნდა

Sunday, July 6, 2014

Meanwhile in Ukraine VOL.5

ვაგრძელებთ ფოტოსესიას უკრაინიდან. წინა ოთხი ნაწილი შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე იხილოთ: