As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Tuesday, April 7, 2015
Sunday, April 5, 2015
აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების რაოდენობა (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოქავეყნა აშშ-სა და რუსეთს ფედერაციის ბირთვული შეიარაღების შესახებ განახლებული ინფორმაციას. გამოქვეყნებულია 2015 წლის 1 აპრილის მონაცემები.
ინგლისურად:
წყარო:
შედარებისთვის 2012 წლის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
წყარო:
გერმანიის არმია შაშხანა G–36 იწუნებს
გერმანული არმიის ქვედანაყოფებში მოხდა იარაღის გამრავალფეროვნება – ფოტოზე ვხედავთ G-36, FN Minimi, G-28, G-22 და MP-7
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე, და ბუნდესვერის გენშტაბის მეთაურზე, ფოლკერ ვიკერზე, დაყრდნობით, 30 მარტს, ავტომატური შაშხანა Heckler & Koch G36–ის საიმედოობის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დადგინა, რომ შაშხანა G–36–ის ლულის გახურების შედეგად საგრძნობლად ეცემა სროლის სიზუსტე. კერძოდ ლულის კომპზოტური სადები გახრუების შემდეგ ფართოვდება, რის შედეგადაც სიზუსტის გადახრა განცახდებულთან შედარებით 50სმ–თი იზრდება.
წინა გამოცდებმა, რომლებიც 2014 წლის თებერვალში განხორციელდა, ან ყველა იარაღზე ვერ აღმოაჩინეს ეს პრობლემა, ან ეს გადახრა ტყვია–წამლის უხარისხობას დაბრალდა. ბოლო გამოცდებმა პრობლემის მიზეზად, გარე ფაქტორებისა და ტყვია–წამლისგან დამოუკიდებლად, თვითონ G–36 დაასახელა.
ეს პრობლემა ძალიან ცხელი კლიმატის პირობებში და/ან ინტენსიური სროლის დროს იჩენს თავს. ავღანეთში მომსახურე გერმანელმა ჯარისკაცებმა ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ განაცხადეს.
ბოლო გამოცდები ბუნდესვერის იარაღისა და ტყვია–წამლის ტექნიკურმა ცენტრმა, ფრაუნჰოფერის ინსტიტუტმა (Fraunhofer Institute, the Bundeswehr's Technical Centre for Weapons and Ammunition (WTD 91)) და მატერიალების და საწვავ–საპოხი მასალების სამეცნიერო–კვლევითმა ინსტიტუტმა Research Institute for Materials, Fuels, and Lubricants (WIWeB)) ერთობლივად განახორციელეს.
თვითონ კომპანია Heckler & Koch კვლევებში არ იყო მიწვეული და ის მის შედეგებს უარყოფს. მისი მტკიცებით, ბუნდესვერისთვის მიწოდებული 178 000 ცალი G–36 და მისი სხვადასხვა ვარიანტები, მოთხოვნილ სტანდარტებს შეესაბამებ და მიღება ჩაბარების დროს შემოწმებული იქნა როგორც კომპანიის ასევე ბუნდესვერის მიერ. "ზარალის ანაზღაურების ნებისმიერი ფაქტიური ან იურიდიული პრეტენზია საფუძველს მოკლებულია" – განაცხადა კომპანიამ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ფონ დერ ლაიენმა ორაზროვნად განაცხადა, თუ რას უნდა ელოდეს ბუნდესვერი ამ გამოცდების შედეგად. "უახლოეს მომავალში ჩვენ დავინახავთ თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი შეიარაღებული ძალებისთვის და თუ იქნება მიღებული შეიარაღებაზე სხვა საიერიშო შაშხანა" – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ამ ახალი აღმოჩენებისგან დამოუკიდებლად, პრობლემასთან საბრძოლველად 2014 წელს მიღებული იქნა სხვადასხვა ზომები. კერძოდ ჯარისკაცებს მიეცათ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ იარაღი, რომ ის გახურებისგან დაიცვან და ასევე ქვედანაყოფებში მოხდა იარაღის გამრავალფეროვნება, რათა მისი საცეცხლე შესაძლებლობები მხოლოდ G–36 არ ყოფილიყო დამოკიდებული.
წყარო:
Saturday, April 4, 2015
9 მაისის აღლუმის რეპეტიცია – ამჯერად "Бумеранг"–იც გამოჩნდა
www.yotube.com–ზე დაიდო ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია 2015 წლის 27 მარტს, მოსკოვთან მდებარე ალაბინოს პოლიგონზე ახალი და პერსპექტიული რუსული სამხედრო ტექნიკის საცხრამაისო აღლუმისთვის გამართული რეპეტიცია.
ვიდეოში ტექნიკა შემდეგი თანმიმდევრობით ჩაივილის:
T-34, САУ-100, АМН 233114 Тигр-М, БТР-82А, КАМАЗ-63968 "Тайфун", Урал 63095 "Тайфун", БМП-3 (Объект 688М), ჯტრ "Объект 693" და ქსმ "Объект 695" (თემა "Курганец-25"), Т-90А, БМД-4М "Садовница" (объект 960М), БТР-МДМ "Ракушка" (Объект 955), 152მმ–ნი თსდ 2С35 "Коалиция-СВ", "Исканде́р" 9К720, Тор-М1, Бук-М1, Панцирь-С1 (96К6), С-400, РТ-2ПМ2 "Тополь-М".
სააღლუმო მწყობრში ყველაზე საინტერესო ჯტრ ВПК-7829 "Бумеранг" იყო, რომელიც პირველად გამოჩნდა.
ვიდეოში არ გამოჩენილა "Армата"–ს პლატფორმის მანქანები – ტანკი Т-14 "Объект 148" და ქსმ Т-15 "Объект 149".
მუხლუხებიანი ჯტრ "Объект 693" (თემა "Курганец-25")
ქსმ "Объект 695" (თემა "Курганец-25")
152მმ–ნი თსდ 2С35 "Коалиция-СВ"
ჯტრ ВПК-7829 "Бумеранг"
აღლუმში მონაწილე პერსპექტიული რუსული ტექნიკის შესახებ ბლოგზე არაერტხელ ვწერდი:
Thursday, April 2, 2015
უდაბნოს ქარიშხალი – Т–72 მიერ განადგურებული Abrams
ნორფოლკის ბრძოლაში განადგურებული ტანკი M1A1
ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დროს მე–2 სატანკო დივიზიის ერთ–ერთი განადგურებული М-1. ფოტოს ავტორი ტანკთან 50 მეტრში იმყოფებოდა, როდესაც მანქანას ჩასაფრებიდან ერაყული გვარდიის Т–72–მა ჭურვი მოარტყა. ბრძოლა მაშინ მოხდა, როდესაც ქვედანაყოფი საწვავით გამართვას ახორციელებდა. ბრძოლის შედეგად ამერიკულმა მხარემ რამდენიმე ტანკი/ქსმ დაკარგა.
A M1A1 tank destroyed at the Battle of Norfolk.
One of 2nd Armored div(FWD) M-1 tank losses during Desert Storm. I was less than 50 meters away when this particular tank took a round from a Republican Guard T-72 tank when they set up a ambush for us during a refueling operation. This particular tank probably saved my life and several other men their lives. We would have several tanks/AFVs destroyed or damaged at the end of this battle but we would go on to destroy the Republican Guard unit that ambushed us.
აღნიშნული ბრძოლის შედეგად მძიმედ დაზიანებული კიდევ ერთი ტანკი M1A1. მთლიანობაში ერაყულმა გვარდიამ ხუთი მანქანა გაანადგურა/დააზიანა. ტანკი M1A1 Abrams შესანიშნავი მანქანაა და ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო.
One of our badly damaged M1A1 Abrams tanks.
One of our M-1 Abrams tanks that got badly damaged during combat. We lost five during a ambush by the Iraqi Republican guard. The M1A1 Abrams tank was quite a impressive machine and sights like this were very rare.
წყარო – D B
Friday, March 27, 2015
ზეიმის გაგრძელება – ამჯერად "Объект-195"
ცოტაოდენი ანალიტიკა:
Green - 2A42 (?)
Black - GPS
White - APS
Red - smoke grenades
წყარო:
Thursday, March 26, 2015
25 მარტის აღლუმი ათენში
გუშინ, 25 მარტს, ათენში 1821 წლის თურქების წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყების საიუბილეო აღლუმი გაიმართა, ამ თარიღის აღსანიშნავად საბერძნეთის ბევრ ქალაქში სამხედრო აღლუმი გაიმართა.
ფოტოები ათენში გამართული აღლუმიდან
ფოტოების წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)






























































